პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო...სულელები გგონივართ?" - რატომ საყვედურობენ ნუცა ბუზალაძეს: დაძაბულობა კონკურსის პარალელურად და მომღერლის პასუხი
"ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო...სულელები გგონივართ?" - რატომ საყვედურობენ ნუცა ბუზალაძეს: დაძაბულობა კონკურსის პარალელურად და მომღერლის პასუხი

გუ­შინ, შვე­დეთ­ში ევ­რო­ვი­ზია 2024-ის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ფი­ნალ­ში გა­და­ვი­და. 2016 წლის შემ­დეგ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ფი­ნალ­შია. 11 მა­ისს 23:00 სა­ათ­ზე ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე 24-ე ნომ­რად იმ­ღე­რებს.

  • წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის" ფი­ნალ­ში 26 ქვე­ყა­ნა წარ­დგე­ბა, მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას წინ არა­ერ­თი სკან­და­ლი უძღო­და. მათ შო­რის სტუმ­რო­ბა რუ­სეთ­ში, მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ნუ­ცას ასე­ვე არა­ერ­თხელ შე­ახ­სე­ნეს რუ­სულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მას ასე­ვე აკ­რი­ტი­კებ­დნენ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის და ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან მე­გობ­რო­ბის გამო.

ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე „გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს“ აპ­რო­ტეს­ტებ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბუ­ზა­ლა­ძეს, რო­გორც სხვა არა­ერთ ქარ­თველ ვარ­სკვლავს, პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას სთხოვ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და „სქ­რი­ნი“, სა­დაც ბუ­ზა­ლა­ძე წერ­და, რომ „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო, მას არ ჰქონ­და პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მენ­ტა­რი წა­შა­ლა.

"ჩვენ არა­ფე­რი გვი­თხო­ვია ნუცა, შე­ნით იბ­რა­ლებ რა­ღა­ცებს. ამ­დე­ნი ხა­ნია ჩუ­მად ხარ და კი­დევ "ევ­რო­ვი­ზი­ას" აბ­რა­ლებ, ხმას არ მა­ღე­ბი­ნე­ბე­ნო. იმ კონ­კურსს, რუ­სე­თი რომ გა­მო­თი­შა ომის გამო? სუ­ლე­ლე­ბი გგო­ნი­ვართ? თქვი სი­მარ­თლე, რა­ტომ არ იღებ ხმას, ისე­დაც ხომ ვი­ცით, ჩვე­ნო „ზა­ლა­ტა­ია“ - მსგავ­სი კო­მენ­ტა­რე­ბი ნუ­ცას ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე დღემ­დე იძებ­ნე­ბა.

გუ­შინ, კონ­კუ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ და­ი­ძა­ბა, რის გა­მოც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ღიად წერ­და, რომ ახლა "ევ­რო­ვი­ზი­ის“ დრო ნამ­დვი­ლად არ იყო. წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, წელს ნაკ­ლე­ბად შეხ­ვდე­ბო­დით კრი­ტი­კულ პოს­ტებ­საც, მო­სახ­ლე­ო­ბამ დუ­მი­ლი არ­ჩია...

"აი, მარ­თლა რა „ევ­რო­ვი­ზია“ და რის ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, როცა ხალ­ხს სახ­ლებ­თან ხვდე­ბი­ან და სცე­მენ... როცა ქალს ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბი­დან თმე­ბით იჭე­რენ, ძირს აფორ­თხი­ა­ლე­ბენ და ისე აკა­ვე­ბენ?...“ - წერ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ნუ­ცას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წილს იმე­დი ჰქონ­და, რომ კონ­კურ­სზე მომ­ღე­რა­ლი პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­და, მი­ნი­მუმ იტყო­და, სი­ტყვა ევ­რო­პას მა­ინც ახ­სენ­დე­ბა, თუმ­ცა მომ­ღე­რალ­მა გა­მოს­ვლის და­სას­რულს მხო­ლოდ ორი სი­ტყვა თქვა, "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო..."

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შარ­შან­დელ­მა კონ­კურ­სან­ტმა ირუ ხე­ჩა­ნოვ­მა, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­მოს­ვლის შემ­დეგ, იგი­ვე სი­ტყვე­ბი თქვა: "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო...“

თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ბუ­ზა­ლა­ძემ ქარ­თულ-იტა­ლი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სამ­შობ­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ასე შე­ა­ფა­სა:

"რა თქმა უნდა, როცა ვუ­ყუ­რებ იმ კად­რებს რაც ხდე­ბა და რომ ვუ­ყუ­რებ ჩემს ხალ­ხს, გული მტკი­ვა და მარ­თლა ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ყვე­ლა­ფერს... მაგ­რამ მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ 9 მა­ისს ჩემ­მა ხალ­ხმა ძა­ლი­ან ია­მა­ყოს, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ცხრა მა­ისს შევ­ძლო და გა­ვა­ერ­თი­ა­ნო ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ეს ხდე­ბო­და American Idol-ის დროს, ჩემს მე­სიჯს რა თქმა უნდა, სცე­ნი­დან ვი­ტყვი...“

"მოს­კოვ­ში გა­ერ­თო, მაგ­რამ რუ­სეთს ოკუ­პან­ტი უწო­და“ - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე­ზე. რო­გორც ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა წერს, ვო­კა­ლისტს სა­კა­მა­თო ბი­ოგ­რა­ფია აქვს, სა­დაც ნა­ხავთ 2021 წელს რუ­სეთ­ში მის გა­მოს­ვლებს და 2023 წელს ოკუ­პა­ცი­ის დაგ­მო­ბას.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იმ სკან­დალს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ბა­თუმ­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტის წინ, ბუ­ზა­ლა­ძე მოს­კოვს მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ეს­ტუმ­რა, თუმ­ცა ეს არ ყო­ფი­ლა ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში მისი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი. მის პრო­ფილ­ში ნა­ხავთ მოს­კოვ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2021 წლის მარ­ტით, ხოლო იმა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ნუცა ოდე­სას და კი­ევს სტუმ­რობ­და და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე მღე­რო­და.

ნუ­ცამ სამი წლის წინ რუ­სუ­ლად და­წე­რა სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც დღემ­დე მის არხზეა ატ­ვირ­თუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით ამა­ვე დროს, მომ­ღე­რა­ლი მოს­კოვს გა­და­ღე­ბებ­ზე ეს­ტუმ­რა მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად.

ცნო­ბი­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ, რო­დე­საც ნუცა მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და, მომ­ღე­რა­ლი და­წერს:

„რუ­სე­თი არ წარ­მო­ად­გენს იმ ბა­ზარს, სა­დაც აწ­მყო­ში თუ მო­მა­ვალ­ში ვი­სურ­ვებ­დი ჩემი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას. მრა­ვა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა პრო­ექ­ტზე თუ კორ­პო­რა­ცი­ულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი მაქვს ნათ­ქვა­მი. ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მტკი­ცე და გა­აზ­რე­ბუ­ლია. ჩემი რუ­სეთ­ში ან/და რუ­სე­ბის­თვის სიმ­ღე­რა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა… უფრო მე­ტიც, მიწ­ვე­უ­ლი ვარ უკ­რა­ი­ნა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე. სწო­რედ ამ კონ­ცერ­ტზე, კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს — რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია! ამას ვაჟ­ღე­რებ ყველ­გან და ყო­ველ­თვის.“

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

მაგარი ,,გამარჯვებაა",21-ე ადგილზე მიგვაყუჟურავეს!

ვინმეს
4

რა დროს ბუზულაძეა!! მეორეს მხრივ დაანებეთ თავი რაც უნდა აკეთოს . კარგად თქვა ნათია ფანჯიკიძემ ჩვენ დემნა გვასალია, კვარაცხელია და ნინო ხარატიშვილიც გვეყოფა. აღარ ჩამოვთვლი ჩვენ მოცეკვავეებს, ოპერის მომღერლებს, მწერლებს , პოეტებს და მოკლედ როგორმე ბუზალაძის გარეშეც გავიტანთ თავს. გაიხაროს გოგომ მით უფრო მაგარი სამეგობრო ყოლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო...სულელები გგონივართ?" - რატომ საყვედურობენ ნუცა ბუზალაძეს: დაძაბულობა კონკურსის პარალელურად და მომღერლის პასუხი

"ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო...სულელები გგონივართ?" - რატომ საყვედურობენ ნუცა ბუზალაძეს: დაძაბულობა კონკურსის პარალელურად და მომღერლის პასუხი

გუშინ, შვედეთში ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც ქართველი კონკურსანტი ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა. 2016 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ფინალშია. 11 მაისს 23:00 საათზე ნუცა ბუზალაძე 24-ე ნომრად იმღერებს.

  • წელს "ევროვიზიის" ფინალში 26 ქვეყანა წარდგება, მათ შორის არის საქართველო.

ნუცა ბუზალაძის „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას წინ არაერთი სკანდალი უძღოდა. მათ შორის სტუმრობა რუსეთში, მეგობრის დაბადების დღეზე. ნუცას ასევე არაერთხელ შეახსენეს რუსულ კონკურსში მონაწილეობა. მას ასევე აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერის და ბერა ივანიშვილთან მეგობრობის გამო.

ცოტა ხნის წინ, საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე, როდესაც მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის გამზირზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში ბუზალაძეს, როგორც სხვა არაერთ ქართველ ვარსკვლავს, პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ.

მოგვიანებით გავრცელდა „სქრინი“, სადაც ბუზალაძე წერდა, რომ „ევროვიზიაზე“ მონაწილეობის გამო, მას არ ჰქონდა პოზიციის დაფიქსირების საშუალება. მოგვიანებით კომენტარი წაშალა.

"ჩვენ არაფერი გვითხოვია ნუცა, შენით იბრალებ რაღაცებს. ამდენი ხანია ჩუმად ხარ და კიდევ "ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო. იმ კონკურსს, რუსეთი რომ გამოთიშა ომის გამო? სულელები გგონივართ? თქვი სიმართლე, რატომ არ იღებ ხმას, ისედაც ხომ ვიცით, ჩვენო „ზალატაია“ - მსგავსი კომენტარები ნუცას ინსტაგრამის გვერდზე დღემდე იძებნება.

გუშინ, კონკურის მიმდინარეობის დროს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა ისევ დაიძაბა, რის გამოც, საზოგადოების ნაწილი ღიად წერდა, რომ ახლა "ევროვიზიის“ დრო ნამდვილად არ იყო. წინა წლებთან შედარებით, წელს ნაკლებად შეხვდებოდით კრიტიკულ პოსტებსაც, მოსახლეობამ დუმილი არჩია...

"აი, მართლა რა „ევროვიზია“ და რის ნუცა ბუზალაძე, როცა ხალხს სახლებთან ხვდებიან და სცემენ... როცა ქალს ავტობუსის გაჩერებიდან თმებით იჭერენ, ძირს აფორთხიალებენ და ისე აკავებენ?...“ - წერდნენ სოციალურ ქსელში.

ნუცას გულშემატკივრების ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ კონკურსზე მომღერალი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებდა, მინიმუმ იტყოდა, სიტყვა ევროპას მაინც ახსენდება, თუმცა მომღერალმა გამოსვლის დასასრულს მხოლოდ ორი სიტყვა თქვა, "მიყვარხარ საქართველო..."

შეგახსენებთ, რომ შარშანდელმა კონკურსანტმა ირუ ხეჩანოვმა, ნახევარფინალში გამოსვლის შემდეგ, იგივე სიტყვები თქვა: "მიყვარხარ საქართველო...“

თუმცა რამდენიმე დღით ადრე ბუზალაძემ ქართულ-იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში სამშობლოში მიმდინარე მოვლენები ასე შეაფასა:

"რა თქმა უნდა, როცა ვუყურებ იმ კადრებს რაც ხდება და რომ ვუყურებ ჩემს ხალხს, გული მტკივა და მართლა ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს... მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს ჩემმა ხალხმა ძალიან იამაყოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცხრა მაისს შევძლო და გავაერთიანო ჩვენი საქართველო, როგორც ეს ხდებოდა American Idol-ის დროს, ჩემს მესიჯს რა თქმა უნდა, სცენიდან ვიტყვი...“

"მოსკოვში გაერთო, მაგრამ რუსეთს ოკუპანტი უწოდა“ - წერს უკრაინული მედია ნუცა ბუზალაძეზე. როგორც ონლაინ გამოცემა წერს, ვოკალისტს საკამათო ბიოგრაფია აქვს, სადაც ნახავთ 2021 წელს რუსეთში მის გამოსვლებს და 2023 წელს ოკუპაციის დაგმობას.

უკრაინული მედია იმ სკანდალს იხსენებს, როდესაც ბათუმში დაგეგმილი კონცერტის წინ, ბუზალაძე მოსკოვს მეგობრის დაბადების დღეზე ესტუმრა, თუმცა ეს არ ყოფილა ოკუპანტ ქვეყანაში მისი პირველი ვიზიტი. მის პროფილში ნახავთ მოსკოვში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც დათარიღებულია 2021 წლის მარტით, ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე, ნუცა ოდესას და კიევს სტუმრობდა და უკრაინელების წინაშე მღეროდა.

ნუცამ სამი წლის წინ რუსულად დაწერა სიმღერა, რომელიც დღემდე მის არხზეა ატვირთული. დაახლოებით ამავე დროს, მომღერალი მოსკოვს გადაღებებზე ესტუმრა მუსიკალურ შოუში მონაწილეობის მისაღებად.

ცნობილი სკანდალის შემდეგ, როდესაც ნუცა მეგობრის დაბადების დღეზე მოსკოვში ჩავიდა, მომღერალი დაწერს:

„რუსეთი არ წარმოადგენს იმ ბაზარს, სადაც აწმყოში თუ მომავალში ვისურვებდი ჩემი კარიერის გაგრძელებას. მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, ყველა პროექტზე თუ კორპორაციულ შემოთავაზებაზე უარი მაქვს ნათქვამი. ჩემი ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მტკიცე და გააზრებულია. ჩემი რუსეთში ან/და რუსებისთვის სიმღერა არც კი განიხილება… უფრო მეტიც, მიწვეული ვარ უკრაინაში საქველმოქმედო კონცერტზე. სწორედ ამ კონცერტზე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს — რუსეთი ოკუპანტია! ამას ვაჟღერებ ყველგან და ყოველთვის.“

წაიკითხეთ ასევე: