ავტორი:

"ხიდი ჩაინგრა, მანქანები წყალში ჩაცვივდა, ეს ჯოჯოხეთი იყო" - ბალტიმორის ხიდს სატვირთო გემი დაეჯახა (ფოტო/ვიდეო)

"ხიდი ჩაინგრა, მანქანები წყალში ჩაცვივდა, ეს ჯოჯოხეთი იყო" - ბალტიმორის ხიდს სატვირთო გემი დაეჯახა (ფოტო/ვიდეო)

ბალტიმორის ხიდს სატვირთო გემი შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი ჩამოინგრა. შემთხვევა ღამის 1:30 საათზე მოხდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, ჩამონგრევის მომენტში ხიდზე რამდენიმე ავტომობილი იყო, რომლებიც წყალში ჩაცვივდნენ. ამ დროისთვის მაშველები შვიდ ადამიანს ეძებენ.

რაც შეეხება გემს, შეჯახების შედეგად მას ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა. მომხდარის გამო საავტომობილო მოძრაობისთვის მოქალაქეები შემოვლით გზას იყენებენ.

ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორის განცხადებით, გემი, რომელსაც ბალტიმორი უნდა დაეტოვებინა, შეეჯახა ხიდის სვეტს, რამაც ნგრევა გამოიწვია.

ნახეთ ვიდეო: