კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა პარლამენტთან, როცა "ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ტოვებდნენ (კადრები ადგილიდან)
რა ხდებოდა პარლამენტთან, როცა "ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ტოვებდნენ (კადრები ადგილიდან)

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ცოტა ხნის წინ და­ტო­ვეს. ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე სპეც­რაზ­მი გან­თავ­სდა იმის­თვის, რომ დე­პუ­ტა­ტებს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ. ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნაც. უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ძა­ხი­ლე­ბით და სტვე­ნით შეხ­ვდნენ.

დე­პუ­ტა­ტებ­მა პარ­ლა­მენ­ტი ცოტა ხნის წინ და­ტო­ვეს

პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­წყდა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ად­გილ­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბი აქვთ მო­ტა­ნი­ლი.

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა ხვალ, 17 აპ­რილს გაგ­რძელ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა დღე­ის­თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა დღეს სრუ­ლად ვერ მო­ეს­წრო.

  • "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რია ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". ის ში­ნა­არ­სით გა­სულ წელს ინი­ცი­რე­ბუ­ლი და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­დე­გად "ჩაგ­დე­ბუ­ლი“ პრო­ექ­ტის ანა­ლო­გი­უ­რია. კა­ნონპ­რო­ექ­ტი "გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით“, უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად ისე­თი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბა - კერ­ძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა, ვინც "უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად" მო­ი­აზ­რე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბა­ზა­ში უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს. რე­გის­ტრა­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ასახ­ვა. ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ის ყო­ველ­წლი­უ­რად შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს, ის სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რე­ბის მიერ არის ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლი. “ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გავ­ლე­ნე­ბის­გან დაც­ვის შე­სა­ხებ" პრო­ექ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ძალა, ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის აგენ­ტი, ხოლო ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და მის სა­სარ­გებ­ლოდ ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი იკ­რძა­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას, მათ შო­რის - ევ­რო­პის კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხე­ლის შეშ­ლას.

"გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­სა და “ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის, ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, რაც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის კი­დევ ერთი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა, ნე­ბის­მი­ე­რი რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გრან­ტის მიმ­ღე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს წა­რუდ­გი­ნოს საქ­მი­ა­ნო­ბის წლი­უ­რი ან­გა­რი­ში სა­ან­გა­რი­შო წლის დას­რუ­ლე­ბი­დან სამი თვის ვა­და­ში. წლი­უ­რი ან­გა­რი­ში უნდა მო­ი­ცავ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას გრან­ტის მიმ­ღე­ბის მიერ სა­ან­გა­რი­შო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი გრან­ტის შე­სა­ხებ, მათ შო­რის გრან­ტის გა­ცე­მის მი­ზა­ნი, მო­ცუ­ლო­ბა და სხვა ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ასა­ხუ­ლია საგ­რან­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
12

ქოცების ასეთი პარპაში იმის ბრალია, რომ პასუხი არასოდეს მოვთხოვეთ პოლიტიკანებს და მთავრობას ქურდობისთვის, ქვეყნის გაყიდვისათვის, ადამიანების მკვლელობისა და დასახიჩრებისათვის!!

მარიამი
1

სტუდენტო, მართალი ხარ, მაგრამ მაგათ ვინც არეულობას ქმნის სამშობლო არ აინტერტესებთ, რადგან დოლარების შხამით არიან ნაკვები.

ავტორი:

რა ხდებოდა პარლამენტთან, როცა "ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ტოვებდნენ (კადრები ადგილიდან)

რა ხდებოდა პარლამენტთან, როცა "ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ტოვებდნენ (კადრები ადგილიდან)

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო ცოტა ხნის წინ დატოვეს. ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი განთავსდა იმისთვის, რომ დეპუტატებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ადგილზე განთავსებული იყო წყლის ჭავლის მანქანაც. უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ.

დეპუტატებმა პარლამენტი ცოტა ხნის წინ დატოვეს

პარალელურად სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეისთვის დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო.

  • "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ქართული ოცნება". ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტებს, ის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის“ წევრების მიერ არის ინიციირებული. “ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

"გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.

წაიკითხეთ ასევე: