სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე... მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა" - გზა ფეხბურთელისა, რომელსაც "ქართველ მესის" ეძახდნენ
"მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე... მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა" - გზა ფეხბურთელისა, რომელსაც "ქართველ მესის" ეძახდნენ

ბოლო ხანს ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხში­რად კა­მა­თობს იმა­ზე, უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს თუ არა ვილი სა­ნი­ოლ­მა ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი არა­ბი­ძე ნაკ­რებ­ში.

"ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­ში ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის სურ­ვი­ლია და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ. მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში მზად ვარ, ნაკ­რებს და­ვეხ­მა­რო. და­ნარ­ჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა იწე­რე­ბო­და ზამ­თარ­ში - მე დღეს ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“ ფეხ­ბურ­თე­ლი ვარ და ამ კლუ­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯე­ბი“, - თქვა გი­ორ­გიმ მარ­ტის და­სა­წყის­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მატ­ჩე­ბის წინ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შეკ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე.

თუმ­ცა ის არც ამ­ჯე­რად გა­მო­ი­ძა­ხეს... გა­დამ­წყვეტ მატ­ჩამ­დე ორი კვი­რით ადრე, სა­ნი­ოლ­მა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ასე ახ­სნა:

"არა­ბი­ძე? მო­თა­მა­შე­ე­ბი შე­ვარ­ჩიე გა­მოც­დი­ლე­ბით და შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბით. სულ არის კა­მა­თი, ვინ უნდა გა­მო­ვი­ძა­ხოთ და ვინ - არა. არა­ბი­ძე გა­ფარ­თო­ე­ბულ სი­ა­ში მო­ი­აზ­რე­ბო­და, რად­გან კარ­გი სე­ზო­ნი ჰქონ­და. მას ახ­ლაც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მაგ­რამ მისი თა­მა­შის ინ­ტენ­სი­ვო­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ ვი­ყა­ვი. ლი­ო­ნელ მესი ერ­თა­დერ­თია, ვი­საც აქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის გა­რე­შე ითა­მა­შოს. იმე­დია, გი­ორ­გი ამას გა­მო­ას­წო­რებს“.

"გი­ორ­გი არა­ბი­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და პატ­რი­ო­ტია. ლო­გი­კუ­რია, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში არ­გა­მო­ძა­ხე­ბის გამო ის გულ­და­წყვე­ტი­ლია, მაგ­რამ ჩვენ, ვი­საც მას­თან კლუბ­ში ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და ვი­ცით მისი ხა­სი­ა­თი, გვეს­მის, რომ ეს მის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა და მო­ე­დან­ზე იმა­ზე ბევ­რად ძლი­ე­რი გავა, ვიდ­რე მა­ნამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და "ტორ­პე­დოს" მწვრთნელ­მა სტივ კინ­მა სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას".

ეროვ­ნუ­ლი ლი­გის მე-6 ტურ­ში "კოლ­ხეთ­თან" ან­გა­რი­შით 3:2 მო­გე­ბუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ კი კინ­მა დუბ­ლი­სა და ასის­ტის ავ­ტო­რის, გი­ორ­გი არა­ბი­ძის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და:

"დღე­საც რომ პრე­მი­ერ­ლი­გა­ში ვმუ­შა­ობ­დე, გი­ორ­გი არა­ბი­ძე იქ­ნე­ბო­და პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­საც ინ­გლის­ში წა­ვიყ­ვან­დი. ის ლი­დე­რია და ზუს­ტად ეს გა­მო­არ­ჩევს სხვე­ბის­გან - ზე­წო­ლის ქვეშ თა­მა­ში მის­თვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა შე­უძ­ლია. კა­პიტ­ნის სამ­კლა­ვუ­რით გა­მო­ვი­და და სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც დღეს მო­ე­დან­ზე გას­წია, სი­ტყვე­ბით შე­უ­ფა­სე­ბე­ლია".

ქუ­თა­ი­სი "ტორ­პე­დოს“ ლი­დე­რის გუ­შინ­დე­ლი ბრწყინ­ვა­ლე თა­მა­შის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ უფრო ბევ­რს წე­რენ ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა არა­ბი­ძე ახლა მა­ინც უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს, თუმ­ცა არი­ან მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, რო­მელ­თა აზ­რი­თაც, მას უდის­ციპ­ლი­ნო ფეხ­ბურ­თე­ლის იმი­ჯი აქვს და არ ღირს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­რის­კვა, ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლი ნაკ­რე­ბი­დან ვინ­მეს გაშ­ვე­ბა, რაც არა­ბი­ძის გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა...

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს:

  • "ის ხალ­ხი მარ­თლა მა­ო­ცებთ, ვინც წერთ, არა­ბი­ძე ამ­რე­ვია და ნაკ­რებ­ში არ უნდა გა­მო­ი­ძა­ხო­ნო, თით­ქოს თა­ვად გი­ნა­ხავთ მისი არე­უ­ლი. მარ­ტი­ვი კი­თხვა მაქვს თქვენ­თან: თუ ასე­თი ამ­რე­ვია და მო­ურ­ჯუ­ლე­ბე­ლი, "ტორ­პე­დო­ში რო­გორ თა­მა­შობს? "ტორ­პე­დოს" მწვრთნელ­მა, სტივ კინ­მა რო­გორ მო­არ­ჯუ­ლა? თუ ასე­თი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლია, ამ­დე­ნი წე­ლია "ტორ­პე­დო­ში"რით ვერ არია სი­ტუ­ა­ცია?"
  • "ვის ად­გი­ლას უნდა ათა­მა­შოს თქვე­ნი აზ­რით? ამ­რე­ვი არ ვიცი, ამ­ბო­ბენ რომ უდის­ციპ­ლი­ნოა და 26 წლის ასაკ­ში იმი­ტომ ვერ თა­მა­შობს უფრო მა­ღა­ლი დო­ნის გუნ­დებ­ში სა­ო­ცა­რი ნი­ჭის მი­უ­ხე­და­ვად. თო­რემ, სა­ზღვარ­გა­რე­თაც იყო 3-4 წელი".
  • "სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი რო­მაა, მა­გა­ზე არა­ვინ და­ვობს, 16 წლის რომ იყო, იქი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, მაგ­რამ მის თა­მაშ­ში ვერ ვხე­დავ ნაკ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სქი­ლებს. კაც­მა (იგუ­ლის­ხმე­ბა სა­ნი­ო­ლი - რედ.) აზა­რო­ვი არ გა­მო­ი­ძა­ხა, რად­გან კომ­პლექ­სუ­რად ვე­რაა მინ­დორ­ზე, ფლანგს მთლი­ა­ნად ვერ აკონ­ტრო­ლებ­სო და არა­ბი­ძე, რო­მე­ლიც და­კარ­გულ ბურთს არ მის­დევს, არ მგო­ნია, სჭირ­დე­ბო­დეს. ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ევ­რო­ზე კლა­სით ვე­რა­ვის მო­უ­გებს (თუ "კვა­რამ" ან "ჩაკ­ვემ" ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არ გა­იბრწყი­ნეს, რა­საც მათი ტექ­ნი­კა და ფიზ­მომ­ზა­დე­ბა მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას), წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ გუნ­დუ­რო­ბით და თავ­და­დე­ბით მოვა და მანდ მე პი­რა­დად არა­ბი­ძის ად­გილს ვერ ვხე­დავ. მე­ო­რე გო­ლის ეპი­ზოდ­ში მე­ტო­ქის 18 ნო­მე­რი რო­გორც “მის­დევს” არა­ბი­ძეს, ევ­რო­ზე მა­გის ფუ­ფუ­ნე­ბა არ ექ­ნე­ბა".
  • "კაი რა, რაის ამ­რე­ვი, ყვე­ლა თა­მაშს ვნა­ხუ­ლობ და მა­გა­ზე მშვი­დი ფეხ­ბურ­თე­ლი ჩემ­პი­ო­ნატ­ში არაა, ერთი შემ­თხვე­ვა არ მი­ნა­ხავს რომ კონ­ფლიქ­ტში შე­სუ­ლი­ყო. არა­და, მაგ ტი­პის ფეხ­ბურ­თე­ლებს ახა­სი­ა­თებთ კონ­ფლიქ­ტე­ბი. ჩემი აზ­რით, მისი ად­რინ­დე­ლი პრობ­ლე­მა უფრო სპორ­ტულ დის­ციპ­ლი­ნას­თან იყო კავ­შირ­ში და ახლა მგო­ნია, რომ ეს სა­კი­თხი და­ლა­გე­ბუ­ლი აქვს".

მოკ­ლედ, მსგავს კო­მენ­ტა­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მრავ­ლად ნა­ხავთ.

რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის სა­ნი­ო­ლი, უც­ნო­ბია, მა­ნამ­დე კი უფრო მეტი გა­ვი­გოთ გი­ორ­გი არა­ბი­ძე­ზე:

  • "ქარ­თვე­ლი მესი" უკ­რა­ი­ნა­ში

გი­ორ­გი არა­ბი­ძე 1998 წლის 4 მარტს, ვან­ში და­ი­ბა­და. ქუ­თა­ი­სის ტორ­პე­დოს გა­რე­მარ­ბის პირ­ვე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დი თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვი“ იყო, სა­დაც 2005-2013 წლებ­ში თა­მა­შობ­და. 2013-დან არა­ბი­ძე მთა­ვარ გუნდში გა­და­იყ­ვა­ნეს, რომ­ლის რი­გებ­შიც 2 წე­ლი­წად­ში 33 ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და გო­ლით თავი 21-ჯერ გა­მო­ი­ჩი­ნა, ეს გუნ­დის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი იყო, მით უფრო, 16-17 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლის პი­რო­ბა­ზე.

მალე არა­ბი­ძემ წამ­ყვა­ნი ევ­რო­პუ­ლი გუნ­დე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, მი­სით უკ­რა­ი­ნუ­ლი "შახ­ტა­რი“ და მისი იმ­ჟა­მინ­დე­ლი მწვრთნე­ლი მირ­ჩა ლუ­ჩეს­კუ და­ინ­ტე­რეს­დნენ. 2015 წლი­დან არა­ბი­ძე "შახ­ტარ­ში" გა­და­ვი­და და დუბ­ლებ­ში და­ი­წყო თა­მა­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად ლუ­ჩეს­კუ გი­ორ­გის უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ ლი­გა­ში თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. იმ წლებ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არა­ბი­ძეს "ახალ მე­სის" ან "ქარ­თველ მე­სის" ეძახ­დნენ. 2016 წელს მირ­ჩა ლუ­ჩეს­კუ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის "ზე­ნი­ტში“ გა­და­ვი­და, მის­მა შემ­ცვლელ­მა პა­უ­ლუ ფონ­სე­კამ არა­ბი­ძე მთა­ვა­რი გუნ­დის გა­ნა­ცხად­ში აღარ შე­იყ­ვა­ნა. ამის შემ­დეგ იყო პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი "ნა­სი­ო­ნა­ლი“, რო­მელ­მაც თურ­ქულ "ადა­ნას­პორ­ში“ გა­ა­ნა­თხოვ­რა. სა­ი­და­ნა­აც 2022 წელს ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" შე­უ­ერ­თდა.

ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში გი­ორ­გი არა­ბი­ძის დე­ბი­უ­ტი 2017 წლის 24 მარტს შედ­გა. სა­ქარ­თვე­ლო სერ­ბე­თის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­შობ­და. ფეხ­ბურ­თე­ლი შეც­ვლა­ზე შე­ვი­და ოთარ კა­კა­ბა­ძის ნაც­ვლად. პირ­ვე­ლი გოლი 2017 წლის 28 მარტს ლატ­ვი­ელ­თა კარ­ში გა­ი­ტა­ნა.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

გი­ორ­გი არა­ბი­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე ნა­ხავთ თათა ხუ­ცუ­რა­ულ­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს. გო­გო­ნა გი­ორ­გის შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. "ვა­მა­ყობ შე­ნით, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო“, - წერს თათა და გი­ორ­გის ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

  • გი­ორ­გი არა­ბი­ძის ერთ-ერთი ბოლო ინ­ტერ­ვიუ

გა­სულ წელს, "ჯეო თიმ­მა“ ვრცე­ლი გა­და­ცე­მა მო­ამ­ზა­და გი­ორ­გი არა­ბი­ძე­ზე, რო­მელ­შიც ტორ­პე­დოს გა­რე­მარ­ბი, მისი მწვრთნე­ლი და სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ვი­ღეთ რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­შიც გი­ორ­გი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ზე და მო­მენ­ტებ­ზე სა­უბ­რობს.

"ჩემი პრობ­ლე­მა ის არის, რომ შე­იძ­ლე­ბა არაფ­რის გამო უცებ ცუდ ხა­სი­ათ­ზე დავ­დგე. დედა მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, რომ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა შე­მიქ­მნას და კარგ ხა­სი­ათ­ზე ვიყო, რად­გან ამის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ.“

დე­დას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, გი­ორ­გის "ინ­სტაგ­რამ­გვერ­დი­დან"

"თა­მა­ში რომ შე­მეძ­ლო, ეგ ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, მაგ­რამ იყო რა­ღაც ფაქ­ტო­რე­ბი, რაც ხელს მიშ­ლი­და. იყო ჩემი თა­ვიც, რაც ხელს მიშ­ლი­და. მთა­ვა­რი ის არის, რომ სა­კუ­თარ თავ­ში ვი­პო­ვე ის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე გავ­წიო და საქ­მე ვა­კე­თო ისე, რო­გორც უნდა ვა­კე­თო.“

"მა­მას ძა­ლი­ან დიდი როლი ჰქონ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, სა­დამ­დეც მო­ვე­დი და რო­გორც, ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვთა­მა­შობ­დი, ჯერ დე­ბი­უ­ტიც არ მქონ­და, რო­დე­საც თა­მა­შის წინა დღეს მი­თხრეს, რომ მამა გარ­და­იც­ვა­ლა. მა­გის მერე და­ი­წყო ჩემი რეგ­რე­სი, ჩა­მო­ვე­დი, წა­ვე­დი, შემ­დეგ ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, ერთი ტრავ­მა, მე­ო­რე. მაგ­რამ ვი­პო­ვე ჩემს თავ­ში ძალა, რომ უნდა გა­ვაგ­რძე­ლო, რო­გორც მას გა­უ­ხარ­დე­ბო­და და იმ ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ხარ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც დღეს ჩემს გვერ­დით არი­ან“.

გი­ორ­გი მა­მას­თან ერ­თად

"ყვე­ლა ადა­მი­ან­შია, რაც გებ­რძვის და ცუ­დის­კენ გი­ბიძ­გებს. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პე­რი­ო­დი იყო ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი. სა­ერ­თოდ ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყური მო­მიკ­რავს, რომ ვი­თომ მა­შინ­დელ მწვრთნელ ვა­ის­თან მქონ­და პრობ­ლე­მა, მაგ­რამ მსგავ­სი არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, ტრავ­მე­ბი მქონ­და და იმ მო­მენ­ტში არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბას. “

"ერ­თა­დერ­თი, რაც ვა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და, ლატ­ვი­ას­თან უნდა გვე­თა­მა­შა, წინა დღეს გა­ვი­გე, რომ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი და მე­ო­რე დღეს გა­სახ­დელ­ში ჩემი ფორ­მა არ დამ­ხვდა. რა­ტომ ამო­მი­ღეს ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან, არ ვიცი. ვუ­თხა­რი, რომ ასე მოქ­ცე­ვას არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. არ ვიცი, და­ძა­ბუ­ლო­ბას თუ და­ვარ­ქმევთ იმას, რომ ვა­ისს კი­თხვა და­ვუს­ვი და პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე. სულ ეგ იყო ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი“...

  • ნაკ­რებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე...

"კარგ ფორ­მა­ში ვარ, თავს ჯან­მრთე­ლად ვგრძნობ, ვიმ­სა­ხუ­რებ თუ არა, ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი პირ­ვე­ლია და ყვე­ლას უხა­რია გა­მო­ძა­ხე­ბა და თუნ­დაც ერთი წუთი თა­მა­ში. შე­იძ­ლე­ბა ბრა­ზი­ლი­ე­ლის­თვის იმ­დენს არ ნიშ­ნავს, რამ­დენ­საც ქარ­თვე­ლის­თვის. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის უკან დგას, პირ­ველ რიგ­ში, შენი ქვე­ყა­ნა და ვალ­დე­ბუ­ლი ხარ ფეხ­ბურთში შენს ქვე­ყა­ნას და­ეხ­მა­რო. ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი იმი­ტომ თა­მა­შობს, რომ შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რებ­ში ითა­მა­შოს. ვარ თუ არა მზად? - ამას სხვე­ბი წყვე­ტენ, მაგ­რამ თავს ვგრძნობ კარ­გად".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,
2

რატომ აკნინებთ ამ ბიჭს? საქართველოში გაიტანა.. დაბალი დონის გუნდს გაუტანა.. მცველის ბრალია.. მეკარემ ყლაპა... არ დაიღალეთ ამდენი ღვარძლით? ღმერთის არ გეშინიათ? გოლი რომ გადის ან მცველის ბრალია ან მეკარის ან მწვრთნელის არასწორი ტაქტიკის... აბა გოლი ჰაერიდან კიარ მოდის? მერე მეორეც აქ არ თამაშობდნენ კვარა და ზურიკო? ასეთ გოლებს რატომ არ იტანდნენ ო დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს ხო დაბალი დონის მცველები და მეკარეები გვყავს? რატომ არ გაჰქონდათ ასეთი სილამაზის გოლები?? ან სხვებიც ო თამაშობენ მამჩა და სვები რატო მათ არ გააქვთ ასეთი გოლები???ინტენსიური რომ ამოიჩემეთ სანიოლივით არ დარბისო თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია ბიწს და 20წუთს თუ ვერ ირბენს რაღა ფებურთელი ყოფილა?? მიეცით შანსი და არ გამოიყენა? ჩაგრით მაგ ბიჭს მასე იყო ბუდუზეც როარ იძაებდა ვაისი ელა კარგი ყოფილა ხო ბუდუ? ხალხის მოთხოვნის შემდეგ ძლივს რომ გამოიძახეთ ბიჭი... კობიაშვილო ჭკუით იყავი ხალხს თავს ნუ აძულებ მოიქეცი კაცურად არაბაზე კარგი ფეხბურთელი ეროვნულში არ თამაშობს და ნაკრებშიც ძალიან ბევრს სჯობია....!!!

ვიტო
1

არაბიძე ნამდვილად იმსახურებს ევროპაზე გასვლას! და ამასთან ნამდვილად სჭირდება მისი მსგავსი ტექნიკური და დამრტყმელი მოთამაშე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს! და მესამე!!!! ევროპაზე საანიოლი იმედია იმედია ბიჭებს ქართული ფეხბურთის თამაშს აცდის და ჩვენ თავს შემტევი ლაღი, ტექნიკური ფეხბურთით გააცნობს, როგორც ადრე გვიცნობდნენ!!!! 

ავტორი:

"მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე... მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა" - გზა ფეხბურთელისა, რომელსაც "ქართველ მესის" ეძახდნენ

"მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე... მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა" - გზა ფეხბურთელისა, რომელსაც "ქართველ მესის" ეძახდნენ

ბოლო ხანს ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ხშირად კამათობს იმაზე, უნდა გამოიძახოს თუ არა ვილი სანიოლმა ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ნაკრებში.

"ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშვნელობა არ აქვს, რა იწერებოდა ზამთარში - მე დღეს ქუთაისის "ტორპედოს“ ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები“, - თქვა გიორგიმ მარტის დასაწყისში უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებამდე.

თუმცა ის არც ამჯერად გამოიძახეს... გადამწყვეტ მატჩამდე ორი კვირით ადრე, სანიოლმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

"არაბიძე? მოთამაშეები შევარჩიე გამოცდილებით და შეთამაშებულებით. სულ არის კამათი, ვინ უნდა გამოვიძახოთ და ვინ - არა. არაბიძე გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა, რადგან კარგი სეზონი ჰქონდა. მას ახლაც ვაკვირდებოდი, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. ლიონელ მესი ერთადერთია, ვისაც აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს. იმედია, გიორგი ამას გამოასწორებს“.

"გიორგი არაბიძე პროფესიონალი და პატრიოტია. ლოგიკურია, ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების გამო ის გულდაწყვეტილია, მაგრამ ჩვენ, ვისაც მასთან კლუბში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ვიცით მისი ხასიათი, გვესმის, რომ ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა და მოედანზე იმაზე ბევრად ძლიერი გავა, ვიდრე მანამდე“, - განაცხადა "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა სანიოლის გადაწყვეტილების შეფასებისას".

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "კოლხეთთან" ანგარიშით 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ კი კინმა დუბლისა და ასისტის ავტორის, გიორგი არაბიძის შესახებ განაცხადა:

"დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი. ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია".

ქუთაისი "ტორპედოს“ ლიდერის გუშინდელი ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, სოციალურ ქსელში კიდევ უფრო ბევრს წერენ ფეხბურთის გულშემატკივრები, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა არაბიძე ახლა მაინც უნდა გამოიძახოს, თუმცა არიან მოწინააღმდეგეები, რომელთა აზრითაც, მას უდისციპლინო ფეხბურთელის იმიჯი აქვს და არ ღირს ევროპის ჩემპიონატზე გარისკვა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ არ შეიძლება დღევანდელი ნაკრებიდან ვინმეს გაშვება, რაც არაბიძის გამოძახების შემთხვევაში მოხდება...

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

  • "ის ხალხი მართლა მაოცებთ, ვინც წერთ, არაბიძე ამრევია და ნაკრებში არ უნდა გამოიძახონო, თითქოს თავად გინახავთ მისი არეული. მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან: თუ ასეთი ამრევია და მოურჯულებელი, "ტორპედოში როგორ თამაშობს? "ტორპედოს" მწვრთნელმა, სტივ კინმა როგორ მოარჯულა? თუ ასეთი გამოუსწორებელია, ამდენი წელია "ტორპედოში"რით ვერ არია სიტუაცია?"
  • "ვის ადგილას უნდა ათამაშოს თქვენი აზრით? ამრევი არ ვიცი, ამბობენ რომ უდისციპლინოა და 26 წლის ასაკში იმიტომ ვერ თამაშობს უფრო მაღალი დონის გუნდებში საოცარი ნიჭის მიუხედავად. თორემ, საზღვარგარეთაც იყო 3-4 წელი".
  • "საოცრად ნიჭიერი რომაა, მაგაზე არავინ დავობს, 16 წლის რომ იყო, იქიდან ვგულშემატკივრობ, მაგრამ მის თამაშში ვერ ვხედავ ნაკრებისთვის საჭირო სქილებს. კაცმა (იგულისხმება სანიოლი - რედ.) აზაროვი არ გამოიძახა, რადგან კომპლექსურად ვერაა მინდორზე, ფლანგს მთლიანად ვერ აკონტროლებსო და არაბიძე, რომელიც დაკარგულ ბურთს არ მისდევს, არ მგონია, სჭირდებოდეს. ჩვენი ნაკრები ევროზე კლასით ვერავის მოუგებს (თუ "კვარამ" ან "ჩაკვემ" ინდივიდუალურად არ გაიბრწყინეს, რასაც მათი ტექნიკა და ფიზმომზადება მისცემს საშუალებას), წარმატება მხოლოდ გუნდურობით და თავდადებით მოვა და მანდ მე პირადად არაბიძის ადგილს ვერ ვხედავ. მეორე გოლის ეპიზოდში მეტოქის 18 ნომერი როგორც “მისდევს” არაბიძეს, ევროზე მაგის ფუფუნება არ ექნება".
  • "კაი რა, რაის ამრევი, ყველა თამაშს ვნახულობ და მაგაზე მშვიდი ფეხბურთელი ჩემპიონატში არაა, ერთი შემთხვევა არ მინახავს რომ კონფლიქტში შესულიყო. არადა, მაგ ტიპის ფეხბურთელებს ახასიათებთ კონფლიქტები. ჩემი აზრით, მისი ადრინდელი პრობლემა უფრო სპორტულ დისციპლინასთან იყო კავშირში და ახლა მგონია, რომ ეს საკითხი დალაგებული აქვს".

მოკლედ, მსგავს კომენტარებს სოციალურ ქსელში მრავლად ნახავთ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის ჩემპიონატისთვის სანიოლი, უცნობია, მანამდე კი უფრო მეტი გავიგოთ გიორგი არაბიძეზე:

  • "ქართველი მესი" უკრაინაში

გიორგი არაბიძე 1998 წლის 4 მარტს, ვანში დაიბადა. ქუთაისის ტორპედოს გარემარბის პირველი ახალგაზრდული გუნდი თბილისის "ლოკომოტივი“ იყო, სადაც 2005-2013 წლებში თამაშობდა. 2013-დან არაბიძე მთავარ გუნდში გადაიყვანეს, რომლის რიგებშიც 2 წელიწადში 33 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და გოლით თავი 21-ჯერ გამოიჩინა, ეს გუნდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო, მით უფრო, 16-17 წლის ნახევარმცველის პირობაზე.

მალე არაბიძემ წამყვანი ევროპული გუნდების ყურადღება მიიპყრო, მისით უკრაინული "შახტარი“ და მისი იმჟამინდელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ დაინტერესდნენ. 2015 წლიდან არაბიძე "შახტარში" გადავიდა და დუბლებში დაიწყო თამაში, პარალელურად ლუჩესკუ გიორგის უკრაინის პრემიერ ლიგაში თამაშის საშუალებას აძლევდა. იმ წლებში უკრაინელი ჟურნალისტები არაბიძეს "ახალ მესის" ან "ქართველ მესის" ეძახდნენ. 2016 წელს მირჩა ლუჩესკუ სანქტ-პეტერბურგის "ზენიტში“ გადავიდა, მისმა შემცვლელმა პაულუ ფონსეკამ არაბიძე მთავარი გუნდის განაცხადში აღარ შეიყვანა. ამის შემდეგ იყო პორტუგალიური "ნასიონალი“, რომელმაც თურქულ "ადანასპორში“ გაანათხოვრა. საიდანააც 2022 წელს ქუთაისის "ტორპედოს" შეუერთდა.

ეროვნულ ნაკრებში გიორგი არაბიძის დებიუტი 2017 წლის 24 მარტს შედგა. საქართველო სერბეთის წინააღმდეგ თამაშობდა. ფეხბურთელი შეცვლაზე შევიდა ოთარ კაკაბაძის ნაცვლად. პირველი გოლი 2017 წლის 28 მარტს ლატვიელთა კარში გაიტანა.

  • პირადი ცხოვრება

გიორგი არაბიძე ოფიციალურად დაოჯახებული არ არის. სოციალურ ქსელში "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ნახავთ თათა ხუცურაულთან გადაღებულ ფოტოს. გოგონა გიორგის შეყვარებულია. "ვამაყობ შენით, ჩემო სიყვარულო“, - წერს თათა და გიორგის ვიდეოს აქვეყნებს.

  • გიორგი არაბიძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

გასულ წელს, "ჯეო თიმმა“ ვრცელი გადაცემა მოამზადა გიორგი არაბიძეზე, რომელშიც ტორპედოს გარემარბი, მისი მწვრთნელი და სპორტული კომენტატორები საუბრობენ. ინტერვიუდან ამოვიღეთ რამდენიმე მონაკვეთი, რომელშიც გიორგი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებზე და მომენტებზე საუბრობს.

"ჩემი პრობლემა ის არის, რომ შეიძლება არაფრის გამო უცებ ცუდ ხასიათზე დავდგე. დედა მაქსიმალურად ცდილობს, რომ პოზიტიური განწყობა შემიქმნას და კარგ ხასიათზე ვიყო, რადგან ამის გარეშე ვერაფერს გააკეთებ.“

დედასთან ერთად გადაღებული ფოტო, გიორგის "ინსტაგრამგვერდიდან"

"თამაში რომ შემეძლო, ეგ ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ იყო რაღაც ფაქტორები, რაც ხელს მიშლიდა. იყო ჩემი თავიც, რაც ხელს მიშლიდა. მთავარი ის არის, რომ საკუთარ თავში ვიპოვე ის, რომ ეს ყველაფერი გვერდზე გავწიო და საქმე ვაკეთო ისე, როგორც უნდა ვაკეთო.“

"მამას ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში, სადამდეც მოვედი და როგორც, ყველაზე მეტად მისი დამსახურებაა. მაშინ საქართველოში არ ვთამაშობდი, ჯერ დებიუტიც არ მქონდა, როდესაც თამაშის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი, ჩამოვედი, წავედი, შემდეგ ოპერაცია გავიკეთე, ერთი ტრავმა, მეორე. მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა, რომ უნდა გავაგრძელო, როგორც მას გაუხარდებოდა და იმ ადამიანებს გაუხარდება, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით არიან“.

გიორგი მამასთან ერთად

"ყველა ადამიანშია, რაც გებრძვის და ცუდისკენ გიბიძგებს. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი იყო ეროვნული ნაკრები. საერთოდ ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. ყური მომიკრავს, რომ ვითომ მაშინდელ მწვრთნელ ვაისთან მქონდა პრობლემა, მაგრამ მსგავსი არაფერი არ ყოფილა. უბრალოდ, ტრავმები მქონდა და იმ მომენტში არ ვიმსახურებდი ნაკრებში გამოძახებას. “

"ერთადერთი, რაც ვაისთან დაკავშირებით მოხდა, ლატვიასთან უნდა გვეთამაშა, წინა დღეს გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და მეორე დღეს გასახდელში ჩემი ფორმა არ დამხვდა. რატომ ამომიღეს ძირითადი შემადგენლობიდან, არ ვიცი. ვუთხარი, რომ ასე მოქცევას არ ვიმსახურებდი. არ ვიცი, დაძაბულობას თუ დავარქმევთ იმას, რომ ვაისს კითხვა დავუსვი და პასუხი ვერ მივიღე. სულ ეგ იყო ჩვენი საუბარი“...

  • ნაკრებში დაბრუნებაზე...

"კარგ ფორმაში ვარ, თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, ვიმსახურებ თუ არა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ყველა ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრები პირველია და ყველას უხარია გამოძახება და თუნდაც ერთი წუთი თამაში. შეიძლება ბრაზილიელისთვის იმდენს არ ნიშნავს, რამდენსაც ქართველისთვის. ეროვნული ნაკრების უკან დგას, პირველ რიგში, შენი ქვეყანა და ვალდებული ხარ ფეხბურთში შენს ქვეყანას დაეხმარო. ყველა ფეხბურთელი იმიტომ თამაშობს, რომ შემდეგ ეროვნული ნაკრებში ითამაშოს. ვარ თუ არა მზად? - ამას სხვები წყვეტენ, მაგრამ თავს ვგრძნობ კარგად".

იხილეთ ასევე: