სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი" - მამუკა ხაზარაძე
"რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი" - მამუკა ხაზარაძე

რე­ა­ლუ­რად ვდგა­ვართ ძა­ლი­ან დიდ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე: ან ევ­რო­პა ან რუ­სე­თი. ასე დგას სა­კი­თხი, - აცხა­დებს პარ­ტია "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მთლი­ა­ნად ემ­სა­ხუ­რე­ბა რუ­სულ პო­ლი­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამი­ტომ 2024 წლის არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მის მსგავ­სი.

"ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, რო­მელ­საც არა­ერ­თხელ აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, ეს უნდა ასა­ხოს 2024-ის არ­ჩევ­ნებ­ში.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის შე­ნიღ­ბუ­ლი, ასე ვთქვათ ფსევ­დო ქარ­თუ­ლი მო­ტი­ვა­ცი­ე­ბით, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამოძ­რა­ვებს მხო­ლოდ ერთი მი­ზა­ნი - დარ­ჩეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სხვა ყვე­ლა მისი ქმე­დე­ბა შე­ფა­რუ­ლი და ხან­და­ხან შე­უ­ფა­რა­ვი, არის პირ­და­პი­რი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა უვი­ზო მი­მოს­ვლა­ში, ფრე­ნე­ბის და­ნიშ­ვნა­ში ისეთ ქა­ლა­ქებ­შიც კი, სა­ი­და­ნაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­საც არ დაფ­რი­ნავ­დნენ თბი­ლის­ში. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­ბის უვი­ზოდ მა­სობ­რი­ვად შე­მო­დი­ნე­ბა­ში, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ "გავ­რი­ლო­ვის ღა­მე­ზე“, აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ე.წ. რუ­სულ კა­ნონ­ზე აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ძა­ლი­ან თვალ­ში­სა­ცე­მი იყო ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­და­პი­რი თავ­დას­ხმა ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტებ­სა თუ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­ზე. ასე­ვე, და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის და­მუ­ნა­თე­ბა და იმ­პიჩ­მენ­ტის მო­წყო­ბის პრო­ცე­დუ­რა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ პრე­ზი­დენ­ტი ხვდე­ბო­და ევ­რო­პის ქვეყ­ნის ლი­დე­რებს ჩვე­ნი მო­მავ­ლის გა­საც­ნო­ბად და ჩვე­ნი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად და უამ­რა­ვი მსგავ­სი რამ.

ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ რი­ცხვე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა, რო­მე­ლიც ასა­ხავს ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გაზ­რდას. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ხა­და რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტის იმ­პორტ-ექ­სპორ­ტში. ჩვენ ვახ­დენთ ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტს, რო­გო­რიც არის ხორ­ბა­ლი, ბენ­ზი­ნი, გაზი, და აქ არ არის სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ 20 ან 40- პრო­ცენ­ტი­ან წილ­ზე, აქ ლა­პა­რა­კია 90 პრო­ცენტს მი­ახ­ლო­ე­ბულ სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორტზე, ასე­ვე ღვი­ნო, რო­მე­ლიც არის ჩვე­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცია, თით­ქმის 70 პრო­ცენ­ტი რუ­სეთ­ში გა­დის. ეს არ ხდე­ბა შემ­თხვე­ვით.

ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა და გა­რე­დან რომ შევ­ხე­დოთ მო­ცე­მუ­ლო­ბას, ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად რუ­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ნა­წი­ლი ვართ, იმი­ტომ რომ 26 000 რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრირ­და ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და 100 ევ­რო­პულ კომ­პა­ნი­ა­საც ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ, რო­მე­ლიც აქ და­რე­გის­ტრირ­და ამ პე­რი­ოდ­ში. აი ეს არის შე­დე­გი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marafet
0

"რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი" -- ჰოდა თქვენ თუ მაგ სიტუციაში ემოციური დამბლა გეცემათ, ნამდვილი ნიჭერი პოლიტიკოსი ორმაგად ასარგებლებდა ქვეყანას!

გუკა
13

საღოლ მევახშე,ჯერ წართმელი ბინები დაუბრუნე,მერე ი5ადავე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი" - მამუკა ხაზარაძე

"რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი" - მამუკა ხაზარაძე

რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი. ასე დგას საკითხი, - აცხადებს პარტია "ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, "ქართული ოცნება“ მთლიანად ემსახურება რუსულ პოლიტიკას საქართველოში, ამიტომ 2024 წლის არჩევანი იქნება რეფერენდუმის მსგავსი.

"ქართველმა ხალხმა, რომელსაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული ევროპული არჩევანი, ეს უნდა ასახოს 2024-ის არჩევნებში.

"ქართული ოცნება“ არის შენიღბული, ასე ვთქვათ ფსევდო ქართული მოტივაციებით, სინამდვილეში კი ამოძრავებს მხოლოდ ერთი მიზანი - დარჩეს ხელისუფლებაში, სხვა ყველა მისი ქმედება შეფარული და ხანდახან შეუფარავი, არის პირდაპირი რუსული პროპაგანდა საქართველოში. ეს გამოიხატება უვიზო მიმოსვლაში, ფრენების დანიშვნაში ისეთ ქალაქებშიც კი, საიდანაც საბჭოთა კავშირის დროსაც არ დაფრინავდნენ თბილისში. ეს გამოიხატება ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსების უვიზოდ მასობრივად შემოდინებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ "გავრილოვის ღამეზე“, აღარაფერი ვთქვათ ე.წ. რუსულ კანონზე აგენტების შესახებ, ასევე ძალიან თვალშისაცემი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე შეერთებული შტატებსა თუ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებზე. ასევე, დასავლური ორიენტაციის პრეზიდენტის დამუნათება და იმპიჩმენტის მოწყობის პროცედურა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხვდებოდა ევროპის ქვეყნის ლიდერებს ჩვენი მომავლის გასაცნობად და ჩვენი ხალხის არჩევანის მხარდასაჭერად და უამრავი მსგავსი რამ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ რიცხვების გაჟღერება, რომელიც ასახავს ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას. "ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ეკონომიკა მიზანმიმართულად გახადა რუსეთზე დამოკიდებული, ეს გამოიხატება ყველა სტრატეგიული პროდუქტის იმპორტ-ექსპორტში. ჩვენ ვახდენთ ისეთი სტრატეგიული პროდუქტების იმპორტს, როგორიც არის ხორბალი, ბენზინი, გაზი, და აქ არ არის საუბარი მხოლოდ 20 ან 40- პროცენტიან წილზე, აქ ლაპარაკია 90 პროცენტს მიახლოებულ სტრატეგიული პროდუქტების იმპორტზე, ასევე ღვინო, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია, თითქმის 70 პროცენტი რუსეთში გადის. ეს არ ხდება შემთხვევით.

ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა და გარედან რომ შევხედოთ მოცემულობას, ჩვენ პრაქტიკულად რუსული ეკონომიკის ნაწილი ვართ, იმიტომ რომ 26 000 რუსული კომპანია დარეგისტრირდა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში და 100 ევროპულ კომპანიასაც ვერ დამისახელებთ, რომელიც აქ დარეგისტრირდა ამ პერიოდში. აი ეს არის შედეგი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.