პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ანასტასია ვარ... მე და ჩემი მეგობრები მოგიყვებით, რატომ ვდგავართ აქციებზე"
"მე ანასტასია ვარ... მე და ჩემი მეგობრები მოგიყვებით, რატომ ვდგავართ აქციებზე"

მე ანას­ტა­სია ვარ...

თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის პირ­ველ­კურ­სე­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად კი ambebi.ge-ს სტა­ჟი­ო­რი. წე­სით, სე­მი­ნარ-ლექ­ცი­ებს უნდა ვეს­წრე­ბო­დე, მაგ­რამ თით­ქმის ყო­ველ დღე აქ­ცი­ებ­ზე ვარ.

თუ რა­ტომ? - ამას ჩემი მე­გობ­რე­ბი და ახლა უკვე თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი მო­გიყ­ვე­ბი­ან. დღეს მათ­თან არა­მარ­ტო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მა­კავ­ში­რებს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა და ბრძო­ლა რუ­სუ­ლად შე­ფა­სე­ბულ ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ.

- რის­თვის ვიბ­რძვით?

სა­ლო­მე ქავ­თა­რა­ძე:

- აქ და ახლა ყვე­ლა ვიბ­რძვით წი­ნაპ­რე­ბის და­ნა­ტო­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად, რო­მე­ლიც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, არის და იქ­ნე­ბა მუ­დამ, ვიდ­რე სამ­შობ­ლოს­თვის მებ­რძო­ლი ხალ­ხი იარ­სე­ბებს. სა­ქარ­თვე­ლო - ეს მებ­რძო­ლი ერის ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ოდით­გან­ვე იბ­რძო­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და ევ­რო­პუ­ლი, გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მავ­ლის­თვის. სწო­რედ ეს არის ახლა ჩვე­ნი მი­ზა­ნიც, რომ არ და­ვუთ­მოთ არა­ვის, მათ შო­რის რუ­სეთს, ჩვე­ნი მიწა, ის­ტო­რია, ეროვ­ნე­ბა, კულ­ტუ­რა და დავ­დგეთ ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბით აქ­ცი­ა­ზე წა­სას­ვლე­ლად? ყო­ველ­თვის ხართ თუ არა მზად დარ­ბე­ვის­თვის?

-აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბის დღი­დან, რო­გორც კი შე­ვამ­ჩნიე, რომ ვი­თა­რე­ბა მწვავ­დე­ბო­და და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად და­შა­ვე­ბუ­ლი­ყო, მო­ვი­მა­რა­გე ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო თუ სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თი. ყო­ველ­დღე აქ­ცი­ა­ზე წას­ვლამ­დე ვა­ლა­გებ და ვა­მოწ­მებ ჩან­თას, რომ რა­ი­მე არ დამ­რჩეს ან არ და­მა­ვი­წყდეს, რო­გორც ჩემ­თვის და ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის, ისე აქ­ცი­ის სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის, რად­გან ყო­ველ წამს შე­საძ­ლოა ვი­თა­რე­ბა დამ­ძიმ­დეს და წი­ნას­წარ ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის მზად­ყოფ­ნა­ში ვარ.

- თქვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხულ აქ­ცი­ა­ზე გვი­ამ­ბეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, გა­რე­მო­ზე, გრძნო­ბებ­ზე

რობი ფარ­ტე­ნა­ძე:

- აქ­ცი­ე­ბამ­დე აპო­ლი­ტი­კუ­რი ვი­ყა­ვი, წინა წელ­საც, როცა პირ­ვე­ლად წარ­მო­ად­გი­ნეს ეს კა­ნო­ნი, არ ვი­ყა­ვი კარ­გად გარ­კვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რად­გან იმ­ჟა­მად არ ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვერ ვხე­დავ­დი იმას, რაც ახლა, გან­მე­ო­რე­ბით ხდე­ბა ერთი წლის შემ­დეგ. უკვე ვცდი­ლობ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვიყო ჩარ­თუ­ლი პრო­ტეს­ტებ­ში, იქ­ნე­ბა ეს სტუ­დენ­ტუ­რი მარ­შე­ბი თუ სა­ერ­თო აქ­ცი­ე­ბი რუს­თა­ველ­ზე. მი­ხა­რია, როცა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ხალ­ხს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულს ვხე­დავ სა­ერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, კარ­გად ჩანს ჩვე­ნი ძალა, ამას ხე­დავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც. ათას­ნა­ირ პრო­პა­გან­დას იყე­ნე­ბენ ჩვენს და­სა­ში­ნებ­ლად და პრო­ტეს­ტან­ტთა რი­ცხვის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მაგ­რამ მა­ინც ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ერ­თი­ა­ნო­ბას. არც ისე ად­ვი­ლია gen-z-ს მა­ნი­პუ­ლა­ცია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ ჰყავთ შე­და­რე­ბით ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­ში და თა­ო­ბებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ.

ძი­რი­თა­დად LGBTQ+ თემს იყე­ნე­ბენ ბერ­კე­ტად, რაც კარ­გად იცი­ან, რომ შიშს იწ­ვევს “ტრა­დი­ცი­ულ” სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა სრუ­ლი­ად არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია LGBTQ+ თემ­სა და "რუ­სულ კა­ნონს" შო­რის კავ­ში­რი და ეს უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ხალ­ხმა. სამ­წუ­ხა­როდ, მგო­ნია, რომ ვე­ტოს დაძ­ლე­ვენ და კა­ნონ­საც სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღე­ბენ, მაგ­რამ არ უნდა შე­წყდეს პრო­ტეს­ტი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რათა ხალ­ხმა არ და­კარ­გოს მუხ­ტი და ერ­თო­ბა, შემ­დეგ კი რე­კორ­დუ­ლად უნდა გა­მოვ­ცხად­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ, რად­გან იქ წყდე­ბა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პაა, ყო­ველ­თვის ასე იყო და იქ­ნე­ბა.

- უარ­ყო­ფით გრძნო­ბებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ, დარ­ბე­ვი­სას რას გა­ნიც­დით? გე­ში­ნი­ათ, გული გტკი­ვათ თუ ბრაზ­დე­ბით თუ სხვა რა­მეს გრძნობთ?

მა­რი­ამ მარ­გვე­ლა­ნი:

- ზო­გა­დად, რთუ­ლია ამ კი­თხვა­ზე ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ალ­ბათ ყვე­ლა გრძნო­ბას გა­ნიც­დი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, რად­გან რთუ­ლია უყუ­რო რო­გორ გებ­რძვის და გარ­ბევს ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, ვის­თა­ნაც გა­კავ­ში­რებს ქვე­ყა­ნა, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა და ის­ტო­რია, მაგ­რამ თქვენს შო­რის მხო­ლოდ ერ­თია გან­სხვა­ვე­ბა - ის ამ სის­ტე­მი­სა და მდგო­მა­რე­ო­ბის მსხვერ­პლია, შენ - არა. შიშ­ზე მე­ტად გუ­ლის ტკი­ვი­ლი მო­აქვს ამ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ როცა ხე­დავ ამ­დენ უსა­მარ­თლოდ ნა­ცემ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ერთი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად იბ­რძვი­ან და ეს მი­ზა­ნი ქვეყ­ნის დაც­ვა, მისი გა­დარ­ჩე­ნა და იმ ჭა­ო­ბი­დან ამოყ­ვა­ნაა, სა­დაც ის ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რის შემ­დეგ ჩნდე­ბა ტკი­ვილ­ნა­რე­ვი ბრა­ზი.....

ჩემი აზ­რით, ამ ყვე­ლა­ფერ­მა შე­დე­გად მო­ტა­ნა ის ერ­თო­ბა, რაც ამ­დე­ნი ხანი აკ­ლდა ქარ­თველ ერს, აქ მდგო­მი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა არა­მარ­ტო სამ­შობ­ლოს, არა­მედ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დი­თაც, სწო­რედ ეს გვერ­დში დგო­მა აძ­ლევს ძა­ლას ხალ­ხს და­უ­პი­რის­პირ­დეს ყვე­ლა­ფერს, რაც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ძალა ერ­თო­ბა­შია!

- კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლია… რა არის თქვე­ნი მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი?

დუდა სვა­ნი­ძე:

- ჩემი მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი ის არის, რომ იმე­დი არ დავ­კარ­გო და ჩემს მე­მა­მუ­ლე­ებ­თან ერ­თად ბო­ლომ­დე გა­ვა­კე­თო ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­მიძ­ლია, მა­ნამ, ვიდ­რე სა­ჭი­რო ხალ­ხი ჩვენს ხმას არ გა­ი­გებს.

ჩემი აზ­რით, უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი უნდა გა­დავ­დგათ, უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თოთ და უკე­თე­სად დავ­გეგ­მოთ ჩვე­ნი ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ქმე­დე­ბა, რად­გან რო­გორც მე შე­ვამ­ჩნიე, პარ­ლა­მენ­ტთან ჯდო­მა მა­ინ­ცდა­მა­ინც ეფექ­ტი­ა­ნი არ გა­მოდ­გა...

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე გვე­სა­უბ­რეთ, რო­გორც გა­ფი­ცუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ და ყო­ველ­დღი­უ­რად რას უპი­რის­პირ­დე­ბით?

ჰე­ლე­ნა ადა­მია:

- რო­გორც გა­ფი­ცუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, პირ­ველ რიგ­ში ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით “რუ­სულ კა­ნონს” და იმ მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამავდრო­უ­ლად, ჩვენს რექ­ტორს, ჯაბა სა­მუ­ში­ას, რო­მელ­მაც ხელი მო­ა­წე­რა იმ დო­კუ­მენტს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ აღი­ა­რებს გა­ფიც­ვის იდე­ას.

ჩვე­ნი ლექ­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი გა­ფი­ცუ­ლია, ნა­წი­ლი კვლავ ატა­რებს ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს, მაგ­რამ მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც მხარ­ში გვიდ­გას, ამის მი­უ­ხე­და­ვად სტუ­დენ­ტე­ბი ღე­ლა­ვენ თა­ვი­ანთ ქუ­ლებ­ზე და gpa-ზე.

უფრო დიდი პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ არა­ვინ იცის სა­ნამ გაგ­რძელ­დე­ბა გა­ფიც­ვა. უკვე მე­ო­რე კვი­რაა, რაც აუ­დი­ტო­რი­ა­ში შეს­ვლა­ზე უარს ვა­ცხა­დებთ და შე­სამ­ჩნევ­ლად იკ­ლებს გა­ფი­ცუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რი­ცხვიც. შემ­დე­გი კვი­რი­დან უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­წყებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სი­ა­რულს. აშ­კა­რაა, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბა აკ­ლია ამ ყვე­ლა­ფერს, სტუ­დენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია და არც არ­სე­ბო­ბენ ისე­თი კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ კი­თხვებს პა­სუხს გას­ცე­მენ. გა­ფიც­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სტუ­დენ­ტთა ხმა ნაკ­ლე­ბად ის­მის. არის მცდე­ლო­ბე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მო­ე­წყოს პრო­ტეს­ტე­ბი, მაგ­რამ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად მო­ვი­კოჭ­ლებთ. გა­ფიც­ვის მთა­ვა­რი იდეა არის პრო­ტეს­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა და არა ამ დრო­ის გაფ­ლან­გვა, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს დრო გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ის მყა­რად გა­მო­ხატ­ვა­ში და ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა­ში.

- რა კვალს და­ტო­ვებს ეს აქ­ცი­ე­ბი თქვენ­ზე და რო­გორ შეც­ვა­ლა ამ მოვ­ლე­ნებ­მა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

ელე­ნე მაღ­რა­ძე

- გავ­ლე­ნა უდი­დე­სია... უპირ­ვე­ლე­სად, და­ვი­ნა­ხე თუ რამ­დე­ნად სას­ტი­კი შე­იძ­ლე­ბა იყოს სის­ტე­მა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში. და­ვი­წყე ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა, წარ­სუ­ლის შეც­ნო­ბა და ვი­ტყვი, რომ უფრო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნა­კი­თხი გავ­ხდი ამ სა­კი­თხში, რაც აქ­ცი­ე­ბის და­დე­ბით მხა­რე­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ. ასე­ვე და­ტო­ვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კვა­ლიც, კონ­კრე­ტუ­ლად კი აქ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­წყვე­ტამ და სის­ტე­მა­ტუ­რად პრო­ტეს­ტებ­ზე სი­ა­რულ­მა ამ­რია და ბევრ ჩვენ­განს დაგ­ვირ­ღვია ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა, რა­მაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ქა­ო­სი და დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია ჩემ­ში… ამ ყვე­ლა­ფერ­მა და­მი­ტო­ვა შეგ­რძნე­ბა, თით­ქოს თვე­ზე მე­ტია ცხოვ­რე­ბა გა­ჩერ­და, საკ­მა­ოდ რთუ­ლი გახ­და ამ ახა­ლი დი­ნე­ბას აყო­ლა. აქ­ცი­ე­ბი მოქ­მე­დებს ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც. რამ­დენ­ჯერ­მე მო­მი­წია ღა­მის გა­თე­ნე­ბა, ყო­ველ დღე ფეხ­ზე დგო­მა და დარ­ბე­ვე­ბის დროს მო­ბი­ლი­ზე­ბა, სირ­ბი­ლი, რაც ცოტა არ იყოს, მფი­ტავს და უე­ნერ­გი­ოდ ვრჩე­ბი.

და­სას­რულ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამ აქ­ცი­ებს ახ­ლავს ში­შიც, რომ და­მი­რე­კა­ვენ და და­მე­მუქ­რე­ბი­ან ან ქუ­ჩა­ში სა­ცე­მად გა­მო­მე­კი­დე­ბი­ან, ან მშობ­ლებს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­აგ­დე­ბენ, რად­გან აქ­ცი­ებ­ზე დავ­დი­ვარ და ვა­ფიქ­სი­რებ ჩემ პი­რად პო­ზი­ცი­ას, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა, რო­გორც ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გვიჩ­ვე­ნა, არ არის უსაფრ­თხო. მაგ­რამ ჩვენ ვიდ­გე­ბით ბო­ლომ­დე, არ გვე­ში­ნია, არ ვიღ­ლე­ბით!..

  • ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მე ანასტასია ვარ... მე და ჩემი მეგობრები მოგიყვებით, რატომ ვდგავართ აქციებზე"

"მე ანასტასია ვარ... მე და ჩემი მეგობრები მოგიყვებით, რატომ ვდგავართ აქციებზე"

მე ანასტასია ვარ...

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის პირველკურსელი. პარალელურად კი ambebi.ge-ს სტაჟიორი. წესით, სემინარ-ლექციებს უნდა ვესწრებოდე, მაგრამ თითქმის ყოველ დღე აქციებზე ვარ.

თუ რატომ? - ამას ჩემი მეგობრები და ახლა უკვე თანამებრძოლები მოგიყვებიან. დღეს მათთან არამარტო უნივერსიტეტი მაკავშირებს, არამედ საქართველოს ახლანდელი ვითარება და ბრძოლა რუსულად შეფასებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ.

- რისთვის ვიბრძვით?

სალომე ქავთარაძე:

- აქ და ახლა ყველა ვიბრძვით წინაპრების დანატოვარი ღირებულებების და ჩვენი ქვეყნის მომავლის გადასარჩენად, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება მუდამ, ვიდრე სამშობლოსთვის მებრძოლი ხალხი იარსებებს. საქართველო - ეს მებრძოლი ერის ქვეყანაა, რომელიც ოდითგანვე იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული, გაბრწყინებული, მშვიდობიანი მომავლისთვის. სწორედ ეს არის ახლა ჩვენი მიზანიც, რომ არ დავუთმოთ არავის, მათ შორის რუსეთს, ჩვენი მიწა, ისტორია, ეროვნება, კულტურა და დავდგეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

- როგორ ემზადებით აქციაზე წასასვლელად? ყოველთვის ხართ თუ არა მზად დარბევისთვის?

-აქციების დაწყების დღიდან, როგორც კი შევამჩნიე, რომ ვითარება მწვავდებოდა და შესაძლებელი იყო ნებისმიერი ადამიანი სერიოზულად დაშავებულიყო, მოვიმარაგე ყველა საჭირო სამედიცინო თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. ყოველდღე აქციაზე წასვლამდე ვალაგებ და ვამოწმებ ჩანთას, რომ რაიმე არ დამრჩეს ან არ დამავიწყდეს, როგორც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ისე აქციის სხვა მონაწილეებისთვის, რადგან ყოველ წამს შესაძლოა ვითარება დამძიმდეს და წინასწარ ყოველი შემთხვევისთვის მზადყოფნაში ვარ.

- თქვენი თვალით დანახულ აქციაზე გვიამბეთ, საზოგადოებაზე, ურთიერთობებზე, გარემოზე, გრძნობებზე

რობი ფარტენაძე:

- აქციებამდე აპოლიტიკური ვიყავი, წინა წელსაც, როცა პირველად წარმოადგინეს ეს კანონი, არ ვიყავი კარგად გარკვეული სიტუაციაში, რადგან იმჟამად არ ვიყავი თბილისში და საკუთარი თვალით ვერ ვხედავდი იმას, რაც ახლა, განმეორებით ხდება ერთი წლის შემდეგ. უკვე ვცდილობ ყველანაირად ვიყო ჩართული პროტესტებში, იქნება ეს სტუდენტური მარშები თუ საერთო აქციები რუსთაველზე. მიხარია, როცა სრულიად განსხვავებულ ხალხს გაერთიანებულს ვხედავ საერთო მიზნის მისაღწევად, კარგად ჩანს ჩვენი ძალა, ამას ხედავს ხელისუფლებაც. ათასნაირ პროპაგანდას იყენებენ ჩვენს დასაშინებლად და პროტესტანტთა რიცხვის შესამცირებლად, მაგრამ მაინც ვინარჩუნებთ ერთიანობას. არც ისე ადვილია gen-z-ს მანიპულაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჰყავთ შედარებით ასაკობრივი კატეგორია ინფორმაციულ ვაკუუმში და თაობებს შორის უთანხმოების გაღვივებას ცდილობენ.

ძირითადად LGBTQ+ თემს იყენებენ ბერკეტად, რაც კარგად იციან, რომ შიშს იწვევს “ტრადიციულ” საქართველოში, თუმცა სრულიად არარელევანტურია LGBTQ+ თემსა და "რუსულ კანონს" შორის კავშირი და ეს უნდა გააცნობიეროს ხალხმა. სამწუხაროდ, მგონია, რომ ვეტოს დაძლევენ და კანონსაც საბოლოოდ მიიღებენ, მაგრამ არ უნდა შეწყდეს პროტესტი საპარლამენტო არჩევნებამდე, რათა ხალხმა არ დაკარგოს მუხტი და ერთობა, შემდეგ კი რეკორდულად უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე და სწორი არჩევანი გავაკეთოთ, რადგან იქ წყდება ჩვენი მომავალი. საქართველო ევროპაა, ყოველთვის ასე იყო და იქნება.

- უარყოფით გრძნობებზეც ვისაუბროთ, დარბევისას რას განიცდით? გეშინიათ, გული გტკივათ თუ ბრაზდებით თუ სხვა რამეს გრძნობთ?

მარიამ მარგველანი:

- ზოგადად, რთულია ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა, ალბათ ყველა გრძნობას განიცდი ერთმანეთის მიყოლებით, რადგან რთულია უყურო როგორ გებრძვის და გარბევს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, ვისთანაც გაკავშირებს ქვეყანა, ენა, სარწმუნოება და ისტორია, მაგრამ თქვენს შორის მხოლოდ ერთია განსხვავება - ის ამ სისტემისა და მდგომარეობის მსხვერპლია, შენ - არა. შიშზე მეტად გულის ტკივილი მოაქვს ამ ყველაფერს, მაგრამ როცა ხედავ ამდენ უსამართლოდ ნაცემ ადამიანს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიზნის მისაღწევად იბრძვიან და ეს მიზანი ქვეყნის დაცვა, მისი გადარჩენა და იმ ჭაობიდან ამოყვანაა, სადაც ის ამდენი ხნის განმავლობაში იყო. ამ ყველაფერზე ფიქრის შემდეგ ჩნდება ტკივილნარევი ბრაზი.....

ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა შედეგად მოტანა ის ერთობა, რაც ამდენი ხანი აკლდა ქართველ ერს, აქ მდგომი თითოეული ადამიანი იმყოფება არამარტო სამშობლოს, არამედ ერთმანეთის გვერდითაც, სწორედ ეს გვერდში დგომა აძლევს ძალას ხალხს დაუპირისპირდეს ყველაფერს, რაც მათთვის მიუღებელია, ძალა ერთობაშია!

- კანონი მიღებულია… რა არის თქვენი მომდევნო ნაბიჯი?

დუდა სვანიძე:

- ჩემი მომდევნო ნაბიჯი ის არის, რომ იმედი არ დავკარგო და ჩემს მემამულეებთან ერთად ბოლომდე გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, მანამ, ვიდრე საჭირო ხალხი ჩვენს ხმას არ გაიგებს.

ჩემი აზრით, უფრო სერიოზული ნაბიჯი უნდა გადავდგათ, უფრო აქტიურად ჩავერთოთ და უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი ყოველი მომდევნო ქმედება, რადგან როგორც მე შევამჩნიე, პარლამენტთან ჯდომა მაინცდამაინც ეფექტიანი არ გამოდგა...

- უნივერსიტეტზე გვესაუბრეთ, როგორც გაფიცული სტუდენტები, რის მიღწევას ცდილობთ და ყოველდღიურად რას უპირისპირდებით?

ჰელენა ადამია:

- როგორც გაფიცული სტუდენტები, პირველ რიგში ვეწინააღმდეგებით “რუსულ კანონს” და იმ მთავრობას, რომელიც საკუთარი მოსახლეობის სურვილებს არ ითვალისწინებს. ამავდროულად, ჩვენს რექტორს, ჯაბა სამუშიას, რომელმაც ხელი მოაწერა იმ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აღიარებს გაფიცვის იდეას.

ჩვენი ლექტორების ნაწილი გაფიცულია, ნაწილი კვლავ ატარებს ლექცია-სემინარებს, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც მხარში გვიდგას, ამის მიუხედავად სტუდენტები ღელავენ თავიანთ ქულებზე და gpa-ზე.

უფრო დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არავინ იცის სანამ გაგრძელდება გაფიცვა. უკვე მეორე კვირაა, რაც აუდიტორიაში შესვლაზე უარს ვაცხადებთ და შესამჩნევლად იკლებს გაფიცული სტუდენტების რიცხვიც. შემდეგი კვირიდან უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს უნივერსიტეტში სიარულს. აშკარაა, რომ ორგანიზება აკლია ამ ყველაფერს, სტუდენტთა უმრავლესობა გაურკვევლობაშია და არც არსებობენ ისეთი კომპეტენტური პირები, რომლებიც მათ კითხვებს პასუხს გასცემენ. გაფიცვის მიუხედავად, სტუდენტთა ხმა ნაკლებად ისმის. არის მცდელობები უნივერსიტეტთან მოეწყოს პროტესტები, მაგრამ რაოდენობრივად მოვიკოჭლებთ. გაფიცვის მთავარი იდეა არის პროტესტის გამოცხადება და არა ამ დროის გაფლანგვა, ამიტომ აუცილებელია ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციის მყარად გამოხატვაში და ჩვენი პირობების შესრულების მოთხოვნაში.

- რა კვალს დატოვებს ეს აქციები თქვენზე და როგორ შეცვალა ამ მოვლენებმა თქვენი ცხოვრება?

ელენე მაღრაძე

- გავლენა უდიდესია... უპირველესად, დავინახე თუ რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს სისტემა ჩვენს რეალობაში. დავიწყე ლიტერატურის მოძიება, წარსულის შეცნობა და ვიტყვი, რომ უფრო განათლებული და ნაკითხი გავხდი ამ საკითხში, რაც აქციების დადებით მხარედაც შეიძლება ჩავთვალოთ. ასევე დატოვა ფსიქოლოგიური კვალიც, კონკრეტულად კი აქციებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის შეწყვეტამ და სისტემატურად პროტესტებზე სიარულმა ამრია და ბევრ ჩვენგანს დაგვირღვია ყოველდღიური რუტინა, რამაც ფსიქოლოგიური ქაოსი და დაბნეულობა გამოიწვია ჩემში… ამ ყველაფერმა დამიტოვა შეგრძნება, თითქოს თვეზე მეტია ცხოვრება გაჩერდა, საკმაოდ რთული გახდა ამ ახალი დინებას აყოლა. აქციები მოქმედებს ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზეც. რამდენჯერმე მომიწია ღამის გათენება, ყოველ დღე ფეხზე დგომა და დარბევების დროს მობილიზება, სირბილი, რაც ცოტა არ იყოს, მფიტავს და უენერგიოდ ვრჩები.

დასასრულ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამ აქციებს ახლავს შიშიც, რომ დამირეკავენ და დამემუქრებიან ან ქუჩაში საცემად გამომეკიდებიან, ან მშობლებს სამსახურიდან გააგდებენ, რადგან აქციებზე დავდივარ და ვაფიქსირებ ჩემ პირად პოზიციას, მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკული აზრის გამოხატვა, როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა, არ არის უსაფრთხო. მაგრამ ჩვენ ვიდგებით ბოლომდე, არ გვეშინია, არ ვიღლებით!..

  • ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი