მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ "ქართული ოცნებიდან“ ვინმე არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი, იქამდე პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ" - იაგო ხვიჩია
"სანამ "ქართული ოცნებიდან“ ვინმე არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი, იქამდე პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ" - იაგო ხვიჩია

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია იმის თქმა, რომ მთავ­რო­ბა რომ არ ზრუ­ნავ­დეს თქვენ­ზე, თქვენ "გა­პი­და­რასტდე­ბით", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "გირ­ჩის" დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი შე­ა­ფა­სა.

მი­სი­ვე თქმით, თუ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ლგბტ პრო­პა­გან­დით ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც არ ჰყავს, და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზრუნ­ვის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ.

"არა­ვის ამ­დე­ნი არ უსა­უბ­რია, მათ შო­რის ბავ­შვე­ბის გა­სა­გო­ნად, ლგბტ პრო­პა­გან­და­ზე, რო­გორც თვი­თონ ["ქარ­თულ ოც­ნე­ბას"]. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ "და­გუ­გლოთ" ლგბტ პრო­პა­გან­და ქარ­თუ­ლად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან პირ­ვე­ლი სა­ძი­ე­ბო სი­ა­ში. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია იმის თქმა, რომ მთავ­რო­ბა რომ არ ზრუ­ნავ­დეს თქვენ­ზე, თქვენ "გა­პი­და­რასტდე­ბით". აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ არ გვინ­და ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის, მი­ნი­მუმ მა­ნამ, სა­ნამ ვინ­მე არ გა­მოჩ­ნდე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" და არ იტყვის, თუ რო­გორ გახ­და ბავ­შვო­ბა­ში ლგბტ პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლი. ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვე­ცო­დოს რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი და სე­რი­ო­ზუ­ლად ჩავ­თვა­ლოთ, რომ საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, მაგ­რამ თუ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც არ ჰყავს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ლგბტ პრო­პა­გან­დით, მე მგო­ნი, და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზრუნ­ვის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა მათ არ გა­აჩ­ნი­ათ," - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გან­მარ­ტავს, მისი გუნ­დი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს.

"ჩვენ და­ვაკ­ვირ­დე­ბით (იმი­ტომ, რომ ეს ძა­ლი­ან გა­სარ­თო­ბია), რა არ­გუ­მენ­ტა­ცია ექ­ნე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამ კა­ნო­ნის მი­სა­ღე­ბად, მა­შინ რო­დე­საც ერთი ადა­მი­ა­ნიც კი არ ჰყავს სა­კუ­თარ რი­გებ­ში, რო­მე­ლიც და­ზა­რალ­და," - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტში მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით ორი - ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ინი­ცი­ა­ტი­ვა და­რე­გის­ტრირ­დე­ბა.

“ლგბტ პრო­პა­გან­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ“ წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მოქ­მედ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, ასე­ვე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - “ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“.

თა­ვად კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბით, კო­რექ­ტირ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის 30-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბის, დე­და­თა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბა. პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ მუხლს ემა­ტე­ბა ახა­ლი პუნ­ქტი შემ­დე­გი ში­ნა­არ­სით: - “ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია“.

რაც შე­ე­ხე­ბა “ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის პრო­ექტს, ის რვა პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბა და მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოჰოო
0

იმ დროს ლგბტ პროპაგანდა ასეთი ფართო მაშტაბით არ მიმდინარეობდა!

აი
0

შენც კაი გაფუჭებული ხარ ჩემო სიხარულო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"სანამ "ქართული ოცნებიდან“ ვინმე არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი, იქამდე პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ" - იაგო ხვიჩია

"სანამ "ქართული ოცნებიდან“ ვინმე არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი, იქამდე პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ" - იაგო ხვიჩია

ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ მთავრობა რომ არ ზრუნავდეს თქვენზე, თქვენ "გაპიდარასტდებით", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა.

მისივე თქმით, თუ "ქართულ ოცნებას" ლგბტ პროპაგანდით ერთი დაზარალებულიც არ ჰყავს, დანარჩენ საქართველოზე ზრუნვის მორალური უფლება არ გააჩნიათ.

"არავის ამდენი არ უსაუბრია, მათ შორის ბავშვების გასაგონად, ლგბტ პროპაგანდაზე, როგორც თვითონ ["ქართულ ოცნებას"]. დარწმუნებული ვარ, რომ "დაგუგლოთ" ლგბტ პროპაგანდა ქართულად, "ქართული ოცნების" ლიდერები გამოჩნდებიან პირველი საძიებო სიაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ მთავრობა რომ არ ზრუნავდეს თქვენზე, თქვენ "გაპიდარასტდებით". აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, რომელიც შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის, მინიმუმ მანამ, სანამ ვინმე არ გამოჩნდება "ქართული ოცნებიდან" და არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი. ამის შემდეგ შეიძლება შეგვეცოდოს რომელიმე მათგანი და სერიოზულად ჩავთვალოთ, რომ საფრთხე რეალურია, მაგრამ თუ ერთი დაზარალებულიც არ ჰყავს "ქართულ ოცნებას" ლგბტ პროპაგანდით, მე მგონი, დანარჩენ საქართველოზე ზრუნვის მორალური უფლება მათ არ გააჩნიათ," - განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, მისი გუნდი აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

"ჩვენ დავაკვირდებით (იმიტომ, რომ ეს ძალიან გასართობია), რა არგუმენტაცია ექნება "ქართულ ოცნებას" ამ კანონის მისაღებად, მაშინ როდესაც ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს საკუთარ რიგებში, რომელიც დაზარალდა," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.