მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს ჩინეთიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოწერას დაჰპირდა და თანხა მიითვისა
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს ჩინეთიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოწერას დაჰპირდა და თანხა მიითვისა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ქა­ლა­ქე­თა დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე“ შექ­მნი­ლი გვერ­დის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებს გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, ჩი­ნე­თი­დან სხვა­დას­ხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ავე­ჯის და ტექ­ნი­კის და­ბალ ფას­ში გა­მო­წე­რას და­პირ­და. თუმ­ცა ნივ­თე­ბის გა­მო­წე­რა არ უზ­რუნ­ველ­ყო და 14 მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ 149 259 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 20 მარტს და­ა­კა­ვეს, მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ და მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, რის შემ­დგო­მაც შე­საძ­ლოა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­დოს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს მათ მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ანა­ლო­გი­უ­რი ქმე­დე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ძლივს როგორც იქნა დაისჯება თორემ ისე გათავხედნენ რომ აქეთ უტავენ ადამიანს

ნინა
0

14 მოქალაქემ 150 ათასი გადაურიცხა?1 რას ყიდულობდნენ ასეთს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს ჩინეთიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოწერას დაჰპირდა და თანხა მიითვისა

დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს ჩინეთიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოწერას დაჰპირდა და თანხა მიითვისა

საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ შექმნილი გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაპირდა. თუმცა ნივთების გამოწერა არ უზრუნველყო და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.