სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოჩნდა - ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი ჭაღარა თმით და ახალი გატაცებით: დიზაინერი ხატწერით დაინტერესდა
მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოჩნდა - ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი ჭაღარა თმით და ახალი გატაცებით: დიზაინერი ხატწერით დაინტერესდა

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა ვარ­სკვლა­ვებ­მა ნა­ტუ­რა­ლიზ­მი აირ­ჩი­ეს და თმის შე­ღებ­ვა­ზე უარი თქვეს. იმ პე­რი­ოდ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბის კა­მე­რებ­თან ჭა­ღა­რა თმით პო­ზი­რებ­დნენ.

მას შემ­დეგ, ნა­ტუ­რა­ლიზ­მი ერ­თგვარ მო­დად იქცა და ბევ­რი ქალი დღემ­დე უარს ამ­ბობს თმის შე­ღებ­ვა­ზე და ჭა­ღა­რით პო­ზი­რებს წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზეც კი. ამ მო­დას ქარ­თვე­ლე­ბი არ აჰ­ყო­ლი­ან, მაგ­რამ ორი კვი­რის წინ, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ჩვე­ნე­ბა­ზე ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა შვე­ი­ცა­რი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მაკა ასა­თი­ან­მა, რო­მე­ლიც სა­ღა­მო­ზე სრუ­ლი­ად ჭა­ღა­რა მი­ვი­და.

წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ დი­ზა­ი­ნე­რი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ბოლო დროს ნა­ტუ­რა­ლიზმს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყო­ფი მაკა 17 მა­ისს, ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ მსვლე­ლო­ბა­საც და­ეს­წრო. დი­ზა­ი­ნერს შავი კაბა აც­ვია და ყელ­ზე შინ­დის­ფე­რი შარ­ფი აქვს მოხ­ვე­უ­ლი.

რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, მაკა ახ­ლოს იც­ნობს ვა­კის მა­ცხოვ­რის ტაძ­რის მო­ძღვარ შალ­ვა კე­კე­ლი­ას. კად­რებ­ში ჩანს, რომ ისი­ნი თბი­ლად ესა­უბ­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო დროს მაკა ხატმწე­რი გახ­და.

დი­ზა­ი­ნე­რი მაკა ასა­თი­ა­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში გახ­და. მისი თა­მა­მი ჩვე­ნე­ბე­ბი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში ერ­თგვა­რი გარ­ღვე­ვა იყო. ხში­რად იწე­რე­ბო­და მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას მე­უღ­ლე ორ ვაჟს ზრდი­და. წყვი­ლის და­შო­რე­ბი­დან წლე­ბის შემ­დეგ, მაკა ბიზ­ნეს­მენ კოტე გო­გე­ლი­ა­ზე გა­თხოვ­და. წყვი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ვი­და და ქარ­თუ­ლი მე­დი­ის თვალ­სა­წი­ე­რი­და­ნაც გაქ­რა. წყვილს მალე სა­ერ­თო შვი­ლი, ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. მაკა სა­ქარ­თვე­ლო­ში პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დის.

წლე­ბის წინ მა­კას ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს და­ფუძ­ნე­ბით და­ი­წყო. კარ­გა ხანს მა­მის, კახი ასა­თი­ა­ნის კუთ­ვნილ კომ­პა­ნი­ას - "აირ­ზე­ნა­საც" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მაკა ასა­თი­ა­ნის მე­უღ­ლის, კოტე გო­გე­ლი­ას ქო­ნე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი ქალი 45 წლის ასაკ­ში გახ­და ბე­ბია, რო­დე­საც უფ­როს ვაჟს კახი ჟორ­და­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი ლეა შე­ე­ძი­ნა. მის ამ­ჟა­მინ­დელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, მაკა სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ჩა­მო­დის. ისიც ისე, რომ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თებს...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოჩნდა - ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი ჭაღარა თმით და ახალი გატაცებით: დიზაინერი ხატწერით დაინტერესდა

მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოჩნდა - ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი ჭაღარა თმით და ახალი გატაცებით: დიზაინერი ხატწერით დაინტერესდა

პანდემიის პერიოდში, მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავებმა ნატურალიზმი აირჩიეს და თმის შეღებვაზე უარი თქვეს. იმ პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ცნობილი ქალების ფოტოები, რომლების კამერებთან ჭაღარა თმით პოზირებდნენ.

მას შემდეგ, ნატურალიზმი ერთგვარ მოდად იქცა და ბევრი ქალი დღემდე უარს ამბობს თმის შეღებვაზე და ჭაღარით პოზირებს წითელ ხალიჩაზეც კი. ამ მოდას ქართველები არ აჰყოლიან, მაგრამ ორი კვირის წინ, ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა შვეიცარიიდან დაბრუნებულმა მაკა ასათიანმა, რომელიც საღამოზე სრულიად ჭაღარა მივიდა.

წყარო გვიყვება, რომ დიზაინერი და ცნობილი ქართველი ქალი ბოლო დროს ნატურალიზმს ანიჭებს უპირატესობას.

საქართველოში სტუმრად მყოფი მაკა 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამართულ მსვლელობასაც დაესწრო. დიზაინერს შავი კაბა აცვია და ყელზე შინდისფერი შარფი აქვს მოხვეული.

როგორც წყარო გვიყვება, მაკა ახლოს იცნობს ვაკის მაცხოვრის ტაძრის მოძღვარ შალვა კეკელიას. კადრებში ჩანს, რომ ისინი თბილად ესაუბრებიან ერთმანეთს. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო დროს მაკა ხატმწერი გახდა.

დიზაინერი მაკა ასათიანი პოპულარული ჯერ კიდევ 90-იან წლებში გახდა. მისი თამამი ჩვენებები მოდის ინდუსტრიაში ერთგვარი გარღვევა იყო. ხშირად იწერებოდა მის პირად ცხოვრებაზეც. ფეხბურთის ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას მეუღლე ორ ვაჟს ზრდიდა. წყვილის დაშორებიდან წლების შემდეგ, მაკა ბიზნესმენ კოტე გოგელიაზე გათხოვდა. წყვილი საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა და ქართული მედიის თვალსაწიერიდანაც გაქრა. წყვილს მალე საერთო შვილი, ვაჟი შეეძინათ. მაკა საქართველოში პერიოდულად ჩამოდის.

წლების წინ მაკას ბიზნესსაქმიანობა სამოდელო სააგენტოს დაფუძნებით დაიწყო. კარგა ხანს მამის, კახი ასათიანის კუთვნილ კომპანიას - "აირზენასაც" ხელმძღვანელობდა. მაკა ასათიანის მეუღლის, კოტე გოგელიას ქონება, არაოფიციალური მონაცემებით, 50 მილიონი დოლარია.

ცნობილი დიზაინერი და ლამაზი ქართველი ქალი 45 წლის ასაკში გახდა ბებია, როდესაც უფროს ვაჟს კახი ჟორდანიას ქალიშვილი ლეა შეეძინა. მის ამჟამინდელ საქმიანობაზე არაფერია ცნობილი, მაკა საქართველოში მხოლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ჩამოდის. ისიც ისე, რომ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს...

წაიკითხეთ ასევე: