სამხედრო
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტი და ვიზალიბერალიზაცია - რას სთავაზობს აშშ საქართველოს თუ ხელისუფლების "ანტიდასავლური რიტორიკა" შეიცვლება - Politico-ს მორიგი სტატია
მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტი და  ვიზალიბერალიზაცია - რას სთავაზობს აშშ საქართველოს თუ ხელისუფლების "ანტიდასავლური რიტორიკა" შეიცვლება - Politico-ს მორიგი სტატია

"აშშ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო და სა­ვაჭ­რო პა­კე­ტის გა­და­ცე­მას გა­ნი­ხი­ლავს, თუ ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კურ­სი შე­იც­ვლე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Politico ავ­რცე­ლებს.

  • Politico-ს ცნო­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც „რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ ჯო უილ­სო­ნი, კონ­გრესს სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს წა­რუდ­გენს, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს­თან „ძლი­ე­რი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­ვაჭ­რო რე­ჟი­მის“ გა­სახ­სნე­ლად მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­ი­წყებს, თუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

ამე­რი­კულ ბა­ზარ­ზე წვდო­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­საც Politico გა­ეც­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტი ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რის პა­კე­ტის შე­მუ­შა­ვე­ბას ავალ­დე­ბუ­ლებს, მათ შო­რის „უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის­გან ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის­თვის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო, ტექ­ნი­კუ­რი და ოპე­რა­ცი­ე­ბის დამ­ხმა­რე ელე­მენ­ტე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რია“.

თუმ­ცა, პროგ­რა­მა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, თუ აშშ და­ა­დას­ტუ­რებს, რომ "სა­ქარ­თვე­ლომ დე­მოკ­რა­ტი­ის აღ­დგე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მდგრა­დი პროგ­რე­სი აჩ­ვე­ნა, რა­საც რო­გორც მი­ნი­მუმ, სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო მოწ­მობს“.

ცნო­ბის­თვის, Politico-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­საც ჯო უილ­სო­ნი ამე­რი­კის კონ­გრეს­ში წა­რად­გენს, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სან­ქცი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წყა­რო: Politico

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტი და ვიზალიბერალიზაცია - რას სთავაზობს აშშ საქართველოს თუ ხელისუფლების "ანტიდასავლური რიტორიკა" შეიცვლება - Politico-ს მორიგი სტატია

მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტი და  ვიზალიბერალიზაცია - რას სთავაზობს აშშ საქართველოს თუ ხელისუფლების "ანტიდასავლური რიტორიკა" შეიცვლება - Politico-ს მორიგი სტატია

"აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება", - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

  • Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, კონგრესს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება.

ამერიკულ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი, რომელსაც Politico გაეცნო, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს.

ასევე, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია“.

თუმცა, პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ "საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რასაც როგორც მინიმუმ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო მოწმობს“.

ცნობისთვის, Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელსაც ჯო უილსონი ამერიკის კონგრესში წარადგენს, ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს.

წყარო: Politico

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"