პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირ­ველკ­ლა­სელ­თა სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცია დღეს და­ი­წყო. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გის­ტრა­ცია დღეს, 09:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და 13 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

„რე­გის­ტრა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე - registration.emis.ge. ბავ­შვის სის­ტე­მა­ში რე­გის­ტრა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს მშო­ბე­ლი ან კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ელექტრო­ნუ­ლად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა სკო­ლებ­ში 14 ივ­ნი­სი­დან 25 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დად­გე­ნილ ვა­დებ­ში დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წა­რუდ­გენ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­გის­ტრა­ცია ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­უქ­მდე­ბა.

პირ­ველ კლას­ში ჩა­სა­რი­ცხი დო­კუ­მენ­ტე­ბი: მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც უნდა შე­ი­ცავ­დეს კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­სა და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას და უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 78-ე მუხ­ლით დად­გე­ნილ სხვა მო­თხოვ­ნებს, კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ასლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში). დო­კუ­მენ­ტე­ბის უცხო­ურ ენა­ზე წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მათ უნდა და­ერ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გმა­ნი ქარ­თულ ენა­ზე).

მოს­წავ­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ან პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში).დო­კუ­მენ­ტე­ბის უცხო­ურ ენა­ზე წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მათ უნდა და­ერ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გმა­ნი ქარ­თულ ენა­ზე).

პირ­ველ კლა­სებ­ში არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა მო­ქა­ლა­ქე­ებს შემ­დეგ ბმულ­ზე შე­უძ­ლი­ათ: https://skolebi.emis.ge/ პირ­ველკ­ლა­სელ­თა სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცი­ის ინ­სტრუქ­ცი­ის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ ბმულ­ზე:

https://elfiles.emis.ge/…/pirvelklaselta-registraciis… “- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სას­კო­ლო ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და. კერ­ძოდ, 2024-2025 სას­წავ­ლო წელს პირ­ველ კლას­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბას შეძ­ლე­ბენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც 6 წელი 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე შე­უს­რულ­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

„რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ნახვა მოქალაქეებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://skolebi.emis.ge/ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://elfiles.emis.ge/…/pirvelklaselta-registraciis… “- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.