მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიარაღებული თავდასხმა დრეიკის სახლზე - დაჭრილია რეპერის დაცვის წევრი: რა მოხდა ტორონტოში და რას აცხადებენ სამართალდამცველები
შეიარაღებული თავდასხმა დრეიკის სახლზე - დაჭრილია რეპერის დაცვის წევრი: რა მოხდა ტორონტოში და რას აცხადებენ სამართალდამცველები

ტო­რონ­ტოს პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, კა­ნა­დე­ლი რე­პე­რის, დრე­ი­კის სახ­ლთან სრო­ლა იყო, რის შე­დე­გა­დაც რე­პე­რის დაც­ვის წევ­რი დაჭ­რეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი ახლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა.

რო­გორც პო­ლი­ცია ამ­ბობს, ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა დრე­ი­კის დაც­ვას მან­ქა­ნი­დან გა­უხ­სნეს ცე­ცხლი, შემ­დეგ კი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცნენ. უც­ნო­ბია, იყო თუ არა თავ­დამ­სხმელ­თა სა­მიზ­ნე თვი­თონ დრე­ი­კი.

ამ­ჟა­მად დრე­ი­კი თა­ვის კონ­კუ­რენტ კენ­დრიკ ლა­მარ­თა­ნაა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს და­პი­რის­პი­რე­ბა არ გას­ცდე­ნია სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. პო­ლი­ცია აცხა­დებს, რომ თავ­დას­ხმის მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ კი­დევ ად­რეა.

"ჩვენ დრე­ი­კის გუნდთან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტში ვართ და მათ­თან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ",- გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ინ­სპექ­ტორ­მა პოლ კრა­უ­ჩიკ­მა. მი­სი­ვე თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. კა­ნა­დუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაც­ვის წევ­რს რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის ერთი გულ­მკერ­დის არე­ში.

მომ­ხდარს ტო­რონ­ტოს მერი, ოლი­ვია ჩოუც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა:"ვი­მე­დოვ­ნებ, რომ პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვე­ებს და­ი­ჭერს",- გა­ნა­ცხა­და მან.

კა­ნა­დე­ლი რე­პე­რის სახ­ლი, რო­მე­ლიც ტო­რონ­ტოს მდიდ­რულ უბან­ში მდე­ბა­რე­ობს, კენ­დრიკ ლა­მა­რის ახა­ლი სიმ­ღე­რის, Not Like Us-ის ვი­დე­ო­შიც გვხვდე­ბა. ლა­მა­რის სიმ­ღე­რა ამ­ჟა­მად აშშ-სა და გლო­ბა­ლურ მუ­სი­კა­ლურ ჩარ­ტებ­ში ლი­დე­რობს.

Not Like Us-ში ლა­მა­რი დრე­იკს არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და უკა­ნო­ნო შვი­ლის ყო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. დრე­ი­კის სახ­ლის ფოტო კი იმა­ზე უნდა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს, რომ რე­პე­რი თა­ვის ჭერ­ქვეშ არა­ერთ სექ­სუ­ა­ლურ მო­ძა­ლა­დეს იფა­რებს.

დრე­ი­კი ყვე­ლა ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და მათ სა­ძა­გელ სიც­რუ­ეს უწო­დებს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

შეიარაღებული თავდასხმა დრეიკის სახლზე - დაჭრილია რეპერის დაცვის წევრი: რა მოხდა ტორონტოში და რას აცხადებენ სამართალდამცველები

შეიარაღებული თავდასხმა დრეიკის სახლზე - დაჭრილია რეპერის დაცვის წევრი: რა მოხდა ტორონტოში და რას აცხადებენ სამართალდამცველები

ტორონტოს პოლიციის განცხადებით, კანადელი რეპერის, დრეიკის სახლთან სროლა იყო, რის შედეგადაც რეპერის დაცვის წევრი დაჭრეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელი ახლა საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

როგორც პოლიცია ამბობს, ამოღებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, თავდამსხმელებმა დრეიკის დაცვას მანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. უცნობია, იყო თუ არა თავდამსხმელთა სამიზნე თვითონ დრეიკი.

ამჟამად დრეიკი თავის კონკურენტ კენდრიკ ლამართანაა დაპირისპირებული, თუმცა ეს დაპირისპირება არ გასცდენია სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმის მოტივზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა.

"ჩვენ დრეიკის გუნდთან მუდმივ კონტაქტში ვართ და მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ",- განაცხადა ჟურნალისტებთან ინსპექტორმა პოლ კრაუჩიკმა. მისივე თქმით, დაშავებული დაცვის თანამშრომელი საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა მძიმეა. კანადური მედიის ინფორმაციით, დაცვის წევრს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ერთი გულმკერდის არეში.

მომხდარს ტორონტოს მერი, ოლივია ჩოუც გამოეხმაურა, რომელმაც დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა:"ვიმედოვნებ, რომ პოლიცია დამნაშავეებს დაიჭერს",- განაცხადა მან.

კანადელი რეპერის სახლი, რომელიც ტორონტოს მდიდრულ უბანში მდებარეობს, კენდრიკ ლამარის ახალი სიმღერის, Not Like Us-ის ვიდეოშიც გვხვდება. ლამარის სიმღერა ამჟამად აშშ-სა და გლობალურ მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობს.

Not Like Us-ში ლამარი დრეიკს არასრულწლოვან გოგონებთან ურთიერთობასა და უკანონო შვილის ყოლაში ადანაშაულებს. დრეიკის სახლის ფოტო კი იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ რეპერი თავის ჭერქვეშ არაერთ სექსუალურ მოძალადეს იფარებს.

დრეიკი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ საძაგელ სიცრუეს უწოდებს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა