სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Pfizer-ის სკანდალი - ევროპელი პროკურორები ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებენ: რას ედავებიან ევროკომისიის პრეზიდენტს
Pfizer-ის სკანდალი - ევროპელი პროკურორები ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებენ: რას ედავებიან ევროკომისიის პრეზიდენტს

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­სია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­კი­თხებ­ზე ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია Pfizer-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს შო­რის მი­მო­წე­რის სა­კითხს იძი­ებს - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Politico ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის როლ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის მიერ Pfizer-სგან კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­სა­ძე­ნად და­დე­ბულ კონ­ტრაქ­ტში. ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ და ევ­რო­კავ­შირ­მა €35-მი­ლი­არ­დი­ან კონ­ტრაქტს ხელი პან­დე­მი­ის პი­კის დროს მო­ა­წე­რეს.

  • ფონ დერ ლა­ი­ენს სა­ხელ­მწი­ფო­თა ფუნ­ქცი­ებ­ში ჩა­რე­ვა­ში, ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის (SMS) გა­ნად­გუ­რე­ბა­სა და კო­რუფ­ცი­ა­ში სდე­ბენ ბრალს.

გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ბელ­გი­ის სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2023 წლის და­სა­წყის­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ლო­ბის­ტის ფრე­დე­რიკ ბალ­და­ნის მიერ შე­ტა­ნი­ლი სა­ჩივ­რის შემ­დეგ და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას უნ­გრე­თი­სა და პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბე­ბი შე­უ­ერ­თდნენ.

ბალ­და­ნის სა­ჩი­ვა­რი ეხე­ბა სა­ვა­რა­უ­დო ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაც­ვლას ფონ დერ ლა­ი­ენ­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია Pfizer-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს ალ­ბერტ ბურ­ლას შო­რის.

ეს მოხ­და ევ­რო­კავ­ში­რის უმ­სხვი­ლე­სი ვაქ­ცი­ნის გა­რი­გე­ბის წინ, COVID-19 პან­დე­მი­ის დროს. ევ­რო­კო­მი­სია ჯერ­ჯე­რო­ბით უარს ამ­ბობს ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ში­ნა­არ­სის გამ­ჟღავ­ნე­ბა­ზე და მათი არ­სე­ბო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა­ზეც კი.

გა­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც გა­ფორმ­და 2021 წელს COVID-19 პან­დე­მი­ის პი­კის დროს, თავ­და­პირ­ვე­ლად ფონ დერ ლა­ი­ე­ნის წარ­მა­ტე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 4 მი­ლი­არ­დი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბი არას­დროს გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

ევროკავშირის პარლამენტის ვიცე-სპიკერის და რამდენიმე დეპუტატის მიერ რამდენიმე მილიონი ევროს ქრთამად აღების ფაქტი, რომელიც დადასტურდა, როგორც სჩანს უკვე დავიწყებას მიეცა და ისე ჩაიარა, თითქოს არაფერი მომხდარა. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პფაიზერთან კორუფციულ გარიგებაში პანდემიის პერიოდშიც შემჩნეული იყო და ოჯახური საქმიანობით იყო დაკავშირებული. მისი მეუღლეა ჰაიკო ფონ დერ ლაიენი, მედიცინის პროფესორი, ბიზნესის განვითარების კომპანიის დირექტორი. ეგ ეჭვები თუნდაც მცირედით თუ დადასტურდა, ევროკავშირის ავტორიტეტზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებს. 

მოკლედ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომ სახე შეინაჩუნონ, პატიოსანი დასავლეთელი პოლიტიკოსების შესახებ მითი ნელ-ნელა იმსხვრევა. 

Marafet
0

როგორც აგული იტყოდა: რას ამბობთ ხალხო, შუაგულ ევროპაში ამას როგორ იკადრებენ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

Pfizer-ის სკანდალი - ევროპელი პროკურორები ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებენ: რას ედავებიან ევროკომისიის პრეზიდენტს

Pfizer-ის სკანდალი - ევროპელი პროკურორები ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებენ: რას ედავებიან ევროკომისიის პრეზიდენტს

ევროპარლამენტის კომისია კორონავირუსის საკითხებზე ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის მიმოწერის საკითხს იძიებს - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ევროკომისიის პრეზიდენტის როლზე ევროკავშირის მიერ Pfizer-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად დადებულ კონტრაქტში. ამერიკულმა კომპანიამ და ევროკავშირმა €35-მილიარდიან კონტრაქტს ხელი პანდემიის პიკის დროს მოაწერეს.

  • ფონ დერ ლაიენს სახელმწიფოთა ფუნქციებში ჩარევაში, ტექსტური შეტყობინებების (SMS) განადგურებასა და კორუფციაში სდებენ ბრალს.

გამოძიება თავდაპირველად ბელგიის სასამართლო ხელისუფლებამ 2023 წლის დასაწყისში, ადგილობრივი ლობისტის ფრედერიკ ბალდანის მიერ შეტანილი საჩივრის შემდეგ დაიწყო. მოგვიანებით მას უნგრეთისა და პოლონეთის მთავრობები შეუერთდნენ.

ბალდანის საჩივარი ეხება სავარაუდო ტექსტური შეტყობინებების გაცვლას ფონ დერ ლაიენსა და ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს ალბერტ ბურლას შორის.

ეს მოხდა ევროკავშირის უმსხვილესი ვაქცინის გარიგების წინ, COVID-19 პანდემიის დროს. ევროკომისია ჯერჯერობით უარს ამბობს ტექსტური შეტყობინებების შინაარსის გამჟღავნებაზე და მათი არსებობის დადასტურებაზეც კი.

გარიგება, რომელიც გაფორმდა 2021 წელს COVID-19 პანდემიის პიკის დროს, თავდაპირველად ფონ დერ ლაიენის წარმატებად განიხილებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 4 მილიარდი ევროს ღირებულების ვაქცინები არასდროს გამოუყენებიათ.

წყარო