მამაჩემს დილის ხუთ საათზე ურეკავდნენ და ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე პასუხს აგებს.
"ეს არის კონკრეტული ნომერი, რომელი ნომრიდანაც ურეკავდნენ მამაჩემს და ემუქრებოდნენ შვილის, ჩემი ფიზიკური განადგურებით. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია. ეს არის სწორედ რუსული სტილის საბჭოთა ტერორი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს ადამიანები არ ვიცი, სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ, ან რა დამოკიდებულებაა ასაკიან ადამიანს დილის ხუთ საათზე დაურეკო და ერთადერთი ბიჭის განადგურებით დაემუქრო. ეს არაფერში არ ჯდება. აუცილებლად ყველა დამნაშავე კანონის წინაშე პასუხს აგებს, ამას მე ვპირდები და სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველა ამ ადამიანს აუცილებლად დავსჯით კანონის წინაშე“, -განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.