პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დოხტური უნდა გამევიდესო...“ და საექიმოზე დედაჩემის ხათრით ჩავაბარე" - ეროვნული ნაკრების ექიმის დავით ხარაბაძის გზა მედიცინიდან სპორტამდე და ოცნება მსახიობობაზე
"დოხტური უნდა გამევიდესო...“ და საექიმოზე დედაჩემის ხათრით ჩავაბარე" - ეროვნული ნაკრების ექიმის დავით ხარაბაძის გზა მედიცინიდან სპორტამდე და ოცნება მსახიობობაზე

"აქ ვი­ღა­ცა ის­ტო­რი­ა­ში ხომ არ შე­ვი­და რო­გორც პირ­ვე­ლი ექი­მი, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ნაკ­რებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე უა­ქი­მებს?“ - ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის მერე ასე­თი პოს­ტი და­წე­რა და თა­ვად­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა ექიმ­მა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ფორ­მა­ში ყოფ­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ალ­ბათ გულ­შე­მატ­კი­ვარს კარ­გად ახ­სოვს კად­რი, როცა დათო ექი­მი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ბე­დის გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ას ვერ უყუ­რებს, სა­თა­და­რი­გო სკა­მე­ბის უკან ჩა­ცუც­ქუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი ზის და ასე, ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გრძნობს თა­მაშს. ამ კადრს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხუმ­რო­ბაც მოჰ­ყვა, - ექიმს ექი­მი სჭირ­დე­ბაო.

"მარ­თლაც მჭირ­დე­ბო­და ექი­მი, ასეთ მო­მენ­ტებ­ში ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ. მა­ნამ­დეც თვალს ვა­რი­დებ­დი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის სა­ხი­ფა­თო შე­ტე­ვებს, თვა­ლებს ვხუ­ჭავ­დი, რად­გან შიში მქონ­და, არ გა­ე­ტა­ნათ. სა­ერ­თოდ, როცა და­ძა­ბუ­ლი თა­მა­შე­ბია, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხში­რად ვარ, პე­ნალ­ტე­ბის დროს მარ­თლა ვე­ღარ გავ­ძე­ლი და მო­ედ­ნი­დან გა­მო­ვე­დი, მხო­ლოდ 2-2 პე­ნალ­ტის დარ­ტყმას და­ვეს­წა­რი და მერე გა­სახ­დელ­ში ჩა­ვე­დი, იქ გა­ვი­გო­ნე გა­მარ­ჯვე­ბის ყი­ჟი­ნა და ამო­ვი­სუნ­თქე“, - მე­უბ­ნე­ბა თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი და­ვით ხა­რა­ბა­ძე და იმ ემო­ცი­ებ­ზე მიყ­ვე­ბა, ჩვე­ნი ოქ­როს ბი­ჭე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა ღირ­სე­ბის და გა­მარ­ჯვე­ბის ზე­იმ­მა რომ მოგ­ვი­ტა­ნა და დღემ­დე სრუ­ლი­ად ერი 26 მარ­ტის სიზ­მარ­ში ჩაგვტო­ვა.

"ზღა­პა­რი დას­რულ­და კი არა, ზღა­პა­რი ახლა იწყე­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად სა­უ­კე­თე­სო და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბა“, - გვა­ი­მე­დებს და სა­უ­ბარს ცოტა შო­რი­დან იწყებს:

  • "დოხ­ტუ­რი უნდა გა­მე­ვი­დე­სო...“

1981 წლის შობა დღეს - 7 იან­ვარს და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში. ავ­ტო­ქარ­ხნის და­სახ­ლე­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით, 9 კლა­სი იქვე დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში, და­ნარ­ჩე­ნი 2 წელი კი იო­სებ ოცხე­ლის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ა­ში ვის­წავ­ლე. მშობ­ლე­ბი ავ­ტო­ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­დნენ, დედა ბუ­ღალ­ტე­რი იყო, მამა - ენერ­გე­ტი­კო­სი. ერ­თად ვცხოვ­რობ­დით ბედ­ნი­ე­რად 4 წლით პა­ტა­რა ძმას­თან ერ­თად. ბავ­შვო­ბა­ში ხან რაზე მა­ტა­რებ­დნენ, ხან - რაზე... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ვა­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სხვა პრო­ფე­სია მინ­დო­და, მაგ­რამ ერთ-ერთი კლი­შეს "მსხვერ­პლი“ გავ­ხდი - სა­ე­ქი­მო­ზე დე­და­ჩე­მის ხათ­რით ჩა­ვა­ბა­რე, ხომ გახ­სოვთ, ოლღა ბე­ბია რომ ამ­ბობს "ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დოხ­ტუ­რი უნდა გა­მე­ვი­დე­სო“, მეც ასე და­მე­მარ­თა და "დოხ­ტუ­რი" გა­მო­ვე­დი. როცა და­ვი­ბა­დე, ეტყო­ბა თა­ვი­დან­ვე ეს ნიშა და­მა­დეს, არა­და, მე მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და... მერე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­რი­ოდ­ში კომ­პენ­სა­ცია იმით გა­ვა­კე­თე, რომ მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუბ­ში (მან-სან-კანი) ვთა­მა­შობ­დი და ასე თუ ისე, სცე­ნა­ზე გა­მოვ­დი­ო­დი. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ექი­მო­ბას არ ვნა­ნობ, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია და სუ­ლით და გუ­ლით ვა­კე­თებ ჩემს საქ­მეს.

  • "ასე შევ­რჩი "დი­ნა­მოს“ და ნაკ­რებს მთა­ვარ ექი­მად"

"როცა სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ვსწავ­ლობ­დი, მა­ში­ნაც კი ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სპორ­ტში და სპორ­ტულ მე­დი­ცი­ნა­ში ვიქ­ნე­ბო­დი. აქაც სხვა სურ­ვი­ლი მქონ­და და სხვა­გან მოვ­ხვდი - მინ­დო­და ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ას გავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ ესეც რა­ტომ­ღაც არ გა­მო­ვი­და. ნე­ი­რო­ქი­რურ­გო­ბა­ში კონ­კრე­ტულ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მამ შე­მი­შა­ლა ხელი, ვერ შევ­ძე­ლი ამ დარ­გის გა­ყო­ლა. მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია, რაც კარ­გად მთავ­რდე­ბა... სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იმ­ხა­ნად იყო ახ­ლად­გახ­სნი­ლი ფა­კულ­ტე­ტი - სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო და მანდ ჩა­ვა­ბა­რე. ზუს­ტად ანა­ლო­გი­უ­რი სწავ­ლე­ბა იყო, რო­გო­რიც სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე და დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი გქონ­და ჯარ­ში. როცა ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, რე­ფორ­მი­რე­ბა და­ი­წყო, წესი შე­იც­ვა­ლა, ასე აღარ მოხ­და, ამი­ტომ ამას შე­ვეშ­ვი და მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვიც­ვა­ლე - სპორ­ტულ მე­დი­ცი­ნა­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში გა­ვი­ა­რე რე­ზი­დენ­ტუ­რა და ავი­ღე სერ­თი­ფი­კა­ტი.

ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო კლუ­ბი თბი­ლი­სის "სპარ­ტა­კი“, სა­დაც 1 წელი ვი­მუ­შა­ვე. ეს კლუ­ბი ახა­ლი გად­მო­სუ­ლი იყო უმაღ­ლეს ლი­გა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, იმ წელს უმაღ­ლე­სი ლი­გი­დან ისევ პირ­ველ ლი­გა­ში დაქ­ვე­ით­და და დღეს­დღე­ო­ბით, რო­გორც ვიცი, აღარც არ­სე­ბობს. ამის შემ­დეგ ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზა მქონ­და. მერე იყო თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვი“ (2005-2011), ხოლო 2011 წლი­დან უკვე თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ ექი­მი ვარ. "დი­ნა­მო­ში“ ჯერ მთა­ვა­რი ექი­მის - მე­რაბ ვარ­ძუ­კაშ­ვი­ლის ასის­ტენ­ტად მი­ვე­დი, ის ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო, რომ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ი­თაც და­ვი­წყე პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი ჯერ "სპარ­ტაკ­ში“, მერე "დი­ნა­მო­ში“ და მი­სი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ით მოვ­ხვდი ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში - ჯერ 17 წლამ­დელ­თა ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში, მერე - 18, 21 წლამ­დე­ლებ­შიც და ბო­ლოს მე­რა­ბი და მე ერ­თად ვი­ყა­ვით ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში. შემ­დეგ მე­რაბ­მა გა­და­წყვი­ტა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მოღ­ვა­წე­ო­ბა და ერთ-ერთი ძლი­ე­რი გუნ­დის მთა­ვა­რი ექი­მი და სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო არა­ბეთ­ში, მე კი დავ­რჩი ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მთა­ვარ ექი­მად. ჩემი მე­უღ­ლეც ექი­მია, ნევ­რო­ლო­გი გახ­ლავთ, ერ­თმა­ნე­თი სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნით. 13 (გო­გო­ნა) და 9 წლის (ვაჟი) შვი­ლე­ბი გვყავს, აქამ­დე არ­ცერ­თს არ მოს­ვლია აზ­რად ექი­მო­ბა. გო­გო­ნას ენე­ბის ნიჭი აქვს, რამ­დე­ნი­მე უცხო ენა იცის უკვე, ბიჭს მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნიჭი აქვს, ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა..."

  • "მის გა­დარ­ჩე­ნას ვცდი­ლობ­დით მე და სტი­უ­არ­დე­სე­ბი“

"ჩემს სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კა­ში მქო­ნია რთუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი. მახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა სტა­დი­ონ­ზე, რო­დე­საც ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ძა­ლი­ან მძი­მე თა­ვის ტრავ­მა მი­ი­ღო. იმ წუთ­ში მოხ­და მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და იყო კი­თხვის ნიშ­ნე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კა­რი­ე­რას ვინ ჩი­ო­და... ღვთის მად­ლით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და, ფეხ­ბურ­თე­ლი გა­დარ­ჩა, ის ახლა ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლია და კა­რი­ე­რას თავი და­ა­ნე­ბა, ოღონდ, არა ჯან­მრთე­ლო­ბის, არა­მედ ასა­კის გამო. იყო ერთი მო­მენ­ტიც: ჩვე­ნი გუნ­დი შეკ­რე­ბა­ზე მივ­დი­ო­დით, როცა თვითმფრი­ნავ­ში, შუა ფრე­ნის დროს რი­გით მგზავრს გული გა­უ­ჩერ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თი მე და სტი­უ­არ­დე­სე­ბი ვცდი­ლობ­დით უცხო­ე­ლის გა­დარ­ჩე­ნას, მო­ვა­ხერ­ხე კი­დეც. როცა ად­გილ­ზე ჩავფრინ­დით, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, არ ვიცი, მერე რა ბედი ეწია, იმე­დია, კარ­გა­დაა.

  • "მარ­თლა მჭირ­დე­ბო­და ექი­მი“

"პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ის დროს სა­თა­და­რი­გო სკა­მე­ბის უკან გა­ვე­დი და ჩა­ცუც­ქუ­ლი ვე­ლო­დი შე­დეგს, მა­შინ მთლი­ა­ნად ხალ­ხის რე­აქ­ცი­ებ­ზე ვი­ყა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მარ­თლაც მჭირ­დე­ბო­და ექი­მი, ასეთ მო­მენ­ტებ­ში ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ. მა­ნამ­დეც თვალს ვა­რი­დებ­დი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის სა­ხი­ფა­თო შე­ტე­ვებს, თვა­ლებს ვხუ­ჭავ­დი, რად­გან შიში მქონ­და, არ გა­ე­ტა­ნათ. სა­ერ­თოდ, როცა და­ძა­ბუ­ლი თა­მა­შე­ბია, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხში­რად ვარ, სპაზ­მუ­რი ხვე­ლა მე­წყე­ბა და ხში­რად უკი­თხავთ ჩემ­თვის, ცუ­დად ხომ არ ხარო. პე­ნალ­ტე­ბის დროს უკვე იმ­დე­ნად კულ­მი­ნა­ცია იყო, მარ­თლა ვე­ღარ გავ­ძე­ლი და მო­ედ­ნი­დან გა­მო­ვე­დი. მხო­ლოდ 2-2 პე­ნალ­ტის დარ­ტყმას და­ვეს­წა­რი, მერე, როცა ჩვენ­მა ჟორჟ მი­ქა­უ­ტა­ძემ ბურ­თი კარს აა­ცი­ლა, გა­სახ­დელ­ში ჩა­ვე­დი, იქ გა­ვი­გო­ნე გა­მარ­ჯვე­ბის ყი­ჟი­ნა და ამო­ვი­სუნ­თქე... მერე იყო უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი, მა­შინ­ვე ვერა, თან­და­თან გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე რაც მოხ­და. უცებ ვილი სა­ნი­ოლს შე­ვე­ჩე­ხე და პირ­ვე­ლად ვნა­ხე მის თვალ­ზე ცრემ­ლი. მეთ­ქი, რა ხდე­ბა, გა­ვი­ხე­დე უკან და ხალ­ხის ტალ­ღა მო­დის ცუ­ნა­მი­ვით, აი, მერე აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს... ვილი ბრწყინ­ვა­ლე პი­როვ­ნე­ბაა და ძა­ლი­ან კარ­გი მწვრთნე­ლიც რომ არის, ეს უკვე და­ამ­ტკი­ცა. რაც მთა­ვა­რია, ის არის მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც გენ­დო­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და შენს ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს სცემს. ის ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო, უბ­რა­ლო და გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან, მაგ­რამ რა თქმა უნდა, სამ­წვრთნე­ლო პრო­ცე­სის დროს არის ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი და ეს ასეც უნდა იყოს. მე თუ მჭირ­დე­ბო­და ექი­მი, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას არ დას­ჭირ­ვე­ბია, რკი­ნის ნერ­ვე­ბის პატ­რო­ნია ვილი.

"ამი­ტო­მაც გა­მო­უ­ვი­დათ ბი­ჭებს...“

"დიდი ხა­ნია ფეხ­ბურთში ვარ, ვაკ­ვირ­დე­ბი და და­ვას­კვე­ნი, რომ რა მა­გი­აც ფეხ­ბურთს აქვს, ასე­თი სხვა არც ერთ სპორ­ტს. არც არა­ფერს შე­უძ­ლია ერის ისე გამ­თლი­ა­ნე­ბა და ერთ მუშ­ტად შეკ­ვრა, რო­გორც მის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ფეხ­ბურთს. ერთ სპორ­ტში თავ­მოყ­რი­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი - გუნ­დუ­რო­ბა, ვაჟ­კა­ცო­ბა, პატ­რი­ო­ტო­ბა, მე­გობ­რო­ბა, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგო­მა, გა­ტა­ნა, გო­ნი­ე­რე­ბა, თავ­და­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი. სხვა გუნ­დურ სპორ­ტშიც ასეა, უბ­რა­ლოდ, უნდა ვა­ღი­ა­როთ, ფეხ­ბურ­თი არის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სპორ­ტი და ყვე­ლა­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა უხა­რი­ათ. ეს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა კლუ­ბებ­ში კი არი­ან, ამ კლუ­ბებს სხვა­დას­ხვა თა­მა­შის სტი­ლი აქვთ, მაგ­რამ რო­დე­საც ნაკ­რე­ბის­თვის ჩა­მო­დი­ან, ეს ბი­ჭე­ბი ერთ მუშ­ტად იკვრე­ბი­ან. ჯერ იმით და­ვი­წყოთ, რომ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და ჯან­სა­ღი სი­ტუ­ა­ცი­აა თვი­თონ ნაკ­რებ­ში და ბი­ჭებ­ში, ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის მე­გო­ბა­რია, ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. ასე­თი ერ­თი­ა­ნი ნაკ­რე­ბი ალ­ბათ, არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში. ბი­ჭებს ამი­ტო­მაც გა­მო­უ­ვი­დათ...

შე­დე­გიც აქე­დან მო­დის - ყვე­ლა­ფერს სწო­რად, სა­მარ­თლი­ა­ნად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად რომ აკე­თებ, მი­ზა­ნიც მიღ­წე­უ­ლია. ნე­ბის­მი­ერ სპორ­ტს ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ფეხ­ბურთს გან­სა­კუთ­რე­ბით - ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის არ არ­სე­ბობს დას­ვე­ნე­ბა, სულ ფორ­მა­ში უნდა იყ­ვნენ (რა­საც ერ­თად ვცდი­ლობთ) ამის­თვის გი­წევს დიდი შრო­მა, ვარ­ჯი­ში, ამას­თა­ნა­ვე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძლი­ე­რი თუ არ ხარ, მი­ზანს ვერ მი­აღ­წევ და ოც­ნე­ბას ვერ აიხ­დენ. მე რაც შე­მე­ხე­ბა, ფეხ­ბურ­თე­ლი თუ არ გი­ჯე­რებს, ე.ი. შენს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში ეჭვი ეპა­რე­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი არ ხარ. თუ ასეა, იქ არც უნდა იყო. ჩვენ­თან ასე­თი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია.

  • "ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­მენ­ტი იყო...“

"ამ თა­მა­შებ­ში ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რად ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­მენ­ტი, რა თქმა უნდა, ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის გოლი იყო, გა­დამ­წვე­ტი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი რომ შე­ას­რუ­ლა და გა­ვი­მარ­ჯვეთ, მაგ­რამ მა­ნამ­დე იყო თა­მა­ში ლუქ­სემ­ბურგთან... თუ და­უკ­ვირ­დით, იქ იყო ერთი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მო­მენ­ტი, რო­დე­საც მოქ­მედ­მა კა­პი­ტან­მა გუ­რამ კა­ში­ამ სამ­კლა­უ­რი გა­დას­ცა ნაკ­რებ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ყო­ფილ კა­პი­ტან ჯაბა კან­კა­ვას. ეს იყო სიყ­ვა­რუ­ლის, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის და ადა­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი. ეს იყო ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რა­ტომ მო­ვი­გეთ და გა­ვე­დით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. კვა­რას საქ­ცი­ე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, როცა მან სა­მო­ტი­ვა­ციო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა თა­ნა­გუნ­დე­ლებს - ზუს­ტად თა­მაშ­ზე გას­ვლის წინ, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ითხო­ვა სი­ტყვა, შევ­კა­რით წრე და ამ პა­ტა­რა ბიჭ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებს ასე მი­მარ­თა: ჩემო ძმე­ბო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გუ­რამ კა­შია, ჯაბა კან­კა­ვა, გი­ორ­გი ლო­რია, ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი, ეს ის მო­მენ­ტია, რო­დე­საც შე­საძ­ლოა, ამ ადა­მი­ა­ნებს დიდ ტურ­ნირ­ზე მოხ­ვედ­რის შან­სი აღარ მი­ე­ცეთ, ამი­ტომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ხალ­ხის­თვის და ამ ბი­ჭე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით გა­ვი­დეთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­ვი­გებთ. აქ მივ­ხვდი, რომ წინ რა­ღაც დიდი სი­ხა­რუ­ლი გვე­ლო­და".

  • "იუ­მო­რი ყვე­ლა­ფერ­ში გვეხ­მა­რე­ბა"

"მუ­შა­ო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იუ­მო­რი ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა. ერთ ის­ტო­რი­ას გა­ვიხ­სე­ნებ: ფეხ­ბურ­თე­ლებს ვაფრ­თხი­ლებ ხოლ­მე, უჩე­მოდ არა­ნა­ი­რი პრე­პა­რა­ტი არ მი­ი­ღონ. წამ­ლებს უჩე­მოდ არც სვა­მენ, ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობ, შემ­თხვე­ვით, რამე ისე­თი პრე­პა­რა­ტი არ და­ლი­ონ, რაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის აკ­რძა­ლულ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს. ერთხელ ერთ ფეხ­ბურ­თელს კლუ­ბი­დან (არა ნაკ­რე­ბი­დან) თავი ას­ტკივ­და და მი­თხრა, თუ შე­იძ­ლე­ბა, სახ­ლში მაქვს და ამა და ამ წა­მალს დავ­ლე­ვო. რა წა­მა­ლია, მაჩ­ვე­ნე-მეთ­ქი და ფოტო გა­მო­მიგ­ზავ­ნა, ოღონდ, არა წამ­ლის კო­ლო­ფის, არა­მედ ტაბ­ლე­ტე­ბის, რო­მე­ლიც ხელ­ზე ეყა­რა, ეტყო­ბა, ამით უნდა მივმხვდა­რი­ყა­ვი, რა წა­მა­ლი იყო. ყუთი ჩა­მიგ­დე, ყუთი-თქო, ვუ­თხა­რი. ერთხელ, ერთი ფეხ­ბურ­თე­ლი მი­რე­კავს, ექი­მო, ჩემი პა­ტა­რა ძმაც ფეხ­ბურ­თე­ლია, ფეხი გა­და­უბ­რუნ­და და ვინ­მე კაი ექი­მი ხომ არ იციო. რა იყო, რას მი­წუ­ნებ, ჩემ­ზე კაი ექი­მი სად უნდა ნახო-თქო, სი­ცი­ლით ვუ­თხა­რი. ბევ­რია ასე­თი მო­მენ­ტი და ვხა­ლი­სობთ ხოლ­მე.

ზო­გა­დად, ხა­ლი­სი­ა­ნი და იუ­მო­რით სავ­სე ბი­ჭე­ბი გვყავს, რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბაა, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და ეს გა­ნას­ხვა­ვებს მას სხვა თა­ო­ბე­ბის­გან. მაგ. ბუ­დუს აქვს უშ­რე­ტი ენერ­გია, ნა­ხავ­დით კადრს, გა­დაღ­ლი­ლი, მაგ­რამ მა­ინც ცეკ­ვა-ცეკ­ვით რომ ჩა­მო­დის ავ­ტო­ბუ­სი­დან. ეს ბიჭი პო­ზი­ტი­ვის სა­ბა­დოა. ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბის და რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე ზე­ი­მის შემ­დეგ, პა­ტა­რა ბან­კე­ტი გვქონ­და, იქე­დან მე და ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ერ­თად წა­მო­ვე­დით, სახ­ლში რომ დავ­ტო­ვეთ, კოდი რამ­დენ­ჯერ­მე აკ­რი­ფა და კარი არ გა­ი­ღო. და­ა­ჭი­რა ერთს, და­ა­ჭი­რა მე­ო­რეს - არა­ფე­რი ხდე­ბა. მი­ვა­ძა­ხე, რა იყო, კოდი და­გა­ვი­წყდა-მეთ­ქი და, მო­მი­გო, თუ და­მა­ვი­წყდა, არა უშავს, ნე­ბის­მი­ერს ავ­კრეფ და ყვე­ლა შე­მიშ­ვებს დღეს მა­ინ­ცო. მერე კი გახ­სოვთ, ვინც გერ­მა­ნი­ა­ში სას­ტუმ­როს ვერ იშო­ვით, ჩემს სახ­ლში მობ­რძან­დი­თო, რომ გა­მო­ა­ცხა­და.

  • "ზღა­პა­რი დას­რულ­და კი არა, ზღა­პა­რი ახლა იწყე­ბა“

"ეს არ არის ზღაპ­რის ბოლო. ზღა­პა­რი დას­რულ­და კი არა, ზღა­პა­რი ახლა იწყე­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად სა­უ­კე­თე­სო და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ყვე­ლას­თვის ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყვე­ლას იქეთ ეში­ნო­დეთ ჩვე­ნი. "ევრო 2024"-ზე წარ­მა­ტე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­დაც არის, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თის გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი ბუმი იქ­ნე­ბა და ძა­ლი­ან მა­გა­რი და მა­გა­რი თა­ო­ბე­ბი წა­მო­ვა. ორი აზრი არ არ­სე­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჯგუ­ფი­დან გავა, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი იმე­დი­ა­ნად არი­ან და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა აქვთ. ამ­დე­ნი დღეა გა­სუ­ლი და ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, ხალ­ხი ისევ მი­ლო­ცავს, მან­ქა­ნე­ბი­დან ხელს მიქ­ნე­ვენ, არის შე­ძა­ხი­ლე­ბი, ერი ბედ­ნი­ე­რია, ეი­ფო­რია არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. წინ, ზა­ფხულ­ში უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბა გვე­ლის".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
❤❤❤❤❤❤❤
1

10000000000 მადლობა, ყველა მონაწილეს, ვინც ის დღე გვაჩუქა, გამარჯვების, სიყვარულის, ერთობის! ყველა ერთმანეთზე უკეთესები ხართ, უფალი გფარავდეთ.

:-))))
3

ღმერთმა გისმინოს,ჯგუფიდანაც გავიდეს და ჩემპიონებიც გახდნენ.

Კიდევ მინდა ჩემი ერის ისეთი გიჟური სიხარული ვიხილო როგორც 26-ში.

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დოხტური უნდა გამევიდესო...“ და საექიმოზე დედაჩემის ხათრით ჩავაბარე" - ეროვნული ნაკრების ექიმის დავით ხარაბაძის გზა მედიცინიდან სპორტამდე და ოცნება მსახიობობაზე

"დოხტური უნდა გამევიდესო...“ და საექიმოზე დედაჩემის ხათრით ჩავაბარე" - ეროვნული ნაკრების ექიმის დავით ხარაბაძის გზა მედიცინიდან სპორტამდე და ოცნება მსახიობობაზე

"აქ ვიღაცა ისტორიაში ხომ არ შევიდა როგორც პირველი ექიმი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უაქიმებს?“ - ისტორიული გამარჯვების მერე ასეთი პოსტი დაწერა და თავადვე უპასუხა კითხვას ნაკრების მთავარმა ექიმმა, რომელიც ჩვენი ფეხბურთელების ფორმაში ყოფნას უზრუნველყოფს.

ალბათ გულშემატკივარს კარგად ახსოვს კადრი, როცა დათო ექიმი საქართველოს ნაკრების ბედის გადამწყვეტი პენალტების სერიას ვერ უყურებს, სათადარიგო სკამების უკან ჩაცუცქული და დაძაბული ზის და ასე, ხალხის რეაქციებიდან გამომდინარე გრძნობს თამაშს. ამ კადრს სოციალურ ქსელში ხუმრობაც მოჰყვა, - ექიმს ექიმი სჭირდებაო.

"მართლაც მჭირდებოდა ექიმი, ასეთ მომენტებში ძალიან ემოციური ვარ. მანამდეც თვალს ვარიდებდი მოწინააღმდეგე გუნდის სახიფათო შეტევებს, თვალებს ვხუჭავდი, რადგან შიში მქონდა, არ გაეტანათ. საერთოდ, როცა დაძაბული თამაშებია, ამ მდგომარეობაში ხშირად ვარ, პენალტების დროს მართლა ვეღარ გავძელი და მოედნიდან გამოვედი, მხოლოდ 2-2 პენალტის დარტყმას დავესწარი და მერე გასახდელში ჩავედი, იქ გავიგონე გამარჯვების ყიჟინა და ამოვისუნთქე“, - მეუბნება თბილისის "დინამოს“ და ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი დავით ხარაბაძე და იმ ემოციებზე მიყვება, ჩვენი ოქროს ბიჭების ორგანიზებულმა ღირსების და გამარჯვების ზეიმმა რომ მოგვიტანა და დღემდე სრულიად ერი 26 მარტის სიზმარში ჩაგვტოვა.

"ზღაპარი დასრულდა კი არა, ზღაპარი ახლა იწყება, მას აუცილებლად საუკეთესო დასასრული ექნება“, - გვაიმედებს და საუბარს ცოტა შორიდან იწყებს:

  • "დოხტური უნდა გამევიდესო...“

1981 წლის შობა დღეს - 7 იანვარს დავიბადე ქალაქ ქუთაისში. ავტოქარხნის დასახლებაში ვცხოვრობდით, 9 კლასი იქვე დავდიოდი სკოლაში, დანარჩენი 2 წელი კი იოსებ ოცხელის სახელობის გიმნაზიაში ვისწავლე. მშობლები ავტოქარხანაში მუშაობდნენ, დედა ბუღალტერი იყო, მამა - ენერგეტიკოსი. ერთად ვცხოვრობდით ბედნიერად 4 წლით პატარა ძმასთან ერთად. ბავშვობაში ხან რაზე მატარებდნენ, ხან - რაზე... სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში. სხვა პროფესია მინდოდა, მაგრამ ერთ-ერთი კლიშეს "მსხვერპლი“ გავხდი - საექიმოზე დედაჩემის ხათრით ჩავაბარე, ხომ გახსოვთ, ოლღა ბებია რომ ამბობს "ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამევიდესო“, მეც ასე დამემართა და "დოხტური" გამოვედი. როცა დავიბადე, ეტყობა თავიდანვე ეს ნიშა დამადეს, არადა, მე მსახიობობა მინდოდა... მერე, უნივერსიტეტის პერიოდში კომპენსაცია იმით გავაკეთე, რომ მხიარულთა და საზრიანთა კლუბში (მან-სან-კანი) ვთამაშობდი და ასე თუ ისე, სცენაზე გამოვდიოდი. ამ გადმოსახედიდან ექიმობას არ ვნანობ, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და სულით და გულით ვაკეთებ ჩემს საქმეს.

  • "ასე შევრჩი "დინამოს“ და ნაკრებს მთავარ ექიმად"

"როცა სამედიცინოზე ვსწავლობდი, მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ სპორტში და სპორტულ მედიცინაში ვიქნებოდი. აქაც სხვა სურვილი მქონდა და სხვაგან მოვხვდი - მინდოდა ნეიროქირურგიას გავყოლოდი, მაგრამ ესეც რატომღაც არ გამოვიდა. ნეიროქირურგობაში კონკრეტულმა ჯანმრთელობის პრობლემამ შემიშალა ხელი, ვერ შევძელი ამ დარგის გაყოლა. მაინც ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება... სამედიცინო უნივერსიტეტში იმხანად იყო ახლადგახსნილი ფაკულტეტი - სამხედრო-სამედიცინო და მანდ ჩავაბარე. ზუსტად ანალოგიური სწავლება იყო, როგორიც სამკურნალო ფაკულტეტზე და დამთავრების შემდეგ გარანტირებული სამსახური გქონდა ჯარში. როცა ინსტიტუტი დავამთავრე, რეფორმირება დაიწყო, წესი შეიცვალა, ასე აღარ მოხდა, ამიტომ ამას შევეშვი და მიმართულება შევიცვალე - სპორტულ მედიცინაში, რეაბილიტაციაში გავიარე რეზიდენტურა და ავიღე სერთიფიკატი.

ჩემი პირველი სამსახური იყო კლუბი თბილისის "სპარტაკი“, სადაც 1 წელი ვიმუშავე. ეს კლუბი ახალი გადმოსული იყო უმაღლეს ლიგაში, სამწუხაროდ, იმ წელს უმაღლესი ლიგიდან ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდა და დღესდღეობით, როგორც ვიცი, აღარც არსებობს. ამის შემდეგ ერთწლიანი პაუზა მქონდა. მერე იყო თბილისის "ლოკომოტივი“ (2005-2011), ხოლო 2011 წლიდან უკვე თბილისის "დინამოს“ ექიმი ვარ. "დინამოში“ ჯერ მთავარი ექიმის - მერაბ ვარძუკაშვილის ასისტენტად მივედი, ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, რომლის რეკომენდაციითაც დავიწყე პირველი სამსახური ჯერ "სპარტაკში“, მერე "დინამოში“ და მისივე რეკომენდაციით მოვხვდი ასაკობრივ ნაკრებში - ჯერ 17 წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში, მერე - 18, 21 წლამდელებშიც და ბოლოს მერაბი და მე ერთად ვიყავით ეროვნულ ნაკრებში. შემდეგ მერაბმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა მოღვაწეობა და ერთ-ერთი ძლიერი გუნდის მთავარი ექიმი და სამედიცინო სამსახურის უფროსი იყო არაბეთში, მე კი დავრჩი ეროვნულ ნაკრებში მთავარ ექიმად. ჩემი მეუღლეც ექიმია, ნევროლოგი გახლავთ, ერთმანეთი სამედიცინო უნივერსიტეტში გავიცანით. 13 (გოგონა) და 9 წლის (ვაჟი) შვილები გვყავს, აქამდე არცერთს არ მოსვლია აზრად ექიმობა. გოგონას ენების ნიჭი აქვს, რამდენიმე უცხო ენა იცის უკვე, ბიჭს მათემატიკური ნიჭი აქვს, ვნახოთ, რა იქნება..."

  • "მის გადარჩენას ვცდილობდით მე და სტიუარდესები“

"ჩემს საექიმო პრაქტიკაში მქონია რთული ეპიზოდები. მახსენდება შემთხვევა სტადიონზე, როდესაც ჩვენმა ფეხბურთელმა ძალიან მძიმე თავის ტრავმა მიიღო. იმ წუთში მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია და იყო კითხვის ნიშნები მის გადარჩენასთან დაკავშირებით, კარიერას ვინ ჩიოდა... ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად დასრულდა, ფეხბურთელი გადარჩა, ის ახლა ვეტერანი ფეხბურთელია და კარიერას თავი დაანება, ოღონდ, არა ჯანმრთელობის, არამედ ასაკის გამო. იყო ერთი მომენტიც: ჩვენი გუნდი შეკრებაზე მივდიოდით, როცა თვითმფრინავში, შუა ფრენის დროს რიგით მგზავრს გული გაუჩერდა. დაახლოებით 1 საათი მე და სტიუარდესები ვცდილობდით უცხოელის გადარჩენას, მოვახერხე კიდეც. როცა ადგილზე ჩავფრინდით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ის კლინიკაში გადაიყვანა. სამწუხაროდ, არ ვიცი, მერე რა ბედი ეწია, იმედია, კარგადაა.

  • "მართლა მჭირდებოდა ექიმი“

"პენალტების სერიის დროს სათადარიგო სკამების უკან გავედი და ჩაცუცქული ველოდი შედეგს, მაშინ მთლიანად ხალხის რეაქციებზე ვიყავი დამოკიდებული. მართლაც მჭირდებოდა ექიმი, ასეთ მომენტებში ძალიან ემოციური ვარ. მანამდეც თვალს ვარიდებდი მოწინააღმდეგე გუნდის სახიფათო შეტევებს, თვალებს ვხუჭავდი, რადგან შიში მქონდა, არ გაეტანათ. საერთოდ, როცა დაძაბული თამაშებია, ამ მდგომარეობაში ხშირად ვარ, სპაზმური ხველა მეწყება და ხშირად უკითხავთ ჩემთვის, ცუდად ხომ არ ხარო. პენალტების დროს უკვე იმდენად კულმინაცია იყო, მართლა ვეღარ გავძელი და მოედნიდან გამოვედი. მხოლოდ 2-2 პენალტის დარტყმას დავესწარი, მერე, როცა ჩვენმა ჟორჟ მიქაუტაძემ ბურთი კარს ააცილა, გასახდელში ჩავედი, იქ გავიგონე გამარჯვების ყიჟინა და ამოვისუნთქე... მერე იყო უდიდესი სიხარული, მაშინვე ვერა, თანდათან გავაცნობიერე რაც მოხდა. უცებ ვილი სანიოლს შევეჩეხე და პირველად ვნახე მის თვალზე ცრემლი. მეთქი, რა ხდება, გავიხედე უკან და ხალხის ტალღა მოდის ცუნამივით, აი, მერე აღარაფერი მახსოვს... ვილი ბრწყინვალე პიროვნებაა და ძალიან კარგი მწვრთნელიც რომ არის, ეს უკვე დაამტკიცა. რაც მთავარია, ის არის მწვრთნელი, რომელიც გენდობა თავიდან ბოლომდე და შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ის ძალიან უშუალო, უბრალო და გულისხმიერი ადამიანია, ასეთივე დამოკიდებულება აქვს ფეხბურთელებთან, მაგრამ რა თქმა უნდა, სამწვრთნელო პროცესის დროს არის ძალიან მომთხოვნი და ეს ასეც უნდა იყოს. მე თუ მჭირდებოდა ექიმი, ჩემგან განსხვავებით, მას არ დასჭირვებია, რკინის ნერვების პატრონია ვილი.

"ამიტომაც გამოუვიდათ ბიჭებს...“

"დიდი ხანია ფეხბურთში ვარ, ვაკვირდები და დავასკვენი, რომ რა მაგიაც ფეხბურთს აქვს, ასეთი სხვა არც ერთ სპორტს. არც არაფერს შეუძლია ერის ისე გამთლიანება და ერთ მუშტად შეკვრა, როგორც მის უდიდებულესობა ფეხბურთს. ერთ სპორტში თავმოყრილია აბსოლუტურად ყველაფერი - გუნდურობა, ვაჟკაცობა, პატრიოტობა, მეგობრობა, ერთმანეთის გვერდით დგომა, გატანა, გონიერება, თავდადება და ყველაფერი. სხვა გუნდურ სპორტშიც ასეა, უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ, ფეხბურთი არის ყველაზე პოპულარული სპორტი და ყველაზე მეტად ადამიანებს თავიანთი ნაკრების წარმატება უხარიათ. ეს ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებში კი არიან, ამ კლუბებს სხვადასხვა თამაშის სტილი აქვთ, მაგრამ როდესაც ნაკრებისთვის ჩამოდიან, ეს ბიჭები ერთ მუშტად იკვრებიან. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ძალიან მეგობრული და ჯანსაღი სიტუაციაა თვითონ ნაკრებში და ბიჭებში, ყველა ერთმანეთის მეგობარია, ძალიან უყვართ ერთმანეთი. ასეთი ერთიანი ნაკრები ალბათ, არასდროს ყოფილა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში. ბიჭებს ამიტომაც გამოუვიდათ...

შედეგიც აქედან მოდის - ყველაფერს სწორად, სამართლიანად და პროფესიონალურად რომ აკეთებ, მიზანიც მიღწეულია. ნებისმიერ სპორტს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ფეხბურთს განსაკუთრებით - ფეხბურთელებისთვის არ არსებობს დასვენება, სულ ფორმაში უნდა იყვნენ (რასაც ერთად ვცდილობთ) ამისთვის გიწევს დიდი შრომა, ვარჯიში, ამასთანავე, ფსიქოლოგიურად ძლიერი თუ არ ხარ, მიზანს ვერ მიაღწევ და ოცნებას ვერ აიხდენ. მე რაც შემეხება, ფეხბურთელი თუ არ გიჯერებს, ე.ი. შენს კომპეტენციაში ეჭვი ეპარება და ავტორიტეტი არ ხარ. თუ ასეა, იქ არც უნდა იყო. ჩვენთან ასეთი რამ გამორიცხულია.

  • "ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული მომენტი იყო...“

"ამ თამაშებში ჩემთვის ემოციურად ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული მომენტი, რა თქმა უნდა, ნიკა კვეკვესკირის გოლი იყო, გადამწვეტი თერთმეტმეტრიანი რომ შეასრულა და გავიმარჯვეთ, მაგრამ მანამდე იყო თამაში ლუქსემბურგთან... თუ დაუკვირდით, იქ იყო ერთი ძალიან ლამაზი მომენტი, როდესაც მოქმედმა კაპიტანმა გურამ კაშიამ სამკლაური გადასცა ნაკრებში დაბრუნებულ ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავას. ეს იყო სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის და ადამიანობის გამოხატულების უმაღლესი მწვერვალი. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რატომ მოვიგეთ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. კვარას საქციელიც გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო, როცა მან სამოტივაციო სიტყვებით მიმართა თანაგუნდელებს - ზუსტად თამაშზე გასვლის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ ითხოვა სიტყვა, შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს ასე მიმართა: ჩემო ძმებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი, ეს ის მომენტია, როდესაც შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ. აქ მივხვდი, რომ წინ რაღაც დიდი სიხარული გველოდა".

  • "იუმორი ყველაფერში გვეხმარება"

"მუშაობასა და ურთიერთობაში იუმორი ძალიან გვეხმარება. ერთ ისტორიას გავიხსენებ: ფეხბურთელებს ვაფრთხილებ ხოლმე, უჩემოდ არანაირი პრეპარატი არ მიიღონ. წამლებს უჩემოდ არც სვამენ, ძალიან ვფრთხილობ, შემთხვევით, რამე ისეთი პრეპარატი არ დალიონ, რაც ფეხბურთელებისთვის აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს. ერთხელ ერთ ფეხბურთელს კლუბიდან (არა ნაკრებიდან) თავი ასტკივდა და მითხრა, თუ შეიძლება, სახლში მაქვს და ამა და ამ წამალს დავლევო. რა წამალია, მაჩვენე-მეთქი და ფოტო გამომიგზავნა, ოღონდ, არა წამლის კოლოფის, არამედ ტაბლეტების, რომელიც ხელზე ეყარა, ეტყობა, ამით უნდა მივმხვდარიყავი, რა წამალი იყო. ყუთი ჩამიგდე, ყუთი-თქო, ვუთხარი. ერთხელ, ერთი ფეხბურთელი მირეკავს, ექიმო, ჩემი პატარა ძმაც ფეხბურთელია, ფეხი გადაუბრუნდა და ვინმე კაი ექიმი ხომ არ იციო. რა იყო, რას მიწუნებ, ჩემზე კაი ექიმი სად უნდა ნახო-თქო, სიცილით ვუთხარი. ბევრია ასეთი მომენტი და ვხალისობთ ხოლმე.

ზოგადად, ხალისიანი და იუმორით სავსე ბიჭები გვყავს, რაც მთავარია, თავისუფალი თაობაა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოშია დაბადებული და ეს განასხვავებს მას სხვა თაობებისგან. მაგ. ბუდუს აქვს უშრეტი ენერგია, ნახავდით კადრს, გადაღლილი, მაგრამ მაინც ცეკვა-ცეკვით რომ ჩამოდის ავტობუსიდან. ეს ბიჭი პოზიტივის საბადოა. ნაკრების გამარჯვების და რესპუბლიკის მოედანზე ზეიმის შემდეგ, პატარა ბანკეტი გვქონდა, იქედან მე და ბუდუ ზივზივაძე ერთად წამოვედით, სახლში რომ დავტოვეთ, კოდი რამდენჯერმე აკრიფა და კარი არ გაიღო. დააჭირა ერთს, დააჭირა მეორეს - არაფერი ხდება. მივაძახე, რა იყო, კოდი დაგავიწყდა-მეთქი და, მომიგო, თუ დამავიწყდა, არა უშავს, ნებისმიერს ავკრეფ და ყველა შემიშვებს დღეს მაინცო. მერე კი გახსოვთ, ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემს სახლში მობრძანდითო, რომ გამოაცხადა.

  • "ზღაპარი დასრულდა კი არა, ზღაპარი ახლა იწყება“

"ეს არ არის ზღაპრის ბოლო. ზღაპარი დასრულდა კი არა, ზღაპარი ახლა იწყება, მას აუცილებლად საუკეთესო დასასრული ექნება იმიტომ, რომ ჩვენი ნაკრები ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა, ჩემპიონატზე ყველას იქეთ ეშინოდეთ ჩვენი. "ევრო 2024"-ზე წარმატებაში დარწმუნებული ვარ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ისედაც არის, მაგრამ ფეხბურთის გაათმაგებული ბუმი იქნება და ძალიან მაგარი და მაგარი თაობები წამოვა. ორი აზრი არ არსებობს, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავა, ჩვენი ბიჭები იმედიანად არიან და საკუთარი თავის რწმენა აქვთ. ამდენი დღეა გასული და ქუჩაში რომ გავდივარ, ხალხი ისევ მილოცავს, მანქანებიდან ხელს მიქნევენ, არის შეძახილები, ერი ბედნიერია, ეიფორია არ განელებულა და დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. წინ, ზაფხულში უფრო დიდი წარმატება გველის".

იხილეთ ასევე: