კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია, რომ ზურაბიშვილმა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, დოკუმენტი გააყალბეს, ძველი რიცხვი დააწერეს" - მამუკა მდინარაძე
"მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია, რომ ზურაბიშვილმა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, დოკუმენტი გააყალბეს, ძველი რიცხვი დააწერეს" - მამუკა მდინარაძე

მას შემ­დეგ, რაც კამ­პა­ნია აი­წია წარ­მო­უდ­გე­ნელ ფაქ­ტზე, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მე­ზო­ბე­ლი, პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს არ მი­უ­ლო­ცა, დო­კუ­მენ­ტი გა­ა­ყალ­ბეს, ძვე­ლი რი­ცხვი და­ა­წე­რეს - ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რა­დი­კა­ლურ, რი­გით ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რად გვევ­ლი­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მდი­ნა­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ალი­ევს პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვა 9 თე­ბერ­ვალს მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ტყუ­ი­ლია.

"და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, რომ როცა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ჟურ­ნა­ლის­ტებს სცემს პა­სუხს, რომ ცეს­კოს ჯერ არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, ამი­ტომ არ ულო­ცავს და შემ­დეგ ამ­ბო­ბენ, რომ უკვე მი­უ­ლო­ცეს, ესე იგი ტყუ­ი­ლია. ისე­ვე, რო­გორც ჩი­ნე­თის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებ­და თა­ვის ქვე­ყა­ნას, სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ში იყო და ასეთ ცუდ რა­ღა­ცებს ახორ­ცი­ე­ლებ­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, იგი­ვე შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. მას შემ­დეგ რაც კამ­პა­ნია აი­წია წარ­მო­უდ­გე­ნელ ფაქ­ტზე, რომ მე­გო­ბა­რი, მე­ზო­ბე­ლი, პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს არ მი­უ­ლო­ცა, გა­ა­ყალ­ბეს დო­კუ­მენ­ტი, და­ა­წე­რეს ძვე­ლი რი­ცხვი. ამას ადას­ტუ­რებს ორი ფაქ­ტი. ერთი, რომ სა­იტ­ზე აიტ­ვირ­თა მხო­ლოდ გუ­შინ, ამ პი­ა­რის შემ­დეგ რაც გა­აგ­ზავ­ნეს რე­ა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი რი­ცხვით და მათი პა­სუ­ხი, რომ ჯერ ცეს­კოს არ და­უ­დია, ესეც ადას­ტუ­რებს, რომ ტყუ­ი­ლი თქვეს სპე­ცი­ა­ლუ­რად, ან რა­ღაც სცე­ნარს დგა­მენ და ესეც გა­მოჩ­ნდე­ბა. ჩვენ, ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი გა­გე­ბით, უნდა ვა­ი­ძუ­ლოთ ასეთ ხალ­ხს ყვე­ლა ჯერ­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იმუ­შა­ონ”, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მდი­ნა­რა­ძე ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მთავ­რო­ბის უა­რის მი­უ­ხე­და­ვად პრე­ზი­დენ­ტის მი­უნ­ხენ­ში და­წყე­ბულ ვი­ზიტს და აღ­ნიშ­ნა, რომ ის არ­ღვევს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და მო­ნა­წი­ლე­ობს ორ პა­რა­ლე­ლურ კამ­პა­ნი­ა­ში.

"ორი პა­რა­ლე­ლუ­რი კამ­პა­ნი­აა და ის ამ კამ­პა­ნი­ა­ში მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ამავდრო­უ­ლად, გვევ­ლი­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი რი­გი­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, რო­მელ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით ფორ­მა­ლუ­რად აქვს პრე­ზი­დენ­ტის მან­ტია მოს­ხმუ­ლი. მო­რიგ ჯერ­ზე არ­ღვევს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და თან რა­დი­კა­ლიზმს აღ­ვი­ვებს. პა­რა­ლე­ლუ­რად იწე­ვა კამ­პა­ნია, თუ რა­ტომ არ მი­დის პრე­მი­ე­რი მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე - იმი­ტომ, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დი იყო, რომ პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი მისი ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პის დე­და­ქა­ლაქ­ში იქ­ნე­ბო­და. ასეთ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მათ შო­რის, მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, იქ­ნე­ბა ბევ­რი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი”, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

შენ წადი და ალიევს კითხე, როდის მიუტანა ფოსტალიონმა, სალომეს გაგზავნილი, მისალოცი დეპეშა.

მოქალაქე
2

ეს გამომძიებელი არ იყო? ასეთი შერლოკ ჰოლმსები რომ არიან მთავრობაში, იმიტო არის ქუჩები დაცლილი საქართველოს მოქალაქეებით.

ავტორი:

"მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია, რომ ზურაბიშვილმა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, დოკუმენტი გააყალბეს, ძველი რიცხვი დააწერეს" - მამუკა მდინარაძე

"მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია, რომ ზურაბიშვილმა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, დოკუმენტი გააყალბეს, ძველი რიცხვი დააწერეს" - მამუკა მდინარაძე

მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია წარმოუდგენელ ფაქტზე, რომ ზურაბიშვილმა მეზობელი, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, დოკუმენტი გააყალბეს, ძველი რიცხვი დააწერეს - ზურაბიშვილი რადიკალურ, რიგით ოპოზიციონერად გვევლინება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ ზურაბიშვილმა ალიევს პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ტყუილია.

"დადასტურებული ფაქტია, რომ როცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჟურნალისტებს სცემს პასუხს, რომ ცესკოს ჯერ არ დაუდასტურებია, ამიტომ არ ულოცავს და შემდეგ ამბობენ, რომ უკვე მიულოცეს, ესე იგი ტყუილია. ისევე, როგორც ჩინეთის შემთხვევაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებდა თავის ქვეყანას, საბოტაჟის რეჟიმში იყო და ასეთ ცუდ რაღაცებს ახორციელებდა მიზანმიმართულად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მას შემდეგ რაც კამპანია აიწია წარმოუდგენელ ფაქტზე, რომ მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, გააყალბეს დოკუმენტი, დააწერეს ძველი რიცხვი. ამას ადასტურებს ორი ფაქტი. ერთი, რომ საიტზე აიტვირთა მხოლოდ გუშინ, ამ პიარის შემდეგ რაც გააგზავნეს რეალურად გაყალბებული რიცხვით და მათი პასუხი, რომ ჯერ ცესკოს არ დაუდია, ესეც ადასტურებს, რომ ტყუილი თქვეს სპეციალურად, ან რაღაც სცენარს დგამენ და ესეც გამოჩნდება. ჩვენ, ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური გაგებით, უნდა ვაიძულოთ ასეთ ხალხს ყველა ჯერზე, რომ საქართველოსთვის იმუშაონ”, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტის მიუნხენში დაწყებულ ვიზიტს და აღნიშნა, რომ ის არღვევს კონსტიტუციას და მონაწილეობს ორ პარალელურ კამპანიაში.

"ორი პარალელური კამპანიაა და ის ამ კამპანიაში მთავარი როლის შემსრულებელია. ამავდროულად, გვევლინება ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური რიგითი ოპოზიციონერი, რომელსაც ჯერჯერობით ფორმალურად აქვს პრეზიდენტის მანტია მოსხმული. მორიგ ჯერზე არღვევს კონსტიტუციას და თან რადიკალიზმს აღვივებს. პარალელურად იწევა კამპანია, თუ რატომ არ მიდის პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე - იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ პირველი ვიზიტი მისი ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში იქნებოდა. ასეთ კონფერენციებში მათ შორის, მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, იქნება ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი ისევე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი”, - განაცხადა მდინარაძემ.