პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ ვერ გამიხსენეთ... არადა მამათქვენმა საკუთარი დედის ოპერაცია მანდო" - როსტომ ცხვედიანის მორიგი მიმართვა ივანიშვილის მეუღლეს
"სამწუხაროდ ვერ გამიხსენეთ... არადა მამათქვენმა საკუთარი დედის ოპერაცია მანდო" - როსტომ ცხვედიანის მორიგი მიმართვა ივანიშვილის მეუღლეს

ლექ­ტო­რი როს­ტომ ცხვე­დი­ა­ნი ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძე-ივა­ნიშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის მე­უღ­ლის მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს იხ­სე­ნებს.

ასე­ვე გან­მარ­ტავს, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა სა­და­ვო კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძის­თვის მი­ე­მარ­თა.

"ქალ­ბა­ტო­ნო ეკა! ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე, პა­სუ­ხი რამ­დენ­ჯერ­მე დავ­წე­რე და გა­დავ­წე­რე. ბო­ლოს ერთი ამო­ვარ­ჩიე. თუმ­ცა სა­უ­კე­თე­სოდ არც ეს მი­მაჩ­ნია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თქვენ­გან პა­სუხს არ ვე­ლო­დი და ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა. ახლა ისე­თი პა­სუ­ხი მინ­და მოგ­წე­როთ, რომ არც უმა­დუ­რი გა­მო­ვი­დე და არც თქვენ თქვათ, თუ სამი დღის წინ ასე მშობ­ლი­უ­რი ტო­ნით მომ­მარ­თავ­და, ახლა ეს რა ხდე­ბაო? მაგ­რამ ვით­ვა­ლის­წი­ნებ იმას, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­მიხ­სე­ნეთ და თან არც ის მინ­და, რომ ვინ­მემ თქვას, ქალ­ბა­ტონ ეკას იმი­ტომ მი­მარ­თა რომ........ და რა­ღაც კუ­დე­ბი გა­მო­ა­ბან. მე ეს არ მჭირ­დე­ბა. ვფი­ცავ მაღ­ლა ღმერ­თს და ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა სა­ფი­ცარს, რაც გა­ვა­კე­თე, ჩემი აზ­რით, მხო­ლოდ ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

რად­გან ახ­ლაც მჯე­რა, რომ ამ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის გან­მუხ­ტვა ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამის გა­კე­თე­ბა კი თქვენ ძალ­გიძთ! და მე, რო­გორც ერ­თმა რი­გით­მა ქარ­თველ­მა და მა­მათ­ქვე­ნის მე­გო­ბარ­მა, მოგ­მარ­თეთ თქვენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რაც დღეს ხდე­ბა, არა­ვის არ მოგ­ვწონს და თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ კი­დევ უა­რე­სი არ მოხ­დეს.

  • ახლა კი­დევ რამ­დე­ნი­მე შტრიხს და­ვა­მა­ტებ ჩემი და სულ­კურ­თხე­უ­ლი ფე­დი­ას ურ­თი­ერ­თო­ბი­დან. ის ჩემი არა მარ­ტო მე­გო­ბა­რი იყო, არა­მედ ჩემი იმ­დე­ნად სჯე­რო­და, რომ ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის, სა­კუ­თა­რი დე­დის, თქვე­ნი ბე­ბი­ის, ოპე­რა­ცი­აც (მარ­თა­ლია დიდი ოპე­რა­ცია არ იყო, მაგ­რამ მა­ინც), მე მო­მან­დო. გარ­და ამი­სა, ვან­ში და სამ­ტრე­დი­ა­ში როცა მას ვხვდე­ბო­დი, რეს­ტო­რან­ში კი არ მივ­ყავ­დი, არა­მედ რო­გორც მე­გობ­რებს ეკად­რე­ბათ, სახ­ლში მპა­ტი­ჟებ­და და ქალ­ბა­ტო­ნი ლუ­დას გა­წყო­ბილ სუფ­რას­თან ვსა­დი­ლობ­დით და ვსა­უბ­რობ­დით. სწო­რედ ამი­ტომ მე თქვე­ნი ერ­თგუ­ლი უნდა ვიყო და ვარ კი­დეც.

თუმ­ცა ერთი რამ მა­ინც უნდა მო­გახ­სე­ნოთ: მე ეს კა­ნო­ნი წა­ვი­კი­თხე და მისი შე­დე­გე­ბიც განვჭვრი­ტე. მაგ­რამ არ მი­მაჩ­ნია მარ­თე­ბუ­ლად, რომ მე, ექი­მი კაცი, იუ­რის­ტებ­თან დავ­ჯდე და ამ კა­ნო­ნის ავ-კარ­გზე ვი­და­ვო. ეს ხომ იგი­ვეა, რომ მე იუ­რის­ტე­ბი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში მო­ვიწ­ვიო და ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ში შე­ვე­ჯიბ­რო. მე ამ კა­ნონ­ზე ჩემი აზრი მაქვს, მაგ­რამ იუ­რის­ტებ­თან დის­კუ­სი­ა­ში ვერ ჩა­ვებ­მე­ბი, ეს საქ­მე სჯობს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მი­ვან­დოთ. მთე­ლი ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­რო (ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი) ამ კა­ნონს იწუ­ნებს და გვე­უბ­ნე­ბა, თუ ამ კა­ნონს მი­ი­ღებთ, თქვენ­თვის არა­თუ და­სავ­ლე­თის კარი და­ი­კე­ტე­ბა, არა­მედ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც მივ­მარ­თავ­თო.

და­მე­თან­ხმე­ბით, ეს არც ჩვენს ქვე­ყა­ნას და არც ჩვენ ხალ­ხს არა­ნა­ი­რად არ წა­ად­გე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე თქვენ­თვის მო­მე­მარ­თა და, მეთ­ქვა ის, რა­საც გან­ვიც­დი­დი, ვფიქ­რობ­დი და მა­წუ­ხებ­და. ვი­ნა­ი­დან მი­მაჩ­ნია, რომ ერ­თგუ­ლი ისაა, ვინც რე­ა­ლო­ბას გე­ტყვით და თვალ­წინ სი­ნამ­დვი­ლეს და­გი­ხა­ტავთ. უღ­რმე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით და მშობ­ლი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლით" - წერს როს­ტომ ცხვე­დი­ა­ნი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სამწუხაროდ ვერ გამიხსენეთ... არადა მამათქვენმა საკუთარი დედის ოპერაცია მანდო" - როსტომ ცხვედიანის მორიგი მიმართვა ივანიშვილის მეუღლეს

"სამწუხაროდ ვერ გამიხსენეთ... არადა მამათქვენმა საკუთარი დედის ოპერაცია მანდო" - როსტომ ცხვედიანის მორიგი მიმართვა ივანიშვილის მეუღლეს

ლექტორი როსტომ ცხვედიანი ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას პასუხობს და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მეუღლის მამასთან ურთიერთობიდან რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს.

ასევე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა სადავო კანონთან დაკავშირებით, ეკატერინა ხვედელიძისთვის მიემართა.

"ქალბატონო ეკა! ძალიან ბევრი ვიფიქრე, პასუხი რამდენჯერმე დავწერე და გადავწერე. ბოლოს ერთი ამოვარჩიე. თუმცა საუკეთესოდ არც ეს მიმაჩნია. სიმართლე გითხრათ, თქვენგან პასუხს არ ველოდი და ამისთვის დიდი მადლობა. ახლა ისეთი პასუხი მინდა მოგწეროთ, რომ არც უმადური გამოვიდე და არც თქვენ თქვათ, თუ სამი დღის წინ ასე მშობლიური ტონით მომმართავდა, ახლა ეს რა ხდებაო? მაგრამ ვითვალისწინებ იმას, რომ სამწუხაროდ, ვერ გამიხსენეთ და თან არც ის მინდა, რომ ვინმემ თქვას, ქალბატონ ეკას იმიტომ მიმართა რომ........ და რაღაც კუდები გამოაბან. მე ეს არ მჭირდება. ვფიცავ მაღლა ღმერთს და ქვეყანაზე ყველა საფიცარს, რაც გავაკეთე, ჩემი აზრით, მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

რადგან ახლაც მჯერა, რომ ამ სამოქალაქო დაპირისპირების განმუხტვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამის გაკეთება კი თქვენ ძალგიძთ! და მე, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა და მამათქვენის მეგობარმა, მოგმართეთ თქვენ. დარწმუნებული ვარ, რაც დღეს ხდება, არავის არ მოგვწონს და თითოეულმა ადამიანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უარესი არ მოხდეს.

  • ახლა კიდევ რამდენიმე შტრიხს დავამატებ ჩემი და სულკურთხეული ფედიას ურთიერთობიდან. ის ჩემი არა მარტო მეგობარი იყო, არამედ ჩემი იმდენად სჯეროდა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანის, საკუთარი დედის, თქვენი ბებიის, ოპერაციაც (მართალია დიდი ოპერაცია არ იყო, მაგრამ მაინც), მე მომანდო. გარდა ამისა, ვანში და სამტრედიაში როცა მას ვხვდებოდი, რესტორანში კი არ მივყავდი, არამედ როგორც მეგობრებს ეკადრებათ, სახლში მპატიჟებდა და ქალბატონი ლუდას გაწყობილ სუფრასთან ვსადილობდით და ვსაუბრობდით. სწორედ ამიტომ მე თქვენი ერთგული უნდა ვიყო და ვარ კიდეც.

თუმცა ერთი რამ მაინც უნდა მოგახსენოთ: მე ეს კანონი წავიკითხე და მისი შედეგებიც განვჭვრიტე. მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად, რომ მე, ექიმი კაცი, იურისტებთან დავჯდე და ამ კანონის ავ-კარგზე ვიდავო. ეს ხომ იგივეა, რომ მე იურისტები საოპერაციოში მოვიწვიო და ოპერაციის გაკეთებაში შევეჯიბრო. მე ამ კანონზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ იურისტებთან დისკუსიაში ვერ ჩავებმები, ეს საქმე სჯობს პროფესიონალებს მივანდოთ. მთელი ცივილური სამყარო (ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები) ამ კანონს იწუნებს და გვეუბნება, თუ ამ კანონს მიიღებთ, თქვენთვის არათუ დასავლეთის კარი დაიკეტება, არამედ სხვა ღონისძიებებსაც მივმართავთო.

დამეთანხმებით, ეს არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენ ხალხს არანაირად არ წაადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა და, მეთქვა ის, რასაც განვიცდიდი, ვფიქრობდი და მაწუხებდა. ვინაიდან მიმაჩნია, რომ ერთგული ისაა, ვინც რეალობას გეტყვით და თვალწინ სინამდვილეს დაგიხატავთ. უღრმესი პატივისცემით და მშობლიური სიყვარულით" - წერს როსტომ ცხვედიანი.

წაიკითხეთ ასევე: