პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაის კვირეული ბიბლუსის კაფე „პიატოში“ - იწყება! რა დახვდებათ ადგილზე მისულ სტუმრებს
ჩაის კვირეული ბიბლუსის კაფე „პიატოში“ - იწყება!  რა დახვდებათ ადგილზე მისულ სტუმრებს

ბიბ­ლუ­სის კაფე „პი­ა­ტო“ ძველ ტრა­დი­ცი­ას აცო­ცხლებს და ჩაის კვი­რე­ულ­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბათ, სა­დაც შეძ­ლებთ გა­ა­ტა­როთ სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო, დატ­კბეთ მყუდ­რო და ნოს­ტალ­გი­უ­რი ატ­მოს­ფე­რო­თი.

ჭავ­ჭა­ვა­ძის №2-ში მდე­ბა­რე „პი­ა­ტოს“ ად­გი­ლის ის­ტო­რია 1965-1966 წლე­ბი­დან იწყე­ბა. ადრე აქ „ჩაის სახ­ლი“ იყო, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ჩაის სახ­ლში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი, ლექ­ტო­რე­ბი და უბ­რა­ლოდ კარ­გი ჩაის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, ჭიქა არო­მა­ტუ­ლი ქარ­თუ­ლი ჩაის და­სა­ლე­ვად და სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ.

ჩაის კვი­რე­უ­ლის მი­ზა­ნი ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ი­სა და ავ­თენ­ტუ­რო­ბის დაბ­რუ­ნე­ბაა. - „მზი­ა­ნი ჩაის ფაბ­რი­კა“, „გუ­რი­ე­ლი“, „ჩაის სა­მეგ­რე­ლო­დან“, ჩაი „მა­რა­დი­დი“ აჭა­რი­დან, „ბუ­ე­თა“, „ქარ­თუ­ლი არო­მა­ტი“ გუ­რი­ი­დან და სხვა მცი­რე ჩაის სა­წარ­მო­ე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩაის უნი­კა­ლურ ჯი­შებს წარ­მო­ად­გე­ნენ, რო­მელ­თა დე­გუს­ტა­ცი­აც უფა­სო იქ­ნე­ბა და მო­წო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი შე­ძე­ნა ად­გილ­ზე­ვე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რა შე­თა­ვა­ზე­ბა დახ­ვდე­ბათ ად­გილ­ზე მო­სულ სტუმ­რებს?

„ჩაის ბუჩ­ქს სჭირ­დე­ბა მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა, რაც გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად ჩაის მო­სა­ვა­ლიც არ არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩვენ მცი­რე წარ­მო­ე­ბის ფაბ­რი­კებს და­ვუ­კავ­შირ­დით, რომ­ლე­ბიც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვთან­ხმდნენ, წარ­მო­ად­გი­ნონ თა­ვი­ანთ პრო­დუქ­ცია სხვა­დას­ხვა არო­მა­ტე­ბით. ჩაის დე­გუს­ტა­ცია უფა­სო იქ­ნე­ბა, და­გე­მოვ­ნე­ბის შემ­დეგ კი, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ი­ძე­ნენ. ასე­ვე, იქ­ნებ სპეც. შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი დე­სერ­ტზე, მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო და სხვა ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი. ბიბ­ლუ­სის კა­ფეც წარ­მო­ად­გენს ცო­ცხა­ლი კენკრის ჩაის და ჩაის ვაშ­ლით, თაფ­ლი­თა და და­რი­ჩი­ნით. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან და ისი­ა­მოვ­ნე­ბენ ქარ­თუ­ლი ჩაის ავ­თენ­ტუ­რი გე­მო­თი.“ ბიბ­ლუ­სის კა­ფე­ე­ბის ქსე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი თი­ნა­თინ ღლონ­ტი

ჩაის კვი­რე­უ­ლი 22 მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა და 29 მარ­ტის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. ბიბ­ლუ­სის კაფე „პი­ა­ტოს“ ჭავ­ჭა­ვა­ძის ფი­ლი­ა­ლი სტუმ­რებს ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე უმას­პინ­ძლებს.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ჩაის კვირეული ბიბლუსის კაფე „პიატოში“ - იწყება! რა დახვდებათ ადგილზე მისულ სტუმრებს

ჩაის კვირეული ბიბლუსის კაფე „პიატოში“ - იწყება!  რა დახვდებათ ადგილზე მისულ სტუმრებს

ბიბლუსის კაფე „პიატო“ ძველ ტრადიციას აცოცხლებს და ჩაის კვირეულზე გეპატიჟებათ, სადაც შეძლებთ გაატაროთ სასიამოვნო საღამო, დატკბეთ მყუდრო და ნოსტალგიური ატმოსფეროთი.

ჭავჭავაძის №2-ში მდებარე „პიატოს“ ადგილის ისტორია 1965-1966 წლებიდან იწყება. ადრე აქ „ჩაის სახლი“ იყო, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩაის სახლში იკრიბებოდნენ სტუდენტები, ლექტორები და უბრალოდ კარგი ჩაის მოყვარულები, ჭიქა არომატული ქართული ჩაის დასალევად და სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ.

ჩაის კვირეულის მიზანი ძველი ტრადიციისა და ავთენტურობის დაბრუნებაა. - „მზიანი ჩაის ფაბრიკა“, „გურიელი“, „ჩაის სამეგრელოდან“, ჩაი „მარადიდი“ აჭარიდან, „ბუეთა“, „ქართული არომატი“ გურიიდან და სხვა მცირე ჩაის საწარმოები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაის უნიკალურ ჯიშებს წარმოადგენენ, რომელთა დეგუსტაციაც უფასო იქნება და მოწონების შემთხვევაში, მათი შეძენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი.

რა შეთავაზება დახვდებათ ადგილზე მოსულ სტუმრებს?

„ჩაის ბუჩქს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად ჩაის მოსავალიც არ არის დიდი რაოდენობით საქართველოში.

ჩვენ მცირე წარმოების ფაბრიკებს დავუკავშირდით, რომლებიც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ, წარმოადგინონ თავიანთ პროდუქცია სხვადასხვა არომატებით. ჩაის დეგუსტაცია უფასო იქნება, დაგემოვნების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, შეიძენენ. ასევე, იქნებ სპეც. შეთავაზებები დესერტზე, მუსიკალური საღამო და სხვა ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი. ბიბლუსის კაფეც წარმოადგენს ცოცხალი კენკრის ჩაის და ჩაის ვაშლით, თაფლითა და დარიჩინით. ვფიქრობ, ჩვენი სტუმრები კმაყოფილები დარჩებიან და ისიამოვნებენ ქართული ჩაის ავთენტური გემოთი.“ ბიბლუსის კაფეების ქსელის ხელმძღვანელი თინათინ ღლონტი

ჩაის კვირეული 22 მარტიდან დაიწყება და 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ბიბლუსის კაფე „პიატოს“ ჭავჭავაძის ფილიალი სტუმრებს ერთი კვირის მანძილზე უმასპინძლებს.

R