პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიეტნამის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს სიკვდილი მიუსაჯეს: მითვისებულია სულ ცოტა 12 მილიარდი დოლარი - უპრეცედენტო თაღლითობის საქმე
ვიეტნამის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს სიკვდილი მიუსაჯეს: მითვისებულია სულ ცოტა 12 მილიარდი დოლარი - უპრეცედენტო თაღლითობის საქმე

ხო­ში­მინ­ში სა­სა­მარ­თლომ 67 წლის ვი­ეტ­ნა­მელ ბიზ­ნეს­მენ ტრუ­ონგ მაი ლანს სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯა ქვეყ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი ბან­კის 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძარ­ცვის­თვის

მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის Van Thinh Phat-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ერთ-ერ­თია იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან ქალ­თა­გან, რომ­ლებ­საც ვი­ეტ­ნამ­ში ფი­ნან­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს.

მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა იმ და­ნა­შა­უ­ლის მას­შტა­ბი, რა­საც ქალს ედა­ვე­ბი­ან - მას 304 ტრი­ლი­ო­ნი დონ­გის (12,46 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი) ფი­ნან­სუ­რი თაღ­ლი­თო­ბის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად. თუმ­ცა მისი ქმე­დე­ბე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ჯა­მუ­რი ზა­რა­ლი 27 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი მას ზუს­ტად ამ თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას ავალ­დე­ბუ­ლებს, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­იჩ­ნევს, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ერთი ვერ­სი­ით, სა­სა­მარ­თლომ ტრუ­ონგს სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯა ზუს­ტად იმის­თვის, რომ მას­ზე ზე­წო­ლა მო­ეხ­დი­ნა, რათა მან მო­პა­რუ­ლი ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც და­აბ­რუ­ნოს.

ტრუ­ონგ მაი ლან­მა და­ნა­შა­უ­ლი არ აღი­ა­რა და ბრა­ლი მის ქვე­შევ­რდო­მებს გა­და­აბ­რა­ლა.

ვი­ეტ­ნა­მურ­მა მე­დი­ამ პრო­ცე­სი დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად გა­მო­ი­ძა­ხეს 2700 ადა­მი­ა­ნი, საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 10 სა­ხელ­მწი­ფო პრო­კუ­რო­რი და 200-მდე ად­ვო­კა­ტი. ბრალ­დე­ბის მა­სა­ლე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლია 104 ყუთ­ში, რო­მელ­თა სა­ერ­თო წონა 6 ტო­ნაა.

Truong My Lan-თან ერ­თად, 84 სხვა პირი გა­ა­სა­მარ­თლეს და ელო­დე­ბა გა­ნა­ჩენს.

ლანი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დე­ვე­ლო­პე­რი, Van Thinh Phat Holdings Group-ის თავ­მჯდო­მა­რე, დამ­ნა­შა­ვედ ცნეს გაფ­ლან­გვა­ში, ქრთა­მის აღე­ბა­სა და სა­ბან­კო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ში. 2018 წლის და­სა­წყი­სი­დან 2022 წლის ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, მან დიდი თან­ხე­ბი მი­ით­ვი­სა უკა­ნო­ნო სეს­ხე­ბის გა­ცე­მით. იგი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, გა­ნა­ჩენს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

გა­ზეთ Thanh Nien-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე კი­დევ 84 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს - ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. ოთხმა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ი­ღო. და­ნარ­ჩე­ნებს 20-დან სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ. ლა­ნის ქმარს და დის­შვილს, შე­სა­ბა­მი­სად, 9 და 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნია კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ნგუ­ენ ფუ ტრონ­გმა 2016 წელს და­ი­წყო - მისი მტკი­ცე­ბით, მო­უთ­ვი­ნი­ე­რე­ბე­ლი კო­რუფ­ცია საფრ­თხეს უქ­მნის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ძა­ლა­უფ­ლე­ბას. კამ­პა­ნი­ის დროს ორი პრე­ზი­დენ­ტი და ორი ვიცე-პრე­მი­ე­რი გა­და­ა­ყე­ნეს, ასო­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი კი და­ა­პა­ტიმ­რეს.

ვი­ეტ­ნამ­ში სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა შე­იძ­ლე­ბა მი­ე­სა­ჯოს რო­გორც ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბა­ში, ასე­ვე ეკო­ნო­მი­ურ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს. ბოლო წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს ასო­ბით მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცანცუმი
2

ამასთან შედარებით ხაზარაძე ოქტომბრელია!

ისე სულ მაინტერესებდა მარჯანიშვილზე მდებარე უნივერმაღის უზარმაზარი შენობა რა გზით და რამდენად შეიძინეს ხანდაზმულმა თაღლითებმა?

ტატო
8

და რა იცით, ხაზარაძემ რამდენი მოიპარა?

ავტორი:

ვიეტნამის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს სიკვდილი მიუსაჯეს: მითვისებულია სულ ცოტა 12 მილიარდი დოლარი - უპრეცედენტო თაღლითობის საქმე

ვიეტნამის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს სიკვდილი მიუსაჯეს: მითვისებულია სულ ცოტა 12 მილიარდი დოლარი - უპრეცედენტო თაღლითობის საქმე

ხოშიმინში სასამართლომ 67 წლის ვიეტნამელ ბიზნესმენ ტრუონგ მაი ლანს სიკვდილი მიუსაჯა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის 11 წლის განმავლობაში ძარცვისთვის

მსხვილი კომპანიის Van Thinh Phat-ის ხელმძღვანელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქალთაგან, რომლებსაც ვიეტნამში ფინანსური დანაშაულისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

მართლაც უპრეცედენტოა იმ დანაშაულის მასშტაბი, რასაც ქალს ედავებიან - მას 304 ტრილიონი დონგის (12,46 მილიარდი დოლარი) ფინანსური თაღლითობის საქმეში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. თუმცა მისი ქმედებებისგან მიღებული ჯამური ზარალი 27 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და სასამართლოს განაჩენი მას ზუსტად ამ თანხის დაბრუნებას ავალდებულებს, თუმცა პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია.

ერთი ვერსიით, სასამართლომ ტრუონგს სიკვდილი მიუსაჯა ზუსტად იმისთვის, რომ მასზე ზეწოლა მოეხდინა, რათა მან მოპარული ქონების ნაწილი მაინც დააბრუნოს.

ტრუონგ მაი ლანმა დანაშაული არ აღიარა და ბრალი მის ქვეშევრდომებს გადააბრალა.

ვიეტნამურმა მედიამ პროცესი დეტალურად აღწერა. მათივე ინფორმაციით, ჩვენების მისაცემად გამოიძახეს 2700 ადამიანი, საქმეში მონაწილეობდა 10 სახელმწიფო პროკურორი და 200-მდე ადვოკატი. ბრალდების მასალები მოთავსებულია 104 ყუთში, რომელთა საერთო წონა 6 ტონაა.

Truong My Lan-თან ერთად, 84 სხვა პირი გაასამართლეს და ელოდება განაჩენს.

ლანი, უძრავი ქონების დეველოპერი, Van Thinh Phat Holdings Group-ის თავმჯდომარე, დამნაშავედ ცნეს გაფლანგვაში, ქრთამის აღებასა და საბანკო წესების დარღვევაში. 2018 წლის დასაწყისიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მან დიდი თანხები მიითვისა უკანონო სესხების გაცემით. იგი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.

გაზეთ Thanh Nien-ის ინფორმაციით, საქმეზე კიდევ 84 ადამიანი დააკავეს - ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ოთხმა სამუდამო პატიმრობა მიიღო. დანარჩენებს 20-დან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ლანის ქმარს და დისშვილს, შესაბამისად, 9 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კორუფციის წინააღმდეგ კამპანია კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ნგუენ ფუ ტრონგმა 2016 წელს დაიწყო - მისი მტკიცებით, მოუთვინიერებელი კორუფცია საფრთხეს უქმნის კომუნისტური პარტიის ძალაუფლებას. კამპანიის დროს ორი პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრემიერი გადააყენეს, ასობით თანამდებობის პირი კი დააპატიმრეს.

ვიეტნამში სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა შეიძლება მიესაჯოს როგორც ძალადობრივ ქმედებაში, ასევე ეკონომიურ დანაშაულში ბრალდებულებს. ბოლო წლებში ქვეყანაში სიკვდილით დასაჯეს ასობით მსჯავრდადებული.