პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადგან ქართულ სიმღერებს ხშირად ვუსმენ, ეს ენა უკვე მშობლიურივით არის ჩემთვის" - ვინ არის ჩერქეზი ახალგაზრდა, რომლის ქართულად ნამღერს ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა?
"რადგან ქართულ სიმღერებს ხშირად ვუსმენ, ეს ენა უკვე მშობლიურივით არის ჩემთვის" - ვინ არის ჩერქეზი ახალგაზრდა, რომლის ქართულად ნამღერს ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

ორი დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ადი­ღე­ლი მომ­ღერ­ლის, ას­ტე­მირ აპა­ნა­სო­ვის ვი­დეო, რო­მელ­შიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის კომ­პო­ზი­ტორ ეთერ ჭე­ლი­ძის ცნო­ბილ ქარ­თულ ჰიტს "მაღ­ლა მაღ­ლა რომ დაფ­რი­ნავ...“

ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში ვკი­თხუ­ლობთ, - ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის, ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა არ­ტის­ტმა, ადი­ღელ­მა ას­ტე­მირ აპა­ნა­სოვ­მა ამ­ჯე­რად მსმე­ნე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ცოდ­ნით გა­ა­ო­ცაო.

უცხო­ე­ლე­ბის არ ვი­ცით და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კი ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ადი­ღე­ლი ბი­ჭის მიერ უაქ­ცენ­ტო ქარ­თუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა. რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი, ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლი, ას­ტე­მირს კო­მენ­ტა­რებ­ში უწერს:

"რა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უნდა იყო, რომ უნაკ­ლოდ იმ­ღე­რო ქარ­თუ­ლად, ისე რომ არ იყო ქარ­თვე­ლი! ჩემო ძვირ­ფა­სო, შენ ბრწყინ­ვა­ლე ხარ! ვინც ბო­ლომ­დე არ მო­უს­მენს, დიდ სუ­ლი­ერ სი­ლა­მა­ზეს და­კარ­გავს! მიყ­ვარ­ხარ, ვა­მა­ყობ შე­ნით, მად­ლო­ბა რომ მღე­რი ჩემს მშობ­ლი­ურ ენა­ზე.“

თუმ­ცა ეს ას­ტე­მი­რის­თვის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ ყო­ფი­ლა. რო­გორც მო­ვი­ძი­ეთ, 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლის სოლო კონ­ცერ­ტზე დუ­ეტ­ში "ან­გე­ლო­ზად მოხ­ვალ“ იმ­ღე­რა.

  • ვინ არის ას­ტე­მირ აპა­ნა­სო­ვი

ას­ტე­მი­რი 1989 წლის 21 სექ­ტემ­ბერს ნალ­ჩიკ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და-ძმას­თან, ალ­ბი­ნას­თან და ალიმ­თან ერ­თად, ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში. ის ეროვ­ნე­ბით ჩერ­ქე­ზია და ბავ­შვო­ბა­ში დიდ დროს ატა­რებ­და დე­დის ნა­თე­სა­ვებ­თან ადი­ღე­ის დე­და­ქა­ლაქ მა­ი­კოპ­ში.

აპა­ნა­სო­ვე­ბის მშობ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მღე­როდ­ნენ ან­სამ­ბლ "ყა­ბარ­დინ­კა­ში“, ში­ნაც ხში­რად აწყობ­დნენ მუ­სი­კა­ლურ სა­ღა­მო­ებს, რო­მელ­შიც შვი­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამ დროს ას­ტე­მი­რი თურ­მე ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა მღე­რო­და.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნალ­ჩი­კის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ ამის­თვის ჩა­სა­რი­ცხად ქრთა­მი მოს­თხო­ვეს. რის შემ­დე­გაც მა­მას­თან ერ­თად, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

  • მუ­სი­კა და შე­მოქ­მე­დე­ბა

ას­ტე­მირ­მა სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა ექ­ვსი წლის ასა­კი­დან და­ი­წყო. ბიჭი ჯერ ძმას­თან ალიმ­თან ერ­თად გა­მო­დი­ო­და, შემ­დეგ მარ­ტო დარ­ჩა. მისი პრო­დი­უ­სე­რის ფუნ­ქცი­ებს კი მამა ითავ­სებ­და. ხან­და­ხან სცე­ნა­ზე ბავ­შვთან ერ­თად დე­დაც იდგა და მღე­რო­და. მშობ­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნეს დიდი მან­ქა­ნა სპექ­ტაკ­ლებ­ზე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და კოს­ტი­უ­მე­ბის გა­და­სა­ტა­ნად და გზა­ზე კი შვი­ლებს სკო­ლის­თვის ამე­ცა­დი­ნებ­დნენ, რად­გან ხში­რად უწევ­დათ გაც­დე­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოს­კოვ­ში გა­და­სუ­ლი ას­ტე­მი­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში, გა­მო­დი­ო­და კონ­ცერ­ტებ­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წელ­ში გა­და­წყვი­ტა სოლო კა­რი­ე­რა და­ე­წყო.

და­წე­რა ორი­გი­ნა­ლუ­რი ლექ­სე­ბი, მე­ლო­დი­ე­ბი და თავ­და­პირ­ვე­ლად კერ­ძო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და. ასე რომ, მას მეტი დრო და ენერ­გია ჰქონ­და შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის. მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებ­ში ხში­რად ჰყვე­ბო­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს: მა­გა­ლი­თად, მის რე­პერ­ტუ­არ­შია კომ­პო­ზი­ცია, რომ­ლე­ბიც ეძღვნე­ბა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს ლი­ა­ნას და მის ქა­ლიშ­ვილ სა­ფი­ნას. თა­ვის მე­ლო­დი­ებ­ში აერ­თი­ა­ნებს პო­პუ­ლა­რულ და ეთნო მუ­სი­კას.

ის რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­დის კავ­კა­სი­უ­რი და რუ­სუ­ლი დი­ას­პო­რე­ბის წი­ნა­შე საფ­რან­გეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ბელ­გი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, აშშ-სა და ჩი­ნეთ­ში. აპა­ნა­სო­ვი სცე­ნა­ზე გა­მო­დის ჰი­ტე­ბის ქა­ვერ ვერ­სი­ით და ორი­გი­ნა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი­თაც.

არ­ტის­ტის დის­კოგ­რა­ფი­ა­ში შე­დის სიმ­ღე­რე­ბი 13 ენა­ზე. ის ცდი­ლობს უცხო სი­ტყვე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად გა­მოთ­ქვას, რო­გორც ეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შემ­თხვე­ვა­შია. ამ­ბობს, რომ ყუ­რა­დღე­ბით სწავ­ლობს ტექსტს, შემ­დეგ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­დის იმ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რა ენა­ზეც უნდა იმ­ღე­როს. არ­ტის­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ კარგ მუ­სი­კას ეროვ­ნე­ბა არ აქვს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ას­ტე­მი­რი ხში­რად მღე­რის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, იგი უხამ­სად მი­იჩ­ნევს რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხილ­ვას ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში. მომ­ღე­რა­ლი დიდი ხნის წინ და­შორ­და მე­უღ­ლეს, ეროვ­ნე­ბით ჩეჩენ ზა­ლი­ნა ამა­გო­ვას. აღი­ა­რებს, რომ ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად ეძებს გულ­წრფელ და ხა­ლი­სი­ან გო­გო­ნას, რო­მე­ლიც მი­ი­ღებს სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას­თან ერ­თად.

ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ambebi.ge ას­ტე­მირს და­უ­კავ­შირ­და. გვინ­დო­და იმ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა დაგ­ვეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, ვინც მომ­ღერ­ლის უაქ­ცენ­ტოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნამ­ღე­რი მო­ის­მი­ნა, გა­ი­ზი­ა­რა და და­ინ­ტე­რეს­და, რა აკავ­ში­რებ­და ადი­ღე­ელ ბიჭს სა­ქარ­თვე­ლოს­თან...

- ას­ტე­მირ, რა იცით სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ ეს სიმ­ღე­რა?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა და მუ­სი­კა. მოს­კოვ­ში ყოფ­ნი­სას დავ­დი­ო­დი ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის, "ერი­სი­ო­ნის,“ "მგზავ­რე­ბის“ და სხვა ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კონ­ცერ­ტებ­ზე. ჩერ­ქე­ზებ­სა და ქარ­თვე­ლებს ბევ­რი რამ აქვთ სა­ერ­თო, მა­გა­ლი­თად, მდი­და­რი ის­ტო­რია. ეს სიმ­ღე­რა შემ­თხვე­ვით მო­ვის­მი­ნე ინ­ტერ­ნეტ­ში ჯგუფ "გორ­დე­ლას“ შეს­რუ­ლე­ბით და პირ­ვე­ლი­ვე ნო­ტი­დან შე­მიყ­ვარ­და. რამ­დე­ნი­მე წელი ყურ­სას­მე­ნე­ბით ვუს­მენ­დი. ამას წი­ნათ, უბ­რა­ლოდ, ვი­ჯე­ქი და ვიმ­ღე­რე... მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­გან ასეთ თბილ რე­აქ­ცი­ას არ ვე­ლო­დი, ეს კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს ჩემს სიყ­ვა­რულს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ.

- იც­ნობთ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს, ვინც რუ­სეთ­ში მღე­რი­ან?

- ვიც­ნობ და ვმე­გობ­რობ ეთე­რი ბე­რი­აშ­ვილ­თან, ის ქვეყ­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ხმაა. და­ნარ­ჩე­ნი ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მაგ­რამ ბევ­რს "ვა­ფო­ლო­ვებ“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მა­გა­ლი­თად, მა­რი­ამ ელი­აშ­ვილს...

- ას­ტე­მირ, რო­გორ მღე­რი ასე­თი კარ­გად ქარ­თუ­ლად, რო­დე­საც ენა არ გეს­მით. იცით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი აზი­ა­რებს თქვენს სიმ­ღე­რას?

- ჩერ­ქე­ზუ­ლი ენა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ენაა და მის შემ­დეგ, ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი ბგე­რის წარ­მოთ­ქმა შე­გიძ­ლი­ათ და რად­გან ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ხში­რად ვუს­მენ, ეს ენა უკვე მშობ­ლი­უ­რი­ვით არის ჩემ­თვის. ალ­ბათ ამი­ტომ არ გა­მი­ჭირ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბებს, დიახ, შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ. ჯერ ვერ შე­ვა­ფა­სებ ამ სიმ­ღე­რის გა­ზი­ა­რე­ბე­ბის მას­შტა­ბებს, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა, ყო­ვე­ლი თბი­ლი სი­ტყვა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათელა
0

საუკეთესო ხარ.გაიხარე

ელგუჯა
0

ჩრდილო კავკასიელები თითქმის ყველა ქართველების მონათესავე ერებია,ოღონდ რამდენიმე ათასი წელი იზოლიორებულად ცხოვრებამ, ენათა შორის სხვაობა წარმოშვა...

ავტორი:

"რადგან ქართულ სიმღერებს ხშირად ვუსმენ, ეს ენა უკვე მშობლიურივით არის ჩემთვის" - ვინ არის ჩერქეზი ახალგაზრდა, რომლის ქართულად ნამღერს ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

"რადგან ქართულ სიმღერებს ხშირად ვუსმენ, ეს ენა უკვე მშობლიურივით არის ჩემთვის" - ვინ არის ჩერქეზი ახალგაზრდა, რომლის ქართულად ნამღერს ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ადიღელი მომღერლის, ასტემირ აპანასოვის ვიდეო, რომელშიც არაჩვეულებრივად მღერის კომპოზიტორ ეთერ ჭელიძის ცნობილ ქართულ ჰიტს "მაღლა მაღლა რომ დაფრინავ...“

ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, - ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის დამსახურებულმა არტისტმა, ადიღელმა ასტემირ აპანასოვმა ამჯერად მსმენელი ქართული სიმღერის ცოდნით გააოცაო.

უცხოელების არ ვიცით და ქართველებისთვის კი ნამდვილად მოულოდნელი იყო ადიღელი ბიჭის მიერ უაქცენტო ქართულით შესრულებული სიმღერა. რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალი, ეთერ ბერიაშვილი, ასტემირს კომენტარებში უწერს:

"რა ნიჭიერი ადამიანი უნდა იყო, რომ უნაკლოდ იმღერო ქართულად, ისე რომ არ იყო ქართველი! ჩემო ძვირფასო, შენ ბრწყინვალე ხარ! ვინც ბოლომდე არ მოუსმენს, დიდ სულიერ სილამაზეს დაკარგავს! მიყვარხარ, ვამაყობ შენით, მადლობა რომ მღერი ჩემს მშობლიურ ენაზე.“

თუმცა ეს ასტემირისთვის პირველი ქართული სიმღერა არ ყოფილა. როგორც მოვიძიეთ, 2022 წლის სექტემბერში ეთერ ბერიაშვილის სოლო კონცერტზე დუეტში "ანგელოზად მოხვალ“ იმღერა.

  • ვინ არის ასტემირ აპანასოვი

ასტემირი 1989 წლის 21 სექტემბერს ნალჩიკში დაიბადა და გაიზარდა და-ძმასთან, ალბინასთან და ალიმთან ერთად, ხელოვანების ოჯახში. ის ეროვნებით ჩერქეზია და ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა დედის ნათესავებთან ადიღეის დედაქალაქ მაიკოპში.

აპანასოვების მშობლები ახალგაზრდობაში მღეროდნენ ანსამბლ "ყაბარდინკაში“, შინაც ხშირად აწყობდნენ მუსიკალურ საღამოებს, რომელშიც შვილებიც მონაწილეობდნენ. ამ დროს ასტემირი თურმე ყველაზე ხმამაღლა მღეროდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ნალჩიკის ჩრდილო კავკასიის ხელოვნების ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ ამისთვის ჩასარიცხად ქრთამი მოსთხოვეს. რის შემდეგაც მამასთან ერთად, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

  • მუსიკა და შემოქმედება

ასტემირმა სცენაზე გამოსვლა ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო. ბიჭი ჯერ ძმასთან ალიმთან ერთად გამოდიოდა, შემდეგ მარტო დარჩა. მისი პროდიუსერის ფუნქციებს კი მამა ითავსებდა. ხანდახან სცენაზე ბავშვთან ერთად დედაც იდგა და მღეროდა. მშობლებმა სპეციალურად შეიძინეს დიდი მანქანა სპექტაკლებზე აღჭურვილობისა და კოსტიუმების გადასატანად და გზაზე კი შვილებს სკოლისთვის ამეცადინებდნენ, რადგან ხშირად უწევდათ გაცდენა.

მოგვიანებით მოსკოვში გადასული ასტემირი წლების განმავლობაში თამაშობდა სპექტაკლებში, გამოდიოდა კონცერტებზე, მაგრამ რამდენიმე წელში გადაწყვიტა სოლო კარიერა დაეწყო.

დაწერა ორიგინალური ლექსები, მელოდიები და თავდაპირველად კერძო ღონისძიებებზე გამოდიოდა. ასე რომ, მას მეტი დრო და ენერგია ჰქონდა შემოქმედებისთვის. მომღერალი საკუთარ ნამუშევრებში ხშირად ჰყვებოდა პირადი ცხოვრების დეტალებს: მაგალითად, მის რეპერტუარშია კომპოზიცია, რომლებიც ეძღვნება ყოფილ შეყვარებულს ლიანას და მის ქალიშვილ საფინას. თავის მელოდიებში აერთიანებს პოპულარულ და ეთნო მუსიკას.

ის რეგულარულად გამოდის კავკასიური და რუსული დიასპორების წინაშე საფრანგეთში, ყაზახეთში, ბელგიაში, ავსტრიაში, აშშ-სა და ჩინეთში. აპანასოვი სცენაზე გამოდის ჰიტების ქავერ ვერსიით და ორიგინალური კომპოზიციებითაც.

არტისტის დისკოგრაფიაში შედის სიმღერები 13 ენაზე. ის ცდილობს უცხო სიტყვები სრულყოფილად გამოთქვას, როგორც ეს ქართული სიმღერის შემთხვევაშია. ამბობს, რომ ყურადღებით სწავლობს ტექსტს, შემდეგ კონსულტაციებს გადის იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, რა ენაზეც უნდა იმღეროს. არტისტი დარწმუნებულია, რომ კარგ მუსიკას ეროვნება არ აქვს.

პირადი ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ ასტემირი ხშირად მღერის პირად გამოცდილებაზე, იგი უხამსად მიიჩნევს რომანტიკული ურთიერთობების განხილვას ინტერვიუებში. მომღერალი დიდი ხნის წინ დაშორდა მეუღლეს, ეროვნებით ჩეჩენ ზალინა ამაგოვას. აღიარებს, რომ ოჯახის შესაქმნელად ეძებს გულწრფელ და ხალისიან გოგონას, რომელიც მიიღებს საკუთარ შემოქმედებასთან ერთად.

ინტერვიუს ჩასაწერად ambebi.ge ასტემირს დაუკავშირდა. გვინდოდა იმ უამრავი ადამიანის ცნობისმოყვარეობა დაგვეკმაყოფილებინა, ვინც მომღერლის უაქცენტოდ შესრულებული ნამღერი მოისმინა, გაიზიარა და დაინტერესდა, რა აკავშირებდა ადიღეელ ბიჭს საქართველოსთან...

- ასტემირ, რა იცით საქართველოს შესახებ, როგორ შეარჩიეთ ეს სიმღერა?

- სამწუხაროდ, საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბავშვობიდან მიყვარდა ქართული კულტურა და მუსიკა. მოსკოვში ყოფნისას დავდიოდი ქართული ანსამბლების, "ერისიონის,“ "მგზავრების“ და სხვა ქართველი შემსრულებლების კონცერტებზე. ჩერქეზებსა და ქართველებს ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგალითად, მდიდარი ისტორია. ეს სიმღერა შემთხვევით მოვისმინე ინტერნეტში ჯგუფ "გორდელას“ შესრულებით და პირველივე ნოტიდან შემიყვარდა. რამდენიმე წელი ყურსასმენებით ვუსმენდი. ამას წინათ, უბრალოდ, ვიჯექი და ვიმღერე... მაგრამ საქართველოსგან ასეთ თბილ რეაქციას არ ველოდი, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს სიყვარულს საქართველოს მიმართ.

- იცნობთ ქართველ მომღერლებს, ვინც რუსეთში მღერიან?

- ვიცნობ და ვმეგობრობ ეთერი ბერიაშვილთან, ის ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ხმაა. დანარჩენი ბევრი არაფერი ვიცი ქართველი მომღერლების შესახებ. მაგრამ ბევრს "ვაფოლოვებ“ სოციალურ ქსელში, მაგალითად, მარიამ ელიაშვილს...

- ასტემირ, როგორ მღერი ასეთი კარგად ქართულად, როდესაც ენა არ გესმით. იცით, რომ ძალიან ბევრი ქართველი აზიარებს თქვენს სიმღერას?

- ჩერქეზული ენა ერთ-ერთი ყველაზე რთული ენაა და მის შემდეგ, ზოგადად, ნებისმიერი ბგერის წარმოთქმა შეგიძლიათ და რადგან ქართულ სიმღერებს ხშირად ვუსმენ, ეს ენა უკვე მშობლიურივით არის ჩემთვის. ალბათ ამიტომ არ გამიჭირდა.

რაც შეეხება ქართველების შეფასებებს, დიახ, შოკირებული ვარ. ჯერ ვერ შევაფასებ ამ სიმღერის გაზიარებების მასშტაბებს, მაგრამ წარმოუდგენლად სასიამოვნოა, ყოველი თბილი სიტყვა და გამოხმაურება ქართველი ხალხისგან.