პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ბავშვებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს" - ამერიკელ ქალს არასრულწლოვან გერებზე ძალადობისთვის 106 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
"ამ ბავშვებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს" - ამერიკელ ქალს არასრულწლოვან გერებზე ძალადობისთვის 106 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

დე­ლა­ვე­რის შტატ­ში მცხოვ­რებ ქალს თა­ვი­სი ორი გე­რის წა­მე­ბის­თვის 106 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

დე­ლა­ვე­რის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა პრეს­რე­ლიზ­ში გა­მო­ა­ცხა­და, რომ 46 წლის მერი ვინ­სონს ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის, ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბის, გა­ტა­ცე­ბის, თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბის, ბავ­შვე­ბის საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბის და კი­დევ სხვა ბრალ­დე­ბე­ბის­თვის 106-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მე­რის მე­უღ­ლეს, ჩარლზ ვინ­სონს, ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ხელ­შე­წყო­ბის­თვის 49-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

სა­სა­მარ­თლოს ცნო­ბით, ვინ­სო­ნე­ბის ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა 2020 წლი­დან და­ი­წყო, როცა ბავ­შვე­ბი 10 და 12 წლი­სა­ნი იყ­ვნენ. ძა­ლა­დო­ბის აქ­ტე­ბი სწო­რედ იმ კა­მე­რებ­ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებ­მა ბავ­შვე­ბის ოთახ­ში და­ა­მონ­ტა­ჟეს.

ძა­ლა­დო­ბა მო­ი­ცავ­და ბავ­შვე­ბის იძუ­ლე­ბით კვე­ბას, მათ შიმ­ში­ლო­ბას, ფეხ­ზე ხან­გრძლი­ვად დგო­მის იძუ­ლე­ბას. შე­დე­გად, ბავ­შვე­ბის სა­ა­ვამდყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა არა­ერ­თხელ გახ­და სა­ჭი­რო. "ამ ბავ­შვებ­მა ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რეს, მაგ­რამ ახლა აღარ მო­უ­წევთ მო­ძა­ლა­დე­ებ­ზე დარ­დი. მად­ლო­ბას ვუხ­დი იმ პრო­კუ­რო­რებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რომ­ლებ­მაც ისი­ნი ამ წა­მე­ბის­გან იხ­სნეს",- თქვა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ქე­ი­თი ჯე­ნინგსმა.

სას­ჯე­ლის გან­ხილ­ვი­სას ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას არ სურ­და ბავ­შვე­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა და "ისი­ნი ღვიძ­ლი შვი­ლე­ბი­ვით" უყ­ვარ­და. მისი მე­უღ­ლის, ჩარლ­ზის ად­ვო­კა­ტე­ბი თა­ვის მხრივ ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მას­ზე ცოლი მა­ნი­პუ­ლი­რებ­და, თუმ­ცა აღი­ა­რებს, რომ შვი­ლებს იმე­დი გა­უც­რუა.

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
0

46 წლის ქალი კიდევ 106 წელი ცხადია ვერ იცოცხლებს. გარდაცვალების მერე ვადის ამოწურვამდე ისევ ციხეში როგორ უნდა ჰყავდეთ?აბა რა ვქნა მაინტერესებს.

ფშშ
5

ფსიქიატრიის შეერთებული შტატები 

ავტორი:

"ამ ბავშვებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს" - ამერიკელ ქალს არასრულწლოვან გერებზე ძალადობისთვის 106 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

"ამ ბავშვებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს" - ამერიკელ ქალს არასრულწლოვან გერებზე ძალადობისთვის 106 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

დელავერის შტატში მცხოვრებ ქალს თავისი ორი გერის წამებისთვის 106 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დელავერის გენერალურმა პროკურორმა პრესრელიზში გამოაცხადა, რომ 46 წლის მერი ვინსონს ბავშვზე ძალადობის, ბავშვზე ძალადობის მცდელობის, გატაცების, თავდასხმის მცდელობის, ბავშვების საფრთხეში ჩაგდების და კიდევ სხვა ბრალდებებისთვის 106-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მერის მეუღლეს, ჩარლზ ვინსონს, ბავშვებზე ძალადობაში ხელშეწყობისთვის 49-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლოს ცნობით, ვინსონების ოჯახში ძალადობა 2020 წლიდან დაიწყო, როცა ბავშვები 10 და 12 წლისანი იყვნენ. ძალადობის აქტები სწორედ იმ კამერებზეა დაფიქსირებული, რომლებიც მშობლებმა ბავშვების ოთახში დაამონტაჟეს.

ძალადობა მოიცავდა ბავშვების იძულებით კვებას, მათ შიმშილობას, ფეხზე ხანგრძლივად დგომის იძულებას. შედეგად, ბავშვების საავამდყოფოში გადაყვანა არაერთხელ გახდა საჭირო. "ამ ბავშვებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს, მაგრამ ახლა აღარ მოუწევთ მოძალადეებზე დარდი. მადლობას ვუხდი იმ პროკურორებსა და სამართალდამცავებს, რომლებმაც ისინი ამ წამებისგან იხსნეს",- თქვა გენერალურმა პროკურორმა ქეითი ჯენინგსმა.

სასჯელის განხილვისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას არ სურდა ბავშვებისთვის ზიანის მიყენება და "ისინი ღვიძლი შვილებივით" უყვარდა. მისი მეუღლის, ჩარლზის ადვოკატები თავის მხრივ ამტკიცებდნენ, რომ მასზე ცოლი მანიპულირებდა, თუმცა აღიარებს, რომ შვილებს იმედი გაუცრუა.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა