პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანი "ბირთვული ძალაუფლების" ზღურბლზეა? - ქვეყანა ატომური ბომბის შექმნით იმუქრება
ირანი "ბირთვული ძალაუფლების" ზღურბლზეა? - ქვეყანა ატომური ბომბის შექმნით იმუქრება

ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის საფრ­თხის ფონ­ზე ირან­მა შე­საძ­ლოა თა­ვის ბირ­თვულ დოქ­ტრი­ნას გა­და­ხე­დოს და შექ­მნას ატო­მუ­რი ბომ­ბი, რის შე­სა­ხე­ბაც ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სის მე­თა­ურ­მა, აჰ­მედ ჰაგ­თა­ლაბ­მა გა­ნა­ცხა­და. ამა­ში მო­ი­აზ­რე­ბა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შექ­მნის პროგ­რა­მის გა­ნახ­ლე­ბა.

"ჩვე­ნი ბირ­თვუ­ლი დოქ­ტრი­ნი­სა და პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვა, ასე­ვე, ადრე გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და აჰ­მედ ჰაგ­თა­ლაბ­მა. ის ირა­ნის ბირ­თვულ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ირა­ნი ცალ­სა­ხად ახ­სე­ნებს თა­ვის ბირ­თვულ პროგ­რა­მას ია­რა­ღის შექ­მნის კონ­ტექ­სტში და ეს ხდე­ბა მას შემ­დეგ, რაც გა­სულ შა­ბათ-კვი­რას თავს და­ეს­ხა ის­რა­ელს. აქამ­დე ირა­ნი ყო­ველ­თვის ამ­ტკი­ცებ­და, რომ მას ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მა სა­მო­ქა­ლა­ქო მიზ­ნე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და

ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ირა­ნი "ბირ­თვუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის" ზღურ­ბლზეა და რომ მას შე­უძ­ლია ბომ­ბის შექ­მნა ექ­ვსი თვი­დან ერთ წე­ლი­წად­ში.

ეს გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა ის­რა­ე­ლის სა­პა­სუ­ხო თავ­დას­ხმის საფრ­თხეს.

ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სის გან­ცხა­დე­ბით, ირან­მა ასე­ვე და­ად­გი­ნა ის­რა­ე­ლის ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბა და მზად არის მი­ი­ტა­ნოს სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა მათ­ზე.

აჰ­მედ ჰაგ­თა­ლაბ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ირა­ნი "აუ­ცი­ლებ­ლად" უპა­სუ­ხებს ის­რა­ე­ლის ნე­ბის­მი­ერ თავ­დას­ხმას.

შე­გახ­სე­ნებთ, 14 აპ­რილს, ის­რა­ე­ლის მიერ 1-ელ აპ­რილს სი­რი­ა­ში, ირა­ნის სა­კონ­სუ­ლო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის სა­პა­სუ­ხოდ, ირან­მა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ასო­ბით დრო­ნი და რა­კე­ტა გა­უშ­ვა ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ირა­ნი თავს და­ეს­ხა ის­რა­ელს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის­რა­ელ­მა ირა­ნის პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი შე­ტე­ვა წარ­მა­ტე­ბით მო­ი­გე­რია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ქვეყ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ირან­მა 300-ზე მეტი დრო­ნი, ბა­ლის­ტი­კუ­რი და ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა, თუმ­ცა მათი 99% გა­ნად­გურ­და. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სპი­კერ­მა ამ ფაქტს "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიღ­წე­ვა" უწო­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
0

მჩხავანა კატა კვერცხს ვერ დადებსო,

ფაქტი სახეზეა ზელენკა, თუმცა რაღა შორს გავრბივარ ჩამუჯული ალიკო ფუყე მამუკიე ირაკლიე ჩაფრა, გოცირიძე რომანა და მიშა! რომელმა დადოკვერცხი? მამალიც მიუყვანეს, მარა... 

მიშა გაყურსული ზისო, ორი კვერცხი დოუდია კრესლოში, მარა შვიდზეა გასაყოფი და არ აჩენს.

ნინელი
1

უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ არც ამ მოცემულობით, არც შეცვლილით, ირანს არანაირი მომავალი არ აქვს. დავუშვათ, მოუგეს ისრაელს. განდევნეს ლიბერალური დასავლეთი რეგიონიდან. გააქრეს ისრაელი. და მერე რა?! რომელი სამართლებრივი სახელმწიფო მაგათ აქვთ, გამართული სასამართლო სისტემა, განათლების მაღალი დონე, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება. როგორც ლილოს ბაზრობას ვერასოდეს ვერ აქცევ NASA კოსმოსურ ცენტრად, ისეა მანდაც. თუმცა თუ ძალიან მოინდომებ ნასას ადვილად აქცევ ბაზრობად. ნგრევა ბევრად მარტივია, ვიდრე შენება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ირანი "ბირთვული ძალაუფლების" ზღურბლზეა? - ქვეყანა ატომური ბომბის შექმნით იმუქრება

ირანი "ბირთვული ძალაუფლების" ზღურბლზეა? - ქვეყანა ატომური ბომბის შექმნით იმუქრება

ისრაელის თავდასხმის საფრთხის ფონზე ირანმა შესაძლოა თავის ბირთვულ დოქტრინას გადახედოს და შექმნას ატომური ბომბი, რის შესახებაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურმა, აჰმედ ჰაგთალაბმა განაცხადა. ამაში მოიაზრება ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის განახლება.

"ჩვენი ბირთვული დოქტრინისა და პოლიტიკის გადახედვა, ასევე, ადრე გამოთქმული მოსაზრებების გადახედვა, სავსებით შესაძლებელია“, - განაცხადა აჰმედ ჰაგთალაბმა. ის ირანის ბირთვულ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი ცალსახად ახსენებს თავის ბირთვულ პროგრამას იარაღის შექმნის კონტექსტში და ეს ხდება მას შემდეგ, რაც გასულ შაბათ-კვირას თავს დაესხა ისრაელს. აქამდე ირანი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მას ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდებოდა

ექსპერტები აცხადებენ, რომ ირანი "ბირთვული ძალაუფლების" ზღურბლზეა და რომ მას შეუძლია ბომბის შექმნა ექვსი თვიდან ერთ წელიწადში.

ეს განცხადება მოჰყვა ისრაელის საპასუხო თავდასხმის საფრთხეს.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის განცხადებით, ირანმა ასევე დაადგინა ისრაელის ბირთვული ობიექტების მდებარეობა და მზად არის მიიტანოს სარაკეტო დარტყმა მათზე.

აჰმედ ჰაგთალაბმა ასევე განაცხადა, რომ ირანი "აუცილებლად" უპასუხებს ისრაელის ნებისმიერ თავდასხმას.

შეგახსენებთ, 14 აპრილს, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა ისტორიაში პირველად ირანი თავს დაესხა ისრაელს. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ირანის პირველი პირდაპირი შეტევა წარმატებით მოიგერია. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით ირანმა 300-ზე მეტი დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, თუმცა მათი 99% განადგურდა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ამ ფაქტს "მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა" უწოდა.

იხილეთ ასევე: