მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსებმა ოდესას იმ დროს დაარტყეს, როცა ქალაქში საბერძნეთის პრემიერი და ზელენსკი იმყოფებოდნენ - რას ამბობს მომხდარზე უკრაინის პრეზიდენტი?
რუსებმა ოდესას იმ დროს დაარტყეს, როცა ქალაქში საბერძნეთის პრემიერი და ზელენსკი იმყოფებოდნენ - რას ამბობს მომხდარზე უკრაინის პრეზიდენტი?

რუ­სე­ბი ან ჭკუ­ი­დან შე­ი­შალ­ნენ ან სა­ერ­თოდ არ აკონ­ტრო­ლე­ბენ, რას აკე­თებს მათი ტე­რო­რის­ტუ­ლი არ­მია. ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ოდე­სა­ზე რუ­სე­თის სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა­ზე იმ მო­მეტ­ში, რო­დე­საც ის ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კის­თან შე­სახ­ვედ­რად.

“და­ვი­ნა­ხეთ დღეს ეს დარ­ტყმა. ხე­დავთ, ვის­თან გვაქვს საქ­მე. მათ­თვის სულ ერ­თია სად და­არ­ტყან. კონ­კრე­ტუ­ლად ყვე­ლა დე­ტა­ლი ჯერ არ ვიცი, მაგ­რამ ვიცი, რომ არის მსხვერ­პლი, არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი, არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი…

მათ­თვის [რუ­სე­თის­თვის] სულ ერ­თია - სამ­ხედ­რო­ე­ბი არი­ან, თუ სა­მო­ქა­ლა­ქო­ე­ბი, ვინც არ უნდა იყოს. სა­ერ­თა­შორ­სო სტუმ­რე­ბიც არი­ან დღეს [ოდე­სა­ში]. ამ ხალ­ხის­თვის სულ ერ­თია. ისი­ნი ან ჭკუ­ი­დან შე­ი­შალ­ნენ, ან არ აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­ერ­თოდ რას აკეთბს მათი ტე­რო­რის­ტუ­ლი არ­მია. აი ამას ვხე­და­ვათ”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნას სა­ჰა­ე­რო დაც­ვის სის­ტემ­ბი სჭირ­დე­ბა.

სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თა­ვის მხრივ აღ­ნიშ­ნა, რომ აფეთ­ქე­ბა მათ­გან ახ­ლოს მოხ­და.

“პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი და მისი შტა­ბი გვაჩ­ვე­ნებ­და და გვიხ­სნი­და პორ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას და იმას, თუ რა კეთ­დე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზღვაო გზის აღ­სად­გე­ნად და გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და რა ზი­ა­ნი მი­ი­ღო მან თავ­დას­ხმე­ბის დროს. უკვე სულ ბო­ლოს სი­რე­ნე­ბის ხმა და აფეთ­ქე­ბე­ბი გა­ვი­გეთ, რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო. და­ცულ ად­გილ­ში გას­ვლა ვერ მო­ვას­წა­რით, ეს ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო”, - გა­ნა­ცხა­და მი­ცო­ტა­კის­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnn
1

არა და სულ ვიძახოდი რაღაც საეჭვოდ გადაეკიდა პუტინი საბერძნეთის პრემიერ მინისტრსა და ვოლოდიმერ ზ-ს და ეგეე.

ნინორე
5

ეგ უკრაინელების გასროლილი ბომბია ზელენსკის ბრძანებით,აჩვენა ბერძენს აი რა დღეში ვართ,დაგვეხმარე ცოტა,თავის მოპარულ მილიარდებს ხომ არ მოაკლებს ზელე,ცოლი გაუბრაზდება.

ავტორი:

რუსებმა ოდესას იმ დროს დაარტყეს, როცა ქალაქში საბერძნეთის პრემიერი და ზელენსკი იმყოფებოდნენ - რას ამბობს მომხდარზე უკრაინის პრეზიდენტი?

რუსებმა ოდესას იმ დროს დაარტყეს, როცა ქალაქში საბერძნეთის პრემიერი და ზელენსკი იმყოფებოდნენ - რას ამბობს მომხდარზე უკრაინის პრეზიდენტი?

რუსები ან ჭკუიდან შეიშალნენ ან საერთოდ არ აკონტროლებენ, რას აკეთებს მათი ტერორისტული არმია. ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე იმ მომეტში, როდესაც ის ქალაქში იმყოფებოდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შესახვედრად.

“დავინახეთ დღეს ეს დარტყმა. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე. მათთვის სულ ერთია სად დაარტყან. კონკრეტულად ყველა დეტალი ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არის მსხვერპლი, არიან დაღუპულები, არიან დაჭრილები…

მათთვის [რუსეთისთვის] სულ ერთია - სამხედროები არიან, თუ სამოქალაქოები, ვინც არ უნდა იყოს. საერთაშორსო სტუმრებიც არიან დღეს [ოდესაში]. ამ ხალხისთვის სულ ერთია. ისინი ან ჭკუიდან შეიშალნენ, ან არ აკონტროლებენ საერთოდ რას აკეთბს მათი ტერორისტული არმია. აი ამას ვხედავათ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანას საჰაერო დაცვის სისტემბი სჭირდება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ აფეთქება მათგან ახლოს მოხდა.

“პრეზიდენტი ზელენსკი და მისი შტაბი გვაჩვენებდა და გვიხსნიდა პორტის მნიშვნელობას და იმას, თუ რა კეთდება უკრაინული საზღვაო გზის აღსადგენად და გასაძლიერებლად და რა ზიანი მიიღო მან თავდასხმების დროს. უკვე სულ ბოლოს სირენების ხმა და აფეთქებები გავიგეთ, რომლებიც ჩვენგან ძალიან ახლოს იყო. დაცულ ადგილში გასვლა ვერ მოვასწარით, ეს ძალიან ამაღელვებელი გამოცდილება იყო”, - განაცხადა მიცოტაკისმა.