მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი მახე ინტერნეტთაღლითებისგან - რა უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მსხვერპლად არ ვიქცეთ
ახალი მახე ინტერნეტთაღლითებისგან - რა უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მსხვერპლად არ ვიქცეთ

ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბა კვლავ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა, რომ­ლის­გან თა­ვის და­ზღვე­ვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვა და მისი უცხო პი­რე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბაა.

თუ აქამ­დე ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თე­ბი მსხვერ­პლთა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას უფრო მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბით ცდი­ლობ­დნენ, დღეს ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად არის შეც­ვლი­ლი და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც კი ებ­მე­ბა მა­ხე­ში.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე „დახ­ვე­წი­ლი“ მე­თო­დი, რა­საც ახლა ფი­შე­რე­ბი იყე­ნე­ბენ შემ­დე­გია:

ისი­ნი სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათავ­სე­ბენ რეკ­ლა­მებს, რო­მელ­შიც მომ­ხმა­რე­ბელს ჰპირ­დე­ბი­ან და­საქ­მე­ბას (მა­გა­ლი­თად, „სო­კარ­ში“ ან სხვა რო­მე­ლი­მე მსხვილ კომ­პა­ნი­ა­ში), მცი­რე ინ­ვეს­ტი­ცი­ით დიდი ამო­ნა­გე­ბის მი­ღე­ბას და სხვა მომ­ხიბ­ვლელ პი­რო­ბებს. შემ­დეგ და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით უკავ­შირ­დე­ბი­ან ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით (Messenger, WhatsApp, Viber) და არ­წმუ­ნე­ბენ, შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღოს.

და­თან­ხმე­ბის შემ­დეგ პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და თან­ხის მით­ვი­სე­ბა შემ­დე­გი მე­თო­დით ხდე­ბა:

  • მსხვერ­პლს არ­წმუ­ნე­ბენ, რომ ივაჭ­როს აქ­ცი­ე­ბით ან აქ­ტი­ვე­ბით და ამის­თვის თა­ვის სმარ­ტფონ­ში/კომ­პი­უ­ტერ­ში და­ა­ყე­ნოს აპ­ლი­კა­ცია:
  • მას შემ­დეგ, რაც კლი­ენ­ტი მი­თი­თე­ბე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად შეს­რუ­ლე­ბას ვერ შეძ­ლებს, ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თი სთა­ვა­ზობს AnyDesk-ის ან რა­ი­მე სხვა მსგავ­სი აპ­ლი­კა­ცი­ის და­ყე­ნე­ბას, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სხვის მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში შეღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თაღ­ლი­თი მსხვერ­პლს აპ­ლი­კა­ცი­ას დახ­მა­რე­ბის მო­ტი­ვით აწე­რი­ნებს;
  • აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მო­წე­რის შემ­დეგ მსხვერ­პლი თაღ­ლითს თა­ვის მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე წყდო­მას აძ­ლევს;
  • ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში თაღ­ლი­თი მსხვერ­პლის მო­წყო­ბი­ლო­ბით თა­ვად ააქ­ტი­უ­რებს სესხს და შემ­დეგ სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე რი­ცხავს ან „კლი­ენტს“ არ­წმუ­ნებს, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით თან­ხა თა­ვად გა­და­უ­რი­ცხოს. სა­ბო­ლო­ოდ კი მსხვერ­პლი ამო­ნა­გებს ვერ იღებს და ხვდე­ბა, რომ საქ­მე ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლით­თან ჰქონ­და;
  • ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, „კლი­ენ­ტი“ შან­ტა­ჟის მსხვერ­პლიც ხდე­ბა. მას ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თი სთხოვს, და­მა­ტე­ბი­თი თან­ხა გა­და­უ­რი­ცხოს იმი­სათ­ვის, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხა უკან და­უბ­რუ­ნოს, რაც, რა თქმა უნდა, მო­რი­გი მა­ხეა.

რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბის­გან?

  • არ დავ­თან­ხმდეთ სა­ეჭ­ვო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან, ვა­კან­სი­ებ­თან თუ გა­თა­მა­შე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით;
  • თუ რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლით გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, გა­და­ვა­მოწ­მოთ, რე­ა­ლუ­რად აქვთ თუ არა მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა;
  • სხვი­სი და­ვა­ლე­ბით არ გად­მოვ­წე­როთ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი და არ გა­ვუ­ზი­ა­როთ მათი პა­რო­ლე­ბი გა­რე­შე პი­რებს. ამას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად ვი­ყოთ პროგ­რა­მებ­თან, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ჩვენს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში შე­მოღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი;
  • არ გავ­ხსნათ სა­ეჭ­ვო ბმუ­ლე­ბი და არ შე­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, ინ­ტერ­ნეტ და მო­ბილ­ბან­კის პა­რო­ლე­ბი მათ ვე­ლებ­ში.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ფროდსტე­რე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის ბერ­კე­ტი ჩვენს ხელ­შია და ის სა­ეჭ­ვო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა­სა და პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვას გუ­ლის­ხმობს.

ახალი მახე ინტერნეტთაღლითებისგან - რა უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მსხვერპლად არ ვიქცეთ

ახალი მახე ინტერნეტთაღლითებისგან - რა უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მსხვერპლად არ ვიქცეთ

ინტერნეტთაღლითობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რომლისგან თავის დაზღვევის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა პირადი მონაცემების დაცვა და მისი უცხო პირებისთვის გაზიარებისგან თავის შეკავებაა.

თუ აქამდე ინტერნეტთაღლითები მსხვერპლთა პირადი მონაცემების შეგროვებას უფრო მარტივი მეთოდებით ცდილობდნენ, დღეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და რიგ შემთხვევებში, ყველაზე ინფორმირებული მომხმარებელიც კი ებმება მახეში.

ერთ-ერთი ყველაზე „დახვეწილი“ მეთოდი, რასაც ახლა ფიშერები იყენებენ შემდეგია:

ისინი სხვადასხვა სოციალურ ქსელში ათავსებენ რეკლამებს, რომელშიც მომხმარებელს ჰპირდებიან დასაქმებას (მაგალითად, „სოკარში“ ან სხვა რომელიმე მსხვილ კომპანიაში), მცირე ინვესტიციით დიდი ამონაგების მიღებას და სხვა მომხიბვლელ პირობებს. შემდეგ დაინტერესების შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით უკავშირდებიან ინტერნეტმომხმარებლებს სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით (Messenger, WhatsApp, Viber) და არწმუნებენ, შეთავაზება მიიღოს.

დათანხმების შემდეგ პირადი მონაცემებისა და თანხის მითვისება შემდეგი მეთოდით ხდება:

  • მსხვერპლს არწმუნებენ, რომ ივაჭროს აქციებით ან აქტივებით და ამისთვის თავის სმარტფონში/კომპიუტერში დააყენოს აპლიკაცია:
  • მას შემდეგ, რაც კლიენტი მითითებების დისტანციურად შესრულებას ვერ შეძლებს, ინტერნეტთაღლითი სთავაზობს AnyDesk-ის ან რაიმე სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის მეშვეობითაც სხვის მოწყობილობაში შეღწევაა შესაძლებელი. თაღლითი მსხვერპლს აპლიკაციას დახმარების მოტივით აწერინებს;
  • აპლიკაციის ჩამოწერის შემდეგ მსხვერპლი თაღლითს თავის მოწყობილობაზე წყდომას აძლევს;
  • ზოგიერთ შემთხვევაში თაღლითი მსხვერპლის მოწყობილობით თავად ააქტიურებს სესხს და შემდეგ საკუთარ ანგარიშზე რიცხავს ან „კლიენტს“ არწმუნებს, რომ ინვესტიციის განხორციელების მიზნით თანხა თავად გადაურიცხოს. საბოლოოდ კი მსხვერპლი ამონაგებს ვერ იღებს და ხვდება, რომ საქმე ინტერნეტთაღლითთან ჰქონდა;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, „კლიენტი“ შანტაჟის მსხვერპლიც ხდება. მას ინტერნეტთაღლითი სთხოვს, დამატებითი თანხა გადაურიცხოს იმისათვის, რომ თავდაპირველად ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნოს, რაც, რა თქმა უნდა, მორიგი მახეა.

როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითობისგან?

  • არ დავთანხმდეთ საეჭვო შემოთავაზებებს ინვესტიციებთან, ვაკანსიებთან თუ გათამაშებებთან დაკავშირებით;
  • თუ რომელიმე კომპანიის სახელით გვესაუბრებიან, გადავამოწმოთ, რეალურად აქვთ თუ არა მათ აღნიშნული შემოთავაზება;
  • სხვისი დავალებით არ გადმოვწეროთ აპლიკაციები და არ გავუზიაროთ მათი პაროლები გარეშე პირებს. ამასთან, განსაკუთრებით ფრთხილად ვიყოთ პროგრამებთან, რომელთა მეშვეობითაც ჩვენს მოწყობილობაში შემოღწევაა შესაძლებელი;
  • არ გავხსნათ საეჭვო ბმულები და არ შევიყვანოთ ჩვენი პირადი მონაცემები, ინტერნეტ და მობილბანკის პაროლები მათ ველებში.

გასათვალისწინებელია, რომ ფროდსტერებისგან თავის დაცვის ბერკეტი ჩვენს ხელშია და ის საეჭვო შეთავაზებებისგან თავის არიდებასა და პირადი მონაცემების დაცვას გულისხმობს.