მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სელინ დიონი არ ნებდება - მომღერალმა "ინსტაგრამზე" შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და თავისი დაავადების შესახებ ისაუბრა
სელინ დიონი არ ნებდება - მომღერალმა "ინსტაგრამზე" შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და თავისი დაავადების შესახებ ისაუბრა

სე­ლინ დი­ო­ნი არ ნებ­დე­ბა. 55 წლის მომ­ღე­რა­ლი "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოჩ­ნდა და მო­უხ­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სინ­დრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ტექ­სტი მი­უ­ძღვნა.

ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნახ­მად, Stiff Person Syndrome - მო­უხ­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სინ­დრო­მი იშ­ვი­ა­თი, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მი­ლი­ონ­ში ერთ ადა­მი­ანს ემარ­თე­ბა. ის გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ფორ­მა­ზე, ხოლო რო­დე­საც პროგ­რე­სირ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი კარ­გავს სი­ა­რუ­ლი­სა და მე­ტყვე­ლე­ბის უნარს.

მომ­ღე­რალ­მა თა­ვი­სი მძი­მე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად 2022 წელს ისა­უბ­რა.

სე­ლინ დი­ონ­მა პოს­ტში თა­ვის სამ ვაჟ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო ატ­ვირ­თა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­სა და ოჯახს მის გვერ­დში ყოფ­ნის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და: "დღე­ვან­დე­ლი დღე მო­უხ­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სინ­დრო­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა. ამ ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის დაძ­ლე­ვის მცდე­ლო­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, მაგ­რამ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ ერთ დღე­საც სცე­ნას და­ვუბ­რუნ­დე­ბი და რაც შე­იძ­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას. ჩემი შვი­ლე­ბის, ოჯა­ხის, გუნ­დი­სა და ყვე­ლა თქვენ­გა­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის უაღ­რე­სად მად­ლი­ე­რი ვარ",- წერს კა­ნა­დე­ლი მომ­ღე­რა­ლი.

"მინ­და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი მხარ­და­ჭე­რა, ვინც ამ და­ა­ვა­დე­ბის გამო და­ზა­რალ­და. მინ­და იცო­დეთ, რომ გა­უმკლავ­დე­ბით! ჩვენ ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია ამის დაძ­ლე­ვა!"

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

სელინ დიონი არ ნებდება - მომღერალმა "ინსტაგრამზე" შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და თავისი დაავადების შესახებ ისაუბრა

სელინ დიონი არ ნებდება - მომღერალმა "ინსტაგრამზე" შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და თავისი დაავადების შესახებ ისაუბრა

სელინ დიონი არ ნებდება. 55 წლის მომღერალი "ინსტაგრამზე" გამოჩნდა და მოუხრელი ადამიანის სინდრომის საერთაშორისო დღეს თაყვანისმცემლებს გამამხნევებელი ტექსტი მიუძღვნა.

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, Stiff Person Syndrome - მოუხრელი ადამიანის სინდრომი იშვიათი, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს ემართება. ის გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის ფორმაზე, ხოლო როდესაც პროგრესირდება, ადამიანი კარგავს სიარულისა და მეტყველების უნარს.

მომღერალმა თავისი მძიმე ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზის შესახებ პირველად 2022 წელს ისაუბრა.

სელინ დიონმა პოსტში თავის სამ ვაჟთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და თაყვანისმცემლებსა და ოჯახს მის გვერდში ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა: "დღევანდელი დღე მოუხრელი ადამიანის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ ავტოიმუნური დაავადების დაძლევის მცდელობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო, მაგრამ მიზნად დავისახე, რომ ერთ დღესაც სცენას დავუბრუნდები და რაც შეიძლება ნორმალური ცხოვრებით გავაგრძელებ ცხოვრებას. ჩემი შვილების, ოჯახის, გუნდისა და ყველა თქვენგანისგან მიღებული სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის უაღრესად მადლიერი ვარ",- წერს კანადელი მომღერალი.

"მინდა ყველა იმ ადამიანის მიმართ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა, ვინც ამ დაავადების გამო დაზარალდა. მინდა იცოდეთ, რომ გაუმკლავდებით! ჩვენ ყველას შეგვიძლია ამის დაძლევა!"

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა