ავტორი:

საზარელი დანაშაული ინგლისში - სექსუალური ძალადობის ბრალდებით 12-დან 14 წლამდე ასაკის 4 ბიჭი დააკავეს

საზარელი დანაშაული ინგლისში - სექსუალური ძალადობის ბრალდებით 12-დან 14 წლამდე ასაკის 4 ბიჭი დააკავეს

ინგლისში, 12-დან 14 წლამდე ასაკის ოთხი ბიჭი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა შაბათს, საღამოს მოხდა. მანჩესტერის პოლიციის განცხადებით, ყველა დამნაშავე დაკავებულია.

დაზარალებული გოგონა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ამის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. დანაშაულის ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს.

”ადგილზე პოლიცია ამ დრომდე მუშაობს. თუ თქვენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხართ, მოგიწოდებთ, არ იტანჯოთ და პოლიციას დაუყოვნებლივ შეატყობინოთ' - ნათქვამია მანჩესტერის პოლიციის განცხადებაში.

"17 წელია აქ ვცხოვრობ და ასეთი არაფერი მომხდარა. საშინელებაა როცა ასეთ დანაშაულს ზრდასრული ადამიანი ჩადის, მაგრამ მოზარდების მხრიდან მსგავსი რამის გაკეთება - კოშმარია", - განაცხადა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან საუბრისას.