პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრინცესამ ჰისტერექტომია გაიკეთა" - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონზე, რომლის "გაუჩინარების" ამბავიც კვლავ იდუმალებითაა მოცული
"პრინცესამ ჰისტერექტომია გაიკეთა" - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონზე, რომლის "გაუჩინარების" ამბავიც კვლავ იდუმალებითაა მოცული

მრა­ვა­ლი ვა­რა­უ­დი­სა და "შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის“ ფონ­ზე, ქეით მიდლტო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კი­დევ ერთი ახა­ლი ვერ­სია გავ­რცელ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უელ­სის პრინ­ცე­სა 2023 წლის დე­კემ­ბრის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რო­გორც კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში იყო ნათ­ქვა­მი, პრინ­ცე­სამ იან­ვარ­ში მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა.

  • მას შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა უამ­რა­ვი ვერ­სია ქე­ი­თის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი "გაქ­რო­ბის“ შე­სა­ხებ.

ქეით მიდლტო­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ აჩენს კი­თხვებს. უფრო მე­ტიც, ბრი­ტა­ნე­ლებს ახლა ჰგო­ნი­ათ, რომ უელ­სის პრინ­ცე­სას ოფი­სი მათ სუ­ლე­ლე­ბად აღიქ­ვამს. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც პრინ­ცე­სამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ფო­ტო­შო­პით უხე­შად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ამის გამო შემ­დეგ თა­ვის მარ­თლე­ბა მო­უ­წია.

  • ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მი­ვი­და მიდლტო­ნი სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­დამ­დე.

იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლემ ქე­ი­თის ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. "ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, უელ­სის პრინ­ცე­სა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დარ­ჩე­ბა 10-14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბა, რათა გა­აგ­რძე­ლოს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი. ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ის აღ­დგო­მამ­დე და­უბ­რუნ­დეს სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბებს“, - ეს არის ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­მე­ფო ოჯახ­მა ქე­ი­თის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბა.

  • მე­დი­ა­ში ახ­ლა­ხან ქე­ი­თის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და:

"ქე­ი­თი ნამ­დვი­ლად ცო­ცხა­ლია. ამ­ბო­ბენ, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­და ჰის­ტე­რექ­ტო­მი­ის (საშ­ვი­ლოს­ნოს ამო­ღე­ბის ოპე­რა­ცია) შემ­დეგ", - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

კი­დევ ერთი და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქე­ითს ჩა­უ­ტარ­და ნი­სე­ნის ან­ტი­რეფ­ლუქ­სის ოპე­რა­ცია. მას მძი­მე ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და სა­ში­ნე­ლი ტოქ­სი­კო­ზით, ამის შე­სა­ხებ ბევ­რი და­ი­წე­რა. ყვე­ლა­ზე ბო­რო­ტი ჭორი კი ის არის, რომ ასე­თი ტოქ­სი­კო­ზი ბუ­ლე­მი­ამ გა­მო­იწ­ვია“, - წერს მე­დია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სენაკელი
3

ასეთ ასაკში არაა სახარბიელო-ესენი მაინც გადიან სკრინინგს და რატომ?ან რა დონის ოპერაცია იყო 2 კვირით ვინ რჩება კლინიკაში

ქართველი
5

და რამ აღაშფოთა ბრიტანელები? კბილი და საშვილოსნო გაზეთში გამოჭენების გარეშე ვერ უნდა ამოიღოს ადამიანმა?! ვააახ.

ავტორი:

"პრინცესამ ჰისტერექტომია გაიკეთა" - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონზე, რომლის "გაუჩინარების" ამბავიც კვლავ იდუმალებითაა მოცული

"პრინცესამ ჰისტერექტომია გაიკეთა" - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონზე, რომლის "გაუჩინარების" ამბავიც კვლავ იდუმალებითაა მოცული

მრავალი ვარაუდისა და "შეთქმულების თეორიების“ ფონზე, ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კიდევ ერთი ახალი ვერსია გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ უელსის პრინცესა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ საზოგადოებაში არ გამოჩენილა. როგორც კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ განცხადებაში იყო ნათქვამი, პრინცესამ იანვარში მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა.

  • მას შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი ვერსია ქეითის იდუმალებით მოცული "გაქრობის“ შესახებ.

ქეით მიდლტონის მდგომარეობა კვლავ აჩენს კითხვებს. უფრო მეტიც, ბრიტანელებს ახლა ჰგონიათ, რომ უელსის პრინცესას ოფისი მათ სულელებად აღიქვამს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრინცესამ "ინსტაგრამზე" ფოტოშოპით უხეშად დამუშავებული სურათი გამოაქვეყნა და ამის გამო შემდეგ თავის მართლება მოუწია.

  • ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა მიდლტონი საოპერაციო მაგიდამდე.

იანვრის შუა რიცხვებში კენსინგტონის სასახლემ ქეითის ოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. "ოპერაცია წარმატებით დასრულდა და სავარაუდოდ, უელსის პრინცესა საავადმყოფოში დარჩება 10-14 დღის განმავლობაში, სანამ სახლში დაბრუნდება, რათა გააგრძელოს გამოჯანმრთელების პროცესი. ამჟამინდელი სამედიცინო რჩევებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის აღდგომამდე დაუბრუნდეს საჯარო მოვალეობებს“, - ეს არის ყველაფერი, რაც სამეფო ოჯახმა ქეითის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას აცნობა.

  • მედიაში ახლახან ქეითის ჯანმრთელობის შესახებ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა:

"ქეითი ნამდვილად ცოცხალია. ამბობენ, რომ გამოჯანმრთელდა ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამოღების ოპერაცია) შემდეგ", - წერს დასავლური მედია.

კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქეითს ჩაუტარდა ნისენის ანტირეფლუქსის ოპერაცია. მას მძიმე ორსულობა ჰქონდა საშინელი ტოქსიკოზით, ამის შესახებ ბევრი დაიწერა. ყველაზე ბოროტი ჭორი კი ის არის, რომ ასეთი ტოქსიკოზი ბულემიამ გამოიწვია“, - წერს მედია.