"ევრო 2024“-ზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. როგორც უკვე ცნობილია, "ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, თურქეთის წინააღმდეგ თამაში 18 ივნისს შედგება, ჩეხეთს 22 ივნისს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალიას 26 ივნისს.
230 ევროდან იწყება ბილეთის ფასი და ადის 10.000 ევრომდე, საკმაოდ ძვირია ბილეთი საქართველოში 60% არ კი არა ვერ გადაიხდის ამ თანხას,ამას გზა, დაზღვევა,კვება და სასტუმრო ემატება, ჩავუჯდეთ ტელეეკრანებზე მეგობრებთან ერთად.
საინტერესოა, მილიონერების გარდა ვინ შეძლებს ასეთი ხარჯების გაწევას: ბილეთები, გზა აქეთ და იქით, კვება, სასტუმრო. მოკლედ შეუძლებელია. ჩვენ ვერ შევედრებით ევროპას. ჩვენ იქით ხელი გვაქვს გაშვერილი დასახმარებლად.