პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი ბერძენი სიძის საფეხბურთო ბედისწერა, AEK - ი, თემურ ქეცბაია და პონტოელი ბერძნების დიდი სიამაყე - სტადიონი "აია სოფია"
ჩემი ბერძენი სიძის საფეხბურთო ბედისწერა, AEK - ი, თემურ ქეცბაია და პონტოელი ბერძნების დიდი სიამაყე - სტადიონი "აია სოფია"

- რა­ტომ აეკ - ი და არა "პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სი" ან "ოლიმ­პი­ა­კო­სია"? - ვე­კი­თხე­ბი ჩემს ბერ­ძენ მას­პინ­ძელს - ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც გა­სულ თვეს ათენ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი. - "ამას არ ირ­ჩევ, ეს ბე­დის­წე­რაა", - მპა­სუ­ხობს დი­მიტ­რი­ოს (დი­მიტ­რი) გე­რონ­დუ­და­სი ღი­მი­ლით. მე ამას ხუმ­რო­ბად ვი­ღებ, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყო­ველ ხუმ­რო­ბა­ში არის სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი.

ის უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად აგ­რძე­ლებს სა­უ­ბარს და მე­უბ­ნე­ბა, რომ აეკ - ი მის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ფი­ლო­სო­ფი­ას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს დგას, რაც უპირ­ვე­ლე­სად იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი.

ჩემი სა­ბერ­ძნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ემ­თხვა ზუს­ტად იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რის ბედი თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლო-სა­ბერ­ძნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­ირ­კვე­ო­და. ბერ­ძნე­ბი, ვი­საც ვე­სა­უბ­რე, სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­ანთ წარ­მა­ტე­ბა­ში, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავ­დნენ, ძა­ლი­ან კარ­გი ნაკ­რე­ბი გყავთ და ეს მარ­ტი­ვად არ გა­მოგ­ვი­ვაო...

იგი­ვე აზ­რზე იყო დი­მიტ­რიც, რო­მე­ლიც დღეს ამ­ბობს, რომ მისი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ამ ერ­თგვა­რი არ­ხე­ი­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, თან ჩვე­ნი ყო­ვე­ლი სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ იღ­ბა­ლი 26 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს იყო... მე არ ვდა­ვობ, კი, ბა­ტო­ნო, ვი­ყოთ ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნე­ბი, მე­ტიც, თა­ნახ­მა ვარ იღ­ბლის წყა­ლო­ბით, ევ­რო­პის მთა­ვა­რი სა­ფეხ­ბურ­თო შე­ჯიბ­რის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი­და­ნაც გა­ვაღ­წი­ოთ...

დი­მიტ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბით ათენ­ში ჩა­სუ­ლე­ბი პირ­ვე­ლად, სა­დაც აღ­მოვ­ჩნდით, სწო­რედ აეკ-ის ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი სტა­დი­ო­ნი იყო, რო­მე­ლიც კლუ­ბის ქო­მა­გე­ბის და ზო­გა­დად, პონ­ტო­ე­ლი ბერ­ძნე­ბის დიდი სი­ა­მა­ყეა.

- წელს, 13 აპ­რილს, აეკ - ს სა­უ­კუ­ნე უს­რულ­დე­ბა, ხომ და­წერ ჩვენს გუნ­დზე? - მკი­თხა დი­მიტ­რიმ მა­შინ­ვე, რაც გა­ირ­კვა, რომ მეც და ისიც ფეხ­ბურ­თის დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვი­ყა­ვით, რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდი, თუმ­ცა ბერ­ძნულ გუნ­დზე წე­რას რო­გორ და­ვი­წყებ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის თე­მურ ქეც­ბა­ი­ას გა­რე­შე.

  • "მე კარ­გად მახ­სოვს ქეც­ბა­ი­ას თა­მა­ში აეკ- ში, ის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მო­ე­დან­ზე"

ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ათე­ნის "აეკ­ში" კვიპ­რო­სუ­ლი" ანორ­თო­სი­სი­დან" 1994 წელს გა­და­ვი­და და იქ 3 სე­ზო­ნი დაჰ­ყო. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, გუნ­დი სა­ბერ­ძნე­თის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, "ქეც­ბა" კი - ფა­ნე­ბის კერ­პი.

"მე კარ­გად მახ­სოვს ქეც­ბა­ი­ას თა­მა­ში "აეკ­ში", ჩვენ­გან წა­ვი­და "ნი­უ­კასლში". ის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მო­ე­დან­ზე, თა­მა­შის ჟი­ნი­თა და თავ­და­დე­ბით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი. უყუ­რებ­დი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვი, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ი­ღებ­და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. სა­ი­მე­დო ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ამი­ტო­მაც შე­ვიყ­ვა­რეთ ასე. მახ­სოვს, რო­გორ სწყინ­და წა­გე­ბა და რო­გორ უხა­რო­და გა­მარ­ჯვე­ბა. თვი­თონ ძალ­ზე დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც ამ­ბობ­დნენ, უდის­ციპ­ლი­ნო­ებს თურ­მე გა­სახ­დელ­ში სას­ტი­კად ეჩხუ­ბე­ბო­და. გუ­ლი­ა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო და ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და... მო­ვი­კი­თხავ და მუ­დამ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ..." - გვე­უბ­ნე­ბა დი­მიტ­რი.

ქეც­ბა­ია აეკ-ის მუ­ზე­უმ­ში
  • АЕК-ის ის­ტო­რია

რო­გორც გუნ­დის მუ­ზე­უმ­ში, ისე სტა­დი­ო­ნის ინ­ტე­რი­ერ­ზე ბევ­რს გა­ი­გებთ დევ­ნი­ლი პონ­ტო­ე­ლი ბერ­ძნე­ბის ის­ტო­რი­ა­სა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა­ზე. რო­გორც დი­მიტ­რი ამ­ბობს, ეს კლუ­ბი ამ ბრძო­ლის ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლოც არის და მე­მო­რი­ა­ლიც.

АЕК (ბერძ. ПАЕ Αθλητική Ένωσις Κωνσταντινουπόλεως) - ბერ­ძნუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი ქა­ლაქ ათე­ნი­დან, რო­მე­ლიც თა­მა­შობს სა­ბერ­ძნე­თის სუ­პერ­ლი­გა­ში. კლუ­ბის სა­ხე­ლი არის აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა, რო­მე­ლიც იშიფ­რე­ბა, რო­გორც "კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ათ­ლეტ­თა კავ­ში­რი". ჩა­მო­ყა­ლიბ­და 1924 წლის 13 აპ­რილს. კლუ­ბის სა­ში­ნაო სტა­დი­ო­ნი არის "აია სო­ფია". მის სა­ხელ­ში კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის არ­სე­ბო­ბა აიხ­სნე­ბა იმით, რომ AEK-ი და­არ­სდა კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­სა და ზო­გა­დად, მცი­რე აზი­ი­დან დევ­ნი­ლი ბერ­ძნე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც გა­ა­ძე­ვეს თურ­ქე­თი­დან ბერ­ძნულ-თურ­ქე­თის ომში (1919–1922) სა­ბერ­ძნე­თის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ.

პირ­ვე­ლი "აე­კე­ლე­ბი"

1924 წლის 13 აპ­რილს კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­დან ბერ­ძე­ნი ლტოლ­ვი­ლე­ბის ჯგუ­ფი (მათ შო­რის იყ­ვნენ კლუ­ბე­ბის "პე­რი­სა" და "კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის" სპორ­ტსმე­ნე­ბი) ათე­ნის ცენ­ტრში, სპორ­ტულ მა­ღა­ზია "ემი­ლი­ოს და მე­ნე­ლა­ოს­ში" შე­იკ­რი­ბა, მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ გა­და­წყდა, რომ და­ე­არ­სე­ბი­ნათ კლუ­ბი AEK - ი.

მათ შექ­მნეს არა მხო­ლოდ სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი, არა­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო სპორ­ტუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც და­სახ­ლდნენ ათე­ნის ახალ გა­რე­უბ­ნებ­ში (ნეა ფი­ლა­დელ­ფია, ნეა იო­ნია, ნეა ქალ­კე­დო­ნი, ნეა სმირ­ნი).

კლუბ­მა პირ­ვე­ლი მატ­ჩი ად­გი­ლობ­რივ "აიაქსთან" გა­მარ­თა და ან­გა­რი­შით 2:0 მო­ი­გო.

1931 წელს "აეკ­მა" მო­ი­გო თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის თასი, რაც მას მერე, კი­დევ არა­ერ­თხელ მო­ი­პო­ვა.

ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნი კი პირ­ვე­ლად 1968 წელს გახ­და და არის პირ­ვე­ლი ბერ­ძნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი, რო­მელ­მაც 1969 წელს ევ­რო­პის თა­სის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლამ­დე მი­აღ­წია. ის სულ 13-ჯერ იყო ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნი, მათ შო­რის 2022-2023 წლე­ბის სე­ზონ­შიც.

2023 წელი, AEK - ზე­ი­მობს სა­ბერ­ძნე­თის ჩემ­პი­ო­ნო­ბას

1989 წელს AEK-მა მო­ი­გო Alpha Ethnics და სა­ბერ­ძნე­თის სუ­პერ­თა­სი.

1994-95 წლე­ბის სე­ზონ­ში AEK გახ­და პირ­ვე­ლი ბერ­ძნუ­ლი კლუ­ბი, რო­მელ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე. საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო რა­უნდში მან შოტ­ლან­დი­ის ჩემ­პი­ო­ნი "რე­ინ­ჯერ­სი" და­ა­მარ­ცხა.

კლუ­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლია დი­მიტ­რის მე­ლი­სა­ნი­დი­სი - ქვეყ­ნის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი - სა­ზღვაო გა­და­ზიდ­ვე­ბი­სა და ნავ­თო­ბის მაგ­ნა­ტი. ის ბერ­ძე­ნი მე­წარ­მე­ე­ბის ტოპ ათე­ულ­შია და ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია იმით, რომ არის ბერ­ძნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის AEK Athens F.C. და ბერ­ძნუ­ლი ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ის Aegean Oil-ის მფლო­ბე­ლი.

ის იყო AEK ათე­ნის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის 30-ე და 32-ე პრე­ზი­დენ­ტი 1992 წლი­დან 1993 წლამ­დე და 1994 წლი­დან 1995 წლამ­დე. ასე­ვე იყო კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი 1998-1999 წლებ­ში.

2013 წლის 7 ივ­ნისს, რო­დე­საც ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, AEK -ი დაქ­ვე­ით­და სა­მოყ­ვა­რუ­ლო დი­ვი­ზი­ონ­ში, მე­ლი­სა­ნი­დი­სი კლუ­ბის მარ­თვას კვლავ აქ­ტი­უ­რად და­უბრნ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სხვა გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან და ძველ მო­თა­მა­შე­ებ­თან ერ­თად, შექ­მნა არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცია "AEK-ის მე­გობ­რე­ბის კავ­ში­რი" (Enosi Filon AEK), რო­მელ­მაც ხელ­ში აიღო სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის აქ­ცი­ე­ბის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი.

სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას ინ­ტერ­ნეტ­ში გა­დავ­წყდი მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ერთ ამ­ბავს, თუ რო­გორ გა­და­ი­ხა­და მან კლუ­ბის გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მა - 150 ევრო, ეს მოხ­და 2020 წელს, პან­დე­მი­ი­სას, რო­დე­საც აეკ-ის თავ­გა­დაკ­ლულ­მა ქო­მაგ­მა კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბი და­არ­ღვია და მშე­ნე­ბა­რე სტა­დი­ო­ნის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად შე­ი­პა­რა. ის და­ა­კა­ვა პო­ლი­ცი­ელ­მა, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­დანს ამოწ­მებ­და. მე­ლი­სა­ნი­დის­მა შე­ი­ტყო რა გულ­შე­მატ­კივ­რის ამ­ბა­ვი, ჯა­რი­მაც გა­და­ი­ხა­და და გა­და­რე­ულ ფანს შემ­დე­გი სე­ზო­ნის აბო­ნე­მენ­ტიც აჩუ­ქა.

დი­მიტ­რი მშე­ნე­ბა­რე სტა­დი­ონ­ზე

"მე იმ ფა­ნე­ბის რი­ცხვში ვარ, რო­მელ­შიც ეგ გულ­შე­მატ­კი­ვა­რი... ჩვე­ნი ტრი­ბუ­ნა გვაქვს "აია სო­ფი­ა­ზე", რო­მე­ლიც ჩვენ გი­ჟურ მხარ­და­ჭე­რას უძ­ლებს... სიკ­ვდი­ლიც კი შეგ­ვიძ­ლია "აე­კის­თვის..." - იცი­ნის დი­მიტ­რი და ამას ად­ვი­ლად და­ი­ჯე­რებთ, თუ შე­ეს­წრე­ბით მის სამ­ზა­დისს საყ­ვა­რე­ლი გუნ­დის თა­მა­შის­თვის, მის ეკი­პი­რე­ბას... ნა­ხავთ არა­ერთ ატ­რი­ბუტს და სიმ­ბო­ლოს, რა­საც შინ ინა­ხავს...

რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო-სა­ბერ­ძნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­ბა­ვი გა­ირ­კვა, შევ­თა­ვა­ზე, მოდი, დავ­ნაძ­ლევ­დეთ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მო­ვი­გებთ-მეთ­ქი... ოღონდ ჩემი პი­რო­ბა იყო, რომ წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "ოლიმ­პი­ა­კო­სის" ფორ­მას ჩა­იც­ვამ­და და აეკ-ის სტა­დი­ონ­თან ჩა­ივ­ლი­და...

- რას ამ­ბობ, მა­გათ ფორ­მას ხელ­თათ­მა­ნი­თაც ვერ მოვ­კი­დებ ხელს, მომ­წამ­ლავს! - მი­თხრა სი­ცი­ლით დი­მიტ­რიმ და ნაძ­ლევ­ზეც ასე ამა­ღე­ბი­ნა ხელი.

  • 2023 წლის ტრა­გე­დია

2023 წელ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­სა­მე საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მატ­ჩი სა­ბერ­ძნე­თის აეკ-სა და ზაგ­რე­ბის "დი­ნა­მოს“ შო­რის 8 აგ­ვის­ტოს ათენ­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მაგ­რამ უეფა-მ შეხ­ვედ­რა გა­და­დო. ამის მი­ზე­ზი კი წინა დღეს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია გახ­და.

7 აგ­ვის­ტოს "აია სო­ფი­ას" მიმ­დე­ბა­რედ, უეფა-ს აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ზაგ­რე­ბუ­ლი გუნ­დის ფა­ნე­ბი სა­ბერ­ძნეთ­ში აღ­მოჩ­დნენ, "დი­ნა­მოს“ 150-200 გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­ბუ­სე­ბი­თა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ჩა­ვი­და და სტა­დი­ონ­თან შეკ­რე­ბილ აეკ - ის გულ­შე­მატ­კივ­რებს და­ეს­ხა თავს. ორი­ვე მხრი­დან ის­როდ­ნენ პე­ტარ­დებს, თვით­ნა­კეთ აა­ლე­ბად მო­წყო­ბი­ლო­ბებ­სა და ქვებს. ჩხუ­ბი ძა­ლი­ან სას­ტი­კი გა­მოდ­გა, შე­დე­გად ბერ­ძნუ­ლი კლუ­ბის 22 წლის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდას აეკ-ის სტა­დი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს. ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

სამ­მა ბერ­ძენ­მა და ხუთ­მა ხორ­ვატ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა მი­ი­ღეს ტრავ­მე­ბი და ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს. 98 ადა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს.

  • "აია სო­ფია"

"აია სო­ფია", სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ AEK - ის სტა­დი­ო­ნია, კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით OPAP Arena. AEK Arena - ასეც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო მატ­ჩე­ბის­თვის. მა­ნამ­დე კლუბს თა­ვი­სი სტა­დი­ო­ნი არ ჰქონ­და და სა­ში­ნაო მატ­ჩებს მარ­თავ­და ათე­ნის ოლიმ­პი­ურ სტა­დი­ონ­ზე "Spyros Louis". ახა­ლი სტა­დი­ო­ნის აშე­ნე­ბის იდე­ის გან­ხილ­ვა 2007 წელს და­ი­წყო, მშე­ნებ­ლო­ბა კი 2017 წელს. პირ­ვე­ლი მატ­ჩი 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­მარ­თა. 2023 წლის 27 მარტს სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რებ­მა "აია სო­ფი­ას" სტა­დი­ონ­ზე უგო­ლო ფრე ითა­მა­შა ლიტ­ვის ნაკ­რებ­თან. 2024 წლის 29 მა­ისს კი "აია სო­ფი­ა­ზე" ამ სე­ზონს უე­ფას სა­კონ­ფე­რენ­ციო ლი­გის ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა.

სტა­დი­ო­ნის ტე­ვა­დო­ბა, სხვა­დას­ხვა წყა­როს მი­ხედ­ვით, არის 31100 -დან 32500 მა­ყუ­რებ­ლამ­დე. სტა­დი­ონს სა­ხე­ლი და­ერ­ქვა აია სო­ფი­ას ტაძ­რის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მინ­დელ სტამ­ბოლ­ში (ყო­ფილ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში) მდე­ბა­რე­ობს. მიხ­ვდე­ბო­დით ალ­ბათ, რომ ეს სა­ხე­ლი და­ერ­ქვა სწო­რედ იმი­ტომ, რომ AEK-ი და­არ­სე­ბუ­ლია კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­დან დევ­ნი­ლი ემიგ­რან­ტე­ბის მიერ. აშ­კა­რად ნა­ხავთ, რომ სტა­დი­ო­ნის არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა მისი პრო­ექ­ტი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა - რთუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა, თა­ღო­ვა­ნი გა­და­ხურ­ვა, რო­მე­ლიც ოთხ მა­სი­ურ ბოძს ეყ­რდნო­ბა, ე.წ. ნა­ხე­ვარ­გუმ­ბა­თე­ბი...

"სტა­დი­ო­ნი დიდი ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ აშენ­და, უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვა გახ­და სა­ჭი­რო, რა­საც წლე­ბი დას­ჭირ­და, იყო დიდი და­პი­რის­პი­რე­ბა მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკან მო­ვი­ტო­ვეთ და აი, ასე­თი ლა­მა­ზი სტა­დი­ო­ნი გვაქვს", - მე­უბ­ნე­ბა დი­მიტ­რი და მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­სას გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ის ჩემს თვალ­წინ აშენ­და, და­ვეს­წა­რი მის გახ­სნა­საც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, თუმ­ცა ეს მო­ე­დან­ზე დი­დად არც და­მი­ნა­ხავს, რად­გან ქო­მა­გე­ბის ტრი­ბუ­ნა­ზე ყვე­ლა ისეთ ექ­სტაზ­ში ვი­ყა­ვით..., (იცი­ნის) მერე შინ ვუ­ყუ­რე ჩა­ნა­წერს... ეს ორ­თა­ვი­ა­ნი არ­წი­ვი კი ბი­ზან­ტი­ის და ჩვე­ნი გუნ­დის სიმ­ბო­ლოა", - ამ­ბობს ჩემი მას­პინ­ძე­ლი და მი­თი­თებს სტა­დი­ო­ნის შე­სას­ვლელ­თან აღ­მარ­თულ არ­წი­ვის უზარ­მა­ზარ ფი­გუ­რა­ზე.

ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ორ­თა­ვი­ა­ნი არ­წი­ვი, რო­გორც სიმ­ბო­ლო, დი­დად სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ლაც არ არის, რად­გან ის ძი­რი­თა­დად ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის გერ­ბი­დან გვახ­სოვს, მაგ­რამ მისი ის­ტო­რია გა­ცი­ლე­ბით ძვე­ლია, ვიდ­რე თა­ვად რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო­სი.

მას დღე­საც დრო­შებ­სა და გერ­ბებ­ზე არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­სა­ხავს. ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ეს სიმ­ბო­ლო პირ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 1250 წელს გა­მოჩ­ნდა საღვთო რო­მის იმ­პე­რი­ა­ში (962-1806 წ.წ) ფრე­დე­რიკ მე­ო­რის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, მე - 13 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სათ­ვის კი გა­მო­ი­ყე­ნეს ბი­ზან­ტი­ა­ში (330-1453 წ.წ.), სა­დაც დრო­შებ­სა და გერ­ბებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ორ­თა­ვი­ა­ნი არ­წი­ვი ნიშ­ნავ­და იმ­პე­რა­ტო­რის ორ­მაგ სუ­ვე­რე­ნი­ტეტს (სა­ე­რო და სა­ეკ­ლე­სიო) და ამავდრო­უ­ლად, იმ­პე­რა­ტორ­თა გავ­ლე­ნას ევ­რო­პა­სა და აზი­ა­ში.

- დი­მიტ­რი, სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბი ევ­რო­პა­ზე არ იქ­ნე­ბა, ვის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას აპი­რებ კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა­ზე? - ვე­კი­თხე­ბი ჩემს ბერ­ძენ სი­ძეს... - იცი­ნის და კი­თხვა­ზე კი­თხვით მპა­სუ­ხობს:

- ალ­ბათ ელი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ტყვი?.. და რა­ტო­მაც არა? აბა, ვის ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რო თურ­ქებს თუ გერ­მა­ნე­ლებს? გა­მა­ხა­რებს თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შენი დე­ი­დაშ­ვი­ლი მომ­კლავს... ხუმ­რო­ბას, რომ შე­ვეშ­ვათ, გე­ტყვით, რომ ქარ­თვე­ლებს ახალ­გაზ­რდუ­ლი და ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი გუნ­დი გყავთ, დიდ წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ!

დათა
4

მადლობა, კარგი კაცი ხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ჩემი ბერძენი სიძის საფეხბურთო ბედისწერა, AEK - ი, თემურ ქეცბაია და პონტოელი ბერძნების დიდი სიამაყე - სტადიონი "აია სოფია"

ჩემი ბერძენი სიძის საფეხბურთო ბედისწერა, AEK - ი, თემურ ქეცბაია და პონტოელი ბერძნების დიდი სიამაყე - სტადიონი "აია სოფია"

- რატომ აეკ - ი და არა "პანათინაიკოსი" ან "ოლიმპიაკოსია"? - ვეკითხები ჩემს ბერძენ მასპინძელს - ჩემი დეიდაშვილის მეუღლეს, რომელიც გასულ თვეს ათენში მოგზაურობისას გავიცანი. - "ამას არ ირჩევ, ეს ბედისწერაა", - მპასუხობს დიმიტრიოს (დიმიტრი) გერონდუდასი ღიმილით. მე ამას ხუმრობად ვიღებ, თუმცა როგორც ამბობენ, ყოველ ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი.

ის უფრო სერიოზულად აგრძელებს საუბარს და მეუბნება, რომ აეკ - ი მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიასთან ყველაზე ახლოს დგას, რაც უპირველესად იმაში გამოიხატება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ჩემი საბერძნეთში მოგზაურობა დაემთხვა ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურის ბედი თბილისში, საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირებაში გაირკვეოდა. ბერძნები, ვისაც ვესაუბრე, სრულიად დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ წარმატებაში, თუმცა აღნიშნავდნენ, ძალიან კარგი ნაკრები გყავთ და ეს მარტივად არ გამოგვივაო...

იგივე აზრზე იყო დიმიტრიც, რომელიც დღეს ამბობს, რომ მისი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა გარკვეულწილად ამ ერთგვარი არხეინი დამოკიდებულებითაც იყო გამოწვეული, თან ჩვენი ყოველი საუბრისას აცხადებს, რომ იღბალი 26 მარტს საქართველოს მხარეს იყო... მე არ ვდავობ, კი, ბატონო, ვიყოთ ყველაზე იღბლიანები, მეტიც, თანახმა ვარ იღბლის წყალობით, ევროპის მთავარი საფეხბურთო შეჯიბრის ჯგუფური ეტაპიდანაც გავაღწიოთ...

დიმიტრის დამსახურებით ათენში ჩასულები პირველად, სადაც აღმოვჩნდით, სწორედ აეკ-ის ახალაშენებული სტადიონი იყო, რომელიც კლუბის ქომაგების და ზოგადად, პონტოელი ბერძნების დიდი სიამაყეა.

- წელს, 13 აპრილს, აეკ - ს საუკუნე უსრულდება, ხომ დაწერ ჩვენს გუნდზე? - მკითხა დიმიტრიმ მაშინვე, რაც გაირკვა, რომ მეც და ისიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები ვიყავით, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, თუმცა ბერძნულ გუნდზე წერას როგორ დავიწყებდი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის თემურ ქეცბაიას გარეშე.

  • "მე კარგად მახსოვს ქეცბაიას თამაში აეკ- ში, ის გამორჩეული იყო მოედანზე"

ქართველი ფეხბურთელი ათენის "აეკში" კვიპროსული" ანორთოსისიდან" 1994 წელს გადავიდა და იქ 3 სეზონი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში, გუნდი საბერძნეთის ჩემპიონი გახდა, "ქეცბა" კი - ფანების კერპი.

"მე კარგად მახსოვს ქეცბაიას თამაში "აეკში", ჩვენგან წავიდა "ნიუკასლში". ის გამორჩეული იყო მოედანზე, თამაშის ჟინითა და თავდადებით დაგვამახსოვრა თავი. უყურებდი და დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერს გაიღებდა გამარჯვებისთვის. საიმედო ფეხბურთელი იყო. ამიტომაც შევიყვარეთ ასე. მახსოვს, როგორ სწყინდა წაგება და როგორ უხაროდა გამარჯვება. თვითონ ძალზე დისციპლინირებული იყო, როგორც ამბობდნენ, უდისციპლინოებს თურმე გასახდელში სასტიკად ეჩხუბებოდა. გულიანი ფეხბურთელი იყო და ძალიან გვიყვარდა... მოვიკითხავ და მუდამ წარმატებას ვუსურვებ..." - გვეუბნება დიმიტრი.

ქეცბაია აეკ-ის მუზეუმში
  • АЕК-ის ისტორია

როგორც გუნდის მუზეუმში, ისე სტადიონის ინტერიერზე ბევრს გაიგებთ დევნილი პონტოელი ბერძნების ისტორიასა და გადარჩენისთვის ბრძოლაზე. როგორც დიმიტრი ამბობს, ეს კლუბი ამ ბრძოლის ერთგვარი სიმბოლოც არის და მემორიალიც.

АЕК (ბერძ. ПАЕ Αθλητική Ένωσις Κωνσταντινουπόλεως) - ბერძნული პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ათენიდან, რომელიც თამაშობს საბერძნეთის სუპერლიგაში. კლუბის სახელი არის აბრევიატურა, რომელიც იშიფრება, როგორც "კონსტანტინოპოლის ათლეტთა კავშირი". ჩამოყალიბდა 1924 წლის 13 აპრილს. კლუბის საშინაო სტადიონი არის "აია სოფია". მის სახელში კონსტანტინოპოლის არსებობა აიხსნება იმით, რომ AEK-ი დაარსდა კონსტანტინოპოლსა და ზოგადად, მცირე აზიიდან დევნილი ბერძნების მიერ, რომლებიც გააძევეს თურქეთიდან ბერძნულ-თურქეთის ომში (1919–1922) საბერძნეთის დამარცხების შემდეგ.

პირველი "აეკელები"

1924 წლის 13 აპრილს კონსტანტინოპოლიდან ბერძენი ლტოლვილების ჯგუფი (მათ შორის იყვნენ კლუბების "პერისა" და "კონსტანტინოპოლის" სპორტსმენები) ათენის ცენტრში, სპორტულ მაღაზია "ემილიოს და მენელაოსში" შეიკრიბა, მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ დაეარსებინათ კლუბი AEK - ი.

მათ შექმნეს არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბი, არამედ ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო სპორტული და კულტურული განვითარების უზრუნველყოფა ლტოლვილებისთვის, რომლებიც დასახლდნენ ათენის ახალ გარეუბნებში (ნეა ფილადელფია, ნეა იონია, ნეა ქალკედონი, ნეა სმირნი).

კლუბმა პირველი მატჩი ადგილობრივ "აიაქსთან" გამართა და ანგარიშით 2:0 მოიგო.

1931 წელს "აეკმა" მოიგო თავისი პირველი საბერძნეთის თასი, რაც მას მერე, კიდევ არაერთხელ მოიპოვა.

ქვეყნის ჩემპიონი კი პირველად 1968 წელს გახდა და არის პირველი ბერძნული საფეხბურთო კლუბი, რომელმაც 1969 წელს ევროპის თასის მეოთხედფინალამდე მიაღწია. ის სულ 13-ჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი, მათ შორის 2022-2023 წლების სეზონშიც.

2023 წელი, AEK - ზეიმობს საბერძნეთის ჩემპიონობას

1989 წელს AEK-მა მოიგო Alpha Ethnics და საბერძნეთის სუპერთასი.

1994-95 წლების სეზონში AEK გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. საკვალიფიკაციო რაუნდში მან შოტლანდიის ჩემპიონი "რეინჯერსი" დაამარცხა.

კლუბის ამჟამინდელი მფლობელია დიმიტრის მელისანიდისი - ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი - საზღვაო გადაზიდვებისა და ნავთობის მაგნატი. ის ბერძენი მეწარმეების ტოპ ათეულშია და ყველაზე ცნობილია იმით, რომ არის ბერძნული საფეხბურთო გუნდის AEK Athens F.C. და ბერძნული ნავთობკომპანიის Aegean Oil-ის მფლობელი.

ის იყო AEK ათენის საფეხბურთო კლუბის 30-ე და 32-ე პრეზიდენტი 1992 წლიდან 1993 წლამდე და 1994 წლიდან 1995 წლამდე. ასევე იყო კლუბის პრეზიდენტი 1998-1999 წლებში.

2013 წლის 7 ივნისს, როდესაც ფინანსური პრობლემების გამო, AEK -ი დაქვეითდა სამოყვარულო დივიზიონში, მელისანიდისი კლუბის მართვას კვლავ აქტიურად დაუბრნდა, მოგვიანებით კი, სხვა გულშემატკივრებთან და ძველ მოთამაშეებთან ერთად, შექმნა არაკომერციული ასოციაცია "AEK-ის მეგობრების კავშირი" (Enosi Filon AEK), რომელმაც ხელში აიღო საფეხბურთო კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი.

სტატიის მომზადებისას ინტერნეტში გადავწყდი მასთან დაკავშირებულ ერთ ამბავს, თუ როგორ გადაიხადა მან კლუბის გულშემატკივრისთვის დაკისრებული ჯარიმა - 150 ევრო, ეს მოხდა 2020 წელს, პანდემიისას, როდესაც აეკ-ის თავგადაკლულმა ქომაგმა კარანტინის წესები დაარღვია და მშენებარე სტადიონის დასათვალიერებლად შეიპარა. ის დააკავა პოლიციელმა, რომელიც სამშენებლო მოედანს ამოწმებდა. მელისანიდისმა შეიტყო რა გულშემატკივრის ამბავი, ჯარიმაც გადაიხადა და გადარეულ ფანს შემდეგი სეზონის აბონემენტიც აჩუქა.

დიმიტრი მშენებარე სტადიონზე

"მე იმ ფანების რიცხვში ვარ, რომელშიც ეგ გულშემატკივარი... ჩვენი ტრიბუნა გვაქვს "აია სოფიაზე", რომელიც ჩვენ გიჟურ მხარდაჭერას უძლებს... სიკვდილიც კი შეგვიძლია "აეკისთვის..." - იცინის დიმიტრი და ამას ადვილად დაიჯერებთ, თუ შეესწრებით მის სამზადისს საყვარელი გუნდის თამაშისთვის, მის ეკიპირებას... ნახავთ არაერთ ატრიბუტს და სიმბოლოს, რასაც შინ ინახავს...

როდესაც საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების ამბავი გაირკვა, შევთავაზე, მოდი, დავნაძლევდეთ, რომ ქართველები მოვიგებთ-მეთქი... ოღონდ ჩემი პირობა იყო, რომ წაგების შემთხვევაში "ოლიმპიაკოსის" ფორმას ჩაიცვამდა და აეკ-ის სტადიონთან ჩაივლიდა...

- რას ამბობ, მაგათ ფორმას ხელთათმანითაც ვერ მოვკიდებ ხელს, მომწამლავს! - მითხრა სიცილით დიმიტრიმ და ნაძლევზეც ასე ამაღებინა ხელი.

  • 2023 წლის ტრაგედია

2023 წელ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საბერძნეთის აეკ-სა და ზაგრების "დინამოს“ შორის 8 აგვისტოს ათენში უნდა გამართულიყო, მაგრამ უეფა-მ შეხვედრა გადადო. ამის მიზეზი კი წინა დღეს მომხდარი ტრაგედია გახდა.

7 აგვისტოს "აია სოფიას" მიმდებარედ, უეფა-ს აკრძალვის მიუხედავად, ზაგრებული გუნდის ფანები საბერძნეთში აღმოჩდნენ, "დინამოს“ 150-200 გულშემატკივარი ქვეყანაში ავტობუსებითა და ავტომობილებით ჩავიდა და სტადიონთან შეკრებილ აეკ - ის გულშემატკივრებს დაესხა თავს. ორივე მხრიდან ისროდნენ პეტარდებს, თვითნაკეთ აალებად მოწყობილობებსა და ქვებს. ჩხუბი ძალიან სასტიკი გამოდგა, შედეგად ბერძნული კლუბის 22 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა. ახალგაზრდას აეკ-ის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სამმა ბერძენმა და ხუთმა ხორვატმა გულშემატკივარმა მიიღეს ტრავმები და ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. 98 ადამიანი დააპატიმრეს.

  • "აია სოფია"

"აია სოფია", საფეხბურთო კლუბ AEK - ის სტადიონია, კომერციული სახელწოდებით OPAP Arena. AEK Arena - ასეც მოიხსენიებენ საერთაშორისო მატჩებისთვის. მანამდე კლუბს თავისი სტადიონი არ ჰქონდა და საშინაო მატჩებს მართავდა ათენის ოლიმპიურ სტადიონზე "Spyros Louis". ახალი სტადიონის აშენების იდეის განხილვა 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2017 წელს. პირველი მატჩი 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა. 2023 წლის 27 მარტს საბერძნეთის ნაკრებმა "აია სოფიას" სტადიონზე უგოლო ფრე ითამაშა ლიტვის ნაკრებთან. 2024 წლის 29 მაისს კი "აია სოფიაზე" ამ სეზონს უეფას საკონფერენციო ლიგის ფინალი გაიმართება.

სტადიონის ტევადობა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, არის 31100 -დან 32500 მაყურებლამდე. სტადიონს სახელი დაერქვა აია სოფიას ტაძრის პატივსაცემად, რომელიც ამჟამინდელ სტამბოლში (ყოფილ კონსტანტინოპოლში) მდებარეობს. მიხვდებოდით ალბათ, რომ ეს სახელი დაერქვა სწორედ იმიტომ, რომ AEK-ი დაარსებულია კონსტანტინოპოლიდან დევნილი ემიგრანტების მიერ. აშკარად ნახავთ, რომ სტადიონის არქიტექტორებმა მისი პროექტისას გაითვალისწინეს ტაძრის არქიტექტურა - რთული კონსტრუქციული სისტემა, თაღოვანი გადახურვა, რომელიც ოთხ მასიურ ბოძს ეყრდნობა, ე.წ. ნახევარგუმბათები...

"სტადიონი დიდი ბრძოლების შემდეგ აშენდა, უამრავი პრობლემის გადალახვა გახდა საჭირო, რასაც წლები დასჭირდა, იყო დიდი დაპირისპირება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი უკან მოვიტოვეთ და აი, ასეთი ლამაზი სტადიონი გვაქვს", - მეუბნება დიმიტრი და მათვალიერებინებს სტადიონის მშენებლობისას გადაღებულ ფოტოებს.

"ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს თვალწინ აშენდა, დავესწარი მის გახსნასაც, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუმცა ეს მოედანზე დიდად არც დამინახავს, რადგან ქომაგების ტრიბუნაზე ყველა ისეთ ექსტაზში ვიყავით..., (იცინის) მერე შინ ვუყურე ჩანაწერს... ეს ორთავიანი არწივი კი ბიზანტიის და ჩვენი გუნდის სიმბოლოა", - ამბობს ჩემი მასპინძელი და მითითებს სტადიონის შესასვლელთან აღმართულ არწივის უზარმაზარ ფიგურაზე.

ქართველებისთვის ორთავიანი არწივი, როგორც სიმბოლო, დიდად სასიამოვნო სულაც არ არის, რადგან ის ძირითადად ოკუპანტი რუსეთის გერბიდან გვახსოვს, მაგრამ მისი ისტორია გაცილებით ძველია, ვიდრე თავად რუსეთის სახელმწიფოსი.

მას დღესაც დროშებსა და გერბებზე არაერთი სახელმწიფო გამოსახავს. ევროპის ტერიტორიაზე ეს სიმბოლო პირველად დაახლოებით 1250 წელს გამოჩნდა საღვთო რომის იმპერიაში (962-1806 წ.წ) ფრედერიკ მეორის მმართველობის დროს, მე - 13 საუკუნის ბოლოსათვის კი გამოიყენეს ბიზანტიაში (330-1453 წ.წ.), სადაც დროშებსა და გერბებზე გამოსახული ორთავიანი არწივი ნიშნავდა იმპერატორის ორმაგ სუვერენიტეტს (საერო და საეკლესიო) და ამავდროულად, იმპერატორთა გავლენას ევროპასა და აზიაში.

- დიმიტრი, საბერძნეთის ნაკრები ევროპაზე არ იქნება, ვის გულშემატკივრობას აპირებ კონტინენტის პირველობაზე? - ვეკითხები ჩემს ბერძენ სიძეს... - იცინის და კითხვაზე კითხვით მპასუხობს:

- ალბათ ელი, რომ საქართველოს გეტყვი?.. და რატომაც არა? აბა, ვის ვუგულშემატკივრო თურქებს თუ გერმანელებს? გამახარებს თქვენი წარმატება, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი დეიდაშვილი მომკლავს... ხუმრობას, რომ შევეშვათ, გეტყვით, რომ ქართველებს ახალგაზრდული და ძალიან პერსპექტიული გუნდი გყავთ, დიდ წარმატებას გისურვებთ!