პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ საბედისწერო დღეს კა-გე-ბეში იყო დაბარებული... იმავე დღეს დაიღუპა ავარიით ჩემი შვილის მკვლელიც" - 9 აპრილის უცნობი გმირის ისტორია
"იმ საბედისწერო დღეს კა-გე-ბეში იყო დაბარებული... იმავე დღეს დაიღუპა ავარიით ჩემი შვილის მკვლელიც" -  9 აპრილის უცნობი გმირის ისტორია

"მეს­რო­ლეთ ტყვია, არ მე­ში­ნია,

ვე­რას და­მაკ­ლებს მტარ­ვა­ლი,

თუკი სი­ცო­ცხლე თქვე­ნი ხვედ­რია,

იცო­ცხლეთ ასე დამფრ­თხა­ლი".

  • ირაკ­ლი (შმა­გი) დო­ლი­ძე

1989 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში მე­ხი­ვით გა­ვარ­და ხმა: ერთ ახალ­გაზ­რდას მან­ქა­ნა ისე და­ე­ჯა­ხა, სულ ჰა­ერ­ში ატ­რი­ა­ლა. მან­ქა­ნა ისე­თი სის­წრა­ფით მიქ­რო­და, მფრი­ნა­ვი თეფ­ში მე­გო­ნაო, უთ­ქვამს ერთ შემ­სწრეს. როცა ახ­ლოს მი­სუ­ლა, და­უყ­ვი­რია, ეს ის ბი­ჭია, 9 აპ­რილს რუს­თა­ველ­ზე რუ­სულ ტანკს ჯოხს რომ ურტყამ­და და ყვი­რო­და, უკან და­ი­ხი­ე­თო! ეს ის ბი­ჭია, 9 აპ­რი­ლის ღა­მეს სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი რომ გა­მო­იყ­ვა­ნა მი­ტინ­გი­და­ნო...

ის ქა­ლაქს ალა­მა­ზებ­და თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბით, ყვე­ლას უყ­ვარ­და... ბიჭი, რო­მე­ლიც ნი­ჭ­სა და ხიბლს ისე ას­ხი­ვებ­და, რომ გო­გო­ნებს თუ ვა­ჟებს გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე მას­თან მე­გობ­რო­ბის დიდი სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბო­დათ. იყო თვით­ნას­წავ­ლი მუ­სი­კო­სი, წერ­და ლექ­სებს, სიმ­ღე­რებს, ნო­ვე­ლებს. უყ­ვარ­და მთა, ლაშ­ქრო­ბე­ბი... ფსევ­დო­ნი­მიც თვი­თონ შე­არ­ჩია და შმა­გი და­ირ­ქვა. ასე წა­რუდ­გა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლებს გაც­ნო­ბი­სას, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი მუხ­ტი დღი­თი დღე ძლი­ერ­დე­ბო­და და ის ამ მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტუ­დენ­ტი არ იყო, თბი­ლის­ში თით­ქმის ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტში იც­ნობ­დნენ და თა­ვი­სი­ა­ნად თვლიდ­ნენ. რომ გე­კი­თხათ, შმა­გი რო­მე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტი­აო, ალ­ბათ, და­უ­ფიქ­რებ­ლად გე­ტყოდ­ნენ, ჩვენ­თან სწავ­ლობ­სო.

ირაკ­ლის დედა გუ­ლი­კო დო­ლი­ძე დღეს პლე­ხა­ნოვ­ზე, ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილ­სა და შვი­ლიშ­ვილ­თან ცხოვ­რობს. როცა მათ­თან მი­ვე­დი და ჩემი სტუმ­რო­ბის მი­ზე­ზი გა­ვუმ­ხი­ლე, ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და და მი­თხრა, 9 აპ­რი­ლის ღა­მეს ჩემი შვი­ლი სახ­ლში ძა­ლი­ან დამ­ძი­მე­ბუ­ლი შე­მო­ვი­და, დედა, გული მტკი­ვა ძა­ლი­ან, ნე­ტავ მეც მათ­თან ერ­თად მომ­კვდა­რი­ყა­ვი, ისი­ნი გმი­რე­ბი არი­ან, მე კი არა­ვის ვეხ­სო­მე­ბიო... მად­ლო­ბა შვი­ლო, რომ დღეს ჩემი ირაკ­ლი გა­გახ­სენ­და და მას­ზე სა­სა­უბ­როდ მოხ­ვე­დიო.…

- ირაკ­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­დი­ო­და მთებ­ში. ბე­თა­ნი­ა­ში ფე­ხით ადი­ო­და, ბე­რე­ბი­სათ­ვის საჭ­მე­ლი აჰ­ქონ­და ხოლ­მე. ერთ დღე­საც მთამ­სვლე­ლებ­ში ჩა­ე­წე­რა. სულ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მე­ში­ნო­და, მთი­დან არ ჩა­მო­ვარ­დნი­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხვდი, რომ იქ სუ­ლის თავ­შე­სა­ფა­რი იპო­ვა. ერთხელ მი­თხრა, ნუ შე­მიშ­ლი ხელს, შუბ­ლზე რაც მა­წე­რია, არ ამ­ცდე­ბა. დაბ­ლა რომ გა­ვი­ა­რო, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც იქ მოვ­კვდეო, და…და­ი­წყო ინ­ტენ­სი­უ­რი მსვლე­ლო­ბა სვა­ნე­თის მთებ­ში, სა­დაც ჰყავ­და უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც მე­გობ­რე­ბი შმა­გის ეძახ­დნენ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეს ბიჭი და­ი­ღუ­პა და მის სა­ხელ­ზე ირაკ­ლის და­არ­ქვეს მო­ფე­რე­ბით შმა­გი, რად­გან იმ ბი­ჭი­ვით ესეც გა­უ­ტე­ხე­ლი, უდ­რე­კი და ძლი­ე­რი იყო პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე. ირაკ­ლი ჯერ კი­დევ 1988 წელს შე­უ­ერ­თდა ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას. მე­რაბ კოს­ტა­ვას ისე უყ­ვარ­და, მე­ო­რე შვილს ეძახ­და, ხოლო ცხო­ნე­ბულ­მა ზურა ჭავ­ჭა­ვა­ძემ ირაკ­ლის მო­ფე­რე­ბით "კნი­ა­ზი" შე­არ­ქვა. სულ მათ­თან იყო. 1988 წელს მო­შიმ­ში­ლე­ებ­საც შე­უ­ერ­თდა. სწო­რედ იმ დღე­ებ­ში ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ტან­კე­ბი ჩა­ა­ყე­ნეს, მე-8 პოლ­კის არ­მი­ის ტან­კე­ბი ჩად­გნენ ჩი­ტა­ძე­სა და ყვე­ლა მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩა­ზე. საქ­მეს დას­ჭირ­და და ირაკ­ლი შტა­ბი­დან სა­ნა­პი­რო­ზე გა­უშ­ვეს. გა­რეთ რომ გა­ვი­და, ხომ და­ი­ნა­ხა ტან­კე­ბი და გა­იქ­ცა, წინ გა­და­უდ­გა რომ ლე­სე­ლი­ძე­ზე არ გა­და­სუ­ლი­ყო არც ერთი. მას­თან ერ­თად იყო მისი მე­გო­ბა­რიც. ბედი მისი, რომ იმ წუ­თებ­ში უკან გა­იწ­ვი­ეს მე-8 პოლ­კის არ­მია. მა­შინ ასე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­მირ­ჩა შვი­ლი.

- შემ­დეგ იყო 9 აპ­რი­ლი, სა­დაც ირაკ­ლიმ სა­ოც­რე­ბე­ბი ჩა­ი­დი­ნა.

- 4 რი­ცხვში ირაკ­ლი მთავ­რო­ბის სახ­ლის წინ დაწ­ვა სა­შიმ­ში­ლოდ მე­გობ­რებ­თან ერ­თად. არც სა­ბა­ნი და­მი­ტო­ვა, არც ლე­ი­ბი სახ­ლში. ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღო. 5 აპ­რილს, მული გარ­და­მეც­ვა­ლა და ქუ­თა­ის­ში წა­ვე­დით. ირაკ­ლიც წა­მომ­ყვა, მო­გეხ­მა­რე­ბი­თო. იქ მარ­ტომ ჩა­ა­ტა­რა მი­ტინ­გი, სა­დაც უამ­რა­ვი ხალ­ხი შე­მო­იკ­რი­ბა. მა­შინ 21 წლის იყო. იმა­ვე ღა­მეს ბი­ჭებ­მა და­უ­რე­კეს თბი­ლი­სი­დან და სას­წრა­ფოდ მო­უ­წია დაბ­რუ­ნე­ბამ უკან. ჩვენ 9-მდე დავ­რჩით ქუ­თა­ის­ში და დი­ლით ადრე წა­მო­ვე­დით. რომ ჩა­მო­ვე­დით, უკვე მი­ტინ­გი დარ­ბე­უ­ლი იყო. გა­გი­ჟე­ბუ­ლი გა­ვი­ქე­ცი და და­ვი­წყე ირაკ­ლის ძებ­ნა. ამა­სო­ბა­ში მისი ამ­ხა­ნა­გე­ბიც ვნა­ხე და და­მამ­შვი­დეს, ნუ გე­ში­ნია, გუ­ლი­კო დე­ი­და, შმა­გი ცო­ცხა­ლი­აო. მერე მე რო­გორც გა­ვი­გე, იმა­ვე დღეს ყვე­ლა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მი­უს­ვე­ნე­ბია თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­ში. ყვე­ლას დაკ­რძალ­ვა­ზე მი­ვი­და. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, უწ­მინ­დე­სი გა­მო­უყ­ვა­ნია მი­ტინ­გი­დან, ზურ­გით გა­დაჰ­ფა­რე­ბია. როცა პატ­რი­არ­ქმა ხალ­ხს მო­უ­წო­და ქაშ­ვე­თის­კენ გა­და­სუ­ლიყ­ვნენ, იმ მო­მენ­ტში ასუ­ლა ჩემი შვი­ლი და სას­წრა­ფოდ გა­უ­რი­დე­ბია იქა­უ­რო­ბას. ღა­მით ძა­ლი­ან გვი­ან მო­ვი­და სახ­ლში... მე­ო­რე დღეს, 10 აპ­რილს, სამ­სა­ხურ­ში ვარ და უცებ მო­მი­ტა­ნეს ამ­ბა­ვი, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა­კენ და­იძ­რნენ ტან­კე­ბიო. რო­გორ მი­ვე­დი იქამ­დე, არ მახ­სოვს. ამ დროს მის­მა ორმა მე­გო­ბარ­მა და­მი­ნა­ხა, ნუ გე­ში­ნი­ათ, ირაკ­ლი კაკო ბაქ­რაძეს­თან ერ­თად გა­მო­ვა გა­რე­თო. იმ დღეს ერ­თად დავ­ბრუნ­დით სახ­ლში. გზა­ში სულ ცრემ­ლე­ბი მოს­დი­ო­და. ეჰ, რამ­დე­ნი ერთი გა­ვიხ­სე­ნო? შე­ვარ­დნა­ძის დროს ბი­ჭე­ბი რომ დახ­ვრი­ტეს, აი, იმ ბი­ჭე­ბის სია ახ­ლაც მაქვს სახ­ლში. მა­შინ­დელ­მა კომ­კავ­ში­რის ცე­კას მდი­ვან­მა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ მა­გი­და­ზე სულ მუშ­ტე­ბი მირ­ტყა, არ გა­ვა­ხა­რებ შენს შვილ­სო! იცო­დე, გა­ვა­ფუ­ჭებ, შე­ეშ­ვას ამ საქ­მე­სო! თურ­მე ირაკ­ლის და­უ­წყია ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა ბი­ჭე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, გვი­ან გა­ი­გო, რომ გან­წი­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ უკვე... იმ დღი­დან და­ი­წყო ირაკ­ლის დევ­ნა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მაფრ­თხი­ლა, დედა, შე­იძ­ლე­ბა კა-გე-ბე მო­ვი­დეს ჩვენ­თან, მაგ­რამ არ შე­გე­შინ­დე­სო. ასე აგიხ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი. შა­ბათს ღა­მით ერთი მან­ქა­ნა, 03, სახ­ლის წინ დად­გა. შიგ­ნით ოთხი კაცი იჯდა. ორი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და ჩვე­ნი ბი­ნის­კენ იყუ­რე­ბოდ­ნენ. ორი ფან­ჯა­რას­თან მო­ვი­და და იყუ­რე­ბო­და სახ­ლში. მარ­ტო ვი­ყა­ვი ჩემს პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად, ირაკ­ლი შტაბ­ში იყო. კი­დევ ერთი შვი­ლი, გია, ვარ­ძი­ა­ში იყო წა­სუ­ლი ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. რომ მო­სა­ღა­მოვ­და, ირაკ­ლიც გა­მოჩ­ნდა მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად და ისევ გა­ვი­და სახ­ლი­დან. ძა­ლი­ან გვი­ან დაბ­რუნ­და სახ­ლში. ვუ­საყ­ვე­დუ­რე, ასე რა­ტომ და­იგ­ვი­ა­ნე-მეთ­ქი. კა-გე-ბეში ვი­ყა­ვი და­ბა­რე­ბუ­ლი, დიდი სია მაჩ­ვე­ნეს, ვისი ლიკ­ვი­და­ცი­აც აქვთ ნაბ­რძა­ნე­ბი და ჩემი გვა­რიც ამო­ვი­კი­თხეო, მეტი არა­ფე­რი მი­თხრა. ცოტა ხან­ში მე­რაბ კოს­ტა­ვას­თან ამ ამ­ბის სათ­ქმე­ლად წა­ვი­და. ყო­ველ წამს ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დი­ო­და. კვი­რა დილა გა­თენ­და. მთე­ლი დღე ვე­ლო­დე­ბო­დი. არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. იცო­და ასე ხოლ­მე. ხში­რად ნო­დარ ნა­თა­ძეს­თან იკ­რი­ბე­ბო­და მა­შინ­დე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა ზე­მელ­ზე, კი­ნოს სახ­ლში. იქ ჰქონ­დათ შტა­ბიც და ღა­მე­ებს ათე­ნებ­დნენ მო­რი­გე­ო­ბით. კვი­რა ღა­მე­საც რომ არ მო­ვი­და, ფან­ჯა­რას­თან გა­ვა­თე­ნე... ორ­შა­ბათ დი­ლას, გა­ვი­ხე­დე და ბი­ჭე­ბი დარ­ბი­ან ჩვენს ეზოს­თან ახ­ლოს. ხან ერთი იყუ­რე­ბა ფან­ჯრის­კენ, ხან მე­ო­რე, ხან მე­სა­მე.…ამ დროს და­მი­რე­კეს და გა­მო­მი­ძა­ხეს სამ­სა­ხურ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ათ­ში მი­რე­კავს ჩემი გო­გო­ნა, დედა, ირაკ­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, სას­წრა­ფოდ წა­მო­დიო.…ტაქ­სით გა­მოვ­ვარ­დი და ვხე­დავ, ეზოს კარი ღიაა, უამ­რა­ვი ხალ­ხი ტრი­ა­ლებს. რა ხდე­ბა ჩემს თავს-მეთ­ქი. არა­ვინ ხმა არ გამ­ცა. წა­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში, სა­დაა ჩემი შვი­ლი-მეთ­ქი. იქაც არა­ვინ მი­პა­სუ­ხა.…მერე შე­მო­მა­პა­რეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში­აო.…პირ­და­პირ ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შევ­ვარ­დი, მედ­მუ­შა­კი ვარ, და მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემი შვი­ლი აქ თუ მო­იყ­ვა­ნეს-მეთ­ქი. მიმ­ღებ­ში მი­პა­სუ­ხეს, აქ არ შე­მო­უყ­ვა­ნი­ათ დო­ლი­ძეო. არი­ქა, მორ­გში წა­ვი­დეთ-მეთ­ქი და, რომ შე­ვე­დით, მა­შინ­ვე მკი­თხეს, ვის ეძებთ, ქალ­ბა­ტო­ნოო. აქ ბიჭი ხომ არ მო­უყ­ვა­ნი­ათ-მეთ­ქი? დო­ლი­ძეო? და აი, მა­შინ გავ­ხდი ცუ­დად.…რო­გორ მო­მიყ­ვა­ნეს სახ­ლამ­დე, არ მახ­სოვს. სა­ღა­მოს გვი­ან მო­მის­ვე­ნეს ირაკ­ლი "ცინ­კის" კუ­ბო­თი. მახ­სოვს უამ­რა­ვი ხალ­ხი ჩემს ეზო­ში. ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი, რომ ასე და­ა­ფა­სეს ჩემი შვი­ლი. მე­რაბ…კოს­ტა­ვა 24 სა­ა­თი ჩემ­თან იყო, ზვი­ა­დი ვერ შე­მო­დი­ო­და ოთახ­ში, სულ გა­რეთ იდგა.…ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბო­და. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, მე­რა­ბი რომ მო­ვი­და, მი­თხრა, მე­ო­რე შვი­ლი და­მე­ღუ­პა დღეს, მე­ო­რე ირაკ­ლიო! ირაკ­ლის დაკ­რძალ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი­ნოს სახ­ლთან, მე­რაბ­მა მი­ტინ­გი გა­მარ­თა, - დღეს მე­ო­რე შვი­ლი მო­მიკ­ლეს, შმა­გი დო­ლი­ძეო! თურ­მე ყვი­რო­და, შმა­გი მოკ­ლუ­ლია და მე უნდა და­ვი­წყო ამ ამ­ბის გა­მო­ძი­ე­ბაო! ამის შემ­დეგ, ზუს­ტად სამ დღე­ში, 13 ოქ­ტომ­ბერს, ირაკ­ლის მე­გობ­რე­ბი სა­ში­ნელ ამ­ბავს მა­ტყო­ბი­ნე­ბენ, გუ­ლი­კო დე­ი­და, მე­რა­ბი აღარ არი­სო. მერე ზურა ჭავ­ჭა­ვა­ძე­საც სა­ში­ნე­ლე­ბა მო­უ­წყვეს. ასე ჩა­მო­ი­შო­რეს ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც იმ პე­რი­ოდ­ში გული შეს­ტკი­ო­და ქვე­ყა­ნა­ზე. დღემ­დე მწა­რედ მახ­სოვს წი­ნა­დღეს ირაკ­ლის ნათ­ქვა­მი, რომ მოკ­ვდე­ბი, ერთ ცხვარს არ და­მიკ­ლა­ვო? რას ამ­ბობ? ასე აღარ იხუმ­რო-მეთ­ქი. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ზე­ვით აღარ ამო­ვი­და, იმი­ტომ, რომ კა-გე-ბეში იყო და­ბა­რე­ბუ­ლი. იქ, დღემ­დე აქვთ შე­ნა­ხუ­ლი ირაკ­ლის დაკ­რძალ­ვის სუ­რა­თი.

- სწო­რედ იმ დი­ლით და­ი­ღუ­პა თქვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლიც არა?

- დიახ, იმა­ვე დღეს და­ი­ღუ­პა ავა­რი­ით მისი მკვლე­ლიც. ჩემს შვილს რომ და­ე­ჯა­ხა, გა­იქ­ცა, პო­ლი­ცია გა­ე­კი­და და სიჩ­ქა­რე­ში რა­ღა­ცას შე­ას­კდა. მისი მშობ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ სამ­ძი­მარ­ზე. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ. ჩემ­მა ცხო­ნე­ბულ­მა მე­უღ­ლემ თვა­ლე­ბით მა­ნიშ­ნა, არა­ფე­რი თქვაო, და მეც გავ­ჩერ­დი. ეჰ, შვი­ლო, ისე­თი დღე­ე­ბი გა­ვი­ა­რე, მიკ­ვირს კი­დევ რომ მიდ­გას სული. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
>
4

ქართველებს გვახასიათებს წამიერი აღტაცება, აღელვება და შემდეგ მინავლება, ლამის მისიკვდილება, მაშინ ვიყავით აღტყინების ფაზაში ეხლა კი ვართ მინაცრული. არცერთი უკიდურესობა არ ვარგა, საჭიროა პატრიოტიზმის და პრაგმატიზმის შეზავება, გონივრული მოქმედებებით, რომელიც იმ წლებში ვერ გამოვიჩინეთ და ბევრი ადამიანი დაგვეღუპა. ერი უნდა ძლიერდებოდეს ჩუმად, პრაქტიკული ქმედებებით, სახელმწიფო ინსტიტუციების, კანონის და სამათლიანობის განვითარების გზიათ და არა გულზე მჯიღის ბრაგუნით.

იყვნენ მქუხარე პატრიოტები იმ დროში მაგრამ ასევე იყვნენ დაკვირვებული პრაგმატული ადამიანები რომლებსაც არავინ უსმენდა და მეტიც მოღალატეებად შერაცხეს, დრომ კი მაინც თავისი გაიტანა და აჩვნე ვინ იყო მართალი და ვინ შეცდა.

ana
3

სამშობლოსთვის თავგანწირვა და ერთგულება ყოველთვის იქნება ჩვენი ერის მახასიათებელი, ამ სტატიაზე უარყოფითი გამოხმაურება საზოგადოების ამ ნაწილის სულიერ გადაგვარებას აჩვენებს,რაც დროებითი მოვლენაა და თავად ამ პირებისთვის არის სამწუხარო.

ავტორი:

"იმ საბედისწერო დღეს კა-გე-ბეში იყო დაბარებული... იმავე დღეს დაიღუპა ავარიით ჩემი შვილის მკვლელიც" - 9 აპრილის უცნობი გმირის ისტორია

"იმ საბედისწერო დღეს კა-გე-ბეში იყო დაბარებული... იმავე დღეს დაიღუპა ავარიით ჩემი შვილის მკვლელიც" -  9 აპრილის უცნობი გმირის ისტორია

"მესროლეთ ტყვია, არ მეშინია,

ვერას დამაკლებს მტარვალი,

თუკი სიცოცხლე თქვენი ხვედრია,

იცოცხლეთ ასე დამფრთხალი".

  • ირაკლი (შმაგი) დოლიძე

1989 წლის 5 ოქტომბერს თბილისში მეხივით გავარდა ხმა: ერთ ახალგაზრდას მანქანა ისე დაეჯახა, სულ ჰაერში ატრიალა. მანქანა ისეთი სისწრაფით მიქროდა, მფრინავი თეფში მეგონაო, უთქვამს ერთ შემსწრეს. როცა ახლოს მისულა, დაუყვირია, ეს ის ბიჭია, 9 აპრილს რუსთაველზე რუსულ ტანკს ჯოხს რომ ურტყამდა და ყვიროდა, უკან დაიხიეთო! ეს ის ბიჭია, 9 აპრილის ღამეს საქართველოს პატრიარქი რომ გამოიყვანა მიტინგიდანო...

ის ქალაქს ალამაზებდა თავისი არსებობით, ყველას უყვარდა... ბიჭი, რომელიც ნიჭსა და ხიბლს ისე ასხივებდა, რომ გოგონებს თუ ვაჟებს გაცნობისთანავე მასთან მეგობრობის დიდი სურვილი უჩნდებოდათ. იყო თვითნასწავლი მუსიკოსი, წერდა ლექსებს, სიმღერებს, ნოველებს. უყვარდა მთა, ლაშქრობები... ფსევდონიმიც თვითონ შეარჩია და შმაგი დაირქვა. ასე წარუდგა უნივერსიტეტელებს გაცნობისას, სადაც ეროვნული მუხტი დღითი დღე ძლიერდებოდა და ის ამ მოძრაობის აქტიური წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი არ იყო, თბილისში თითქმის ყველა ინსტიტუტში იცნობდნენ და თავისიანად თვლიდნენ. რომ გეკითხათ, შმაგი რომელი ინსტიტუტის სტუდენტიაო, ალბათ, დაუფიქრებლად გეტყოდნენ, ჩვენთან სწავლობსო.

ირაკლის დედა გულიკო დოლიძე დღეს პლეხანოვზე, ერთადერთ ქალიშვილსა და შვილიშვილთან ცხოვრობს. როცა მათთან მივედი და ჩემი სტუმრობის მიზეზი გავუმხილე, ცრემლები წამოუვიდა და მითხრა, 9 აპრილის ღამეს ჩემი შვილი სახლში ძალიან დამძიმებული შემოვიდა, დედა, გული მტკივა ძალიან, ნეტავ მეც მათთან ერთად მომკვდარიყავი, ისინი გმირები არიან, მე კი არავის ვეხსომებიო... მადლობა შვილო, რომ დღეს ჩემი ირაკლი გაგახსენდა და მასზე სასაუბროდ მოხვედიო.…

- ირაკლი ბავშვობიდანვე დადიოდა მთებში. ბეთანიაში ფეხით ადიოდა, ბერებისათვის საჭმელი აჰქონდა ხოლმე. ერთ დღესაც მთამსვლელებში ჩაეწერა. სულ ვნერვიულობდი, მეშინოდა, მთიდან არ ჩამოვარდნილიყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ იქ სულის თავშესაფარი იპოვა. ერთხელ მითხრა, ნუ შემიშლი ხელს, შუბლზე რაც მაწერია, არ ამცდება. დაბლა რომ გავიარო, შეიძლება სულაც იქ მოვკვდეო, და…დაიწყო ინტენსიური მსვლელობა სვანეთის მთებში, სადაც ჰყავდა უახლოესი მეგობარი, რომელსაც მეგობრები შმაგის ეძახდნენ. მოულოდნელად ეს ბიჭი დაიღუპა და მის სახელზე ირაკლის დაარქვეს მოფერებით შმაგი, რადგან იმ ბიჭივით ესეც გაუტეხელი, უდრეკი და ძლიერი იყო პატარაობიდანვე. ირაკლი ჯერ კიდევ 1988 წელს შეუერთდა ეროვნულ მოძრაობას. მერაბ კოსტავას ისე უყვარდა, მეორე შვილს ეძახდა, ხოლო ცხონებულმა ზურა ჭავჭავაძემ ირაკლის მოფერებით "კნიაზი" შეარქვა. სულ მათთან იყო. 1988 წელს მოშიმშილეებსაც შეუერთდა. სწორედ იმ დღეებში ქალაქის ქუჩებში ტანკები ჩააყენეს, მე-8 პოლკის არმიის ტანკები ჩადგნენ ჩიტაძესა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე. საქმეს დასჭირდა და ირაკლი შტაბიდან სანაპიროზე გაუშვეს. გარეთ რომ გავიდა, ხომ დაინახა ტანკები და გაიქცა, წინ გადაუდგა რომ ლესელიძეზე არ გადასულიყო არც ერთი. მასთან ერთად იყო მისი მეგობარიც. ბედი მისი, რომ იმ წუთებში უკან გაიწვიეს მე-8 პოლკის არმია. მაშინ ასე სასწაულებრივად გადამირჩა შვილი.

- შემდეგ იყო 9 აპრილი, სადაც ირაკლიმ საოცრებები ჩაიდინა.

- 4 რიცხვში ირაკლი მთავრობის სახლის წინ დაწვა საშიმშილოდ მეგობრებთან ერთად. არც საბანი დამიტოვა, არც ლეიბი სახლში. ყველაფერი წაიღო. 5 აპრილს, მული გარდამეცვალა და ქუთაისში წავედით. ირაკლიც წამომყვა, მოგეხმარებითო. იქ მარტომ ჩაატარა მიტინგი, სადაც უამრავი ხალხი შემოიკრიბა. მაშინ 21 წლის იყო. იმავე ღამეს ბიჭებმა დაურეკეს თბილისიდან და სასწრაფოდ მოუწია დაბრუნებამ უკან. ჩვენ 9-მდე დავრჩით ქუთაისში და დილით ადრე წამოვედით. რომ ჩამოვედით, უკვე მიტინგი დარბეული იყო. გაგიჟებული გავიქეცი და დავიწყე ირაკლის ძებნა. ამასობაში მისი ამხანაგებიც ვნახე და დამამშვიდეს, ნუ გეშინია, გულიკო დეიდა, შმაგი ცოცხალიაო. მერე მე როგორც გავიგე, იმავე დღეს ყველა მიცვალებული მიუსვენებია თავიანთ ოჯახებში. ყველას დაკრძალვაზე მივიდა. რაც ყველაზე მთავარია, უწმინდესი გამოუყვანია მიტინგიდან, ზურგით გადაჰფარებია. როცა პატრიარქმა ხალხს მოუწოდა ქაშვეთისკენ გადასულიყვნენ, იმ მომენტში ასულა ჩემი შვილი და სასწრაფოდ გაურიდებია იქაურობას. ღამით ძალიან გვიან მოვიდა სახლში... მეორე დღეს, 10 აპრილს, სამსახურში ვარ და უცებ მომიტანეს ამბავი, უნივერსიტეტისაკენ დაიძრნენ ტანკებიო. როგორ მივედი იქამდე, არ მახსოვს. ამ დროს მისმა ორმა მეგობარმა დამინახა, ნუ გეშინიათ, ირაკლი კაკო ბაქრაძესთან ერთად გამოვა გარეთო. იმ დღეს ერთად დავბრუნდით სახლში. გზაში სულ ცრემლები მოსდიოდა. ეჰ, რამდენი ერთი გავიხსენო? შევარდნაძის დროს ბიჭები რომ დახვრიტეს, აი, იმ ბიჭების სია ახლაც მაქვს სახლში. მაშინდელმა კომკავშირის ცეკას მდივანმა ლორთქიფანიძემ მაგიდაზე სულ მუშტები მირტყა, არ გავახარებ შენს შვილსო! იცოდე, გავაფუჭებ, შეეშვას ამ საქმესო! თურმე ირაკლის დაუწყია ხელმოწერების შეგროვება ბიჭების გადასარჩენად, გვიან გაიგო, რომ განწირულები იყვნენ უკვე... იმ დღიდან დაიწყო ირაკლის დევნა.

ბოლო პერიოდში გამაფრთხილა, დედა, შეიძლება კა-გე-ბე მოვიდეს ჩვენთან, მაგრამ არ შეგეშინდესო. ასე აგიხდეთ ყველაფერი. შაბათს ღამით ერთი მანქანა, 03, სახლის წინ დადგა. შიგნით ოთხი კაცი იჯდა. ორი მანქანიდან გადმოვიდა და ჩვენი ბინისკენ იყურებოდნენ. ორი ფანჯარასთან მოვიდა და იყურებოდა სახლში. მარტო ვიყავი ჩემს პატარა შვილთან ერთად, ირაკლი შტაბში იყო. კიდევ ერთი შვილი, გია, ვარძიაში იყო წასული ჩემს მეუღლესთან ერთად. რომ მოსაღამოვდა, ირაკლიც გამოჩნდა მეგობარ გოგონასთან ერთად და ისევ გავიდა სახლიდან. ძალიან გვიან დაბრუნდა სახლში. ვუსაყვედურე, ასე რატომ დაიგვიანე-მეთქი. კა-გე-ბეში ვიყავი დაბარებული, დიდი სია მაჩვენეს, ვისი ლიკვიდაციაც აქვთ ნაბრძანები და ჩემი გვარიც ამოვიკითხეო, მეტი არაფერი მითხრა. ცოტა ხანში მერაბ კოსტავასთან ამ ამბის სათქმელად წავიდა. ყოველ წამს ბეწვის ხიდზე გადიოდა. კვირა დილა გათენდა. მთელი დღე ველოდებოდი. არ გამოჩენილა. იცოდა ასე ხოლმე. ხშირად ნოდარ ნათაძესთან იკრიბებოდა მაშინდელი ახალგაზრდობა ზემელზე, კინოს სახლში. იქ ჰქონდათ შტაბიც და ღამეებს ათენებდნენ მორიგეობით. კვირა ღამესაც რომ არ მოვიდა, ფანჯარასთან გავათენე... ორშაბათ დილას, გავიხედე და ბიჭები დარბიან ჩვენს ეზოსთან ახლოს. ხან ერთი იყურება ფანჯრისკენ, ხან მეორე, ხან მესამე.…ამ დროს დამირეკეს და გამომიძახეს სამსახურში. დაახლოებით 1 საათში მირეკავს ჩემი გოგონა, დედა, ირაკლი ავარიაში მოყვა, სასწრაფოდ წამოდიო.…ტაქსით გამოვვარდი და ვხედავ, ეზოს კარი ღიაა, უამრავი ხალხი ტრიალებს. რა ხდება ჩემს თავს-მეთქი. არავინ ხმა არ გამცა. წავედი პოლიციაში, სადაა ჩემი შვილი-მეთქი. იქაც არავინ მიპასუხა.…მერე შემომაპარეს, საავადმყოფოშიაო.…პირდაპირ ქირურგიის განყოფილებაში შევვარდი, მედმუშაკი ვარ, და მაინტერესებს, ჩემი შვილი აქ თუ მოიყვანეს-მეთქი. მიმღებში მიპასუხეს, აქ არ შემოუყვანიათ დოლიძეო. არიქა, მორგში წავიდეთ-მეთქი და, რომ შევედით, მაშინვე მკითხეს, ვის ეძებთ, ქალბატონოო. აქ ბიჭი ხომ არ მოუყვანიათ-მეთქი? დოლიძეო? და აი, მაშინ გავხდი ცუდად.…როგორ მომიყვანეს სახლამდე, არ მახსოვს. საღამოს გვიან მომისვენეს ირაკლი "ცინკის" კუბოთი. მახსოვს უამრავი ხალხი ჩემს ეზოში. ყველას მადლობას ვუხდი, რომ ასე დააფასეს ჩემი შვილი. მერაბ…კოსტავა 24 საათი ჩემთან იყო, ზვიადი ვერ შემოდიოდა ოთახში, სულ გარეთ იდგა.…ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. არ დამავიწყდება, მერაბი რომ მოვიდა, მითხრა, მეორე შვილი დამეღუპა დღეს, მეორე ირაკლიო! ირაკლის დაკრძალვიდან რამდენიმე საათში კინოს სახლთან, მერაბმა მიტინგი გამართა, - დღეს მეორე შვილი მომიკლეს, შმაგი დოლიძეო! თურმე ყვიროდა, შმაგი მოკლულია და მე უნდა დავიწყო ამ ამბის გამოძიებაო! ამის შემდეგ, ზუსტად სამ დღეში, 13 ოქტომბერს, ირაკლის მეგობრები საშინელ ამბავს მატყობინებენ, გულიკო დეიდა, მერაბი აღარ არისო. მერე ზურა ჭავჭავაძესაც საშინელება მოუწყვეს. ასე ჩამოიშორეს ყველა პატრიოტი ადამიანი, ვისაც იმ პერიოდში გული შესტკიოდა ქვეყანაზე. დღემდე მწარედ მახსოვს წინადღეს ირაკლის ნათქვამი, რომ მოკვდები, ერთ ცხვარს არ დამიკლავო? რას ამბობ? ასე აღარ იხუმრო-მეთქი. იმ საბედისწერო დღეს ზევით აღარ ამოვიდა, იმიტომ, რომ კა-გე-ბეში იყო დაბარებული. იქ, დღემდე აქვთ შენახული ირაკლის დაკრძალვის სურათი.

- სწორედ იმ დილით დაიღუპა თქვენი შვილის მკვლელიც არა?

- დიახ, იმავე დღეს დაიღუპა ავარიით მისი მკვლელიც. ჩემს შვილს რომ დაეჯახა, გაიქცა, პოლიცია გაეკიდა და სიჩქარეში რაღაცას შეასკდა. მისი მშობლები მოვიდნენ სამძიმარზე. ძალიან ნერვიულობდნენ. ჩემმა ცხონებულმა მეუღლემ თვალებით მანიშნა, არაფერი თქვაო, და მეც გავჩერდი. ეჰ, შვილო, ისეთი დღეები გავიარე, მიკვირს კიდევ რომ მიდგას სული. გააგრძელეთ კითხვა