ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
თუ სად წავლენ აღნიშნული ლოკაციის შემდეგ, ჯერ უცნობია. ისინი გეგმას აქციის მონაწილეებს გზადაგზა შეატყობინებენ.
ორგანიზატორების თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული სახის პროვოკაციები. ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ მსგავს პროვოკაციას არ აჰყვნენ.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ და შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი მათთან შესახვედრად გამოვიდეს.
რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია.
სამწუხაროა, ჩვენი თაობა მართლა დამოუკიდებლობისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის იბრძოდა, ესენი მონობისთვის, მხოლოდ დასავლეთის, ე.წ "ცივილიზებული სამყაროს" მონობისთვის, შავი ფულისთვის, და საერთოდ.....ფულისთვის.ერთი მოთხოვნა აქვთ სიმართლე, ესაა ხარისხიანი განათლება, აბა ბოროტი ნაცები რა განათლებას მისცემენ, რაც არ აქვთ, გამოყავთ და აღრიალებენ უაზროდ. საშინელებაა,
სად მიბრძანდებით, რომელმა აირჩიეთ ეგ. რომ მიხვალთ, გვარამიას გინება ჩაურთეთ, ესიამოვნება