სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მომაბეზრებელი გახდა "ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ეს "დამპლური თამაშები“ - იაგო ხვიჩია
"ძალიან მომაბეზრებელი გახდა "ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ეს "დამპლური თამაშები“ - იაგო ხვიჩია

ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი გახ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და პრე­ზი­დენ­ტის ეს "დამ­პლუ­რი თა­მა­შე­ბი“ - არ მჯე­რა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მე­ლიც ამ უაზ­რო ვე­ტო­ე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რე­ა­ლუ­რია, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის" დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან კა­ნონ­ზე ვე­ტოს და­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლია.

რო­გორც ხვი­ჩია აღ­ნიშ­ნავს, პრე­ზი­დენტს არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ მი­უ­ცია იმის სა­ფიქ­რე­ლად, რომ ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბელ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რე­ა­ლუ­რად ებ­რძვის.

"ჩემ­თვის უკვე ძა­ლი­ან მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი გახ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და პრე­ზი­დენ­ტის ეს "დამ­პლუ­რი თა­მა­შე­ბი“, თით­ქოს, ერ­თმა­ნეთს უწე­ვენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, თით­ქოს ერ­თმა­ნეთს ებ­რძვი­ან, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ვეტო ყო­ველ­თვის არის რა­ღაც უაზ­რო კა­ნო­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი ში­ნა­არ­სი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის არ მოჰ­ყვე­ბა. მე მგო­ნია, რომ ეს არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ფარ­გლებ­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და ზუ­რა­ბიშ­ვილს შო­რის და ამით ცდი­ლო­ბენ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გად­მო­აგ­დონ ოპო­ზი­ცი­ის მო­ე­დან­ზე. არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არ მო­უ­ცია ჩვენ­თვის, რომ ვი­ფიქ­როთ, ის ებ­რძვის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. თა­ვის მხრივ, არც ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მო­უ­ცია რამე ცუ­დის გა­ფიქ­რე­ბის და გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს­თვის. პი­რი­ქით, ზედ გა­დაჰ­ყვა მას და არ მჯე­რა ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მე­ლიც ამ უაზ­რო ვე­ტო­ე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ არის რე­ა­ლუ­რი," - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მან ასე­ვე ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის მიზ­ნით ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ხელ­მო­წე­რე­ბი არა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის, არა­მედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე უნდა შე­აგ­რო­ვონ.

"მე მგო­ნია, რომ მან [სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა] რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს, შე­თან­ხმე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან. თუ უშ­ვე­ბენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მას უშ­ვებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, თუ არ უშ­ვებს - არ უშ­ვებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ზო­გა­დად, ცო­ტა­თი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი მგო­ნია ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე. მე მგო­ნი, ბა­ტო­ნო ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე უნდა ვაგ­რო­ვოთ. თუ ვინ­მე არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ზუს­ტად ვი­ცით, რომ არის ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი," - აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მე აი იქ გამოკითხვაში კი ჩავწერე , რუსეთი არ და ვერ ჩაერევათქო და მიზეზი ისაა, რომ 1921 წლიდანაა ჩარეული, მოდელი რომლითაც ჩვენი სახელმწიფო იმართება, რუსულია , პროსაბჭოთაა, სახელმწიფოს ფუნქცია რეპრესია ექსპროპრიაცია, ტოტალური კონტროლი, ყველაფრის აკრძალვაა, რათა მერე ნებართვები და ნებართვის გარეშე საქმიანობით დაკავებულები დაახვავონ ! ეს ჩვეულებრივი იერარქიული კორუფციის პირამიდაა ! კონსტიტუცია მიშამ და კობახიძემ ფარატინად აქციეს, მასში არც რეფერენდუმია, არც პლებისციტი და არც სანდო არჩევნები, გეტოს შინაგანაწესია! სახალხო დამცველი, ბიზნეს ომბუდსმენი და თავად ქვეყნის პრეზდენტიც კი ბუტაფორიებია, ცარიელი სივრცის შემავსებლებია და არა საქმის მკეთებლები! გარშემო ყალბი სტატისტიკა, გამალებული ტაშფანდური და გაყვითლებულ გაფუქსავატებული ტელერადიო ღიბუცები, კლოუნები, ჯამბაზები , სახეები და მათი ჭრელაჭრულა ნიფხვების მუდმივი გამოფენაა !

კ ო მ ბ ლ ე
0

თქვენი ხმა არვინ გაიგოს, ვისაც არ გყოფნით ჩიჩია,

კაცურ თამაშებს გვასწავლის, განდილშტეინი ხვიჩია.

მისამღერი იგივე;

მადლობა, მადლობა, უდიდესი დამპლობა,... ბოოო ლოოოს ხელს აა წევს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ძალიან მომაბეზრებელი გახდა "ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ეს "დამპლური თამაშები“ - იაგო ხვიჩია

"ძალიან მომაბეზრებელი გახდა "ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ეს "დამპლური თამაშები“ - იაგო ხვიჩია

ჩემთვის ძალიან მომაბეზრებელი გახდა "ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ეს "დამპლური თამაშები“ - არ მჯერა, რომ ქალბატონი სალომეს წინააღმდეგობა, რომელიც ამ უაზრო ვეტოებით გამოიხატება, რეალურია, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტოს დადება "ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის შეთანხმების ნაწილია.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, პრეზიდენტს არანაირი საფუძველი არ მიუცია იმის საფიქრელად, რომ ის "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს რეალურად ებრძვის.

"ჩემთვის უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა "ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ეს "დამპლური თამაშები“, თითქოს, ერთმანეთს უწევენ წინააღმდეგობას, თითქოს ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში, ეს ვეტო ყოველთვის არის რაღაც უაზრო კანონებზე, რომლებსაც არანაირი შინაარსი ქართველი ხალხისთვის არ მოჰყვება. მე მგონია, რომ ეს არის შეთანხმებული წინააღმდეგობის ფარგლებში "ქართულ ოცნებასა“ და ზურაბიშვილს შორის და ამით ცდილობენ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი გადმოაგდონ ოპოზიციის მოედანზე. არანაირი საფუძველი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არ მოუცია ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ, ის ებრძვის ბიძინა ივანიშვილს. თავის მხრივ, არც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოუცია რამე ცუდის გაფიქრების და გაკეთების საშუალება ქალბატონი სალომესთვის. პირიქით, ზედ გადაჰყვა მას და არ მჯერა ქალბატონი სალომეს წინააღმდეგობა, რომელიც ამ უაზრო ვეტოებით გამოიხატება, რომ არის რეალური," - განაცხადა ხვიჩიამ.

მან ასევე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელმოწერები არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის სახელზე უნდა შეაგროვონ.

"მე მგონია, რომ მან [სალომე ზურაბიშვილმა] რაც არ უნდა გააკეთოს, შეთანხმებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან. თუ უშვებენ მიხეილ სააკაშვილს, მას უშვებს ბიძინა ივანიშვილი, თუ არ უშვებს - არ უშვებს ბიძინა ივანიშვილი. ზოგადად, ცოტათი არასერიოზული მგონია ხელმოწერების შეგროვება ქალბატონი ზურაბიშვილის სახელზე. მე მგონი, ბატონო ივანიშვილის სახელზე უნდა ვაგროვოთ. თუ ვინმე არის გადაწყვეტილების მიმღები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ზუსტად ვიცით, რომ არის ბატონი ივანიშვილი," - აღნიშნა ხვიჩიამ.