სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალურ მოძრაობას“ პატრონებმა უთხრეს, უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება" - არჩილ თალაკვაძე
"ნაციონალურ მოძრაობას“ პატრონებმა უთხრეს, უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება" - არჩილ თალაკვაძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" უკვე აქვს მი­ღე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ცია - თა­ვის­მა პატ­რო­ნებ­მა უთხრეს, რომ თქვენ ვერ იმარ­ჯვებთ, უკვე 9-10 არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გეთ, ამი­ტომ უტო­პი­აა თქვენ­ზე ფსო­ნის და­დე­ბა, მო­დით, აი­ღეთ ის, რაც შე­გიძ­ლი­ათ და იმუ­შა­ვეთ თქვენს ელექ­ტო­რატ­ზე. "ლე­ლოს" და რა­დი­კა­ლურ ბა­ნაკს უთხრეს, რომ თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა არის, იმუ­შა­ოთ და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატ­ზე, უნდა გახ­დეთ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" უფრო აგ­რე­სი­უ­ლე­ბი, მათ­ზე უფრო მა­ტყუ­ა­რე­ბი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე, ყვე­ლა პარ­ტია ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებს; "ლე­ლოს" და­ვა­ლე­ბაა, იმუ­შა­ოს იმ ელექ­ტო­რატ­ზე, რო­მელ­საც არ მოს­წონს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და ახა­ლი პარ­ტი­ის გა­მო­ჩე­ნას ელო­დე­ბა. გა­ხა­რი­ას კი, თა­ლაკ­ვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, და­ვა­ლე­ბუ­ლი აქვს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამომ­რჩევ­ლებ­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბის შე­ტა­ნა, თუმ­ცა, მას მმარ­თვე­ლი გუნ­დის ლი­დე­რებ­მა მკა­ფიო პა­სუ­ხე­ბი გას­ცეს.

"ლე­ლოს“ უთხრეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ უფრო უტი­ფა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი უნდა გა­ა­კე­თოთ და იმუ­შა­ოთ სხვა ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატ­ზე, ვი­საც არ მოს­წონს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და აქვს იმე­დი, რომ რა­ღაც ახა­ლი გემი თუ ვა­გო­ნი გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­გორც დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მო­ვის­მი­ნეთ და მაგ ვა­გონ­ში რო­გორ­მე ჩას­ხდე­ბი­ან. არის კი­დევ ერთი ძა­ლი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი ამო­ცა­ნა, რო­მე­ლიც აქვს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს - ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ელექ­ტო­რატ­ში რა­ღაც გა­ურ­კვევ­ლო­ბის შე­ტა­ნა. გახ­სოვთ, მისი ტაქ­ტი­კა თა­ვი­დან­ვე ეს გახ­ლდათ, შემ­დეგ ძა­ლი­ან მკა­ფიო პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ლი­დე­რე­ბის მხრი­დან და ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ამ ტაქ­ტი­კას, იმი­ტომ, რომ სხვა­გან უბ­რა­ლოდ არ ეგუ­ლე­ბათ არა­ვი­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ელექ­ტო­რა­ტი მო­ი­პო­ვონ. ამი­ტომ, მუ­შა­ო­ბენ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვისი მო­ტყუ­ე­ბა და დაბ­ნე­ვაც, ჯერ კი­დევ იმე­დი აქვთ, რომ შე­უძ­ლი­ათ. თუმ­ცა, ეს ვერ მოხ­დე­ბა. მე მინ­და კი­დევ ერთხელ ვუ­თხრა მათ და ყვე­ლას, ვინც ცდი­ლობს, ასე­თი მე­თო­დე­ბით პო­ლი­ტი­კა­ში რა­ღაც ქუ­ლე­ბი მო­ი­პო­ვოს, რომ ვერ მო­ა­ტყუ­ებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ცოტა ხნით მო­ა­ტყუო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნით მო­ა­ტყუო ვი­ღაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი, მაგ­რამ, ეს ორი­ვე ვადა გა­სუ­ლი გაქვთ თქვენ, ანუ მცი­რე ნა­წილ­საც რომ ატყუ­ებ­დით და დიდ ნა­წილ­საც, ორი­ვე ვადა გა­სუ­ლი გაქვთ, ასე რომ, ვერ მო­ა­ტყუ­ებთ ვე­რა­ვის." - აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დია, რო­მელ­საც სა­მო­მავ­ლო ხედ­ვა გა­აჩ­ნია და ოპო­ზი­ცი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ა­ხერ­ხა ქვეყ­ნის­თვის წარ­მა­ტე­ბის მო­ტა­ნა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არის უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პარ­ტია, ჩვენ ზურგს გვი­მაგ­რებს კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბი, ასე­ვე გვყავს გუნ­დი და ლი­დე­რე­ბი, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს და აქვთ ნდო­ბა, წარ­ვად­გენთ ახალ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­საც შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და რაც მთა­ვა­რია, გვაქვს პროგ­რა­მა, სა­მო­მავ­ლო ხედ­ვა. სწო­რედ ჩვენ შევ­ძე­ლით, ამ ოპო­ზი­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დაგ­ვეც­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და მშვი­დო­ბა, გაგ­ვე­ზარ­და ეკო­ნო­მი­კა და მიგ­ვე­ღო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მუ­შა­ობ­და ოპო­ზი­ცი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთა
1

ამისმა ალუჩებმა უკვე იმშობიარეს? 

ტრისტან დ'აკუნია
4

შენ რატომ მოაწერე 19 აპრილის ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებას ხელი? ჩემი აზრით (და არა მარტო ჩემი) ეს არა მარტო სამარცხვინო საქციელი, არამედ ქვეყნის ღალატი იყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნაციონალურ მოძრაობას“ პატრონებმა უთხრეს, უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება" - არჩილ თალაკვაძე

"ნაციონალურ მოძრაობას“ პატრონებმა უთხრეს, უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება" - არჩილ თალაკვაძე

"ნაციონალურ მოძრაობას" უკვე აქვს მიღებული ინსტრუქცია - თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ თქვენ ვერ იმარჯვებთ, უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება, მოდით, აიღეთ ის, რაც შეგიძლიათ და იმუშავეთ თქვენს ელექტორატზე. "ლელოს" და რადიკალურ ბანაკს უთხრეს, რომ თქვენი მოვალეობა არის, იმუშაოთ დანარჩენ ოპოზიციურ ელექტორატზე, უნდა გახდეთ "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო აგრესიულები, მათზე უფრო მატყუარები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე, ყველა პარტია ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებს; "ლელოს" დავალებაა, იმუშაოს იმ ელექტორატზე, რომელსაც არ მოსწონს "ნაციონალური მოძრაობა" და ახალი პარტიის გამოჩენას ელოდება. გახარიას კი, თალაკვაძის განმარტებით, დავალებული აქვს "ქართული ოცნების" ამომრჩევლებში გაურკვევლობის შეტანა, თუმცა, მას მმართველი გუნდის ლიდერებმა მკაფიო პასუხები გასცეს.

"ლელოს“ უთხრეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო უტიფარი განცხადებები უნდა გააკეთოთ და იმუშაოთ სხვა ოპოზიციურ ელექტორატზე, ვისაც არ მოსწონს "ნაციონალური მოძრაობა" და აქვს იმედი, რომ რაღაც ახალი გემი თუ ვაგონი გამოჩნდება, როგორც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პრეზენტაციაზე მოვისმინეთ და მაგ ვაგონში როგორმე ჩასხდებიან. არის კიდევ ერთი ძალიან სპეციალური დავალება, სპეციალური ამოცანა, რომელიც აქვს გიორგი გახარიას პოლიტიკურ ჯგუფს - ეს არის "ქართული ოცნების" ელექტორატში რაღაც გაურკვევლობის შეტანა. გახსოვთ, მისი ტაქტიკა თავიდანვე ეს გახლდათ, შემდეგ ძალიან მკაფიო პასუხები გაეცა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერების მხრიდან და ისინი აგრძელებენ ამ ტაქტიკას, იმიტომ, რომ სხვაგან უბრალოდ არ ეგულებათ არავითარი შესაძლებლობა, რომ ელექტორატი მოიპოვონ. ამიტომ, მუშაობენ იმ ადამიანებზე, ვისი მოტყუება და დაბნევაც, ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ შეუძლიათ. თუმცა, ეს ვერ მოხდება. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ და ყველას, ვინც ცდილობს, ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში რაღაც ქულები მოიპოვოს, რომ ვერ მოატყუებთ საზოგადოებას. შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო საზოგადოების დიდი ნაწილი, შეიძლება დიდი ხნით მოატყუო ვიღაც და საზოგადოების მცირე ნაწილი, მაგრამ, ეს ორივე ვადა გასული გაქვთ თქვენ, ანუ მცირე ნაწილსაც რომ ატყუებდით და დიდ ნაწილსაც, ორივე ვადა გასული გაქვთ, ასე რომ, ვერ მოატყუებთ ვერავის." - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური გუნდია, რომელსაც სამომავლო ხედვა გააჩნია და ოპოზიციის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოახერხა ქვეყნისთვის წარმატების მოტანა.

"ქართული ოცნება" არის უკვე ჩამოყალიბებული პარტია, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს კონკრეტული საქმეები, ასევე გვყავს გუნდი და ლიდერები, რომელთაც საზოგადოება იცნობს და აქვთ ნდობა, წარვადგენთ ახალ თანაგუნდელებსაც შემდეგი არჩევნებისთვის და რაც მთავარია, გვაქვს პროგრამა, სამომავლო ხედვა. სწორედ ჩვენ შევძელით, ამ ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა, გაგვეზარდა ეკონომიკა და მიგვეღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ამის საწინააღმდეგოდ მუშაობდა ოპოზიციის უდიდესი ნაწილი“, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თალაკვაძემ.