"ტელგრამის" რუსული არხები და რუსული მედია 22 წლის მამუკა გაწერელიას გასამართლების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
გაწერელია უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ის "აზოვსტალის" დამცველებიდან ერთ ერთია.
გაწერელია, რომლის ოჯახიც აფხაზეთიდან არის დევნილი, 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა ტყვედ, მას შემდეგ, რაც მისმა ქვედანაყოფმა შეასრულა უკრაინის პრეზიდენტის მითითება "აზოვსტალიდან" გასვლის შესახებ.
დონეცკის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამუკა გაწერელიას 20 თებერვალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მადლობა ღმერთს რომ ცოცხალია, დანარჩენს ეშველება. დრონი მეფობენო ნათქვამია. ისე კი ქართველებმა მხოლოდ საკუთარი მიწაწყლისთვის უნდა იომონ. რასაც ვხედავ უკრაინელების განადგურებაზე მუშაობენ დასავლეთიცა და პუტინიც:(
ძალიან მეცოდება ეს ვაჟკაცი ბიჭი. აწი მხოლოდ უფლის ნებაა ყველაფერი. ღმერთმა ცოცხალი დაგვიბრუნოს ესაა მთავარი..