პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოინგის" ექსთანამშრომელი, რომელიც ამბობდა, რომ თვითმფრინავებს "არასტანდარტული ნაწილებისგან" აწყობდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ის დაკითხვაზე უნდა მისულიყო, თუმცა...
"ბოინგის" ექსთანამშრომელი, რომელიც ამბობდა, რომ თვითმფრინავებს "არასტანდარტული ნაწილებისგან" აწყობდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ის დაკითხვაზე უნდა მისულიყო, თუმცა...

ამე­რი­კუ­ლი სა­ა­ვი­ა­ციო კომ­პა­ნი­ის, "ბო­ინ­გის" ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჯონ ბარ­ნე­ტი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ჩარლსტო­ნის ოლ­ქის სა­სა­მარ­თლომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ორ­შა­ბათს და­ა­დას­ტუ­რა.

მომ­ხდარს პო­ლი­ცია იძი­ებს. ჯონ ბარ­ნე­ტი Boeing-ში 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, 2017 წელს კი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იგი სა­სა­მარ­თლო­ში კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას აძ­ლევ­და.

  • 2019 წელს, ბარ­ნეტ­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ზე­წო­ლის ქვეშ მყო­ფი მუ­შე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აწყობ­დნენ არას­ტან­დარ­ტულ ნა­წი­ლებს თვითმფრი­ნა­ვის­თვის. ასე­ვე ამ­ტკი­ცებ­და, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო ჟანგბა­დის სის­ტე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რაც ნიშ­ნავ­და, რომ ყო­ვე­ლი მე­ო­თხე სუნ­თქვის ნი­ღა­ბი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვერ იმუ­შა­ვებ­და. მისი თქმით, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, არას­ტან­დარ­ტუ­ლი ნა­წი­ლე­ბიც კი ამო­ი­ღეს ჯარ­თის ურ­ნე­ბი­დან და და­ა­მონ­ტა­ჟეს თვითმფრი­ნა­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც შენ­დე­ბო­და სა­წარ­მოო ხა­ზის შე­ფერ­ხე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

ბარ­ნე­ტის ბრალ­დე­ბებს კომ­პა­ნია უარ­ყოფ­და. თუმ­ცა, აშშ-ის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის, ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (FAA) 2017 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა მოკ­ვლე­ვის შე­დე­გი, რი­თაც დას­ტურ­დე­ბო­და ხარ­ვე­ზე­ბი.

პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ, ბარ­ნეტ­მა წა­მო­ი­წყო ხან­გრძლი­ვი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს, იგი ჩარლსტონ­ში, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის­თვის იმ­ყო­ფე­ბო­და. მას და­კი­თხვა შა­ბათს უნდა გა­ევ­ლო, თუმ­ცა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს თა­ვის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში, სას­ტუმ­როს ავ­ტო­სად­გომ­ზე.

ბარ­ნე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას Boeing-ი გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ვწუხ­ვართ ბა­ტო­ნი ბარ­ნე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი მის ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თა­ნაა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ბო­ინ­გი - ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­ა­ვი­ა­ციო და თავ­დაც­ვის ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბე­ლი კორ­პო­რა­ცი­აა. იგი უმ­სხვი­ლე­სი გლო­ბა­ლუ­რი თვითმფრი­ნა­ვე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლია შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ასე­ვე მე­ო­რე უმ­სხვი­ლე­სი სა­ჰა­ე­რო და თავ­დაც­ვის პრო­ექ­ტე­ბის კონ­ტრაქ­ტო­რი მსოფ­ლი­ო­ში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიიიი
3

მოიცა ეგეთებები მარტო რუსეთში არ ხდება? აბა შუქურაო?

.
18

ხო,აბა გაუჭირდებოდა ბოინგს ნაწილების შოვნა:)

ავტორი:

"ბოინგის" ექსთანამშრომელი, რომელიც ამბობდა, რომ თვითმფრინავებს "არასტანდარტული ნაწილებისგან" აწყობდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ის დაკითხვაზე უნდა მისულიყო, თუმცა...

"ბოინგის" ექსთანამშრომელი, რომელიც ამბობდა, რომ თვითმფრინავებს "არასტანდარტული ნაწილებისგან" აწყობდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ის დაკითხვაზე უნდა მისულიყო, თუმცა...

ამერიკული საავიაციო კომპანიის, "ბოინგის" ყოფილი თანამშრომელი ჯონ ბარნეტი გარდაცვლილი იპოვეს. ჩარლსტონის ოლქის სასამართლომ მისი გარდაცვალება ორშაბათს დაადასტურა.

მომხდარს პოლიცია იძიებს. ჯონ ბარნეტი Boeing-ში 32 წლის განმავლობაში მუშაობდა, 2017 წელს კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პენსიაზე გავიდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი სასამართლოში კომპანიის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა.

  • 2019 წელს, ბარნეტმა BBC-ს განუცხადა, რომ ზეწოლის ქვეშ მყოფი მუშები მიზანმიმართულად აწყობდნენ არასტანდარტულ ნაწილებს თვითმფრინავისთვის. ასევე ამტკიცებდა, რომ სერიოზული პრობლემები იყო ჟანგბადის სისტემებთან დაკავშირებითაც, რაც ნიშნავდა, რომ ყოველი მეოთხე სუნთქვის ნიღაბი საგანგებო სიტუაციებში ვერ იმუშავებდა. მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, არასტანდარტული ნაწილებიც კი ამოიღეს ჯართის ურნებიდან და დაამონტაჟეს თვითმფრინავებზე, რომლებიც შენდებოდა საწარმოო ხაზის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

ბარნეტის ბრალდებებს კომპანია უარყოფდა. თუმცა, აშშ-ის მარეგულირებლის, ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) 2017 წელს გამოაქვეყნა მოკვლევის შედეგი, რითაც დასტურდებოდა ხარვეზები.

პენსიაზე გასვლის შემდეგ, ბარნეტმა წამოიწყო ხანგრძლივი სასამართლო პროცესი კომპანიის წინააღმდეგ. გარდაცვალების დროს, იგი ჩარლსტონში, ამ საქმესთან დაკავშირებული გამოკითხვისთვის იმყოფებოდა. მას დაკითხვა შაბათს უნდა გაევლო, თუმცა არ გამოჩენილა. მოგვიანებით იგი გარდაცვლილი იპოვეს თავის სატვირთო მანქანაში, სასტუმროს ავტოსადგომზე.

ბარნეტის გარდაცვალებას Boeing-ი გამოეხმაურა: "ვწუხვართ ბატონი ბარნეტის გარდაცვალების გამო. ჩვენი ფიქრები მის ოჯახთან და მეგობრებთანაა", - ნათქვამია განცხადებაში.

  • ბოინგი - ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო და თავდაცვის ტექნიკის მწარმოებელი კორპორაციაა. იგი უმსხვილესი გლობალური თვითმფრინავების მწარმოებელია შემოსავლების მიხედვით, ასევე მეორე უმსხვილესი საჰაერო და თავდაცვის პროექტების კონტრაქტორი მსოფლიოში.