პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვარაცხელიას "ნაპოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ - უკიდურესად ფრთხილი თამაში და ნულოვანი ფრე პირველი ტაიმის შემდეგ
კვარაცხელიას "ნაპოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ - უკიდურესად ფრთხილი თამაში და ნულოვანი ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის პირ­ველ მატჩში "ნა­პო­ლი" "ბარ­სე­ლო­ნას" მას­პინ­ძლობს და პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ან­გა­რი­შია 0:0.

გუნ­დე­ბი შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ მო­ე­დან­ზე:

"ნა­პო­ლი" - მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, რაჰ­მა­ნი, ჟუან ჟე­ზუ­სი, ოლი­ვე­ი­რა, კა­ი­უს­ტე, ლო­ბოტ­კა, ან­გი­სა, კვა­რა­ცხე­ლია, პო­ლი­ტა­ნო, ოსი­მე­ნი.

"ბარ­სე­ლო­ნა" - ტერ შტე­გე­ნი, კუნ­დე, არა­უ­ხო, მარ­ტი­ნე­სი, კან­სე­ლო, დე იონ­გი, კრის­ტენ­სე­ნი, გი­უნ­დო­გა­ნი, ია­მა­ლი, პედ­რი, ლე­ვან­დოვ­სკი.

მატ­ჩის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ნა­პო­ლის" მფლო­ბელ­მა აუ­რე­ლიო დე ლა­უ­რენ­ტის­მა "ბარ­სას" პრე­ზი­დენტ ჟოან ლა­პორ­ტას სა­დილ­ზე რეს­ტო­რან "პა­ლა­ცო პეტ­რუ­ჩი­ში" უმას­პინ­ძლა.

სა­დილ­ზე დე ლა­უ­რენ­ტი­სის შვი­ლი ედო­არ­დო, "ნა­პო­ლის" ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მა­რეკ ჰამ­ში­კი და კა­ტა­ლო­ნი­უ­რი კლუ­ბის სპორ­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რი დე­კოც იყ­ვნენ.

კი­თხვა­ზე, ვი­ნაა ფა­ვო­რი­ტი, აუ­რე­ლიო დე ლა­უ­რენ­ტის­მა უპა­სუ­ხა - კარ­გი თა­მა­ში.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ამ სე­ზონ­ში კი­დევ ერთხელ - მე­სა­მედ შე­იც­ვა­ლა. ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა ვალ­ტერ მა­ცა­რის კა­რის­კენ მი­უ­თი­თეს, მის შემ­ცვლე­ლად კი 55 წლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ფრან­ჩეს­კო კალ­ცო­ნა მო­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც გუნდს სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. მისი თავ­კა­ცო­ბით "ნა­პო­ლი" პირ­ვე­ლად სწო­რედ "ბარ­სე­ლო­ნას" წი­ნა­აღ­მდეგ გა­ვი­და მო­ე­დან­ზე.

"რისი შეც­ვლა მო­ვას­წა­რი? ბევ­რი ვე­რაფ­რის, მაგ­რამ გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა მინ­და. 4-3-3 ტაქ­ტი­კის მიმ­დე­ვა­რი ვარ, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სხვა სქე­მას არ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ბი­ჭებს ვუ­თხა­რი, რომ მე­ტად შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. "ბარ­სე­ლო­ნამ" რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რა, თუმ­ცა ძლი­ე­რი გუნ­დია. ჩვენ კი "ნა­პო­ლი" ვართ და არა­ვი­სი არ უნდა გვე­ში­ნო­დეს", - გა­ნა­ცხა­და მან მატ­ჩის წინ.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მის მი­ხედ­ვით, ნამ­დვი­ლად ვერ შეს­რულ­და დე ლა­უ­რენ­ტი­სის და­ნა­პი­რე­ბი, რომ ფა­ვო­რი­ტი კარ­გი თა­მა­ში იქ­ნე­ბო­და. თა­მა­ში საკ­მა­ოდ უღიმ­ღა­მოდ წა­რი­მარ­თა, ორი­ვე გუნ­დი უკი­დუ­რე­სად ფრთხი­ლობ­და.

მატ­ჩი "ბარ­სე­ლო­ნას" უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო და მე-8 წუთ­ზე კა­ტა­ლო­ნი­ე­ლებს ბურ­თის გა­ტა­ნის რე­ა­ლუ­რი შან­სი ჰქონ­დათ, თუმ­ცა მე­რე­ტის კარ­გმა თა­მაშ­მა "ნა­პო­ლი" გოლს გა­და­არ­ჩი­ნა. ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი საკ­მა­ოდ არა­და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ. ვე­რა­ფერს ახერ­ხებ­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აც, რო­მელ­საც კა­ტა­ლო­ნი­ე­ლე­ბი მჭიდ­როდ მე­ურ­ვე­ობ­დნენ, 21-ე წუთ­ზე მე­რეტ­მა კი­დევ იმარ­ჯვა და ზე­დი­ზედ 2 უმწვა­ვე­სი შე­ტე­ვი­სას ბურ­თი ორ­ჯერ მო­ი­გე­რია.

35-ე წუ­თი­დან "ნა­პო­ლი" შე­და­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და, მისი შე­ტე­ვე­ბიც მწვა­ვე გახ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა შეძ­ლეს უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა ტა­ი­მის ბო­ლომ­დე, თუმ­ცა ან­გა­რი­შის გახ­სნა ვერ მო­ა­ხერ­ხდა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ნუ­ლო­ვა­ნი ფრით დას­რულ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

კახა
4

ხვიჩუკამ ვერაფერი გააკეთა ამ თამაშში,მოუკვდეს ჯუღელი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

კვარაცხელიას "ნაპოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ - უკიდურესად ფრთხილი თამაში და ნულოვანი ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

კვარაცხელიას "ნაპოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ - უკიდურესად ფრთხილი თამაში და ნულოვანი ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ტურის პირველ მატჩში "ნაპოლი" "ბარსელონას" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0:0.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

"ნაპოლი" - მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, კაიუსტე, ლობოტკა, ანგისა, კვარაცხელია, პოლიტანო, ოსიმენი.

"ბარსელონა" - ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელო, დე იონგი, კრისტენსენი, გიუნდოგანი, იამალი, პედრი, ლევანდოვსკი.

მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ "ნაპოლის" მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა "ბარსას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სადილზე რესტორან "პალაცო პეტრუჩიში" უმასპინძლა.

სადილზე დე ლაურენტისის შვილი ედოარდო, "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი და კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი დეკოც იყვნენ.

კითხვაზე, ვინაა ფავორიტი, აურელიო დე ლაურენტისმა უპასუხა - კარგი თამაში.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიური "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ამ სეზონში კიდევ ერთხელ - მესამედ შეიცვალა. ნეაპოლელებმა ვალტერ მაცარის კარისკენ მიუთითეს, მის შემცვლელად კი 55 წლის სპეციალისტი, ფრანჩესკო კალცონა მოიყვანეს, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. მისი თავკაცობით "ნაპოლი" პირველად სწორედ "ბარსელონას" წინააღმდეგ გავიდა მოედანზე.

"რისი შეცვლა მოვასწარი? ბევრი ვერაფრის, მაგრამ განახლების პროცესის დაჩქარება მინდა. 4-3-3 ტაქტიკის მიმდევარი ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სქემას არ გამოვიყენებთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტად შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. "ბარსელონამ" რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა ძლიერი გუნდია. ჩვენ კი "ნაპოლი" ვართ და არავისი არ უნდა გვეშინოდეს", - განაცხადა მან მატჩის წინ.

პირველი ტაიმის მიხედვით, ნამდვილად ვერ შესრულდა დე ლაურენტისის დანაპირები, რომ ფავორიტი კარგი თამაში იქნებოდა. თამაში საკმაოდ უღიმღამოდ წარიმართა, ორივე გუნდი უკიდურესად ფრთხილობდა.

მატჩი "ბარსელონას" უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე კატალონიელებს ბურთის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა მერეტის კარგმა თამაშმა "ნაპოლი" გოლს გადაარჩინა. ნეაპოლელები საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ვერაფერს ახერხებდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც კატალონიელები მჭიდროდ მეურვეობდნენ, 21-ე წუთზე მერეტმა კიდევ იმარჯვა და ზედიზედ 2 უმწვავესი შეტევისას ბურთი ორჯერ მოიგერია.

35-ე წუთიდან "ნაპოლი" შედარებით გააქტიურდა, მისი შეტევებიც მწვავე გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება ტაიმის ბოლომდე, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხდა და პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა.

იხილეთ ასევე: