პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა..." - კლინიკის პირველი კომენტარი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით?
"ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა..." - კლინიკის პირველი კომენტარი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით?

ბა­თუმ­ში 31 წლის ქა­ლის სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კლი­ნი­კა "ბაუ"-ში გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს.

  • რო­გორც კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­მარ­ტეს, ახალ­გაზ­რდა ქალი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, კლი­ნი­კა BMS-დან შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

კლი­ნი­კა "ბაუ"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ მო­ხერ­ხდა.

"31 წლის ქალი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, კლი­ნი­კა BMS-დან ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში "ბაუ"-ში შე­მო­იყ­ვა­ნეს. იგი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ჩვენ­მა ექი­მებ­მა მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თეს, თუმ­ცა ქალი იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა" - გვი­თხრეს "ბაუ" -ში.

ბა­თუმ­ში სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ ქალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს. ორ­სუ­ლი კლი­ნი­კა BMS-ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­უ­ტარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­შო­ბილს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. კლი­ნი­კა BMS-ში კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კეთ­დე­ბა. და­ღუ­პუ­ლი ქალი მა­რე­ხი მა­კა­რა­ძეა. მას ორი შვი­ლი დარ­ჩა, მათ შო­რის, ერთი ახალ­შო­ბი­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქეს
2

ვინც არ დაგვაზარალეს და გადაგვარჩინეს იმგენმა რა ვქნათ ესეც აგვიხსენ ბარემ...

ნათია
1

სამწუხარო ამბავია მაგრამ ვაჟა ერთ ერთი საუკეთესო ექიმია ბათუმში. არავინ არ ვიცით რა მოხდა 😔

ავტორი:

"ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა..." - კლინიკის პირველი კომენტარი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით?

"ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა..." - კლინიკის პირველი კომენტარი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით?

ბათუმში 31 წლის ქალის საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლინიკა "ბაუ"-ში განცხადება გააკეთეს.

  • როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში AMBEBI.GE-ს განუმარტეს, ახალგაზრდა ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კლინიკა BMS-დან შეიყვანეს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

კლინიკა "ბაუ"-ს ინფორმაციით, ქალის გადარჩენა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა.

"31 წლის ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კლინიკა BMS-დან ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში "ბაუ"-ში შემოიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა ქალი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. კლინიკაში შემოყვანიდან მალევე გარდაიცვალა" - გვითხრეს "ბაუ" -ში.

ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკა BMS-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. დაღუპული ქალი მარეხი მაკარაძეა. მას ორი შვილი დარჩა, მათ შორის, ერთი ახალშობილი.

ნახეთ ასევე: