თბილისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. სატვირთო ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. სატვირთოს მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.