პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უბრალოდ, ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში" - კობახიძე პრეზიდენტზე
"უბრალოდ, ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში" - კობახიძე პრეზიდენტზე

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უკვე გაც­ვე­თი­ლი რე­სურ­სია; თა­ვი­დან, რო­დე­საც პირ­ვე­ლად შე­ვი­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დღის წეს­რიგ­ში, გარ­კვე­უ­ლი ეფექ­ტი ჰქონ­და მის გან­ცხა­დე­ბებს, თუმ­ცა დღეს იმ­დე­ნად გა­ი­შიფ­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ტე­ლი­ტი, ერთი პა­ტა­რა ჭან­ჭი­კი კო­ლექ­ტი­ურ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში", რომ მის გან­ცხა­დე­ბებს არა­ვი­თა­რი ფასი არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მო­ღა­ლა­ტეს უწო­დებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის პი­რა­დი წვლი­ლის­თვის მის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა­ში.

ამას­თან, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის შე­ფა­სე­ბით, ოპო­ზი­ცი­ას ძა­ლი­ან უჭირს რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და სა­ეჭ­ვოა, რა­ი­მე ახა­ლი რე­სურ­სი შე­ი­ძი­ნოს.

"ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­მარ­თლებ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად იწო­დე­ბა, არის უბ­რა­ლოდ ამ ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე, ამ სი­ტყვას პირ­და­პირ ვი­ტყვი. ის პირ­და­პირ ღა­ლა­ტობს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს. მის­თვის ზო­გა­დად, სამ­წუ­ხა­როდ, არ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი უცხო მოვ­ლე­ნა. უბ­რა­ლოდ, სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად იწო­დე­ბა ეს ადა­მი­ა­ნი, რის­თვი­საც მეც მინ­და პი­რა­დად ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩემი პი­რა­დი, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი მაქვს შე­ტა­ნი­ლი მის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა­ში. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტად იწო­დე­ბა მო­ღა­ლა­ტე, თუმ­ცა ჩვენ ისე­თი პრე­ზი­დენ­ტი გვყავ­და 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ მას­თან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ღა­ლა­ტი არა­ფე­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ა­კაშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ", - აღ­ნიშ­ნა მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა "იმე­დის" ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
7
6

შენი ბოდიში ვის რაში უნდა, ვინაიდან ასეთი საშინელება ჩაიდინე, ასე დააზარელე მთელი ერი( გული მიგრძნობს მარტო არ იქნებოდი), გადადექით, მოიქეცით ღირსეულად.

სიდამონიძეს
7

როგორ მეცოდებით თუ ვერ ხვდებით რაც ხდება. ასეთები რა ხართ? სამწუხაროა ეს ყველაფერი. პრეზიდენტი გასულია მომსახურების ზონიდან და რას ემსახურება ვერ ხვდებით? აშკარად მოღალატის იარლიყი აირჩია. რატომ ვერ ხვდებით? ეტყობა თქვენც ნაცების მომხრე ხართ და ამიტომ გულზე გხვდებათ მწარე სიმართლე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უბრალოდ, ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში" - კობახიძე პრეზიდენტზე

"უბრალოდ, ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში" - კობახიძე პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილი უკვე გაცვეთილი რესურსია; თავიდან, როდესაც პირველად შევიდა "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში, გარკვეული ეფექტი ჰქონდა მის განცხადებებს, თუმცა დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობაში", რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერი სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის პირადი წვლილისთვის მის გაპრეზიდენტებაში.

ამასთან, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციას ძალიან უჭირს რესურსების მობილიზება და საეჭვოა, რაიმე ახალი რესურსი შეიძინოს.

"ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც დღემდე სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტად იწოდება, არის უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატე, ამ სიტყვას პირდაპირ ვიტყვი. ის პირდაპირ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისთვის ზოგადად, სამწუხაროდ, არ არის ეს ყველაფერი უცხო მოვლენა. უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტად იწოდება ეს ადამიანი, რისთვისაც მეც მინდა პირადად ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პირადი, საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტად იწოდება მოღალატე, თუმცა ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვყავდა 9 წლის განმავლობაში, რომ მასთან სალომე ზურაბიშვილის ღალატი არაფერია. ბუნებრივია, სააკაშვილს ვგულისხმობ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა "იმედის" ეთერში.