"ქართული ოცნების" რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.
"ქართული ოცნების" რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს. ცრუ ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს", - წერს აუსტრევიჩუსი.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტებს, ის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის“ წევრების მიერ არის ინიციირებული. “ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.
"გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.
წაიკითხეთ ასევე:
ყველაზე "ბინძური" ნიუსები პრიბალტიკელი პოლიტიკოსებისგან მოდის!!!!!
ოდითგანვე ასე იყო დღესაც ასეა და ხვალეც ასე იქნება,პატარა ქვეყნის ბედს და მიმართულებას დიდი ქვეყნები განსაზღვრავენ და არა მკვიდრი მოსახლეობა,გაიხსენეთ ჯერ ბიზანტია მერე სპარსეთი ოსმალეთი მონღოლეთი შემდეგ რუსეთი ახლა შტატები,ინდიელებს ვინ შეეეკითხა რა და როგორ უნდოდა დღევანდელობაში კი სირიიდან დაწყებული ლიბიით გაგრძელებული და ერაყით დამთავრებული,არათუ ჩაერივნენ არამედ მართლა ერთი ადგილით დაკიდეს ლიდერები გაიხსენეთ ზვიადი ვინ შეგვეკითხა რა გვინდოდა ქართველების 80პროცენტს ერთი მუჭა ნაძირლები დაგვასვეს თავზე და იგივე მეორდება დღესაც,ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო დღეს არ მოუგონია ქართველებს,სამწუხაროა მაგრამ ფაქტია