ავტორი:

პარლამენტთან აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა - პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა

პარლამენტთან აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა - პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა

პარლამენტთან აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აკავებენ.

  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული.

როგორც რუსთაველის გამზირზე მყოფმა კუპატაძემ აღნიშნა, დაკავებული მოქალაქეები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრესიულად მოქმედებდნენ და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ.

"შსს-ის მხრიდან არის დაკავებული 4 პირი, ამ ეტაპზე. მიმდინარეობს აქცია, ხდება იმ დესტრუქციული ძალების განეიტრალება, დაკავება, რომლებიც ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას. ისინი აგრესიულად გამოირჩევიან, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, უწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას და მათი განეიტრალება ხდება“, - განუცხადა კუპატაძემ „ტვ პირველს“.

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს.

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო.

ფრაქცია "ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.