პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ ვიყავი იმ ადგილას, სადაც მელანო მოკლეს... ყელში როგორ გამოუსვა დანა?! წამებით უნდა ამოხდეს სული!" - შუახევში მოკლული ქალის ახლობლების აქცია ბათუმში (ფოტოები)
"გუშინ ვიყავი იმ ადგილას, სადაც მელანო მოკლეს...  ყელში როგორ გამოუსვა დანა?! წამებით უნდა ამოხდეს სული!" - შუახევში მოკლული ქალის ახლობლების აქცია ბათუმში (ფოტოები)

შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ქმრის მიერ მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან იკ­რი­ბე­ბი­ან, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გეგ­მა­ვენ. რო­გორც შეკ­რე­ბი­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი უმ­კაც­რე­სად და­ი­სა­ჯოს.

  • მათი თქმით, რაულ დე­კა­ნა­ძემ ახალ­გაზ­რდა ქალი სას­ტი­კად მოკ­ლა და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი დე­დის გა­რე­შე და­ტო­ვა. ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­კა­ვე­ბულს უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს.

"მათ შო­რის რა­ი­მე უთან­ხმო­ე­ბა არ ყო­ფი­ლა, უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. ბო­ლოს და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია. ამის შემ­დეგ ჩა­ი­დი­ნა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი მკვლე­ლო­ბა და ის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბით უნდა და­ი­სა­ჯოს. გუ­შინ ვი­ყა­ვი იმ ად­გი­ლას, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და. უთ­ქვამს, გა­გა­სე­ირ­ნე­ბო. თოკი და დანა სა­ბარ­გულ­ში ჩა­უ­დია. ისე­თი ად­გი­ლია, ფე­ხით ძლივს ჩა­ვე­დი, მან­ქა­ნა იქ რო­გორ ჩა­იყ­ვა­ნა არ ვიცი.

მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა ტყე­ში და აწა­მა. ყელი გა­მოჭ­რა. მე­ზღვა­უ­რი იყო, ჩა­მო­ვი­და და სას­ტი­კად აწა­მა. ყელ­ში რო­გორ გა­მო­უს­ვა დანა, 33 წლის გოგო გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს. სა­სა­მარ­თლოს იმე­დი გვაქვს, რომ ჭეშ­მა­რიტ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. ხალ­ხი და­უც­ვე­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში ადა­მი­ა­ნია და აუ­ცი­ლებ­ლად უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლით უნდა და­ი­სა­ჯოს. მის­თვის სიკ­ვდი­ლი ბა­ი­რა­მო­ბაა, წა­მე­ბით უნდა ამოხ­დეს სული" ,- აცხა­დე­ბენ მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

მოკ­ლუ­ლი მე­ლა­ნო ქი­ზი­ნი­ძე და ბრალ­დე­ბუ­ლი რაულ დე­კა­ნა­ძე

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ქმარ­მა მე­ლა­ნო ქი­ზი­ნი­ძეს ყელი გა­მოჭ­რა. ახალ­გაზ­რდა ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ქმარ­მა კი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, სხე­ულ­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა, იგი ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი დღეს 16:30 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. საქ­მეს მო­სა­მარ­თლე თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვი­ლი გა­ნი­ხი­ლავს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
3

რა ფრეთეზია აქვთ ნათესავებს? რო იმალებოდნენ ჯობია

დავით 67
5

მრუშობა და მკვლელობა ორივე დასაგმობია, მაგრამ მრუშობის გამო ადამიანის მოკვლას ასეთი სისასტიკით გამართლება არა აქვს. თანაც ეს ხომ წინასწარ დაგეგმა. აფექტი ხომ გამორიცხულია. პირველი ( მრუშობა) ეს მორალური მხარეა,რაც არაა სს კოდექსიც დასჯადი. მეორე დანაშაულია, თანაც ძალიან მკაცრი. ვერ გამიგია იმ ხალხის ვინც ამ კაცს თუნდაც რაღაც პროცენტით ამართლებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გუშინ ვიყავი იმ ადგილას, სადაც მელანო მოკლეს... ყელში როგორ გამოუსვა დანა?! წამებით უნდა ამოხდეს სული!" - შუახევში მოკლული ქალის ახლობლების აქცია ბათუმში (ფოტოები)

"გუშინ ვიყავი იმ ადგილას, სადაც მელანო მოკლეს...  ყელში როგორ გამოუსვა დანა?! წამებით უნდა ამოხდეს სული!" - შუახევში მოკლული ქალის ახლობლების აქცია ბათუმში (ფოტოები)

შუახევის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ნათესავები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან, სადაც საპროტესტო აქციას გეგმავენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მთავარი მოთხოვნაა, რომ დაკავებული უმკაცრესად დაისაჯოს.

  • მათი თქმით, რაულ დეკანაძემ ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლა და მცირეწლოვანი ბავშვები დედის გარეშე დატოვა. ნათესავები ამბობენ, რომ დაკავებულს უმაღლესი სასჯელი, უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

"მათ შორის რაიმე უთანხმოება არ ყოფილა, უყვარდათ ერთმანეთი. ბოლოს დაიძაბა სიტუაცია. ამის შემდეგ ჩაიდინა წინასწარ განზრახული მკვლელობა და ის უვადო პატიმრობით უნდა დაისაჯოს. გუშინ ვიყავი იმ ადგილას, სადაც მკვლელობა მოხდა. უთქვამს, გაგასეირნებო. თოკი და დანა საბარგულში ჩაუდია. ისეთი ადგილია, ფეხით ძლივს ჩავედი, მანქანა იქ როგორ ჩაიყვანა არ ვიცი.

მოტყუებით წაიყვანა ტყეში და აწამა. ყელი გამოჭრა. მეზღვაური იყო, ჩამოვიდა და სასტიკად აწამა. ყელში როგორ გამოუსვა დანა, 33 წლის გოგო გამოასალმა სიცოცხლეს. სასამართლოს იმედი გვაქვს, რომ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიიღებს. ხალხი დაუცველია. საზოგადოებისთვის საშიში ადამიანია და აუცილებლად უმაღლესი სასჯელით უნდა დაისაჯოს. მისთვის სიკვდილი ბაირამობაა, წამებით უნდა ამოხდეს სული" ,- აცხადებენ მოკლული ქალის ახლობლები.

მოკლული მელანო ქიზინიძე და ბრალდებული რაულ დეკანაძე

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა მელანო ქიზინიძეს ყელი გამოჭრა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა კი ინციდენტის შემდეგ, სხეულზე მძიმე დაზიანებები მიიყენა, იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 16:30 საათზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

წაიკითხეთ ასევე: