2022 წლის ბოლოს, შეერთებული შტატები ელოდა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ბაიდენის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ის, რამაც ბაიდენის ადმინისტრაცია მიიყვანა ასეთ შეფასებამდე, იყო არა ერთი ინდიკატორის, არამედ მოვლენების, ანალიზისა და, რაც მთავარია, ახალი დაზვერვის ერთობლიობა.
”ასე გვჯეროდა და ვფიქრობ, რომ ჩვენი უფლებაა, მკაცრად მოვემზადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. შიში არ იყო მხოლოდ ჰიპოთეტური - ის ასევე ეფუძნებოდა გარკვეულ ინფორმაციას, რომელსაც ვფლობდით. იძულებულები ვიყავით, დაგვეგეგმა როგორ მოვიქცეოდით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ატომურ იარაღს ნამდვილად გამოიყენებდა", - განაცხადა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, 2022 წლის შემოდგომამდე, ეროვნული უშიშროების საბჭომ შეხვედრა რამდენჯერმე გამართა.
გარდა ამისა, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ უკრაინაზე ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა რუს ოფიციალურ პირებს შორის განიხილებოდა. CNN-ის წყარომ თქვა, რომ არსებობდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დისკუსიები იყო „რუსული სისტემის ქვედა დონეზე“.
თუმცა, აშშ-ის დაზვერვას არ აღმოუჩენია იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას ნამდვილად აპირებდა.
როგორი სევდიანი გამოხედვა აქვს. ენატრება კასპი, მეტეხი. მტკვარზე ბანაობა
არ მეგონა, თუ დასავლეთი ასეთი ქვეშა-ვია იყო. სამწუხაროდ პუტინი საქმეს მიიყვანს ბოლომდე. მსოფლიოში დამკვიდრდება მრავალ საუკუნოვანი დიქტატურა. დარჩება მშიშარა პატარა დემოკრატიული სამყარო. რომელსაც შეისრუტავს რეგიონალური დიქტატორები..
იოსებ ბესოს-ძე ჯუღაშვილი: (სოვეტსკი ნაროდ ედინი ნაროდ. ნო პასტორტე პიშიტე ნაციონალნოსტ. კოგდა ზახოჩიმ პერეიბუტ დრუგ-დრუგა.) მცირე ერები გაქრება ან შეერწყმება დიდს.(რუსეთის მაგალითი. ფანჩულიძე-ფანჩულოვ, ბარათაშვილი ბარათოვ, თარხნიშვილი თარხანოვ, ციციშვილი ციციანოვ, გურიელი გურიელოვ ბეჟანიძე ბეჟანოვ---უსასრულოდ შეიძლება ჩამოთვლა). რუსულად პაკა.