პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ" - რას წერს The Financial Times-ი
"საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ" - რას წერს The Financial Times-ი

ევ­რო­პუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ზე ზე­წო­ლის გან­სხვა­ვე­ბულ ზო­მებს“ გა­ნი­ხი­ლა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას The Financial Times-ი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­ახ­ლო­ე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

FT-ის ცნო­ბით, მო­მა­ვალ კვი­რას გა­სა­მართ ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ზო­მე­ბის გან­ხილ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით ეს­ტო­ნე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ჩე­ხე­თი და შვე­დე­თი გა­მო­დი­ან. ვა­რი­ან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბას, მი­ზან­მი­მარ­თულ სან­ქცი­ებ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის გა­ყინ­ვას მო­ი­ცავს.

ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ევ­რო­პუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ზე ზე­წო­ლის გან­სხვა­ვე­ბულ ზო­მებს“ გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ფრთხი­ლად უნდა იყოთ, რომ მი­ზან­ში არას­წო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ამო­ი­ღოთ“, - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერ­თმა დიპ­ლო­მატ­მა.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ევ­რო­კავ­ში­რი ვა­შინგტონ­თან შე­და­რე­ბით უფრო ნელა იმოქ­მე­დებს, რად­გან ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა ში­შობს, რომ უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა უკუ­შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს, ვი­ნა­ი­დან ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბით კა­ნო­ნის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვი­და“, - წერს FT.

ავტორი:

"საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ" - რას წერს The Financial Times-ი

"საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ" - რას წერს The Financial Times-ი

ევროპული დედაქალაქები "საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი აღნიშნულ საკითხთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

FT-ის ცნობით, მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან. ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ევროპული დედაქალაქები "საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ.

"ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მიზანში არასწორი ადამიანები არ ამოიღოთ“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

"სავარაუდოდ, ევროკავშირი ვაშინგტონთან შედარებით უფრო ნელა იმოქმედებს, რადგან ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი ევროკავშირის დროშებით კანონის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა“, - წერს FT.