მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად "გაქრა" ქეით მიდლტონი - პრინცესას "გაუჩინარების" ამბავი ფანებს აშფოთებთ: სოცქსელებში მისი ადგილსამყოფლის შესახებ შეთქმულების თეორიები ვრცელდება
სად "გაქრა" ქეით მიდლტონი - პრინცესას "გაუჩინარების" ამბავი ფანებს აშფოთებთ: სოცქსელებში მისი ადგილსამყოფლის შესახებ შეთქმულების თეორიები ვრცელდება

ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს რომ ძა­ლი­ან უყ­ვართ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი, ეს გა­საკ­ვი­რი არა­ვის­თვის არის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ეპო­ქა­ში კი კი­დევ უფრო გაზ­რდი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფან­ტა­ზია ამა თუ იმ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ხდე­ბა მა­შინ, როცა საქ­მე ეხე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის, უინ­ძო­რე­ბის წევ­რს და მის "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას".

უელ­სის პრინ­ცე­სა ქეით მიდლტო­ნი 2023 წლის დე­კემ­ბრის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში კი ახლა აქ­ტი­უ­რად იკ­ვლე­ვენ ქე­ი­თის "გაქ­რო­ბის“ საქ­მეს.

ქე­ი­თის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი დღი­თი­დღე უფრო მძაფ­რდე­ბა. ვრცელ­დე­ბა არა­ერ­თი თე­ო­რია პრინ­ცე­სას შე­სა­ხებ. ერთი ვერ­სი­ით, მან მეფე ჩარლზს თირკმე­ლი გა­და­უ­ნერ­გა და ახლა ძა­ლი­ან ცუ­დად არის, კი­დევ ერთი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, პრინ­ცე­სამ წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სახ­დო­მი პროგ­რა­მის­თვის მა­ი­ა­მი­ში წა­ვი­და.

გი­ჟურ თე­ო­რი­ებს და­სას­რუ­ლი არ უჩანს, ზო­გი­ერ­თი იმა­საც წერს, რომ პრინ­ცე­სა ნიღ­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა და მომ­ღერ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა. ზოგი წერს, რომ ქე­ი­თი გლაზ­გო­ში შე­ნიშ­ნეს და ის ცდი­ლობ­და, სახე და­ე­ფა­რა, რათა ვე­რა­ვის ეცნო.

რე­ა­ლუ­რად, ის, რომ ქეით მიდლტო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და არც მისი ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, გა­საკ­ვი­რი არ არის. პრინ­ცე­სამ იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ "ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ის და­უბ­რუნ­დეს სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბებს აღ­დგო­მამ­დე“.

მი­უ­ხე­და­ვად ამ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს არ სჯე­რა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და ზო­გი­ერ­თი თვლის, რომ მიდლტონს გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მე­დი­ის ცნო­ბით, ფა­ნე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად, შე­საძ­ლოა, პრინ­ცე­სას მო­უ­წი­ოს სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე გა­მო­ჩე­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

გია პაპა
4

მომეშვა გულზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

სად "გაქრა" ქეით მიდლტონი - პრინცესას "გაუჩინარების" ამბავი ფანებს აშფოთებთ: სოცქსელებში მისი ადგილსამყოფლის შესახებ შეთქმულების თეორიები ვრცელდება

სად "გაქრა" ქეით მიდლტონი - პრინცესას "გაუჩინარების" ამბავი ფანებს აშფოთებთ: სოცქსელებში მისი ადგილსამყოფლის შესახებ შეთქმულების თეორიები ვრცელდება

ადამიანების დიდ ნაწილს რომ ძალიან უყვართ შეთქმულების თეორიები, ეს გასაკვირი არავისთვის არის, სოციალური ქსელების ეპოქაში კი კიდევ უფრო გაზრდილია საზოგადოების ფანტაზია ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.

წარმოიდგინეთ, რა ხდება მაშინ, როცა საქმე ეხება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამეფო ოჯახის, უინძორების წევრს და მის "გაუჩინარებას".

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი 2023 წლის დეკემბრის შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ონლაინ სივრცეში კი ახლა აქტიურად იკვლევენ ქეითის "გაქრობის“ საქმეს.

ქეითის ადგილსამყოფლის შესახებ სპეკულაციები დღითიდღე უფრო მძაფრდება. ვრცელდება არაერთი თეორია პრინცესას შესახებ. ერთი ვერსიით, მან მეფე ჩარლზს თირკმელი გადაუნერგა და ახლა ძალიან ცუდად არის, კიდევ ერთი თეორიის თანახმად, პრინცესამ წონაში მოიმატა და სპეციალური გასახდომი პროგრამისთვის მაიამიში წავიდა.

გიჟურ თეორიებს დასასრული არ უჩანს, ზოგიერთი იმასაც წერს, რომ პრინცესა ნიღბით გამოჩნდება და მომღერლად მოგვევლინება. ზოგი წერს, რომ ქეითი გლაზგოში შენიშნეს და ის ცდილობდა, სახე დაეფარა, რათა ვერავის ეცნო.

რეალურად, ის, რომ ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა და არც მისი ახალი ფოტოები ვრცელდება, გასაკვირი არ არის. პრინცესამ იანვრის შუა რიცხვებში მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა. ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს, რომ "ამჟამინდელი სამედიცინო რჩევების საფუძველზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დაუბრუნდეს საჯარო მოვალეობებს აღდგომამდე“.

მიუხედავად ამ ინფორმაციისა, საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა ოფიციალური ინფორმაციის და ზოგიერთი თვლის, რომ მიდლტონს გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს. მედიის ცნობით, ფანების დასამშვიდებლად, შესაძლოა, პრინცესას მოუწიოს სრულად გამოჯანმრთელებამდე გამოჩენა.

იხილეთ ასევე: