პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლადანივა" - ფრანგულ-სომხური დუეტი, რომელიც "ევროვიზიაზე" სომხეთს წარადგენს: რა არის ცნობილი მუსიკოსებზე, რომლებმაც ქართველები მონუსხეს
"ლადანივა" - ფრანგულ-სომხური დუეტი, რომელიც "ევროვიზიაზე" სომხეთს წარადგენს: რა არის ცნობილი მუსიკოსებზე, რომლებმაც ქართველები მონუსხეს

"ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე მიმ­დი­ნა­რე წელს სომ­ხეთს ჯგუ­ფი სა­ხე­ლად LADANIVA წა­რად­გენს. ჯგუ­ფი ორი ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა. ესე­ნი არი­ან მომ­ღე­რა­ლი ჟაკ­ლინ ბაღ­და­სა­რი­ა­ნი და ფრან­გი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტი, ლუის ტო­მა­სი.

"ლა­და­ნი­ვა" კონ­კურ­სზე სიმ­ღე­რას სა­ხე­ლად Jako შე­ას­რუ­ლებს. სიმ­ღე­რა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო რგო­ლი უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

სიმ­ღე­რა გუ­შინ, 14 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნდა და უკვე Youtube-ზე 800 000 ნახ­ვა აქვს.

სიმ­ღე­რა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ე­წო­ნათ და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ქარ­თულ სივ­რცე­ში LADANIVA გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თე­მაა. წე­რენ რო­გორც და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებს, ასე­ვე კრი­ტი­კულ­საც.

ზო­გი­ერთს ბო­ლი­ვუ­დი გა­ახ­სენ­და, ზოგ­საც ენთო ელე­მენ­ტე­ბი მო­ე­წო­ნა, სხვე­ბის აზ­რით კი მომ­ღერ­ლის ენერ­გე­ტი­კა მომ­ნუს­ხვე­ლია, ზოგ­მაც ჯგუფს სა­ხე­ლი და­უ­წუ­ნა, რად­გან ის რუ­სუ­ლი მან­ქა­ნის, ნი­ვას შთა­გო­ნე­ბი­თაა შექ­მნი­ლი.

  • რა არის ცნო­ბი­ლი "ლა­და­ნი­ვას" შე­სა­ხებ?

"ლა­და­ნი­ვა“ ფრან­გულ სომ­ხუ­რი ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც 2010 წელს ქა­ლაქ ლილ­ში და­არ­სდა. მათი მუ­სი­კა­ლუ­რი სტი­ლი შთა­გო­ნე­ბუ­ლია მუ­სი­კით მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ტრა­დი­ცი­უ­ლი ბალ­კა­ნუ­რი სიმ­ღე­რე­ბით და სომ­ხუ­რი ფოლ­კო­რით.

რაც შე­ე­ხე­ბა მის წევ­რებს:

1999 წელს სომ­ხეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ჟაკ­ლინ ბაღ­და­სა­რი­ა­ნი ბე­ლა­რუს­ში, მინ­სკში გა­ი­ზარ­და, სა­ი­და­ნაც 2014 წელს დე­დას­თან ერ­თად, ემიგ­რა­ცი­ა­ში საფ­რან­გეთ­ში წა­ვი­და. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ლი­ლის კონ­სერ­ვა­ტო­რია.

ტო­მა­სი ფრან­გია, ის ლილ­ში 1987 წელს და­ი­ბა­და, მუ­სი­კო­სე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა. გა­ტა­ცე­ბუ­ლია ჯა­ზით, უკ­რავს თით­ქმის ყვე­ლა ინ­სტრუ­მენტზე. ჟას­მინ­მა და ტო­მა­სმა ერ­თმა­ნე­თი ერთ-ერთ მუ­სი­კა­ლურ ბარ­ში გა­იც­ნეს და და­მე­გობ­რდნენ. მა­ლე­ვე გაჩ­ნდა იდეა, რომ ერ­თობ­ლივ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე ემუ­შა­ვათ.

"ლა­და­ნი­ვას“ პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი 2023 წელს გა­მო­ვი­და. ჯგუფს "ლა­და­ნი­ვა" რუ­სუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის, ნი­ვას გამო და­არ­ქვეს - ნი­ვას ყველ­გან­მა­ვალს უწო­დე­ბენ და ამით "ლა­და­ნი­ვას" წევ­რე­ბი თა­ვი­ანთ გულ­შე­მატ­კი­ვარს მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ თვი­თო­ნაც მივ­ლენ ყველ­გან ეთნო მუ­სი­კის ნი­მუ­შე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე ამ­ჯე­რად ჩვენს ქვე­ყა­ნას ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე წა­რად­გენს სიმ­ღე­რით - Firefighter. სიმ­ღე­რის მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის ავ­ტო­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი დარ­კო დი­მიტ­რო­ვი და მუ­სი­კო­სი ადა სატ­კა არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
5

რა არი ამაში მოსაწონი ? 

ნინო
1

ჩვენ სიმღერაში კიდე არანაირი იდენტობა ქართულთან.....ძალად ბიონსე(((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ლადანივა" - ფრანგულ-სომხური დუეტი, რომელიც "ევროვიზიაზე" სომხეთს წარადგენს: რა არის ცნობილი მუსიკოსებზე, რომლებმაც ქართველები მონუსხეს

"ლადანივა" - ფრანგულ-სომხური დუეტი, რომელიც "ევროვიზიაზე" სომხეთს წარადგენს: რა არის ცნობილი მუსიკოსებზე, რომლებმაც ქართველები მონუსხეს

"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე მიმდინარე წელს სომხეთს ჯგუფი სახელად LADANIVA წარადგენს. ჯგუფი ორი ადამიანისგან შედგება. ესენი არიან მომღერალი ჟაკლინ ბაღდასარიანი და ფრანგი ინსტრუმენტალისტი, ლუის ტომასი.

"ლადანივა" კონკურსზე სიმღერას სახელად Jako შეასრულებს. სიმღერაზე გადაღებული ვიდეო რგოლი უკვე გამოქვეყნდა და საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა.

სიმღერა გუშინ, 14 მარტს გამოქვეყნდა და უკვე Youtube-ზე 800 000 ნახვა აქვს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/_6xfmW0Fc40?si=2fUxLZGQUgrYqzJH" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

სიმღერა განსაკუთრებით საქართველოში მოეწონათ და საინტერესოა, რომ სოციალური ქსელის ქართულ სივრცეში LADANIVA განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. წერენ როგორც დადებით შეფასებებს, ასევე კრიტიკულსაც.

ზოგიერთს ბოლივუდი გაახსენდა, ზოგსაც ენთო ელემენტები მოეწონა, სხვების აზრით კი მომღერლის ენერგეტიკა მომნუსხველია, ზოგმაც ჯგუფს სახელი დაუწუნა, რადგან ის რუსული მანქანის, ნივას შთაგონებითაა შექმნილი.

  • რა არის ცნობილი "ლადანივას" შესახებ?

"ლადანივა“ ფრანგულ სომხური ჯგუფია, რომელიც 2010 წელს ქალაქ ლილში დაარსდა. მათი მუსიკალური სტილი შთაგონებულია მუსიკით მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი ტრადიციული ბალკანური სიმღერებით და სომხური ფოლკორით.

რაც შეეხება მის წევრებს:

1999 წელს სომხეთში დაბადებული ჟაკლინ ბაღდასარიანი ბელარუსში, მინსკში გაიზარდა, საიდანაც 2014 წელს დედასთან ერთად, ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. დამთავრებული აქვს ლილის კონსერვატორია.

ტომასი ფრანგია, ის ლილში 1987 წელს დაიბადა, მუსიკოსების ოჯახიდანაა. გატაცებულია ჯაზით, უკრავს თითქმის ყველა ინსტრუმენტზე. ჟასმინმა და ტომასმა ერთმანეთი ერთ-ერთ მუსიკალურ ბარში გაიცნეს და დამეგობრდნენ. მალევე გაჩნდა იდეა, რომ ერთობლივ მუსიკალურ პროექტებზე ემუშავათ.

"ლადანივას“ პირველი ალბომი 2023 წელს გამოვიდა. ჯგუფს "ლადანივა" რუსული ავტომობილის, ნივას გამო დაარქვეს - ნივას ყველგანმავალს უწოდებენ და ამით "ლადანივას" წევრები თავიანთ გულშემატკივარს მიანიშნებენ, რომ თვითონაც მივლენ ყველგან ეთნო მუსიკის ნიმუშების შესაგროვებლად.

რაც შეეხება საქართველოს, "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე ამჯერად ჩვენს ქვეყანას ნუცა ბუზალაძე წარადგენს სიმღერით - Firefighter. სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი კომპოზიტორი და პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან.