მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" ყოფილი მინისტრის მწვავე წერილი საპატრიარქოზე, სკანდალურ კანონპროექტსა და საგარეო პოლიტიკაზე - "დიახ, ხელისუფლება საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე"
"ოცნების" ყოფილი მინისტრის მწვავე წერილი საპატრიარქოზე, სკანდალურ კანონპროექტსა და საგარეო პოლიტიკაზე -  "დიახ, ხელისუფლება საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე"

ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბის იმ ნა­წილს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­წმუ­ნებ­დნენ სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არ გუ­ლის­ხმობ­და სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უარ­ყო­ფას".

ჯა­ნე­ლი­ძის თქმით, ეტყო­ბა, რომ პო­ლი­ტი­კა, და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, არ წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სივ­რცეს.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბას. რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­წმუ­ნებ­დნენ სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არ გუ­ლის­ხმობ­და სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უარ­ყო­ფას.

რად­გან მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი მათ­გა­ნი, მინ­და დღე­საც ვე­ცა­დო და­გარ­წმუ­ნოთ იგი­ვე­ში და პუნ­ქტობ­რი­ვად ვუ­პა­სუ­ხებ თქვენს გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად ეტყო­ბა, რომ პო­ლი­ტი­კა, და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, არ წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სივ­რცეს.

1. დიახ, დღეს, მსოფ­ლიო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ევ­რო­პა, დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, რად­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ არ იკ­მა­რა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის, აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის, ოკუ­პა­ცია, ყი­რი­მის ანექ­სია და გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნის სრუ­ლი ანექ­სია. ამი­ტომ, რო­დე­საც პირ­ველ პა­რაგ­რაფ­ში თქვენ სა­უბ­რობთ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებ­ზე და შემ­დეგ, ხაზს უს­ვამთ ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რესს ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე, თუ ვინ­მე მას აზი­ა­ნებს და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს, ეს არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი მშობ­ლი­უ­რი მიწა-წყა­ლი, გა­მო­დევ­ნი­ლი ჰყავს მო­სახ­ლე­ო­ბა, ხოლო იქ დარ­ჩე­ნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რათა რუ­სუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­დო­ბა, კო­რუფ­ცია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, კრი­მი­ნა­ლი, რუ­სე­თის მთავ­რო­ბა­ზე ეკ­ლე­სი­ის სრუ­ლი მორ­ჩი­ლე­ბა გა­ა­ბა­ტო­ნოს. ამის სა­პი­რის­პი­როდ, ევ­რო­კავ­ში­რი და აშშ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის გა­რან­ტო­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე და ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყობ­ნი, რაც გა­რან­ტი­აა სწო­რი ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, რო­გორც თქვენ­ვე ახ­სე­ნებთ, წმინ­და ილია მარ­თლის სა­ოც­ნე­ბო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, გან­სამ­ტკი­ცებ­ლად.

- მა­მუ­ლი: დღეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­ბის მიერ, ევ­რო­კავ­ში­რი და ამე­რი­კა იცავს ჩვე­ნი მა­მუ­ლის სა­ზღვრებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით.

- ენა: თუ ვინ­მეს ქარ­თუ­ლი ენის გა­ნად­გუ­რე­ბა სურ­და, ეს იყო ყო­ველ­თვის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. ევ­რო­კავ­შირ­ში, თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ენა და­ცუ­ლია, 24 ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენაა და სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისიც და­ე­მა­ტე­ბა.

- სარ­წმუ­ნო­ე­ბა: მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ მე­ო­რე ყვე­ლა­ზე დიდ რე­ლი­გი­ურ ჯგუფს ევ­რო­კავ­შირ­ში. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია ეკ­ლე­სი­ის სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და აღმსა­რებ­ლო­ბის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ყვე­ლა სარ­წმუ­ნო­ე­ბა და­ცუ­ლია და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი" - წერს ექსმი­ნის­ტრი.

  • ის ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­და­ვო კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი იმი­ტო­მაა რუ­სუ­ლი, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ე.წ. "სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის" გავ­რცე­ლე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

"2. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ ინი­ცი­რე­ბულ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც იმი­ტო­მაა რუ­სუ­ლი, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ე.წ. “სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის” გავ­რცე­ლე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. რუ­სუ­ლი სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტია/სა­ხელ­მწი­ფო კი­დევ გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს ჩა­მო­შო­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­სავ­ლე­თის მტრად წარ­მო­ჩი­ნე­ბის გზით. სა­ქარ­თვე­ლოს მარ­ტო და­ტო­ვე­ბა და გახ­ლე­ჩა/და­სუს­ტე­ბა ეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნია, და­მე­თან­ხმე­ბით.

3. რო­გორც იქნა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და აღ­ზრდი­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა. მათი პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა და მა­მუ­ლის აღ­ქმა, ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია ვიდ­რე ჩემს და კი­დევ უფრო ად­რე­ულ თა­ო­ბებს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. შეც­დო­მა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­იყ­ვა­ნო მხო­ლოდ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სიბ­ნე­ლე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, ესე­ნი კი­დევ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი კი­დევ ყვე­ლა­ზე მე­ტად მორ­წმუ­ნეა, რად­გან მას შეგ­ნე­ბით წამს უფ­ლის. წმინ­და და გვერ­დითმდგო­მი ეკ­ლე­სია კი­დევ მათ­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო გზა იყოს ტაძ­რის­კენ და უფ­ლის­კენ" - წერს მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე.

ექსმი­ნის­ტრი იხ­სე­ნებს, რომ მისი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნი­სას, გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან და­სავ­ლეთ­ში ის­მო­და კი­თხვა, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი, რა­ზეც ის პა­სუ­ხობ­და, რომ "შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ეკ­ლე­სი­ას აქვს უდი­დე­სი გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, იყოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მომ­ხრე 80%, თუ ამ გზას ეკ­ლე­სია არ უჭერს მხარს".

"მე მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ეკ­ლე­სი­ის უმაღ­ლეს პი­რებ­თან და მსჯე­ლო­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე, და ეს მსჯე­ლო­ბა ყო­ველ­თვის იყო საგ­ნობ­რი­ვი და სა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბით გან­მსჭვა­ლუ­ლი. გა­სულ წელს, პატ­რი­არ­ქის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა, კი­დევ ერთი მკა­ფიო დას­ტუ­რი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლის. და­მე­თან­ხმე­ბით, ბოლო ერთ წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა ევ­რო­კავ­შირ­თან მი­მარ­თე­ბით და არა პი­რი­ქით. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და კრი­ტი­კუ­ლი მე­დია აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლი არ­სე­ბობ­დეს დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე, რო­გორც მთავ­რო­ბა­ზე, ასე­ვე ეკ­ლე­სი­ა­ზე. ისევ მთავ­რო­ბის და ეკ­ლე­სი­ის სა­კე­თილ­დღე­ოდ, რათა არ მოხ­დეს ძა­ლა­უფ­ლე­ბით ტკბო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა.

რაც შე­ე­ხე­ბა ლგბტ ცხოვ­რე­ბის წესს, ამ სა­კი­თხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აც მთავ­რო­ბის მხრი­დან ხდე­ბა წმინ­და პო­პუ­ლის­ტუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის. დღეს, გან­ვი­თა­რე­ბულ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში, მე­მარ­ჯვე­ნე და მე­მარ­ცხე­ნე ხედ­ვე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ას და ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბას ვხე­დავთ, და ლგბტ თე­მაც ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. თუმ­ცა, ეს არ არის ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას კრი­ტი­კუ­ლად აწუ­ხებს. ეს არ არის სა­კი­თხი, რომ­ლის მი­მარ­თაც ერ­თგვა­რო­ვა­ნი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს თუნ­დაც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, გარ­და ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა. ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის პო­პუ­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მის გა­რე­შეც, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მისი აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია და პრო­პან­გან­დი­რე­ბა უფრო მე­ტად ხდე­ბა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ცი­ით.

5. ევ­რო­კავ­ში­რის პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­ნა­წე­რი ე.წ. “ლგბტ პრო­პა­გან­დის” შე­სა­ხებ უკავ­შირ­დე­ბა მთავ­რო­ბის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ წა­მო­წყე­ბულ ან­ტი­ევ­რო­პულ პრო­პა­გან­დას, რომ­ლი­თაც ცდი­ლობს ევ­რო­პა და და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და­უ­კავ­ში­როს არა­პო­პუ­ლა­რულ თე­მებს, ისე­ვე რო­გორც პუ­ტი­ნი აკე­თებს ამას რუ­სეთ­ში, და ამით ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს პრო­ევ­რო­პულ გან­წყო­ბებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და არა პი­რი­ქით. კი­დევ ერთხელ გან­ვმე­ორ­დე­ბი, რად­გან ამ პუნ­ქტში გაქვთ ნახ­სე­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი - დღეს თუ ვინ­მე მსოფ­ლი­ო­ში იცავს ჩვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ეს არის აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი, ხოლო თუ ვინ­მე ებ­რძვის - არის რუ­სე­თი. ეს ძა­ლი­ან ცალ­სა­ხაა და მგო­ნი ამა­შიც და­მე­თან­ხმე­ბით.

6. სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებ თქვენს პრი­ო­რი­ტე­ტებს: ოჯა­ხის სიწ­მინ­დე, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­რი­გე­ბა და ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ეს ნამ­დვი­ლად მი­იღ­წე­ვა სრულ­ყო­ფი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა გა­დის და­სავ­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო და მენ­ტა­ლუ­რი ოკუ­პა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა­ზე და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.ძალა ერ­თო­ბა­შია!" - წერს მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
5

გეთანხმებით,კანონი არადემოკრატიულია,წინ ევროპისკენ!!!მაგრამ ჯანელიძის ანალიზი თავდაყირა აყენებს რეალობას,არანაირი ლოგიკა მის აზროვნებაში!ეს იყო მინისტრი!?

!!!
9

ჯანელიძე! ქართველი ხალხისგან.შენ დედას და ოჯახს,დიდი მოკითხვა ყველდაღიური....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ოცნების" ყოფილი მინისტრის მწვავე წერილი საპატრიარქოზე, სკანდალურ კანონპროექტსა და საგარეო პოლიტიკაზე - "დიახ, ხელისუფლება საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე"

"ოცნების" ყოფილი მინისტრის მწვავე წერილი საპატრიარქოზე, სკანდალურ კანონპროექტსა და საგარეო პოლიტიკაზე -  "დიახ, ხელისუფლება საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე"

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპატრიარქოს განცხადების იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ "დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირები წლების განმავლობაში არწმუნებდნენ საპატრიარქოს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას".

ჯანელიძის თქმით, ეტყობა, რომ პოლიტიკა, და განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა, არ წარმოადგენს ქართული ეკლესიის პასუხისმგებლობის სივრცეს.

"მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას. როგორც აღნიშნულია განცხადებაში, დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირები წლების განმავლობაში არწმუნებდნენ საპატრიარქოს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას.

რადგან მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, მინდა დღესაც ვეცადო დაგარწმუნოთ იგივეში და პუნქტობრივად ვუპასუხებ თქვენს განცხადებას, რომელსაც ნამდვილად ეტყობა, რომ პოლიტიკა, და განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა, არ წარმოადგენს ქართული ეკლესიის პასუხისმგებლობის სივრცეს.

1. დიახ, დღეს, მსოფლიო, განსაკუთრებით კი ევროპა, დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან რუსეთის ფედერაციამ არ იკმარა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის, ოკუპაცია, ყირიმის ანექსია და გადაწყვიტა უკრაინის სრული ანექსია. ამიტომ, როდესაც პირველ პარაგრაფში თქვენ საუბრობთ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და შემდეგ, ხაზს უსვამთ ეკლესიის ინტერესს ტრადიციული ფასეულობებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობების საკითხებზე, თუ ვინმე მას აზიანებს და მომავალში კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი მშობლიური მიწა-წყალი, გამოდევნილი ჰყავს მოსახლეობა, ხოლო იქ დარჩენილ საზოგადოებაში აკეთებს ყველაფერს, რათა რუსული ფასეულობები, როგორიცაა სახელმწიფო ძალადობა, კორუფცია, ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფა, კრიმინალი, რუსეთის მთავრობაზე ეკლესიის სრული მორჩილება გააბატონოს. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირი და აშშ არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობნი, რაც გარანტიაა სწორი ეროვნული ფასეულობების, როგორც თქვენვე ახსენებთ, წმინდა ილია მართლის საოცნებო ფასეულობების, განსამტკიცებლად.

- მამული: დღეს ოკუპირებულია რუსების მიერ, ევროკავშირი და ამერიკა იცავს ჩვენი მამულის საზღვრებს საერთაშორისო მასშტაბით.

- ენა: თუ ვინმეს ქართული ენის განადგურება სურდა, ეს იყო ყოველთვის რუსეთის ფედერაცია. ევროკავშირში, თითოეული წევრის ენა დაცულია, 24 ოფიციალური ენაა და საქართველოს წევრობის შემთხვევაში, ისიც დაემატება.

- სარწმუნოება: მართლმადიდებლები წარმოადგენენ მეორე ყველაზე დიდ რელიგიურ ჯგუფს ევროკავშირში. გარანტირებულია ეკლესიის სრული დამოუკიდებლობა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება. ყველა სარწმუნოება დაცულია და ხელშეუხებელი" - წერს ექსმინისტრი.

  • ის ასევე ეხმაურება სადავო კანონპროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და “ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი იმიტომაა რუსული, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. "სუვერენული დემოკრატიის" გავრცელებისკენაა მიმართული.

"2. საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა, რომელიც იმიტომაა რუსული, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. “სუვერენული დემოკრატიის” გავრცელებისკენაა მიმართული. რუსული სუვერენული დემოკრატია/სახელმწიფო კიდევ გულისხმობს საქართველოს ჩამოშორებას საერთაშორისო საზოგადოებისგან, ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის მტრად წარმოჩინების გზით. საქართველოს მარტო დატოვება და გახლეჩა/დასუსტება ეს რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზანია, დამეთანხმებით.

3. როგორც იქნა, საუკუნეების შემდეგ, საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებული და აღზრდილი ახალგაზრდობა. მათი პატრიოტული სულისკვეთება და მამულის აღქმა, ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ჩემს და კიდევ უფრო ადრეულ თაობებს წარმოუდგენიათ. შეცდომაში შეიძლება შეიყვანო მხოლოდ დამოკიდებული და სიბნელეში მყოფი ადამიანი, ესენი კიდევ თავისუფლების მოყვარული, ძლიერი ადამიანები არიან. თავისუფალი ადამიანი კიდევ ყველაზე მეტად მორწმუნეა, რადგან მას შეგნებით წამს უფლის. წმინდა და გვერდითმდგომი ეკლესია კიდევ მათთვის შეიძლება საუკეთესო გზა იყოს ტაძრისკენ და უფლისკენ" - წერს მინდია ჯანელიძე.

ექსმინისტრი იხსენებს, რომ მისი საჯარო სამსახურში ყოფნისას, გარკვეული პირების მხრიდან დასავლეთში ისმოდა კითხვა, არის თუ არა საქართველოს ეკლესია საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგი, რაზეც ის პასუხობდა, რომ "შეუძლებელია ქვეყანაში, სადაც ეკლესიას აქვს უდიდესი გავლენა საზოგადოებაზე, იყოს ევროინტეგრაციის მომხრე 80%, თუ ამ გზას ეკლესია არ უჭერს მხარს".

"მე მქონდა კომუნიკაცია ეკლესიის უმაღლეს პირებთან და მსჯელობა ევროინტეგრაციის საკითხებზე, და ეს მსჯელობა ყოველთვის იყო საგნობრივი და საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებით განმსჭვალული. გასულ წელს, პატრიარქის წერილი, რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, კიდევ ერთი მკაფიო დასტური იყო აღნიშნულის. დამეთანხმებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს პოზიცია შეიცვალა ევროკავშირთან მიმართებით და არა პირიქით. არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედია აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი კონტროლი არსებობდეს დიდი ძალაუფლების მქონე ინსტიტუციებზე, როგორც მთავრობაზე, ასევე ეკლესიაზე. ისევ მთავრობის და ეკლესიის საკეთილდღეოდ, რათა არ მოხდეს ძალაუფლებით ტკბობა და საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფა.

რაც შეეხება ლგბტ ცხოვრების წესს, ამ საკითხის პოპულარიზაციაც მთავრობის მხრიდან ხდება წმინდა პოპულისტური მიზნებისთვის. დღეს, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში, მემარჯვენე და მემარცხენე ხედვების რადიკალიზაციას და ურთიერთდაპირისპირებას ვხედავთ, და ლგბტ თემაც ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, ეს არ არის ის საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას კრიტიკულად აწუხებს. ეს არ არის საკითხი, რომლის მიმართაც ერთგვაროვანი მიდგომა არსებობს თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში, გარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვისა. ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იყო ქართული ოცნების პოპულისტური მიდგომის გარეშეც, რომლის მეშვეობითაც მისი აქტუალიზაცია და პროპანგანდირება უფრო მეტად ხდება, ვიდრე ნებისმიერი აქციით.

5. ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” შესახებ უკავშირდება მთავრობის მიერ წინასაარჩევნოდ წამოწყებულ ანტიევროპულ პროპაგანდას, რომლითაც ცდილობს ევროპა და დასავლურ ღირებულებები დაუკავშიროს არაპოპულარულ თემებს, ისევე როგორც პუტინი აკეთებს ამას რუსეთში, და ამით ზეწოლა მოახდინოს პროევროპულ განწყობებზე საზოგადოებაში და არა პირიქით. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რადგან ამ პუნქტში გაქვთ ნახსენები სახელმწიფოს სუვერენიტეტი - დღეს თუ ვინმე მსოფლიოში იცავს ჩვენს სუვერენიტეტს, ეს არის აშშ და ევროკავშირი, ხოლო თუ ვინმე ებრძვის - არის რუსეთი. ეს ძალიან ცალსახაა და მგონი ამაშიც დამეთანხმებით.

6. სრულიად ვიზიარებ თქვენს პრიორიტეტებს: ოჯახის სიწმინდე, ქართული კულტურა, ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან შერიგება და ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრება, ეს ნამდვილად მიიღწევა სრულყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეშვეობით, რომლის განვითარების ერთადერთი გზა გადის დასავლურ ინტეგრაციაზე, რუსული სამხედრო და მენტალური ოკუპაციის დასრულებაზე და გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე.ძალა ერთობაშია!" - წერს მინდია ჯანელიძე.

წაიკითხეთ ასევე: