პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ველოდებით 1 საათის განმავლობაში "ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას" - რატი ამაღლობელი ხელისუფლებას
"დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ველოდებით 1 საათის განმავლობაში "ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას" - რატი ამაღლობელი ხელისუფლებას

დღეს­ვე გა­ი­ტა­ნეთ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი - ჩვენ ვე­ლო­დე­ბით 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბას, - ამის შე­სა­ხებ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე აქ­ცი­ის წამ­ყვან­მა რატი ამაღ­ლო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და.

რატი ამაღ­ლო­ბე­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­ი­ნა­ხოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება და მო­იქ­ცნენ ისე, რო­გორც 1 წლის წინ და კა­ნო­ნი კვლავ უნდა გა­იწ­ვი­ონ.

"ვსვამ კი­თხვას, არის თუ არა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა დღეს, რომ დღეს­ვე გა­ტა­ნილ იქ­ნას ეს კა­ნო­ნი უკან? დღეს­ვე! გა­ა­კე­თონ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა დღეს­ვე, რო­გორც მა­შინ, 1 წლის წინ, როცა ახალ­გაზ­რდე­ბის ჩა­მო­ვარ­დნილ თმებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ყვე­ლა თმა დათ­ვლი­ლია, რო­გორც სა­ხა­რე­ბა გვე­უბ­ნე­ბა. დიახ, თქვენ იმ­ყო­ფე­ბით ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წნე­ხის ქვეშ. გა­ი­ტა­ნეთ ეს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი, გა­ა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა.

ვი­საც გო­ნე­ბა შეგ­რჩათ, გო­ნე­ბა არ არის მარ­ტო კალ­კუ­ლა­ტო­რი და შე­მო­სავ­ლე­ბის თვლა. გო­ნე­ბა არის ის, რაც მო­მა­ვალს ხე­დავს და წარ­სულს აფა­სებს და აწ­მყოს ადეკ­ვა­ტუ­რად უყუ­რებს. თქვე­ნი გუ­ლის იმე­დი არ გვაქვს, თქვე­ნი თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტის იმე­დი გვაქვს. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბას, რომ ისი­ნი ხე­და­ვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას და ბრუნ­დე­ბი­ან სა­კონ­სტი­ტუ­ციო სივ­რცე­ში”, - გა­ნა­ცხა­და რატი ამაღ­ლო­ბელ­მა აქ­ცი­ა­ზე.

ფრიად გაკვირვებული
3

რა უნდა გაიწვიონ,თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ მოცლილებო,იდექით და იბღავლეთ მანდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ველოდებით 1 საათის განმავლობაში "ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას" - რატი ამაღლობელი ხელისუფლებას

"დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ველოდებით 1 საათის განმავლობაში "ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას" - რატი ამაღლობელი ხელისუფლებას

დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში "ქართული ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

რატი ამაღლობელის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ქართველი ხალხის ნება და მოიქცნენ ისე, როგორც 1 წლის წინ და კანონი კვლავ უნდა გაიწვიონ.

"ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია, როგორც სახარება გვეუბნება. დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება.

ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. თქვენი გულის იმედი არ გვაქვს, თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის იმედი გვაქვს. ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში”, - განაცხადა რატი ამაღლობელმა აქციაზე.