სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ რომელ მარშუტებზე იმოძრავებს 18-მეტრიანი ავტობუსები - თბილისის მერი ახალი ინფორმაციით
კიდევ რომელ მარშუტებზე იმოძრავებს 18-მეტრიანი ავტობუსები - თბილისის მერი ახალი ინფორმაციით

2 მარ­ტი­დან ახა­ლი 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და­მა­ტე­ბით კი­დევ რამ­დე­ნი­მე მარ­შრუტ­ზე გა­ეშ­ვე­ბა.

ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ავ­ტო­ბუ­სე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად იმ მარ­შრუ­ტებ­ზე გავა, სა­დაც მა­ღა­ლი მგზავ­რთნა­კა­დი ფიქ­სირ­დე­ბა.

"რო­გორც იცით, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს და­ი­წყო დე­და­ქა­ლაქ­ში 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნა. ეს არის იმ სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვი­წყეთ. რე­ფორ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი ავ­ტო­ბუ­სის პარ­კის გა­ნახ­ლე­ბაა, თუმ­ცა და­მა­ტე­ბით დაგ­ვჭირ­და 18-მეტ­რი­ა­ნე­ბის შე­მოყ­ვა­ნა, რომ უფრო მეტი მგზავ­რის გა­დაყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდეს. 160 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სი უკვე შეს­ყი­დუ­ლია და ეტა­პობ­რი­ვად შე­მო­დის. აქე­დან 50 ერ­თე­უ­ლი უკვე თბი­ლის­შია. და­ვი­წყეთ კონ­კრე­ტულ ხა­ზებ­ზე ავ­ტო­ბუ­სე­ბის გაშ­ვე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, შე­ვარ­ჩი­ეთ ოთხი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც დღი­უ­რად 55 000 მგზავ­რო­ბა ფიქ­სირ­დე­ბო­და. მა­ღა­ლი მგზავ­რთნა­კა­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, დატ­ვირ­თვა პირ­ველ რიგ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა. 2 მარ­ტი­დან ვი­წყებთ სხვა­დას­ხვა ხაზ­ზე 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ეტა­პობ­რი­ვად გაშ­ვე­ბას. შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვაწ­ვდით“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

მარ­ტი­დან ახა­ლი, 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­და­ნა­წილ­დე­ბა შემ­დეგ მარ­შრუ­ტებ­ზე: N301, N308 და N314.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
neliko
0

გაიხარეთ. ჩვენი ქალაქის მერი ზრუნავს ხალხის კეთილდღობაზე. კახა გაიხარე რაც თქვენ ქალაქის თავი ხართ ბედნიერი მგზავრობა მაქვს სახლი სამსახური. რაც ფეხით მოსიარულე მოქალაქისთვის დიდი კომფორტია. 

,,,,
1

მაგარია,კარგია ძალიან!...მე ჩემი ქალაქი არ მკლავს,მაცოცხლებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

კიდევ რომელ მარშუტებზე იმოძრავებს 18-მეტრიანი ავტობუსები - თბილისის მერი ახალი ინფორმაციით

კიდევ რომელ მარშუტებზე იმოძრავებს 18-მეტრიანი ავტობუსები - თბილისის მერი ახალი ინფორმაციით

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

"როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავტობუსის პარკის განახლებაა, თუმცა დამატებით დაგვჭირდა 18-მეტრიანების შემოყვანა, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს. 160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე: N301, N308 და N314.