სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი მეცნიერის თქმით, წელიწადიდან 1 წამის ამოღება გახდება საჭირო - "ამან შესაძლოა სმარტფონებისთვის და კომპიუტერებისთვის უპრეცედენტო პრობლემები გამოიწვიოს"
ამერიკელი მეცნიერის თქმით, წელიწადიდან 1 წამის ამოღება გახდება საჭირო - "ამან შესაძლოა სმარტფონებისთვის და კომპიუტერებისთვის უპრეცედენტო პრობლემები გამოიწვიოს"

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ყო­ველ 4 წე­ლი­წად­ში თე­ბერ­ვალ­ში 29 დღე გვაქვს, რო­მე­ლიც ნა­კი­ა­ნი წლის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. უკვე 50 წე­ლია, რაც სა­ათს პე­რი­ო­დუ­ლად, ნა­კი­ა­ნი წლის მსგავ­სად, "ნახ­ტო­მი წა­მე­ბი" ემა­ტე­ბა. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ დრო­ის ატო­მურ და ას­ტრო­ნო­მი­ულ სკა­ლებს შო­რის მცი­რე­დი უზუს­ტო­ბა გა­თა­ნაბრდეს. ეს იმი­ტომ , რომ სიჩ­ქა­რე, რომ­ლი­თაც დე­და­მი­წა თა­ვი­სი ღერ­ძის გარ­შე­მო ბრუ­ნავს, ოდ­ნავ მერ­ყე­ობს, რაც ნიშ­ნავს, რომ ერთი სრუ­ლი ბრუ­ნი ყო­ველ­თვის არაა ზუს­ტად ერთი დღე.

  • ახლა, ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი ამ ნახ­ტო­მი წა­მის ამო­ღე­ბას ითხოვს. პრო­ფე­სო­რი დან­კან ანიუ ამ­ბობს, რომ დე­და­მი­წის სწრა­ფად ბრუნ­ვის გამო, 2029 წელს ნახ­ტო­მი წამი წა­ლი­წადს პი­რი­ქით უნდა გა­მო­ვაკ­ლოთ, თუმ­ცა გვაფრ­თხი­ლებს, რომ ამან შე­საძ­ლოა სმარ­ტფო­ნე­ბის­თვის და კომ­პი­უ­ტე­რე­ბის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი დრო მთელ მსოფ­ლი­ო­ში დახ­ვე­წი­ლი, ულტრა ზუს­ტი "ატო­მუ­რი სა­ა­თე­ბით" გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. თუმ­ცა, ეს ატო­მუ­რი სა­ა­თე­ბი "მზის დროს" ზუს­ტად არ ემ­თხვე­ვა. პლა­ნე­ტის ბრუნ­ვის დრო ხში­რად მთვა­რის მი­ზი­დუ­ლო­ბის გამო იც­ვლე­ბა, რაც დრო­ის ამ ორი სის­ტე­მის ერ­თმა­ნე­თის­გან და­ცი­ლე­ბას იწ­ვევს.

1972 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ნახ­ტო­მი წამი სულ 27-ჯერ და­ე­მა­ტა ჩვენს დროს, მათ­გან უკა­ნას­კნე­ლი კი 2016 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და. თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­მი­წის ბრუნ­ვა 2020 წლი­დან ჩქარ­დე­ბა, ამი­ტომ მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლა, ნახ­ტო­მი წა­მის ამო­ღე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო, და არა და­მა­ტე­ბა, რათა სა­ა­თე­ბის დრო მზი­სას და­ემ­თხვეს.

პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ შე­საძ­ლოა, ნახ­ტო­მი წა­მე­ბის გამო მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო დაბ­ნე­უ­ლო­ბა შე­იქ­ნას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა საქ­მე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ სის­ტე­მებს ეხე­ბა. თუ კომ­პი­უ­ტე­რულ­მა ქსელ­მა ამ ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ არ იცის, ის ყვე­ლა­ფერ­თან და­კარ­გავს სინ­ქრონს. მა­გა­ლი­თად, თუ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის კომ­პი­უ­ტე­რი და თქვე­ნი ბან­კის კომ­პი­უ­ტე­რი სხვა­დას­ხვა დრო­ზეა, შეკ­ვე­თის ღი­ლაკ­ზე დაწ­კა­პუ­ნე­ბით ორი ქმე­დე­ბა ორ სხვა­დას­ხვა დროს და­ფიქ­სირ­დე­ბა.

"ერთი წამი თით­ქოს არც ისე ბევ­რია, მაგ­რამ დღე­ვან­დელ ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში დრო­ის უზუს­ტო­ბამ შე­საძ­ლოა დიდი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს",- თქვა პრო­ფე­სორ­მა ანი­უმ.

"ბევრ სის­ტე­მას ახლა პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა აქვს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია წა­მის და­მა­ტე­ბა, მაგ­რამ ცოტა მათ­გა­ნი თუ იძ­ლე­ვა წა­მის გა­მოკ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ამი­ტომ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ უარ­ყო­ფი­თი ნახ­ტო­მი წამ­ში ბევრ სირ­თუ­ლეს შექ­მნის."

თა­ვის ახალ კვლე­ვა­ში პრო­ფე­სო­რი ამ­ტკი­ცებს, რომ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის გამო მა­ღალ გა­ნე­დებ­ზე ყი­ნუ­ლის დნო­ბა ის და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ბრუნ­ვას ანე­ლებს. რო­დე­საც ყი­ნუ­ლი დნე­ბა, წყა­ლი მთელ ოკე­ა­ნე­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა, რაც კუ­თხუ­რი აჩ­ქა­რე­ბის მი­მართ დე­და­მი­წის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ზრდის და თა­ვის მხრივ, პლა­ნე­ტას ანე­ლებს. ამ­რი­გად, როცა დე­და­მი­წის ბრუნ­ვა მთლი­ა­ნო­ბა­ში აჩ­ქა­რე­ბუ­ლია, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა მას ანე­ლებს, რაც ნახ­ტო­მი წა­მის სა­ჭი­რო­ე­ბას აქ­რობს. რო­გორც პრო­ფე­სო­რი იუ­წყე­ბა, რომ არა ყი­ნუ­ლის დნო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბრუნ­ვის შე­ნე­ლე­ბა, ნახ­ტო­მი წა­მის ამო­ღე­ბა სამი წლით ადრე იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო (ანუ 2026 წელს).

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
9

ხედავთ რა ძვირფასია წამი?

თქვენ კი 15 და 20 წელს ისე მიუსჯით ვითამც არაფერი, აბა თქვენ გისჯიდნენ, ყურებში გაიკეთებდით თითს, მასე არაა, ააა?

ფასკუნჯი 29
1

სანამ ცაგარელი არ იტყვის იგივეს, ვერ დავიჯერებ რომ ერთი წამის ამოღებაა საჭირო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ამერიკელი მეცნიერის თქმით, წელიწადიდან 1 წამის ამოღება გახდება საჭირო - "ამან შესაძლოა სმარტფონებისთვის და კომპიუტერებისთვის უპრეცედენტო პრობლემები გამოიწვიოს"

ამერიკელი მეცნიერის თქმით, წელიწადიდან 1 წამის ამოღება გახდება საჭირო - "ამან შესაძლოა სმარტფონებისთვის და კომპიუტერებისთვის უპრეცედენტო პრობლემები გამოიწვიოს"

ყველამ ვიცით, რომ ყოველ 4 წელიწადში თებერვალში 29 დღე გვაქვს, რომელიც ნაკიანი წლის სახელითაა ცნობილი. უკვე 50 წელია, რაც საათს პერიოდულად, ნაკიანი წლის მსგავსად, "ნახტომი წამები" ემატება. ეს იმიტომ ხდება, რომ დროის ატომურ და ასტრონომიულ სკალებს შორის მცირედი უზუსტობა გათანაბრდეს. ეს იმიტომ , რომ სიჩქარე, რომლითაც დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, ოდნავ მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ ერთი სრული ბრუნი ყოველთვის არაა ზუსტად ერთი დღე.

  • ახლა, ამერიკელი მეცნიერი ამ ნახტომი წამის ამოღებას ითხოვს. პროფესორი დანკან ანიუ ამბობს, რომ დედამიწის სწრაფად ბრუნვის გამო, 2029 წელს ნახტომი წამი წალიწადს პირიქით უნდა გამოვაკლოთ, თუმცა გვაფრთხილებს, რომ ამან შესაძლოა სმარტფონებისთვის და კომპიუტერებისთვის უპრეცედენტო პრობლემები გამოიწვიოს.

კოორდინირებული უნივერსალური დრო მთელ მსოფლიოში დახვეწილი, ულტრა ზუსტი "ატომური საათებით" განისაზღვრება. თუმცა, ეს ატომური საათები "მზის დროს" ზუსტად არ ემთხვევა. პლანეტის ბრუნვის დრო ხშირად მთვარის მიზიდულობის გამო იცვლება, რაც დროის ამ ორი სისტემის ერთმანეთისგან დაცილებას იწვევს.

1972 წლიდან მოყოლებული, ნახტომი წამი სულ 27-ჯერ დაემატა ჩვენს დროს, მათგან უკანასკნელი კი 2016 წელს განხორციელდა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დედამიწის ბრუნვა 2020 წლიდან ჩქარდება, ამიტომ მომავალში შესაძლა, ნახტომი წამის ამოღება გახდეს საჭირო, და არა დამატება, რათა საათების დრო მზისას დაემთხვეს.

პრობლემა იმაშია, რომ შესაძლოა, ნახტომი წამების გამო მსოფლიოს გარშემო დაბნეულობა შეიქნას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებს ეხება. თუ კომპიუტერულმა ქსელმა ამ ცვლილების შესახებ არ იცის, ის ყველაფერთან დაკარგავს სინქრონს. მაგალითად, თუ ონლაინ მაღაზიის კომპიუტერი და თქვენი ბანკის კომპიუტერი სხვადასხვა დროზეა, შეკვეთის ღილაკზე დაწკაპუნებით ორი ქმედება ორ სხვადასხვა დროს დაფიქსირდება.

"ერთი წამი თითქოს არც ისე ბევრია, მაგრამ დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში დროის უზუსტობამ შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს",- თქვა პროფესორმა ანიუმ.

"ბევრ სისტემას ახლა პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, რომელსაც შეუძლია წამის დამატება, მაგრამ ცოტა მათგანი თუ იძლევა წამის გამოკლების საშუალებას. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ უარყოფითი ნახტომი წამში ბევრ სირთულეს შექმნის."

თავის ახალ კვლევაში პროფესორი ამტკიცებს, რომ გლობალური დათბობის გამო მაღალ განედებზე ყინულის დნობა ის დამატებითი ფაქტორია, რომელიც დედამიწის ბრუნვას ანელებს. როდესაც ყინული დნება, წყალი მთელ ოკეანეში ჩაედინება, რაც კუთხური აჩქარების მიმართ დედამიწის წინააღმდეგობას ზრდის და თავის მხრივ, პლანეტას ანელებს. ამრიგად, როცა დედამიწის ბრუნვა მთლიანობაში აჩქარებულია, გლობალური დათბობა მას ანელებს, რაც ნახტომი წამის საჭიროებას აქრობს. როგორც პროფესორი იუწყება, რომ არა ყინულის დნობით გამოწვეული ბრუნვის შენელება, ნახტომი წამის ამოღება სამი წლით ადრე იქნებოდა საჭირო (ანუ 2026 წელს).

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ნახეთ ასევე: